Home რუბრიკები პოლიტიკა გეტო შვედურად _ პოლიციელები მალმეს ვეღარ აკონტროლებენ

გეტო შვედურად _ პოლიციელები მალმეს ვეღარ აკონტროლებენ

519

შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქის, მალმეს, მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს ქალაქში გამეფებული ძალადობის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სროლების გამო. ზოგიერთი რაიონი გადაიქცა .. ნო გოზონად, სადაც პოლიციაც კი შიშით შედის, _ წერს გერმანული გაზეთი Bild.

ყველაზე სახიფათოდ ითვლება რაიონები _ როზენგორი და სევედი, რომელთა ყოველი მეორე მცხოვრები უმუშევარია, მცხოვრებთა უმრავლესობა კი _ მიგრანტი.

“ჩვენ სევედში პოლიციის, სულ ცოტა, ორი მანქანით შევდივართ ხოლმე: ერთი ეკიპაჟი დაკავებულია ოპერაციის შესრულებით, მეორე კი მას იცავს”. _ განაცხადა მალმეს პოლიციის თანამშრომელმა ჯონათან ერსტრანდმა _ “უკვე რამდენჯერმე დაგვიშინეს ქვები და ბოთლები. მალმეში კარგად უნდა იცოდე ქუჩები და ხვდებოდე, რომელ რაიონში შეხვიდე გარკვეულ დროს”. სევედეში მრავალბინიანი სახლის მფლობელ ფრედერიკ მალმბერგს უკვე რამდენჯერმე დაემუქრნენ, რომ სიცოცხლეს გამოასალმებდნენ”.

“ახალგაზრდების ჯგუფი გამუდმებით ყიდის ჩემს სახლში ნარკოტიკებს და ყოველთვის, როცა შევეცადე, ხელი შემეშალა, მოკვლით დამემუქრნენ. ისინი შეურაცხყოფენ მობინადრეებს, უკრძალავენ სარდაფითა და სამრეცხაოთი სარგებლობს, რადგან სწორედ იქ არიან დაკავებული ნარკოვაჭრობით”.

2015 წელს შვედეთმა 152 ათასი ლტოლვილი შეიფარა, 2016-ში _ 30 ათასი. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით (9,5 მლნ), შვედეთი ევროკავშირის მეორე ქვეყანაა გერმანიის შემდეგ, რომელმაც ამდენი მიგრანტი მიიღო.

კიდევ უფრო სამწუხარო ვითარებაა როზენგორში: ამ რაიონში ძირითადად მუსლიმები ცხოვრობენ, უმუშევართა რაოდენობა კი მოსახლეობის 62 პროცენტია. “როზენგორი აკრძალული ზონაა. ის, ვინც ქალაქის სხვა რაიონში ცხოვრობს, არაფრის დიდებით არ უნდა ჩამოვიდეს აქ”, _ განაცხადა როზენგორის მცხოვრებმა, 22 წლის ნავიდმა. ის შვედეთში დაიბადა, სადაც მშობლები 40 წლის წინათ ჩავიდნენ პალესტინიდან.

ნავიდმა თქვა, რომ დაინახა, როგორ წაუკიდეს ცეცხლი მისმა მეგობრებმა მანქანას. “შევეცადე, დამერწმუნებინა, ხელი აეღოთ განზრახვაზე, მეორე დღეს კი მამაჩემის მანქანა დაწვეს. როზენგორში მცხოვრებმა დამნაშავეებმა იციან, რომ არაფერი ემუქრებათ და ვერასოდეს დაიჭერენ, რადგან პოლიციას საკმარისი რესურსი არ აქვს”. ნავიდისთვის გაუგებარია, რატომ დაასახლა ხელისუფლებამ ლტოლვილები ამ რაიონებში: “ისინი აქ ბოროტმოქმედები ხდებიან და იზოლირებულად ცხოვრობენ. უნდა დაესახლებინათ ისეთ რაიონებში, სადაც მეზობლები შვედები იქნებოდნენ და ინტეგრირების შანსი გაუჩნდებოდათ”.

2008 წელს მალმეს ამ რაიონში სერიოზული შეტაკება მოხდა მოსახლეობასა და პოლიციას შორის. მიზეზი იყო ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაეხურა სარდაფში მოქმედი მეჩეთი. სამართალდამცველებს ქვები და პეტარდები დაუშინეს და რაიონიდან გააძევეს.

საზღვარზე მდებარე მალმეს კიდევ ერთი პრობლემაა კონტრაბანდა იარაღისა, რომელიც აქ მეზობელი დანიიდან შემოაქვთ. პოლიტიკოსები დახმარებას სამხედროებს სთხოვენ. “პოლიციამ დაკარგა მალმეს კონტროლი, ამიტომ აუცილებელია სამხედროების დახმარება”, _ აღშფოთებას ვერ მალავს შვედეთის ერთ-ერთი პარტიის პრესმდივანი პონტუს ანდერსონი.

Bild

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here