Home რუბრიკები პოლიტიკა თამაზ მეჭიაური: სია არ იქნება ერთი კაცის მიერ შედგენილი, ზოგი ერთი კაცის...

თამაზ მეჭიაური: სია არ იქნება ერთი კაცის მიერ შედგენილი, ზოგი ერთი კაცის მიერ იქნება ჩასმული, ზოგი – მეორის, ზოგი _ ელჩის მიერ

491

პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომქართული ოცნება” “რესპუბლიკური პარტიისგავლენის ქვეშ ყოფნამ დააზიანა.

“როდესაც მოხდა დაპირისპირება ჩემსა და რესპუბლიკურ პარტიის ზოგიერთ წევრ შორის, თუნდაც თავდაცვის მინისტ თინა ხიდაშელთან, პრემიერმა მისი პოზიცია დაიჭირა, ასე რომ, მენტალურად ბატონი პრემიერი აბსოლუტურად თანამოაზრეა “რესპუბლიკური პარტიისა”, ის უფრო მეტადაც კი იყო დამოკიდებული, ვიდრე მისი თანამდებობა ამის საშუალებას აძლევდა”, _ განაცხადა მეჭიაურმა. მისივე თქმით, “ქართული ოცნებიდან” “რესპუბლიკელების” წასვლა ფიქტიურ განქორწინებას ჰგავს: “უბრალოდ, “რესპუბლიკური პარტიის” გავლენის ქვეშ ყოფნამ ისე დააზიანა “ქართული ოცნება”, რომ ახლა იძულებული შეიქნა, ფიქტიური განქორწინების მსგავსი რამ გაეფორმებინა. სულ რაღაც, 2-3 დღის წინათ ერთად მოაწერეს ხელი მემორანდუმს თუ რეზოლუციას, რომელიც კიდევ ერთხელ უმტკიცებდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს ერთგულებას, იქ ერთად იყო თავმოყრილი ბუკეტი, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციური პარტიების და უმაღლესი თანამდებობრივი პირებისა, ამით ყველაფერი ნათქვამი იყო. ყველა ეს პოლიტიკური ძალა არის ერთი და იგივე, მხოლოდ გაყოფილები არიან მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად”.

თამაზ მეჭიაურმა კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” სიაზეც: “ქართული ოცნების” სია იქნება ჭრელი. არა მგონია, სია ისეთი იყოს, მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერა მოიპოვოს. სია არ იქნება ერთი კაცის მიერ შედგენილი, ზოგი ერთი კაცის მიერ იქნება ჩასმული, ზოგი _ მეორის, ზოგი _ ელჩის (იგულისხმება აშშ-ის ელჩი საქართველოში. რედ.) მიერ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ სიაში ბევრი ისეთი პიროვნება ვიხილოთ, რომელიც არ გაკარებია “ოცნებას”, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა”, _ განაცხადა მეჭიაურმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here