Home რუბრიკები პოლიტიკა სტრასბურგის სასამართლომ ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის _ ზურაბ ჭანკოტაძის საქმეზე განაჩენი...

სტრასბურგის სასამართლომ ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის _ ზურაბ ჭანკოტაძის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

498

როგორც სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ჭანკოტაძის სისხლის სამართლის წესით გასამართლებაზე არღვევს ადამიანის უფლებების შესახებ კანონს. ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე სამართალდამცველმა ორგანოებმა 2004 წლის მარტში თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

სტრასბურგის სასამართლოს განაჩენით, საქართველომ ზურაბ ჭანკოტაძეს უნდა გადაუხადოს 20 000 ევრო მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით და 15 000 ევრო ხარჯების კომპენსაციის სახით.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზურაბ ჭანკოტაძის საქმეში დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) და მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here