Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელი ექსპერტი: სირიაში მოქმედი ტერორისტების უკან აშშ-ის მთავრობა დგას

ამერიკელი ექსპერტი: სირიაში მოქმედი ტერორისტების უკან აშშ-ის მთავრობა დგას

482

ამერიკული გამოცემა Veterans today რედაქტორმა მაიკ ჰარისმა აშშის სპეცსამსახურები ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ტერორისტების დაფინანსებასა და მხარდაჭერაში დაადანაშაულაჰარისის აზრით, დროა, ვაშინგტონმა თავი დაანებოს მსოფლიოსთვის ტყუილების თქმას და მოსკოვთან ერთად დაიწყოს ტერორისტების განადგურება.

 “ეს არის ცრუ ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. ეს სპეცსამსახურების შექმნილია. “ალ ქაიდასა” და “ისლამური სახელმწიფოს” უკან მამოძრავებელი ძალა დგას. დროა, შეწყდეს ამერიკელი ხალხის მოტყუება, მთელი მსოფლიოსთვის ტყუილების თქმა. არ არსებობენ ტერორისტები, რომლებსაც არ აფინანსებენ და მხარს არ უჭერენ სპეცსამსახურები, მათ შორის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და თვით აშშ-ის სამხედრო უწყება. დროა, ბოლო მოეღოს ამ აბსურდს.

თუ გვინდა, ბოლო მოვუღოთ ტერორიზმს, სათანადოდ ვითანამშრომლოთ რუსეთთან და ერთობლივად გავანადგუროთ ეს პარაზიტი მსოფლიოს ყველა კუთხეში. რუსეთი მართალია _ სირიის მთავრობა კანონიერია და დროა, შეწყდეს  მსოფლიოს მოტყუება.

სიცრუეა, როდესაც ამბობენ, რომ ეს 11 სექტემბრის მოვლენებიდან მოდის. ამ ამბავში გარეულია აშშ-ის მთავრობა, გარეულია საუდის არაბეთი. 11 სექტემბრის შესახებ მოხსენებაში 28 გვერდია გამქრალი. დადგა სიმართლის თქმის დრო”, _ განაცხადა მაიკ ჰარისმა 4 ივნისს Press TV -სთვის მიცემულ ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here