სოციალურ ქსელში პორტალმა Politicano-მ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც საუბარია აშშ-ში მცხოვრებ ნახევარ მილიონ უსახლკარო მოსახლეზე და გვერდმა სტატუსს თან დაურთო ინგლისურენოვანი მასლაც.
პორტალ Politicano-ს თქმით, ქართული მედია-საშუალებები შეგნებულად თავს არიდებენ მსგავსი მასალების გაშუქებას და თუ რატომ ამაზე დაფიქრებას მკითხველს ანდობს.
„აშშ ბევრს სტერეოტიპულად საყოველთაო კეთელდღიობის სახელმწიფო ჰგონია, მაგრამ რეალური სურათი ბევრად უფრო შემზარავია, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია.
ბოლო მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ნახევარი მილიონი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი და მათ ქუჩაში ცხოვრება უწევთ. აღნიშნულ პუბლიკაციაში შეგიძლია იხილოთ თუ როგორ ცხოვრობენ ბედის ამარა მიგდებული აშშ-ს მოქალაქეები.
https://www.theatlantic.com/photo/2016/02/americas-tent-cities-for-the-homeless/462450/
P.S. ერთი წამით თუ დაფიქრებულხართ რატომ არ აშუქებენ მსგავს მასალებს ქართული მედია საშუალებები?“- ნათქვამია სტატუსში.