Home რუბრიკები საზოგადოება უბლოკო სტატუსი თუ მიუმხრობელთა მოძრაობა?

უბლოკო სტატუსი თუ მიუმხრობელთა მოძრაობა?

514

ღია წერილიდემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოსლიდერს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს

ქალბატონო ნინო!

უბლოკო სტატუსის მსურველი ქვეყნები 1961-დან 2012 წლის ჩათვლით ერთიანდებოდნენ საერთაშორისო პოლიტიკურ ალიანსში სახელწოდებითმიუმხრობელთა მოძრაობა” (NAM) სამხედრო ბლოკებში მონაწილეობის უარყოფის პრინციპით და კოლექტიურად წყვეტდნენ წარმოქმნილ პრობლემებს.

2006 წლისთვის ამ ორგანიზაციაში გაწევრებული იყო 118 ქვეყანა, მათ შორის:

1 _ ევროპული (ბელარუსი);

38 _ აზიური (აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, მონღოლეთი, ინდოეთი, ავღანეთი, იორდანია, ინდონეზია და სხვ.);

53 _ აფრიკული (ალჟირი, ანგოლა, ეგვიპტე, ტუნისი, ლიბია და სხვ.);

26 _ ლათინოამერიკული და კარიბის ზღვის ქვეყნები (კუბა, ნიკარაგუა, ჰონდურასი, ვენესუელა, ბოლივია და სხვ.).

და ზემოაღნიშნული ქვეყნების ამ ორგანიზაციაში გაწევრების წინააღმდეგ არავინ წასულა.

 ამ ორგანიზაციის მეთვალყურის სტატუსით სარგებლობენ სომხეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ბრაზილია, მექსიკა და სხვ.

ეს საერთაშორისო ორგანიზაცია კონსტრუქციულ როლს თამაშობდა მსოფლიოში მშვიდობის დამყარებასა და განმტკიცებაში, კოლონიური წნეხისგან განთავისუფლებული ქვეყნებისთვის დახმარებაში, მასში შემავალი სახელმწიფოების ინტერესების სასარგებლოდ დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმოებაში.

მაშინ, როდესაც ნატოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ამ ბლოკის წევრობაზე დელიკატურად უარს გვეუბნებიან, რა არგუმენტებს ეყრდნობიან იმ პარტიების ლიდერები, რომლებიც ასე დაჟინებით და კატეგორიულად, მოსახლეობის აზრის იგნორირებით, მისგან დაუკითხავად, მაგრამ ხალხის სახელით, მოითხოვენ საქართველოს გაწევრებას სამხედროპოლიტიკურ ბლოკში?

მათ ავიწყდებათ, რომ ამ ორგანიზაციის წევრობა ნიშნავს ქვეყნის საომარი მოქმედებების თეატრად გადაქცევას, ანუ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას ომის დროს ამ ორგანიზაციის სასარგებლოდ.

ნატოში გაწევრების მომხრეებს ავიწყდებათ ან არ შეუძლიათ რეალურად შეაფასონ საერთაშორისო და რეგიონში შექმნილი ვითარებები.

მათ ვერც კი გაათვითცნობიერეს, როგორ აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა იზოლირებული კავკასიაში და, საერთოდ, რეგიონში.

ისინი ვერც იმას ამჩნევენ, რომ მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, საქართველო აბრეშუმის გზის მიღმა აღმოჩნდეს და ე.წ. დერეფნის სტატუსიც დავკარგოთ.

ნატოს მომხრეებს დღემდე არ აუხსნიათ მოსახლეობისთვის, რა სურს ჩვენგან რუსეთს სინამდვილეში.

მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობას კარგად აქვს გააზრებული, რა საფრთხე დაემუქრება მას ნატოში საქართველოს შესვლის შემთხვევაში და ამიტომ აქ სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზებს არ გააჭაჭანებს, ისევე, როგორც 1962 წელს აშშმა არ დაუშვა კუბაზე საბჭოთა რაკეტების განლაგება.

იმ პერიოდში მსოფლიო რეალურად დადგა ბირთვული ომის საფრთხის წინაშე, მაგრამ ორივე ქვეყნის პირველმა პირებმა იგრძნეს პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე, ეყოთ გონიერება და შეთანხმებას მიაღწიეს:

* საბჭოთა კავშირმა ცნო მეზობლობის ფაქტორი, კუბიდან რაკეტები გაიტანა და კუბა ვარშავის სამხედროპოლიტიკურ ბლოკში არ გააწევრა. ამ ქმედებით მან ამერიკავალში დატოვა”;

*ამერიკამ თავი დაანება კუბის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციებს და თურქეთში განლაგებული რაკეტების დემონტაჟი დაიწყო.

იმხანად აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ ფ. კენედიმ წარმოთქვა ისტორიული ფრაზა:

“ჩვენ, ყველანი, ერთ მიწაზე ვცხოვრობთ და ერთი ჰაერით ვსუნთქავთ”.

ამერიკამ კუბის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციებს თავი კი დაანება, მაგრამ ეს ქვეყანა ეკონომიკურ ბლოკადაში მოამწყვდია, ეგონა, რომ ასე მოიშორებდა თავიდან მისთვის მოუხერხებელ მთავრობას.

მაგრამ შეცდა.

პატრიოტი, გონიერი და გამბედავი ლიდერების ხელმძღვანელობით, აგრეთვე, საბჭოთა კავშირისა და სხვა ქვეყნების (მათ შორის “მიუმხრობელთა მოძრაობის”) დახმარებით კუბამ გაუძლო ბლოკადას და ქვეყანა, რომელიც 1959 წლამდე გარყვნილებისა და ნარკომანიის ბუდეს ჰგავდა, სახელმწიფოდ იქცა _ დამყარდა წესრიგი, აღორძინდა და განვითარდა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, კულტურა, სპორტი. დიდი ყურადღება დაეთმო სოციალურ საკითხებს. კუბა გახდა “მიუმხრობელთა მოძრაობის” აქტიური წევრი (1979 და 2006 წლებში იყო ამ ორგანიზაციის კონფერენციების მასპინძელი ქვეყანა), მისაბაძი მაგალითი მრავალი ქვეყნისთვის და ეს მოახერხა 20 წელზე ნაკლებ დროში.

კუბის მოსახლეობამ 10 წლის (1979-1980 წლებში) განმავლობაში 1 მილიონით მოიმატა.

ცნობისათვის: საქართველოს მოსახლეობა 1989 წელს 5 მილიონ 449 ათას ადამიანს ითვლიდა. შობადობისა და მოკვდავობის მაჩვენებელი, 1000 კაცზე გათვლით, შესაბამისად _ 17,3 და 9,0 იყო. ტერიტორია _ 69,7 ათასი კვ.კმ. მათ შორის აფხაზეთის _ 8,6 ათასი კვ.კმ; .. სამხრეთ ოსეთის _ 3,9 ათასი კვ.კმ; ორივე ერთად კი _ 12,5 ათასი კვ.კმ, ანუ საერთო ფართობის 17,93% და არა 20% ან 22%, როგორც ამას ჩვენიმათემატიკოსებიანგარიშობენ.

ქალბატონო ნინო!

ა.წ. 30 აგვისტოს, თქვენი გუნდის ხელმძღვანელობისა და პარტიის სამოქმედო პროგრამის წარდგენისას, განაცხადეთ, რომ უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყანასა და ნეიტრალურ სახელმწიფოს შორის დიდი განსხვავებააო.

მაშინ რა განსხვავებაა უბლოკო სტატუსის მქონე და “მიუმხრობელთა მოძრაობის” წევრ ქვეყნებს შორის?

დღეს ამ ორგანიზაციის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.

2012 წლის შემდეგ მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება უარესობისკენ შეიცვალა.

ალექსანდრე ტოლსტოი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here