Home რუბრიკები ეკონომიკა 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები

100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები

927

ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე 1 ნოემბრიდან მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვიდა და მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამასთანავე, ბანკნოტზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტითა და თანამედროვე სახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას. 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღსაქმელი და, ამასთანავე, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამოსაცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან. რაც შეეხება 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს, განახლდება მოგვიანებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here