Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდ ტუსკი: ევროკავშირის უნარი, მიიღოს ახალი ლტოლვილები და ეკონომიკური მიგრანტები, ფაქტობრივად, ამოწურულია

დონალდ ტუსკი: ევროკავშირის უნარი, მიიღოს ახალი ლტოლვილები და ეკონომიკური მიგრანტები, ფაქტობრივად, ამოწურულია

527

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ჩინეთშიდიდი ოციანისფარგლებში განაცხადა, რომ ევროკავშირის უნარი, მიიღოს ახალი ლტოლვილები და ეკონომიკური მიგრანტები, ფაქტობრივად, ამოწურულია.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას ამ ტვირთვის ევროპასთან ერთად განაწილებისკენ მოუწოდა.

“მიგრანტების დახმარების საქმეში მხოლოდ გლობალურ ძალისხმევას შეუძლია რეალური შედეგების მოტანა.

მიგრანტებთან დაკავშირებული სირთულეები მხოლოდ ევროპას არ ეხება და საუბარი არ არის მხოლოდ თავშესაფრის სირიელ მაძიებლებზე. ჩვენ მსოფლიოში 60-70 მილიონ იძულებით გადაადგილებულ პირზე ვსაუბრობთ”, _ განაცხადა დონალდ ტუსკმა.

 მან საერთაშორისო საზოგადოებას იმ სირთულეებთან გამკლავება სთხოვა, რომლებიც უკონტროლო მიგრაციას იწვევს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here