Home რუბრიკები საზოგადოება ადამიანის უფლებები სოდომიის წინააღმდეგ: კიევში გეიაღლუმი ჩაატარეს

ადამიანის უფლებები სოდომიის წინააღმდეგ: კიევში გეიაღლუმი ჩაატარეს

554

ჩვენ რა, მაიდანზე გეებისთვის ვიდექით?”

ამერიკელი კონგრესმენების მხარდაჭერით (აშშის კონგრესის 38 წევრმა აშშში უკრაინის ელჩს წერილი გაუგზავნა და გეიაღლუმის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა მოსთხოვა) გულმოცემულმა ლესბოსელებმა და პედერასტებმა კიევის ცენტრში .. თანასწორობის მარშით ჩაიარეს. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას, უკრაინის ნაციონალური პოლიციის შეფის _ ხატია დეკანოიძის განცხადებით, 6 ათასი სამართალდამცველი იცავდა.

ამა წლის 12 ივნისს უკრაინის დედაქალაქ კიევში გეიაღლუმი შარშანდელისგან განსხვავებულად ჩატარდა.

2015 წელს ე.წ. სექსუალური უმცირესობების მცდელობა, კიევის ცენტრში მსვლელობა მოეწყოთ, კრახით დასრულდა _ ე.წ. ლგბტ-თემის წარმომადგენლები აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სასტიკად დაარბიეს “მემარჯვენე სექტორის” წარმომადგენლებმა, რომლებიც წელს “სისხლიანი კალოს მოწყობით” ემუქრებოდნენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, მაგრამ ამერიკელი კონგრესმენების მხარდაჭერით (აშშ-ის კონგრესის 38 წევრმა აშშ-ში უკრაინის ელჩს წერილი გაუგზავნა და გეიაღლუმის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა მოსთხოვა) გულმოცემულმა ლესბოსელებმა და პედერასტებმა კიევის ცენტრში ე.წ. თანასწორობის მარშით ჩაიარეს. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას, უკრაინის ნაციონალური პოლიციის შეფის _ ხატია დეკანოიძის განცხადებით, 6 ათასი სამართალდამცველი იცავდა. მათ აქციის 50-მდე მონაწილე დააპატიმრეს.

ე.წ. თანასწორობის მარშის მონაწილეთა ლოზუნგი იყო “უწინარესად _ ადამიანის უფლებები”, მარშის მოწინააღმდეგეებმა კი გამოიტანეს პლაკატები წარწერით: “უკრაინა სოდომი არ არის”.

ბევრი კიეველი კი სვამდა კითხვას: “ჩვენ რა, მაიდანზე გეებისთვის ვიდექით?”

1 COMMENT

  1. ვინც ან რაც უფლისკენ სავალ გზაზე გვეღობება, არ გვინდა არავინ. ჩვენი გადამრჩენელი ღმერთია, უფლისა მიმართ უნდა ვილოცოთ ყველამ, უფალი შეგვეწიოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here