Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთს ულტიმატუმის ენით ამერიკაც ვერ ელაპარაკება და საქართველო ვის დაჰკარგვია?!

რუსეთს ულტიმატუმის ენით ამერიკაც ვერ ელაპარაკება და საქართველო ვის დაჰკარგვია?!

642

მსოფლიოში გლობალური პროცესები დაიწყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს ეს ყველაფერი ჩვენ არ გვეხება… 

ბრიტანული რეფერენდუმის შედეგმა შეარყია მთელი ევროპა, თუმცა არა ისე, რომ პანიკა გამოეწვია ევროლიბერალ მმართველ ისტებლიშმენტში, რადგანაც ევროკავშირი მინუს თუნდაც ბრიტანეთი, მაინც ნეოლიბერალური იდეოლოგიის ფორპოსტად განიხილებოდა აშშის მიერ ევროპაში, რომლის დომინანტ სახელმწიფოთა ლიდერები (ფრანსუა ოლანდი, ანგელა მერკელი და სხვები) დარწმუნებული იყვნენ, რომ თეთრ სახლში შავ ბიჭს თეთრი ქალი შეცვლიდა, ანუ ალხანას ჩალხანა ჩაანაცვლებდა და ევროკავშირი მხოლოდნაჩალნიკსგამოიცვლიდა, ამიტომ არა მხოლოდ დაუფარავად უჭერდნენ მხარს ჰილარი კლინტონს, არამედ შეურაცხმყოფელ ეპითეტებსაც არ იშურებდნენ დონალდ ტრამპის მიმართ, მაგრამ მოხდა სასწაული _ ამერიკელმა ხალხმა სწორედ დონალდ ჯონ ტრამპი აირჩია აშშის 45- პრეზიდენტად.

ერთადერთი, რისი თქმაც ახლავე შეიძლება დანამდვილებით, არის ის, რომ 2016 წლის 9 ნოემბრიდან ახალი დროის ათვლა დაიწყო, რომელიც ოფიციალურად მომავალი წლის 20 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, გაფორმდება.

როგორი იქნება ეს ახალი დროება, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ისეთი, როგორიც ბოლო 25 წელიწადი, როცა მეტნაკლები წარმატებით მიმდინარეობდაოთხ არაზე” (არა სამშობლოს, არა ეროვნებას, არა ღმერთს, არა სქესს) დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა აშშის ბელადობით ჯერ საკუთარ სახელმწიფოში, შემდეგ _ ლათინურ ამერიკაში, ევროკავშირსა და ევროსაბჭოში შემავალ ქვეყნებში თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

და აქ მეტნაკლებობაში არ იგულისხმება მხოლოდ ლგბტ-სექტების გაჯეჯილება და კონკრეტულად ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებების დაკანონება _ ეს მხოლოდ დეტალებია (თუმცა ფრიად მნიშვნელოვანი) იმ საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც “4 არა” ჰქვია. მთავარი ინსტრუმენტი ამ გზაზე მავალი გლობალისტ-სატანისტების მთავარი ინსტრუმენტი კი ე.წ. არჩევანის თავისუფლებაა _ აირჩიე, რაც გინდა, როგორც გინდა და როცა გინდა, ოღონდაც კანონს, საზოგადოებრივ წესრიგს ნუ დაარღვევ!”

აი, ეს ერთი შეხედვით უწყინარი პოსტულატი უდევს საფუძვლად ე.წ. ადამიანის უფლებებს.

სინამდვილეში კი რა ხდება ამ კანონის მიხედვით?

აღარ არსებობს სინდისი, მორალი, ზნეობა და სხვა მრავალი რამ, რომელთა გარშემოც იმიტომ ვითარდებოდა ათასწლეულების განმავლობაში კულტურული კაცობრიობა, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური მრწამსისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პოსტულატები ყველას მიერ ერთნაირად აღიქმებოდა.

აქედან მომდინარეობდა თუნდაც მსოფლიოს მხატვრული ლიტერატურის გმირების ერთნაირი აღქმაც სხვადასხვა ერის მიერ _ ვაჟკაცი ფრანგისთვისაც ვაჟკაცი იყო და ინგლისელისთვისაც, ოჯახი თათრისთვისაც წმინდა იყო და ქართველისთვისაც; ერთი სიტყვით, სიკეთეს სიკეთე ერქვა ყველასთვის და ბოროტებას _ ბოროტება.

ხვდებით, რაზე აღმართეს ხელი თანამედროვე გლობალისტ-ნეოლიბერალებმა?

მათი აზრით, არ არსებობს სიკეთე და ბოროტება, რომელთა შორის ბრძოლაა მთელი კაცობრიობის ისტორია. ამიერიდან მთავარია არჩევანის თავისუფლება და კონკრეტული ინდივიდის გადასაწყვეტია, რას მიიჩნევს სიკეთედ და რას _ ბოროტებად.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე, რა თქმა უნდა, მყისიერად ვერ გაქრება ლგბტ-ჭირი, რომელიც ეგზემასავით მოსდებია კულტურული კაცობრიობის მნიშვნელოვან ნაწილს, მაგრამ ჩვენთვის ისიც დიდი შეღავათი იქნება, თუ დონალდ ტრამპი, მისი შავი წინამორბედისგან და თეთრი მეტოქისგან განსხვავებით (გახსოვთ, ალბათ, ჯერ კიდევ სახელმწიფო მდივნობის ჟამს მადამ ჰილარისა და ბარაკ ობამას განცხადებები ამ საკითხზე), აშშ-ის მთავარ საგარეო პრიორიტეტად არ გამოაცხადებს მსოფლიოში პედერასტების უფლებების დაცვას.

ამის იმედს კი ჩვენ თვალწინ მიმდინარე მომავალი პრეზიდენტის გუნდის ფორმირებაა. გუნდისა, რომელშიც მტრედებიც არიან და ქორებიც, მაგრამ არც ერთი მომხრე ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებისა. უფრო მეტიც _ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა მართლმადიდებელი ქრისტიანი, წარმოშობით ბერძენი რაინს პრიბუსი.

მკითხველს შევახსენებ, რომ ტრამპის ტრიუმფს დროსა და სივრცეში დაემთხვა ლიტვის სეიმში უმრავლესობით შესვლა “გლეხებისა და მწვანეთა კავშირისა”, რომელსაც ადგილობრივი თუ დასავლური პრესა პრორუსულ პარტიას უწოდებდა; ბულგარეთის პრეზიდენტი გახდა ასევე პრორუსულობაში ეჭვმიტანილი გენერალი რუმენ რადევი _ ორივე ქვეყანა ნატო-ევროკავშირის წევრია და აბა, მოლდოვას პრეზიდენტის პოსტის ასევე პრორუსი იგორ დოდონის მიერ დაკავება, გასაკვირია?

თუმცა, რას ნიშნავს პრორუსი, გინდაც _ პროამერიკელი? ვფიქრობ, ეს ტერმინები არასწორია და აღარ უნდა გამოვიყენოთ.

ზემოჩამოთვლილი პირები, უწინარესად, საკუთარი ერის შვილები არიან, რომლებიც მიხვდნენ, დაინახეს, რომ რუსეთთან კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს ოკეანისგაღმელ თეთრი სახლის შავ ბინადარს, მისი სამშობლოსთვის კონტრპროდუქტიული და უფრო მეტიც, სახიფათოა.

დონალდ ტრამპის ფაქტორი უეჭველად იქონიებს გავლენას დასავლეთ ევროპაში მომავალ წელს გასამართ არჩევნებზე, დიდი ალბათობით, იქაც ეროვნულ-კონსერვატიული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში და ამიტომ მათ (თუნდაც მარინ ლე პენს ან ნაიჯელ ფარაჯს) პრორუსები ვუწოდოთ?

შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ჩვენში ავადსახსენებელმა კარლ ბილდტმა ტრამპის გამარჯვებას უკვე უწოდა ევროპის დასასრული და მართლაც, გასულ კვირაში ბარაკ ობამას (რომელსაც ადრე ხბოს აღტაცებით შეჰყურებდა ათასობით გერმანელი) ბერლინში ვიზიტისას განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები მიიღეს. იქამდეც კი მივიდნენ, რომ კანალიზაციის ჭების სახურავები ელექტროშემდუღებელი აპარატით დაადუღეს, ხოლო სამიტის შენობასთან მისასვლელი გზები საიმედოდ გადაკეტეს მოსალოდნელი პროტესტების გამო.

თუმცა მრგვალ მაგიდასთან ბარაკ ობამასა და რამდენიმე ევროპელი ლიდერის სავახშმოდ დასხდომას სამიტს ვერ ვუწოდებთ. ამ სურათმა ერთი ეპიზოდი გამახსენა ფილმ “არ დაიდარდოდან”, სერგო ზაქარიაძის გმირი თავის ქელეხში რომ ქეიფობს _ აი, ზუსტად საკუთარ ქელეხში მოქეიფეებს ჰგავდნენ იმ სუფრის წევრები, რომლებსაც, ქურდული ჟარგონით თუ ვიტყვით, მათი მაყურებელი განაბივით”, თანამდებობებზე ყოფნა დიდხანს არ უწერიათ.

კიდევ ერთი ანალოგია მახსენდება, ოღონდ ამჯერად მიშა სააკაშვილსა და ობამას შორის:

“კოჭლი იხვი” _ ასე უწოდებენ ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც, როგორც წესი, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაინცდამაინც არ აქტიურობს, პრობლემები რომ არ შეუქმნას მომავალ პრეზიდენტს(?!).

გახსოვთ, ალბათ, ჩვენი მიშიკოს კოჭლი იხვობაც, როგორ მიზანმიმართულად აზიანებდა ქვეყანას. საგანგებო ბრძანებით როგორ მიანიჭა 40 ათასზე მეტ თურქს საქართველოს მოქალაქეობა; როგორ ამოწურა უკანასკნელ თეთრამდე საპრეზიდენტო ფონდი და პრეზიდენტობის ბოლო დღეს როგორმოხიასაზღვარგარეთ საპრეზიდენტო თვითმფრინავით.

ბარაკ ობამაც ანალოგიურად იქცევა და მისი ბოლო ვოიაჟი, როგორც ამერიკელი “განაბისა” ევროპელ “ჰარიფებთან”, იყო დონალდ ტრამპისთვის რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობის დატოვების მცდელობა, რათა ახალმა პრეზიდენტმა ვერ შეძლოს უმთავრესი დაპირების შესრულება _ რუსეთთან ახალი, პრაგმატული ურთიერთობების დამყარება.

ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას უკრაინაზეც, რომელსაც, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, “დედა აღარა ჰყავს” მას შემდეგ, რაც პოროშენკომ მიქარა და ეთნიკური რუსებით დასახლებულ აღმოსავლეთ უკრაინაში სამოქალაქო ომი გააჩაღა, რომლის გამოც უკრაინამ სამუდამოდ დაკარგა ყირიმი. დიახ, სამუდამოდ, რადგან ვლადიმერ პუტინმა ამას წინათ განაცხადა, ყირიმის თემა დახურულია და ამაზე არავისთან აღარ ვაპირებთ მსჯელობასო.

ვლადიმერ პუტინი სიტყვებს ჰაერზე რომ არ ისვრის, მთელმა მსოფლიომ იცის, მათ შორის დონალდ ტრამპმაც, რომელმაც გაპრეზიდენტებამდე კარგა ხნით ადრე აღიარა, რომ უკრაინის მიერ ყირიმის დაკარგვა ობამას უგუნური პოლიტიკის შედეგია.

უკრაინის “მაყურებელი” კიდევ ერთი კოჭლი იხვი, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი “პრაშჩალნი” ვიზიტით ჩავა კიევში, სადაც, ალბათ, პოროშენკოს მხარზე ხელს მოუთათუნებს და ოსტაპ ბენდერის სიტყვებით: “ზაპად ვამ პომოჟეტ” დაემშვიდობება, შემდეგ კი უკრაინას “მამაც აღარ ეყოლება”.

აი ასეთ გეოპოლიტიკურ ფონზე დაიწყო მუშაობა საქართველოს ახალმა, მე-9 მოწვევის პარლამენტმა, თუმცა ძველი რიტორიკით _ ნატო (რომელსაც მალე აღარ ეყოლება მამა, ყოველ შემთხვევაში ობამასავით მზრუნველი და, აქედან გამომდინარე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მიღებაზე საუბარი სასაცილოც აღარ არის), ევროკავშირი (რომელსაც თავისი გასჭირვებია და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარიც კი აბსურდია) და ყველაზე მთავარი _ რუსეთს არ დაველაპარაკებით, სანამ

ჰო, სანამ რა? სანამ სოხუმ-ცხინვალს არ დაგვიბრუნებენ?

თქვე შეგნებულო მტრებო თუ შეუგნებელო იდიოტებო, რუსეთს ულტიმატუმის ენით თვით აშშ ვერ ელაპარაკება და საქართველო ვის დაჰკარგვია?!

ჩვენი სამშობლოს ერთადერთი პატრონი საქართველოს დედაეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი პატრიარქია, რომელიც, მიუხედავად ხნოვანებისა, მომენტს არ უშვებს ხელიდან, ესტუმროს ჩვენს ერთმორწმუნე მეზობელს, რომელიც ოკეანისგაღმელმა “მეგობრებმა” მტრად გადაგვკიდეს.

ახლაც მისი უწმინდესობა მოსკოვს იმყოფება რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც შეიძლება ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

რაც ყოველგვარი “შეიძლებას” გარეშეა ცნობილი, არის ის, რომ საქართველოს პატრიარქი რუსულ ტაძარში ქართულად აღასრულებს წირვა-ლოცვას 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე.

მეტი რა ქნას საქართველოს სულიერმა მწყემსმა?! მასაც, ეტყობა, მხოლოდ უფლის იმედი აქვს; ფიქრობს, რომ უფალი არ გაწირავს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, რომელსაც გადარჩენა მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთთან ერთად უწერია.

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. მორალი და ეთიკის დაცვა ულტიმატუმში თუ შედიოდა არ მიფიქრია ამაზე
    ??????

  2. დიდი მადლობა სიმართლისათვის, ბატონო დავით. ესაა პატრიოტობა და სამშობლოს სიყვარული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here