Home რუბრიკები ბლოგი პუტინი_ დასავლეთს : “ამ უსუსური სანქციებით ვერაფერს გახდებით!“…აზერბიჯანი „ევრაზიულ კვშირში“ წევრიანდება?!… რატომ...

პუტინი_ დასავლეთს : “ამ უსუსური სანქციებით ვერაფერს გახდებით!“…აზერბიჯანი „ევრაზიულ კვშირში“ წევრიანდება?!… რატომ არ აშუქებენ ბრიქსის სამიტს?!

687

ამ დღეებში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან  საუბარში დასავლეთის ლიდერებს მიმართა და განაცხადა დეტალურად შემდეგი: „სანქციებით რუსეთის წინააღმდეგ  სირიის თუ უკრაინის საბაბით, კონკრეტულ პრობლემას ვერ გადაჭრით. ეს მხოლოდ პოლიტიკური ხერხია, მეთოდია რუსეთის წინსვლისა და  განვითარების შესაჩერებლად. კონტრპროდუქტიულია და თქვენთვისვე საზიანო, არაფერი კარგის მომტანი. მთავარი კი ისაა, რომ  ვერასოდეს მიაღწევთ მიზანს, ომლის მიღწევასაც ამ უსუსური სანქციებით ცდილობთ.  არ იქნებოდა უკრაინა?! რაღაც ახალ საბაბს გამოძებნიდით, მთავარი კი ის არის, რომ  რუსეთი გახდა სრულფასოვანი მოთამაშე საერთაშორისო სარბილზე და ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.” 

 რუსეთი, პუტინის მმართველობის პერიოდში, ნელ-ნელა, მაგრამ გეგმზომიერად და თანმიმდევრულად,  აძლიერებს საკუთარ პოზიციებს, როგორც ახლო აღმოსავლეთში და კავკასიის რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში. ამას მრავალი ფაქტი მოწმობს, მაგალითად,  რუსეთის ტელევიზიის ჟურნალისტის დიმიტრი კისელიოვის კითხვას „ევრაზიულ კავშირში“  აზერბაიჯანის შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასე უპასუხა:  „გამორიცხული არაა აზერბაიჯანი „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანდეს, ეს სავსებით შესაძლებელია, თუ ჩვენთვის ეს კავშირი მიმზიდველი იქნება. ვიტყვი ასე: დღევანდელი სტატუსით აზერბაიჯანი თავს  დამაჯერებლად გრძნობს, ამიტომ ჩვენ შევხედავთ, როგორი იქნება ტენდენციები. თუ კავშირი მიმზიდველი იქნება, იქ არა მხოლოდ აზერბაიჯანი შევა…არაფერი გამორიცხული არაა. ინტეგრაციის გზით სიარულს მოტივაცია უნდა გააჩნდეს- ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, თუ სხვა.

 ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ბოლო 13 წლის მანძილზე ჩვენ, სამჯერ გავზარდეთ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, 49 % -ით შევამცირეთ სიღარიბე, სიღარიბე, როგორც სოციალური მოვლენა, აზერბაიჯანში ასეთი რამ არ არსებობს. უმუშევრობა 5%-ია, კრიზისის მიუხედავად, გავზარდეთ ქვეყნის სავალუტო რეზერვები,

ეკონომიურად ვხარჯავთ საბიუჯეტო თანხებს – ამიტომ, გვაკმაყოფილებს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. ერთადერთი, რაც შევზღუდეთ ცოტაოდენით შევამცირეთ სახელმწიფო საინვესტიციო პროექტები, ეს არის და ეს.“

რამდენიმე დღის წინ,  ინდოთის ქალაქ გოაში “ბრიკსის” მე-8 სამიტი გაიხსნა, რომელზეც მსოფლიო პრესა საერთოდ სდუმს.  სამიტში მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნების პირველი პირები: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ჩინეთის სახელმწიფო მდივანი სი ცზიანპინი, ბრაზილიის პრეზიდენტი მიშელ ტემერი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა, ინდოოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი.  ბოლო ათი წელია, რაც ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა და ჩინეთი გლობალური ეკონომიკის წამყვან ქვეყნებად იქცნენ. ამ ჯგუფს ეკონომისტები სახელად „ბრიკს“-ს უწოდებენ, მათი ინგლისური სახელწოდებების პირველი ინიციალების მიხედვით. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, „ბრიკსის“ ეკონომიკური ზრდა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და შესაძლოა ამ ბლოკში სხვა სხვა  ქვეყნებიც მოხვდნენ.  

ბრიკსის სამიტზე მიღწეული  შეთანხმებით რუსეთი წელწადში დამატებით 13,6 ტონა ოქროს მოპოვებას შეძლებს.

 მისმა მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ, ხელი შეუწყონ მსოფლიო ეკონომიკის განვითარების დაჩქარებას, იბრძოლონ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლო სტაბილურობას. რუსეთისა და ინდოეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე მილიარდი დოლარის მოცულობის ხელშეკრულებებს ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროში.

მათ შორის, წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს 500 მილიონი დოლარის შეთანმხებას, რის საფუძველზეც ისინი ერთობლივად აწარმოებენ ოქროს მოპოვებას რუსეთში, ჩიტის ოლქის ჩრდილო -აღმოსავლეთით მდებარე კლუჩევსკის ოქროს ღია მოპოვების საბადოში .

(წელიწადში 6,5 მილიონი ტონის გადამუშავების პირობით, როცა ტონა მადანი საშუალოდ 2,1 გრამ ოქროს იძლევა) .

ცნობისათვის, „ბრიკსი“-ს წევრებზე დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი მოდის.

მასალა მოამზადა   კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here