Home რუბრიკები სამართალი გრიფით საიდუმლო: დაკავებულია საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი მამალაძე

გრიფით საიდუმლო: დაკავებულია საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი მამალაძე

535

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი მამალაძე სასხელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას აღკვეთი ღონისძიების სახითპატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მამა  გიორგი მამალაძე  დააკავეს, როცა იგი აპირებდა პატრიარქთან გერმანიაში, ბერლინში გამგზავრებას. ამჟამად პატრიარქი გერმანიაში იმყოფება, მას ოპერაციისთვის ამზადებენ. სოციალურ ქსელში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის პატრიარქის მოწამლასთან დაკავშირებით. რა ხდება პატრიარქის გარშემო, რატომ დააკავეს პატრიარქის გარემოცვის წევრი და რას  უკავშირდება მისი აყვანა უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. არსებული ინფორმაციით, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here