Home რუბრიკები პოლიტიკა რესპუბლიკური პარტია _ სახადი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიხადოს საქართველომ

რესპუბლიკური პარტია _ სახადი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიხადოს საქართველომ

704

1991 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ ამა წლის 8 ოქტომბერს საქართველოში უკვე რიგით მე-9 საპარლამენტო არჩევნები (1990 ; 1992 ; 1995 ; 1999 ; 2003 (გაუქმდა); 2004 ; 2008 ; 2012 .) უნდა ჩატარდეს, მაგრამ დეპუტატობის, ანუ ხელისუფლებაში ყოფნის მსურველები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 230 პარტიაა რეგისტრირებული, ძირითადად, ერთი და იგივე პირები არიან.

ამ პარტიებში გაერთიანებული პოლიტიკოსების უმრავლესობას ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ყოფნა პირადი კეთილდღეობისათვის უნდა და არა ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვისთვის. ეს მათ მიერ გაკეთებული საქმეებიდან ჩანს: ბოლო 26 წელიწადია, პოლიტიკოსების მიერ გაცემული დაპირებების მიუხედავად, საქართველო წელში ვერ გაიმართა _ ქვეყანაში უამრავი ადამიანი სიდუხჭირეში ცხოვრობს, დაკარგულია ტერიტორიების თითქმის 20%; განადგურებულია განათლების სისტემა, კულტურის სფერო, მრეწველობა, სულს ღაფავს სოფლის მეურნეობა, დასავლური ე.წ. ფასეულობების მომძლავრების ფონზე დეგრადირებულია სულიერების სფერო, საერთოდ, ადამიანი. სწორედ ამ ე.წ. დასავლურ ფასეულობებს უჭერს მხარს რესპუბლიკური პარტია, რომელიც 1978 წელს დააარსეს ვახტანგ ძაბირაძემ, ვახტანგ შონიამ და ძმებმა _ ლევან და დავით ბერძენიშვილებმა, და რომელიც თითქმის ნულოვანი რეიტინგის გამო, საკანონმდებლო ორგანოში შესვლას მხოლოდ სხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანებით ახერხებდა.

რეპუბლიკური პარტია, რომლის წევრების უმრავლესობამ პოლიტიკური ნათლობა ამერიკელების მიერ გულუხვად დაფინანსებულ არასამთავრობოებში მიიღო, ყოველთვის ახერხებდა ამა თუ იმ ძალასთან მიკედლებას და სახელისუფლო სტრუქტურებში ადგილის დამკვიდრებას. ასე მოხდა 2003 წელს, როდესაც ქართველი ხალხის ჯალათ “ნაცმოძრაობასთან” ერთად “ვარდების რევოლუციის” მოწყობის შემდეგ შევიდა პარლამენტში. ასე მოხდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როცა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” გაერთიანდა. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ინტერესების გამტარებელმა ამ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მიღებელია ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მოახერხა (რა თქმა უნდა, ამერიკელების დახმარებით) და საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში რამდენიმე საკვანძო ადგილი იგდო ხელთ: პარლამენტის თავმჯდომარის _ დავით უსუფაშვილმა; მისმა მეუღლემ, თინა ხიდაშელმა, _ თავდაცვის მინისტრის; გიგლა აგულაშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინათ დატოვა რესპუბლიკური პარტია და “ქართულ ოცნებაში” გადაბარგდა, _ გარემოს დაცვის მინისტრის; პაატა ზაქარეიშვილმა _ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის.

ქართვველ საზოგადოებას განსაკუთრებით აღიზიანებს არა ამ პარტიის ფლიუგერობა, როცა ძალაუფლების მოსაპოვებლად ხან ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან იყო გაერთიანებული, ხან _ “ნაცმოძრაობასთან” და ხან _ “ქართულ ოცნებასთან”, არამედ ამ პარტიის წარმომადგენელთა მსოფლმხედველობა და მათი მცდელობა, უარყონ ყოველივე ქართული და დაამკვიდრონ ე.წ. ლიბერალური ღირებულებები.

ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია ლევან ბერძენიშვილის შეფასებებმა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟაფშაველას მიმართ, როდესაც განაცხადა, ილია ჭავჭავაძეს _ ასეთ ქართველ პოეტს _ არ ვიცნობ, დიდი ვერაფერი პოეტი იყოო, შემდეგ კი აკაკი წერეთელზეც იგივე თქვა. ლევან ბერძენიშვილი, ამასთანავე, მონდომებით ცდილობს ისტორიის გაყალბებას _ ცილს სწამებს და შეურაცხყოფს გენიალურ ვაჟა-ფშაველასა და სტალინს, რომლის წვლილიც ფაშისტური ჭირისგან მსოფლიოს გათავისუფლებაში განუზომელია.

აი როგორ შეაფასეს ქართველი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა ლევან ბერძენიშვილის მიერ ნათქვამი მკრეხელური ფრაზები (ციტატები აღებულია ვებგვერდ droni.ge-დან):

გიგა ლორთქიფანიძე: _ ლევან ბერძენიშვილი ანტიეროვნული პოლიტიკოსია, შეურაცხოფილი ვარ იმ სიტყვებით, რომლებიც ილია ჭავჭავაძეს აკადრა, მის შემოქმედებას აკადრა. რა უნდა ამ კაცს პარლამენტში, რა სიკეთე უნდა მოუტანოს ქართულ ხელოვნებას, მეცნიერებასა და მწერლობას?! არც არაფერი. თუ დაუშავებს და ავნებს, თორემ სიკეთეს მისგან არავინ ელის.

ელიზბარ ჯაველიძე: _ ლევან ბერძენიშვილი არის ჯორჯ სოროსის შვილობილი. ლევან ბერძენიშვილს დავალებული აქვს ქართული კულტურის, მეცნიერების დანგრევა და განადგურება და ამას, როგორც ვხედავთ, გარკვეული ძალების დახმარებით წარმატებით ახორციელებს.

ნოდარ ნათაძე: _ ლევან ბერძენიშვილი არის იმ დროიდან თანამშრომლობს “კა-გე-ბესთან”, როცა დისიდენტობისთვის დაიჭირეს. ბერძენიშვილმა “ჩაუშვა” თავისი ძმა, თანამშრომლები და თავისი შეყვარებულიც არ დაინდო, ისიც “ჩაუშვა”. “კა-გე-ბეს” მიერ ბერძენიშვილის დაკითხვის ოქმი გამოქვეყნდა და ყველამ იცის, ვინაა ეს კაცი.

რეზო ამაშუკელი: _ ლევან ბერძენიშვილი არის ქართველი ერისა და საქართველოს ერთ-ერთი მტერი. მისი მიზანია ქართული კულტურის, მწერლობის განადგურება და იმ, ბოდიში მომითხოვია, პედერასტების ლობირება და პატრონობა, რომლებიც ენით გამოუთქმელ სიბინძურეს წერენ და აქვეყნებენ, საკუთარ დედასთან სექსი რომ აქვთ და საკუთარ და-ძმებთან.

ერთ-ერთი ასეთი ავტორის, ზაზა ბურჭულაძის, შესახებ თქვა ამ ბერძენიშვილმა, ნიჭიერი მწერალია, ამის ფასი არ იციან საქართველოშიო. ილია ჭავჭავაძე მიწასთან გაასწორა და იმ კაცზე, დედამისთან ლიტერატურული სექსით რომ გაითქვა სახელი, მზე და მთვარე ამოსდის.

შალვა ნათელაშვილი: _ ლევან ბერძენიშვილმა ჯერ სოროსის ფულები ქაფა, ახლა პარლამენტშია, არც იქ მოიკლებს. ეგ კაცი არის მოგზავნილი, რათა ქართული განათლების სისტემა, რომელიც ისედაც დანგრეულია, საბოლოოდ დააქციოს და სხვა სფეროებსაც გადასწვდეს.

ვალტერ შურღაია: _ ლევან ბერძენიშვილი უნიკალური მოვლენაა. მან ჯერ “კა-გე-ბეს” დავალებით აქტიურად იბრძოლა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და ახლა პროდასავლურ-პროამერიკულ მანტიაში გახვეული ლიბერალიზმს ქადაგებს.

ლევან ბერძენიშვილის კოლეგამ, ყოფილმა პარლამენტარმა და განათლების მინისტრის ექსმოადგილემ (იმხანად განათლების მინისტრი იყო ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი), ლევან რამიშვილის, გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძისა და თეა თუთბერიძის სულიერმა ძმამ, “თავისუფლების ინსტიტუტის” პირმშომ დავით ზურაბიშვილმა კი სახელი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებისა და მართლმადიდებლობის “სახადად” მოხსენიებით გაითქვა. მან სამი წლის წინათ, მაისში, რუსთაველის პროსპექტზე ლგბტ თემის მხარდამჭერ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი სახელწოდებით სახადი #5”.

აი რამდენიმე ამონარიდი ამ წერილიდან (სტილი დაცულია):

“სახადი #1. ეთნოცენტრული. პირველად იყო ზვიადი, უფრო ზუსტად, ეთნოცენტრული ნაციონალიზმი, რომელმაც ეროვნული მოძრაობის პერიოდში ვულკანივით ამოხეთქა და კინაღამ სრულ ნიჰილიზმში გადაისროლა მთელი მოაზროვნე საზოგადოება… რაოდენ უარყოფითადაც უნდა შევაფასოთ 1991-92 წლების საშობაო გადატრიალება (და ცხადია, უარყოფითად უნდა შევაფასოთ), შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ეს კოშმარი, ფაქტობრივად, დამთავრდა. არანაირი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დივიდენდების მომტანი ეთნოცენტრული ნაციონალიზმი მას შემდეგ აღარ არის. ერთხანს პირადობის მოწმობაში ეროვნების აღნიშვნისა და მიწაზე კერძო საკუთრების არაქართველებისთვის დაკანონება რჩებოდა უკანასკნელ ბასტიონებად, მაგრამ ეს ორი ბასტიონიც ისე დაეცა, სერიოზული რყევები არ გამოუწვევია. დღეს მარგინალური ჯგუფები თუ ოპერირებენ იმ სქემებით, ოდესღაც ეროვნულობისა და ქართველობის აუცილებელ ატრიბუტად რომ ითვლებოდა… მოკლედ, ეთნოცენტრული ნაციონალიზმი მძიმე დანაკარგებით, მაგრამ მაინც მოვიხადეთ, თუმცა საბჭოთა პერიოდში შეყრილი ინფექციური დაავადებების ნუსხა ამით არ ამოწურულა”.

აი ასე _ ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებასსახადსადაკოშმარსუწოდებს კაცი, რომელიცვარდების რევოლუციაში” (სახელმწიფო გადატრიალებაში) მონაწილეობდა და ქართველ ხალხს თავზე დაასვა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, რომელმაც 9 წელიწადი კოშმარში გაგვატარებინა და, როგორც იქნა, მართლა სახადივით მოვიხადეთ.

კიდევ ერთი “მარგალიტი” იმხანად განათლების მინისტრის მოადგილის წერილიდან:

უკიდურესად გაძლიერდა ეკლესია, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც სააკაშვილის გუნდმა ვერაფერი დააკლო და დღეს ეკლესიის მორალური ავტორიტეტი ისე მაღლაა, როგორც არასდროს. ბუნებრივია, მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ ძალიან შეუწყო ხელი რელიგიური ნაციონალიზმის აღმავლობას, და ეს იქნება კიდევ ერთი ძნელად და მტკივნეულად მოსაშორებელი სახადი, თუმცა ავადმყოფობის სიმძიმეც და გამოჯანმრთელების სტადიაც დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები საქართველოში”.

ანუ: “თავისუფლების ინსტიტუტშიგამოზრდილი დავით ზურაბიშვილის აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია _საქართველოს სახელმწიფობრიობისა და ქართველთა ეროვნული თვითშეგნების საფუძველი _ “ძნელად და მტკივნეულად მოსაშორებელი სახადიყოფილა; საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძვლების შესარყევად, ქართველი კაცის გადასაგვარებლად გულუხვად დაფინანსებული რელიგიური სექტები დათავისუფლების ინსტიტუტისმსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები კი _ სააკაშვილთან ერთად დემოკრატიის შუქურები

რას არ იკადრებს ზოგიერთი, ოღონდ მწვანე კუპიურები ჩაიჯიბოს!

ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით პოზიციების შეცვლას არ ერიდება რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის მე-6 ნომერი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი წევრი თამარ კორძაია, რომელიც 2013 წელს, როცა კოალიცია “ქართული ოცნების” სახელით მაჟორიტარ დეპუტატად ნაძალადევის რაიონში იყრიდა კენჭს, ამბობდა, რომ ერთი და იმავე სქესის პირების ქორწინების დაკანონებისთვის “არასოდეს უბრძოლია”, ხოლო მას შემდეგ, რაც დეპუტატის მანდატი მოიპოვა, განაცხადა, რომ აშშში ლგბტ პირების ქორწინების დაკანონება ადამიანის უფლებების სფეროში წინგადადგმული ნაბიჯია და ამ პროცესმა პროდასავლურ განწყობილებაზე არ უნდა იმოქმედოს”.

ანუ, რადგან ამერიკელებმა პედერასტია დააკანონეს, ჩვენც უნდა მივბაძოთო…

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძესა და საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს შორის კი, როგორც ჩანს, სახიფათო ბუზი ცეცე დაფრინავს. აი რა განაცხადა მან, როცა “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარემ დავით თარხანმოურავმა თურქეთი ოკუპანტად მოიხსენია:

“დავით თარხან-მოურავის გუშინდელი განცხადებები არის საბჭოთა აზროვნების პოლიტიკოსების ფრაზები. არაკვალიფიციური, სახიფათო და ძალიან საშიში. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ასეთი პოლიტიკოსებისა და ასეთი რიტორიკისგან. თურქეთს, რომელიც არის ნატოს წევრი, ეძახის ოკუპანტს, ოკუპანტი თურქეთი კი არა, არამედ რუსეთია”.

ეტყობა, ბუზი ცეცეს შიშმა ისე დაუბინდა ქალბატონ ხათუნა სამნიძეს გონება, რომ არათუ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო არ აუღია ხელში, პრესაში გამოქვეყნებული მასალებიც არ წაუკითხავს საქართველოს ამაოხრებელ ოსმალთა (თურქთა) იმპერიის მიერ ქართული მიწაწყლის _ ტაოკლარჯეთის, კოლაარტაანისა და ლაზეთჭანეთის _ მიტაცების შესახებ და არც ის, სტალინი რომ არა, ბათუმი, ქალაქი, რომელშიც თვითონ დაიბადა, ახლა თურქეთის შემადგენლობაში იქნებოდა.

მაგრამ ეს ბუზი ცეცე ხომ რესპუბლიკური პარტიის სიუზერენი ამერიკის შეერთებული შტატებია და სხვაგვარად როგორ იტყოდა?! კარგი, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო ხელში არ აუღია ქალბატონ ხათუნას, მაგრამ, რომ ამბობს, თურქეთი ნატოს წევრია და ოკუპანტი როგორ იქნებაო, არც იმის შესახებ სმენია, რომ 1999 წელს სწორედ ნატომ (ამერიკელთა ინიციატივით) დაბომბა ყოფილი იუგოსლავია, წაართვა კოსოვო სერბეთს და მიწასთან გაასწორა ამ ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიები? ან ვინ გააპარტახა ავღანეთი (დაიღუპა 35 ათასი ადამიანი), ერაყი (დაიღუპა 1 მლნ მშვიდობიანი მოქალაქე) და ერთ დროს აყვავებული ლიბია (დაიღუპა 20 ათასი ადამიანი).

ბუზი ცეცეს შიშით, ქალბატონ ხათუნას, ალბათ, არც ის სმენია, რომ ამ ქვეყნებში ნატომ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღი _ თეთრი ფოსფორი _ გამოიყენა.

ანალოგიური აზროვნებითა და ისტორიული ჭეშმარიტებისადმი “პატივისცემით” გამოირჩევა კიდევ ერთი რესპუბლიკელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. აი რა განაცხადა მან 2015 წლის ნოემბრის მიწურულს:

აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს. ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა. ამიტომ გვინდა, ერთია, და როგორ ვაპირებთ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, _ მეორე”.

_ ეს არის “ქართული ოცნების” თავკაცის მიერ ამერიკელთა მითითებით ხელდასმული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აზრი საქართველოს ძირძველ მიწაზე, რომელზეც, ვინ მოთვლის, რამდენი ქართველის სისხლია დაღვრილი.

ისე, საკითხავია, რატომ უნდა ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე კაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ “აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა”? მისი უპირატესი ფუნქცია და ამოცანა ხომ “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა, ლტოლვილთა და მათი შთამომავლების უსაფრთხო, უპირობო და ღირსეული დაბრუნების, უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობაა”.

რამდენიმე თვის წინათ კი პაატა ზაქარეიშვილმა ურცხვად იცრუა და კიდევ ერთხელ სცადა ქართველი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, როდესაც ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის _ ალექსანდრე გრუშკოს განცხადებას, ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრება ევროპას მასშტაბური კრიზისის ზღვრამდე მიიყვანს და სიტუაციას ააფეთქებსო, ასე უპასუხა:

არც ნატო და არც ევროკავშირი არ დაუშვებს ისეთ მოვლენებს, რომ აფეთქდეს და გაუარესდეს ვითარება. პირიქით _ თუ ჩვენ ვუყურებთ, როგორ მოქმედებენ ნატო და ევროკავშირი, ვხედავთ, რომ, სადაც ისინი არიან, იქ არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია”.

იმ ტერაქტების გათვალისწინებით, რომლებიც ექსტრემისტებმა მოაწყვეს საფრანგეთში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც ნატოს შტაბბინა მდებარეობს, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, პაატა ზაქარეიშვილის ზემოთ მოყვანილ ფრაზაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: ნეტარ არიან მორწმუნენი!

ანალოგიური პოზიცია აქვს რესპუბლიკელთა გამორჩეულ ქალბატონს _ თინა ხიდაშელს, რომელიც საქართველოს “დირექტორის”, ანუ იმხანად საქართველოში აშშ-ის ელჩის _ რიჩარდ ნორლანდის ბიძინა ივანიშვილთან “ყავის დასალევად” მოსვლის შემდეგ თავდაცვის მინისტრის სავარძელში ჩასკუპდა.

ქალბატონი თინა ჯერ კიდევ წლების წინათ ამბობდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არ არის. ეს მან 2001 წელს სოჭში ქართულ-აფხაზურ კონფერენციაზე (“სტაბილურობის პაქტი კავკასიაში და სამშვიდობო პროცესის სტრატეგია”) აფხაზეთის წარმომადგენელ ბათალ კობახიასთან დიალოგისას თქვა: “მინდა, ვიბრძოლო იმისათვის, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ საქართველოში, როგორშიც მე მინდა, იცხოვრონ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. ვიმეორებ, აფხაზეთით თუ აფხაზეთის გარეშე _ ეს ჩემთვის ყველაზე მცირე პრობლემაა. და მჯერა, მაშინ კონფლიქტი გადაწყდება. არ ვიცი, როგორ გადაწყდება, ვიცხოვრებთ სხვადასხვა ქვეყანაში თუ არა, მაგრამ აფხაზები, ალბათ, თავად გადაწყვეტენ, როგორ და ვისთან ურჩევნიათ ყოფნა, რუსული ორიენტაციით, ქართული თუ რამე სხვა ორიენტაციით”, დასძინა: “ბათალ, არ ვგულისხმობ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია”.

თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას თვითნებურად გამოსცა ბრძანება ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ.

მიზეზი, ქალბატონი თინას განმარტებით, არის ის, რომ შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ადამიანები, რომლებსაც აძალებენ სამშობლოს სამსახურს”.

სიტყვა “სამშობლო” კი თინა ხიდაშელისთვის “საქაჯეთის” სინონიმია. აი რა ტექსტი გამოაქვეყნა მან სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინათ: ერთი სული მაქვს, როდის მოვაშორებ ამ საქაჯეთს შვილებს და ამერიკაში გავგზავნი”, ანუ ნამინისტრალი ქალბატონის (იმხანად, როცა ეს ტექსტი გამოაქვეყნა, თავდაცვის მინისტრი იყო) “საქაჯეთისაქართველოა, რომელსაც შვილები უნდა გაარიდოს, მაგრამ, თუ ქალბატონ თინას ასე მიაჩნია, მაშინ რატომ ებღაუჭებოდა ასე გააფთრებითსაქაჯეთისთავდაცვის მინისტრის პოსტს, იმიტომ ხომ არა, რომ ამერიკელმა ბოსებმა დაავალეს?

ქალბატონი თინას მეუღლე, პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც პოლიტიკური ნათლობა ედუარდ შევარდნაძისა და ჯაბა იოსელიანის სახელმწიფო საბჭოში მიიღო (1992-1994 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს იურიდიული განყოფილების მრჩეველი), თავისი ცხოვრების მეგზურს მხარს უბამს და ამბობს: ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ დაიბადე იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად შეეწირო, მე შვილებს ვეუბნები, რომ დაიბადე იმისათვის, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი, რომ ყველა საკითხზე გააკეთონ თავისუფალი არჩევანი და, თუ თქვენი არჩევანი იქნება, გინდ სამშობლოს შეეწირებით, გინდ თქვენს პროფესიას და გინდ სხვა რამეს”.

დავით უსუფაშვილსა და მის მეუღლეს _ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ სამშობლოს დაცვა, მისთვის თავგანწირვა, ქვეყნის შენება მხოლოდ საქართველოს სხვა მოქალაქის ვალია და არა მათი და მათი შთამომავლობის. ბატონმა დავითმა და ქალბატონმა თინამ თავიანთი შვილები “საქაჯეთს” უნდა მოაშორონ და ამერიკაში გაგზავნონ, მათ საკეთილდღეოდ კი ავღანეთში, ერაყსა თუ სხვა ქვეყნებში სხვა ქართველების შვილებმა უნდა გაწირონ სიცოცხლე.

კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ბატონი უსუფაშვილის რამდენიმე დღისწინანდელი განცხადება, როცა მან თავისი პატრონების ინტერესების დაცვა სცადა: მანამ, სანამ საქართველოს ნატოს წევრობა გახდება რეალური, საქართველომ უნდა იზრუნოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განთავსებაზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და დაცვისთვის აუცილებელი ამოცანა”.

უსუფაშვილის ამ განცხადებაში ნათლად გამოსჭვივის ამერიკელი პატრონებისადმი კუდის ქიცინი, მაგრამ უსუფაშვილი არაფერს ეუბნება საქართველოს მოსახლეობას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განლაგებას _ ეს ხომ იმას ნიშნავს, ატომური იარაღის მქონე რუსეთის სამიზნეში აღმოჩნდეს საქართველო და ჩვენი ქვეყნის ტერიტორია პოლიგონად იქცეს. მაგრამ რა ენაღვლებათ ცოლ-ქმარ უსუფაშვილ-ხიდაშელს, მათ ხომ თავიანთი შვილები “საქაჯეთს” მოაშორეს?!

ნიშანდობლივია, რომ ანალოგიური მოწოდების გამო, ოღონდ რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგებაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიაცენტრისტებსსაარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა, უსუფაშვილის ამ განცხადებიდან კი უკვე ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ცესკოს რეაქცია არ ჩანს

აი ასე _ რესპუბლიკური პარტია უტევს ქართველ ხალხს, ქართველ მოსახლეობას, ქართულ ტრადიციებს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და, ნაციონალების მსგავსად (ისინი ხომ, ფაქტობრივად, ერთი ძალის მიერ იმართებიან), ცდილობენ ახალი ქართველის გამოყვანას, რომელიც ე.წ. დასავლურ ფასეულობებსა და ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული.

2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველო ახალ პარლამენტს აირჩევს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, ამ არჩევნებზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მომავალი და მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოშანთოს პოლიტიკური სივრციდან ეს აშკარად ანტიქართული პოლიტიკური ძალა _ რესპუბლიკური პარტია, ამით მოიხადოს სახადი და მხარი დაუჭიროს ჭეშმარიტად ეროვნულ ძალებს, რომლებიც იზრუნებენ ეროვნული ღირებულებების, ქართული ენის, კულტურის, ტრადიციებისა და მართლმადიდებლობის დაიცვაზე.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here