Home რუბრიკები პოლიტიკა სირიის პრეზიდენტი: ერდოღანი პოლიტიკაში ნაძირალასავით იქცევა

სირიის პრეზიდენტი: ერდოღანი პოლიტიკაში ნაძირალასავით იქცევა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა თურქეთის პრეზიდენტის რეჟიმს ფაშისტური უწოდა, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს _ ნაძირალა.

„თურქეთი ტერორისტებს სირიის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს. ერდოღანმა ქალაქ ალეპოში ათასი ტერორისტი შეუშვა. პოლიტიკაში ისე იქცევა, როგორც მხდალი და ნაძირალა“, _ განაცხადა ასადმა.

სირიის ლიდერის განმარტებით, ერდოღანს ალეპოს ტერიტორიის დაკავება სურდა, მაგრამ „მისი ოცნება კვამლივით გაიფანტა“.

ადამიანთა უფლებამცველების წინა წლის 23 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ხუთი წლის განმავლობაში სირიის კონფლიქტს 270 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. უფლებადამცველები აღნიშნავდნენ, რომ ორი წლის განმავლობაში ტერორისტებმა ოთხი ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს.

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსა და ამბოხებულებს შორის, მისი გადადგომის მოთხოვნით, დაპირისპირება 2011 წელს დაიწყო. იგი თანდათან სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა და ძალაუფლება ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ჩაიგდეს ხელთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here