Home რუბრიკები საზოგადოება “ცოდვილთა ჰგუემდეთ ცეცხლი”, ანუ 11 სექტემბრის “ბაპტისტური ვერსია”

“ცოდვილთა ჰგუემდეთ ცეცხლი”, ანუ 11 სექტემბრის “ბაპტისტური ვერსია”

2011 წლის 11 სექტემბერს აშშში ექსტრემისტებმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტერორისტული აქტი მოაწყვეს. ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ტერაქტი მოაწყოალ ქაიდამ”. 19 ტერორისტმა, რომლებიც 4 ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი, 4 ავიალაინერი გაიტაცა. ერთი თვითმფრინავი პენტაგონის შენობისკენ იყო მიმართული, მეორე _ პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა, 2 კი ნიუ იორკში მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ტყუპ შენობას შეეჯახა. ამ ტერორისტულმა აქტმა 2 977 ადამიანი იმხვერპლა, 24 კი _ დღემდე დაკარგულად ითვლება.

11 სექტემბრის ტერაქტის მიზეზების ოფიციალურ ვერსიას დღემდე აკრიტიკებენ ჟურნალისტებისა და ექსპერტების ნაწილი, აგრეთვე, ტერაქტის თვითმხილველები. ტყუპი ცათამბჯენის ჩამოშლის ვიდეოჩანაწერი მიუთითებს იმაზე, რომ შენობების დანგრევას აკონტროლებდნენ და, აქედან გამომდინარე, ეს ტერორისტული აქტი აშშ-ის მთავრობამ მოაწყო _ ამ ვერსიას იზიარებს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის პროფესორი ნილს ჰარიტი, აგრეთვე, ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის თანამშრომლები _ ჯეფრი ფერერი და სტივენ ჯონსი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მანჰეტენზე ჩამოშლილი შენობების ნანგრევებში ნაპოვნია ასაფეთქებელი ნივთიერებების _ “ტერმიტისა” და “ნანოტერმიტის” _ კვალი. ამ ნივთიერებებს კი ძველი შენობების დასანგრევად იყენებენ.

11 სექტემბრის ტერაქტის მიზეზების დასადგენად ჩატარებულია უამრავი კვლევა, დაწერილი და გამოქვეყნებულია ბევრი მასალა, გადაღებულია არაერთი დოკუმენტური ფილმი. მათ შორის, აღსანიშნავია რეჟისორ მაიკლ მურის “ფარენჰეიტი 9/11”, პიტერ ჯოზეფის “დროის სულისკვეთება” და სხვ., რომლებშიც ლაპარაკია აშშ-ის ხელისუფლების მონაწილეობაზე 11 სექტემბრის ტერაქტში.

 ეს ტრაგედია შესანიშნავად შეაფასა ამერიკელი რელიგიური მოღვაწის, ბაპტისტური ეკლესიის მღვდელმსახურის, წლების განმავლობაში სულიერების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტების მრჩევლის, ბილი გრემის ქალიშვილმა ანა გრემმა, რომელმაც აშშ-ში 11 სექტემბერს დატრიალებული ტრაგედიისადმი მიძღვნილ თოქშოუში წამყვანის კითხვაზე _ როგორ დაუშვა უფალმა ეს ტრაგედია _ ღრმა და გამჭრიახი პასუხი გასცა:

“მე მჯერა, რომ ღმერთი ისევე წუხს მომხდარზე, როგორც ჩვენ, მაგრამ ჩვენ დროთა განმავლობაში ვდევნიდით უფალს სკოლებიდან, მთავრობებიდან, ჩვენი ცხოვრებიდან და ვფიქრობ, რომ ღმერთმა, როგორც ჯენტლმენმა, მხოლოდ უკან დაიხია. ველოდებით ღვთის წყალობას და, ამასთანავე, მისგან მოვითხოვთ, რომ დაგვტოვოს?!

მოდი, გავიხსენოთ: ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მედლინ მიურეი ჰარამ (ის მოკლეს და გვამი რამდენიმე ხნის წინათ იპოვეს) თქვა, რომ სკოლაში ლოცვის ადგილი არ არის, და ჩვენ ვთქვით: კარგი!”. მერე ვიღაცამ თქვა, რომ სკოლაში არ უნდა იკითხებოდეს ბიბლია (ბიბლია, რომელშიც ნათქვამია: “არ მოკლა. არ მოიპარო, შეიყვარე მოყვასი შენი”) და ჩვენ ისევ დავეთანხმეთ:კარგი!”.

მერე დოქტორმა ბენჯამინ სპოკმა განაცხადა, რომ არ უნდა გამოვიყენოთ ბავშვების ფიზიკური დასჯის მეთოდები, რადგან ეს მათში პიროვნებას კლავს და ჩვენ შეიძლება ხელი შევუშალოთ თვითშეფასების პროცესს (თვითონ ბენჯამინის ვაჟიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა). მაშინ ჩვენ ვიფიქრეთ: “ის სპეციალისტია და იცის, რასაც ამბობს”. და ისევ ვთქვით: კარგი!”.

მერე ვიღაცამ თქვა, რომ მასწავლებლები და დირექტორი არ უნდა სჯიდნენ ფიზიკურად მოსწავლეებს, მეტიც, არც კი უნდა შეეხონ მათ და პასუხი არ მოსთხოვონ ცუდი საქციელისთვის. და ჩვენ ისევ ვთქვით: “კარგი!”.

შემდეგ ვიღაცამ თქვა: მოდი, მივცეთ გოგონებს აბორტის გაკეთების უფლება, თუ მათ ეს უნდათ. და ჩვენ ისევ გავიმეორეთ: კარგი!”. მერე სკოლაში ვიღაცას ახალი აზრი გაუჩნდა და თქვა: ბიჭები ყოველთვის და ყველგან იქნებიან ბიჭები და მუდამ გააკეთებენ ამას, ამიტომ დავურიგოთ პრეზერვატივები სკოლაში და მიიღონ სიამოვნება, მშობლები ვერც გაიგებენ, რომ ისინი სკოლაში დაურიგეს”. ჩვენ ისევ ვთქვით: “კარგი!”.

მერე ჩვენ მიერ არჩეული მთავრობიდან ვიღაცამ თქვა: თუ სამუშაო კარგად სრულდება, მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდება პირად ცხოვრებაში”. დავეთანხმეთ და ვთქვით: არ გვაინტერესებს, ვინ (მათ შორის, პრეზიდენტიც) როგორი პირადი ცხოვრებით ცხოვრობს, თუ სამუშაო გვაქვს და ეკონომიკაც წესრიგშია.

მერე ვიღაცამ თქვა: მოდი, დავბეჭდოთ ჟურნალები შიშველი ქალების სურათებით და ამით ვაჩვენოთ ქალის სხეულის სიჯანსაღე და სილამაზე”. მერე უფრო “წინ წავედით” და ბავშვების გაშიშვლებული სხეულები გამოვიტანეთ სააშკარაოზე და ინტერნეტშიც გამოვაქვეყნეთ. და ჩვენ ისევ ვთქვით: კარგი, მათ აქვთ სიტყვის თავისუფლება!”.

მერე გასართობმა ინდუსტრიამ თქვა: მოდი, ჩავწეროთ სატელევიზიო შოუები და ფილმები, რომლებიც ხელს უწყობს ძალადობის, ბილწსიტყვაობისა და სექსის პროპაგანდას; ჩავწეროთ მუსიკა, რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკების მოხმარებას, გაუპატიურებას, მკვლელობას, თვითმკვლელობას და სატანიზმს”. ჩვენ ვთქვით: “ეს მხოლოდ გართობაა და ნეგატიურ გავლენას ვერ იქონიებს, ამიტომ ვთქვით, _ განაგრძეთ და დავძინეთ _ კარგი!”.

და ახლა ჩვენ ვეკითხებით საკუთარ თავს: რატომ არ აქვთ ჩვენს შვილებს სინდისი, რატომ არ შეუძლიათ კარგისა და ცუდის გარჩევა, რატომ კლავენ ერთმანეთს და იკლავენ თავს? თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ, რაც დავთესეთ, ის მოვიმკეთ!

ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა დაწერა: ღმერთო, რატომ არ გადაარჩინე საკუთარ კლასში მოკლული პატარა გოგონა? ჭეშმარიტად შენი, შეწუხებული სტუდენტი”.

აი პასუხი: ძვირფასო სტუდენტო, მე არ მიშვებენ სკოლებშიჭეშმარიტად შენი, ღმერთი!”.

სასაცილოა, რომ ადამიანები ვდევნით უფალს და მერე გვიკვირს, ცხოვრება ჯოჯოხეთად რატომ გვექცა.

სასაცილოა, როცა გვჯერა გაზეთების და ეჭვი გვეპარება ბიბლიაში.

სასაცილოა, ყველას გვინდა ზეცაში მოხვედრა და არაფერს ვაკეთებთ, არაფრის გვჯერა, რაც ბიბლიაშია.

სასაცილოა, როცა ვიღაც ამბობს, რომ სჯერა ღმერთის, მაგრამ მიჰყვება სატანას, რომელსაც “სჯერა” უფლის.

სასაცილოა, როცა ჩვენთვის ადვილია, განვსაჯოთ სხვა და ძნელია, თვითონ მოვისმინოთ განსასჯელი სიტყვები.

სასაცილოა, როცა უაზრო ხუმრობები ელვასავით ედება სამყაროს და ადამიანები კი დიდხანს ფიქრობენ იმაზე, გააზიარონ თუ არა სტატუსი, რომელშიც ღმერთია ნახსენები.

სასაცილოა, როდესაც უხამსი, უწესო, უზნეო და ვულგარული ადვილად ხელმისაწვდომია ინტერნეტში, სკოლებსა და სამსახურებში კი ღია დისკუსია უფალზე შეუძლებელია.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here