Home რუბრიკები ბლოგი აბი გლუკოზა და ბროწეულის ოყნა

აბი გლუკოზა და ბროწეულის ოყნა

2242

რა ქნას, უჭირს ქართულ პოლიტიკურ ელიტას ქართველი ხალხის დავალებების შესრულება. ძალიან უცნაურ და რთულ რაღაცებს ვავალებთ ქართველ პოლიტიკოსებს. ჯერ იყო და, კოაბიტაცია დავავალეთ და ჩვენი ხათრით ისეთი ჯაფა დაადგაოცნებისკოალიციას, აღარ იცოდნენ, როგორ დაეყოლიებინათ მონანიებასა და თვითგვემაში გადავარდნილი ბობოლა ნაცები კოაბიტაციაზე.

_ არა! ჩვენ კოაბიტაციას ვერ ვიკადრებთ, ჩვენ ჯერ ჩვენი ცოდვები უნდა ჩამოვიბანოთ, ქართველ ხალხს მუხლებში ჩავუვარდეთ და პატიება ვთხოვოთო, _ გაიძახხოდნენ “ნაცები” და სახეს იხოკავდნენ.

 _ ბიჯო, არ დაგვღუპოთ, დაგვთანხმდით კოაბიტაციაზე, ეს დაგვავალა ქართველმა ხალხმა და, რომ ვერ შევძლოთ თქვენთან კოაბიტაცია, მერე რა პასუხი გავცეთ? _ იხვეწებოდა ცრემლმომდგარიქართული ოცნებისკოალიცია და განსაკუთრებით კი, რესპუბლიკური პარტიის ბოსები.

რაო? რაღაცები მელანდება? არასწორად მახსოვს? არა, ბატონო, მე კი მახსოვს ყველაფერი კარგად, მაგრამ რა ვქნა, როგორ არ დავუჯერო ამხელა პოლიტიკურ ელიტაში გარეულ პერსონებს, რომლებიც ბოლო ორიოდე კვირაა, ფაქტობრივად, სწორედ იმას გვიმტკიცებენ, რაც მე ამ წამს დავწერე? ფაქტია, რომ არჩევნების მოახლოებამ ბევრ პოლიტიკურ ე.წ. ლიდერს აურია ტვინი, ენა და მახსოვრობა.

აი, მაგალითად: ჩვენ ყველაზე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავით კოაბიტაციისა ნაციონალებთან, რესპუბლიკური პარტია ყოველთვის ღია წინააღმდეგობას უწევდა ამ პროცესს _ შუბლის ძარღვზე ხელიც არ აუფარებია, ისე განაცხადა რესპუბლიკელმა დავით ზურაბიშვილმა.

საზოგადოდ, შუბლის ძარღვზე ხელის არაფარება ქართველ პოლიტიკოსებში რომ დიდი ხნის დამკვიდრებული მანერაა, ფაქტია, მაგრამ ამ მანერას შესანიშნავად და უსწრაფესად ითვისებენ ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსებიც.

პაატა ბურჭულაძემ ოპერის სფეროდან, შესაძლოა, რაიმე მოგვატყუოს, დავუშვათ, რომელიმე საშუალო ნიჭის მომღერალზე გვითხრას, რომ ის მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი და გენიოსია, მაგრამ, ეს მობაბანე პოლიტიკური აფერისტი ასე უტიფრად რომ ცდილობს ქართველი ხალხის წინაშე თავისი პოლიტიკური დამსახურებები ჩამოგვითვალოს, ცოტა ღიმილისმომგვრელია.

განსაკუთრებით საოცარია პაატა ბურჭულაძის ეს ფრაზა: ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ღიად გააპროტესტა სასამართლო სისტემაში მურუსიძის დანიშვნა და ჩვენ პირველებმა მოვუწოდეთ, რომ ეს იყო უსამართლო და დანაშაულებრივი ქმედება”.

მე არ ვიცი, 2003-2012 წლებში პაატა ბურჭულაძისგან ვინმეს რამე თუ სმენია, ბანში შესრულებული საოპერო არიების გარდა.

იმასაც ვერ ვიხსენებ, თუნდაც 2012-ის შემდეგ ეთქვას რამე მსოფლიო ბანს…

ამიტომ, ძალიან მიჭირს და იქნებ გამარკვიოთ, ნეტავ, ვის გულისხმობს ბურჭულაძეჩვენ”-ში? ვინეგენიიყვნენ, მურუსიძის დანიშვნა რომ გააპროტესტეს და თანაც პირველებმა?

ჩვენ არ შევპირებივართ მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას, ასეთი დაპირებაქართული ოცნების” 2012 წლის წინასაარჩევნო აგიტაციაში საერთოდ არ ყოფილა.” _ ეს ფარაზაც მოვისმინე ტელევიზორიდან და უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რა შავ დღეში გვყავს ჩვენი საწყალი პოლიტიკოსები.

თუმცა, როგორც ჩანს, ქართველი ხალხი ისეთი შეუგნებლები ვართ, რომ არა მხოლოდ შინაურს, არამედ უცხოს, სტუმარსაც კი არ ვინდობთ!

აი, ბატონო, თვალნათელი მაგალითი:

ლევან ბერძენიშვილი: “სრული სიცრუეა, რომ კოაბიტაცია ან ამერიკამ, ან ევროპამ მოგვთხოვა. ეს ხმები დაყარეს საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილმა რუსეთუმეებმა, რათა ქართულ საზოგადოებაში გააჩინონ უნდობლობა, ნიჰილიზმი და სიძულვილი ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკისა და ასევე ევროპის მიმართ”.

“ჩვენი პარტიის მთავარი ამოცანაა, რომ შეწყდეს ყოველგვარი გათეთრება “ნაციონალური მოძრაობისა” და, რაც ვერ შევძელით შიგნით, “ქართულ ოცნებაში” ყოფნის პირობებში, გავაკეთოთ უკვე გარედან _ საბოლოოდ შევწყვიტოთ კოაბიტაციის პროცესი!” _ ეს უკვე გიორგი ცაგარეიშვილია, “თავისუფალი დემოკრატების”, ანუ “ალასანიაების” წარმომადგენელი…

რაღა გვეთქმის? ხომ ფაქტია, რომ თურმე ნაცებთან ეს კოაბიტაცია არც შიგნით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, სდომებია ვინმეს და არც გარედან დაუძალებია ვინმეს.

დიახ! ჩვენ _ ამ უგუნურმა და შეუგნებელმა ქართველმა ხალხმა, თვითონვედავავალეთ”, მოვთხოვეთ, დავაძალეთ ნაცებთან კოაბიტაცია რესპუბლიკელებსაც, “თავისუფალ დემოკრატებსაც”, “ქართულ ოცნებასაც”, მერე _ მათ კოალიციასაც, ამერიკის ელჩსაც, ევროპასაც, მთელ სამყაროსაც და ახლა ასე უნამუსოდ ვდგავართ და იქით ვთხოვთ პასუხს კოაბიტაციის ასეთი მძიმე და უზნეო შედეგების გამო.

აი, ასე ვიცით ხოლმე ჩვენ _ ცუდმა და ბოროტმა ქართველმა ხალხმა!

აღარაფერს ვამბობ “უმადურობაზე”, რომელსაც ჩვენი საამაყო და დიადი მილიარდერის მიმართ ვიჩენთ.

როგორ, განა მთელი ცხოვრების განმავლობაში მის წინაშე მუხლებზე არ უნდა ვიხოხოთ?! მან ხომდუბინკები გამოგვიღოდა ..

თუმცა, აი, ამ “ასე შემდეგში” რაღას გულისხმობენ ხოლმე “ბიძინისტური” სექტის ბრმა მიმდევრები, ნამდვილად აღარ ვიცი…

ერთი ძველი ანეკდოტი მახსენდება, ცოტა არ იყოს, ქსენოფობიური, მაგრამ ანეკდოტია და მაინც მოვყვები, თანაც, მოკლეა: ოსს ეკითხებიან, ჩამოგვითვალე გამოჩენილი ოსი მოღვაწეებიო და _ კოსტა ხეთაგიუროვი და სხვებიო. აი, ასეა დღეს ბიძინას მომხრეთა საქმე.

ბიძინაზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ და არაფერი ვთქვათ, რადგან მან უკანალიდან ცოცხები გამოგვიღო და სხვა და სხვა და სხვააი, რა სხვა? _ ამაზე პასუხს ვერავინ იძლევა.

მერე რა, რომრუსთავი 2”-ისსიცრუის მანქანისყოფილი დირექტორი დღეს ერთერთი სამინისტროს დეპარტამენტის უფროსია? მერე რა, რომ პროკურატურაში ადამიანთა ჩაგვრაწამების შესახებ საჩივრები იმავე პროკურორებთან მიდის, რომლებმაც ეს ხალხი თავის დროზე დაჩაგრეს და აწამეს? მერე რა, რომ ის ხალხი, რომელმაც ნაციონალების მანიაკურ რეჟიმთან თანამშრომლობა იმთავითვე არ იკადრა დღემდე უმუშევარი და მშიერია?

სამაგიეროდ, “გადმობირებული”, დასაქმებული და მაძღრები არიან ისინი, ვინც ნაცებსაც ერთგულად ემსახურა და ახლა მამა და მარჩენალშეცვლილნი ისევ მაძღრად გრძნობენ თავს.

ისინი ხომ “მსხვერპლები” და “მძევლები” იყვნენ “ნაციონალური მოძრაობისა”!

მართალია, არც ერთ მათგანს ეს არც უთქვამს, არც უღიარებია და არც კი გაუფიქრებია, _ “მსხვერპლი” და “მძევალი” ვიყავიო, მაგრამ, ახლა ამაზე ლაპარაკი რომ გავაგრძელოთ, აუცილებლად ბიძინას კრიტიკამდე მივალთ და… ბიძინას კრიტიკა როგორ შეიძლება, მან ხომცოცხები გამოგვიღო”?!

ასე დავდივართ ამ მოჯადოებულ წრეზე და უკვე იქამდეც მივედით, რომ ქვეყნის მხსნელად და ნაცების ყველაზე დიდ მოწინააღმდეგედ გიორგი ვაშაძე გვევლინება.

“ნაციონალური მოძრაობა” 2016 წელს პარლამენტში ვერ შევა და ვერც უნდა შევიდეს, არასწორი მმართველობისთვის მათ პასუხი უნდა აგონ!” _ განაცხადა თავისი ახალი პოლიტიკური მოძრაობის შეკრებაზე გიორგი ვაშაძემ.

ასეა! გაწყდნენ პოლიტიკური ლიდერები წელში ამ ნაციონალებთან ბრძოლით და ჩვენ კიდევ, ეს უმადური, დაუნახავი, უგუნური ხალხი, ვდგავართ და ხელს ვუშლით.

ზოგიერთ უნამუსო ჩვენგანს ეჭვიც კი ეპარება და უტიფრად გაიძახის ,_ არჩევნები რომ ახლოვდება, იმიტომ აჭიკჭიკდნენ ესენი ასე, თორემ, როგორც კი არჩევნები ჩაივლის, ნახავთ, როგორ ჩაეხუტებიან ისევ ნაციონალებსო.

რა გაეწყობა, ასეთი დაუნახავია ხალხი!

თორემ, ივანიშვილს, ბურჭულაძესა და სხვა “მსხვილკალიბრიანებს” თავი რომ დავანებოთ, აგერ, იგივე გიორგი ვაშაძე გვთავაზობს ქვეყნის გადარჩენის საოცრად მარტივ და ეფექტიან გზას:

ყველაფერი უნდა გადავიდეს პროექტულ ჰორიზონტალურ მართვაზე”, _ აცხადებს ბატონი “ნოვატორი” ვაშაძე და, ვინმეს ეს ფრაზა მხატვრულ ფილმ “შერეკილებიდან” ამოღებული ნაწყვეტი რომ არ ეგონოს, აქვე გთავაზობთ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ოფიციალური ცნობის “სქრინ-შოტს”.

სიტყვამ მოიტანა და, სრულიად უაზრო სიტყვების რახარუხი რომ ჯერაც ჩამოუყალიბებელ ქართველ საზოგადოებაზე ყველაზე ეფექტური ზემოქმედების საშუალებაა, ამის ნათელი დასტური განათლების ახალი მინისტრიცაა.

თამადა, როგორც ლიდერი”, “სად არის ბედნიერება?”, “ქართული ხალხური პროფესიული ზღაპრები _ ეს იმ ოფიციალური ლექციების კურსის ჩამონათვალის ნაწილია, რომლებსაც სრული სერიოზულობით უკითხავს ჩვენს მომავალ თაობებს პროფესორი ალექსანდრე ჯეჯელავა.

ვერ გეტყვით, რა საგნის, სფეროს თუ მიმართულებისაა ეს ლექციები. დღეს ამ სისულელეებს რატომღაც “მენეჯმენტს”, ანუ “მართვას” ეძახიან, და ნამდვილად ვერ გეტყვით, ვაშაძე-ჯეჯელავასნაირები რას მართავენ _ ქვეყანასა და სახელმწიფოს თუ ბიძია-ბაბუის ცათმფრენს…

ისე, მეც ახლა ზედმეტს ვახურებ რა!

ადამიანს რა ჯანდაბა გააფრენს, ბოლოს და ბოლოს?

დაე, ასეც იყოს! არჩევნები მოდის და გადავიდეს ყველაფერი “პროექტულ ჰორიზონტალურ მართვაზე”, შევეგუოთ ნოვატორ “თამადა-ლიდერებს”!

ემცეკვადრატ პლუსმინუს ალფა! ამპლიტუდა წინსწრაფვის მხურვალებისა და შეცნობილი აუცილებლობისკენ! თვალი დაუდგეს ევროპას! მეც ქართველი ვარ, ბოლოს და ბოლოს!

აბი გლუკოზა ამათ ყველას და ბროწეულის ოყნები _ დილა-საღამოს!

ოოოო! რა დიდ პატივს ვცემ მე ტიტანურ აზრებს!

იბერუს კავკასუს აეროტიტიკუს ტემპერამენტუს!

აუშვით ცათმფრენი!

მიდით, ერთაოზ, მიდით! გაბედულად

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ავტორი ბოლომდე არ ამბობს სათქმელს, უკან დასახევ გზას იტოვებს. მის მინიშნებებს მთლიანად ვეთანხმები, მაგრამ ჯობდა კახურად პირდაპირ, მოურიდებლად ეთქვა.

  2. და შენ ხომ არ იტყოდი პირდაპოირ ავტორი რას არ ამბობს პირდაპირ და რომელ \\\”უკან დასახევ გზას\\\” გულიოსხმობ? 🙂 ხომ არ გეჩვენება რომ ზედმეტს \\\”პროფესორობ\\\”? მასეთი უაზრო კომენტარის დატოივებას, ჯობს პირდაპირ თქვა რა გინდა 🙂

  3. გამოსავალს არავინ გვთავაზობს,თორემ ეგ ყველამ ვიცით.გამოსავალი მე რომ ვიცოდე, გარწმუნებთ,არ დაგიმალავდით. იქნებ ვინმემ იცით და არ ამბობთ?

  4. …ქვეყნის შენებას რა უნდა, რა უნდა…
    …პროექტულ-ჰორიზონტალური მართვა უნდა…
    …თამადა- ლიდერი უნდა…

    მოკლედ, ძაღლების მაგიერ კატები ყეფენ ქვეყანაში!
    ამათ არც ბროწეულის ოყნა შველის და არც მდოგვი-წიწაკიანი ხსნარის შეფრქვევა.
    ამ შავბნელი ბედიდან ქვეყნის გამოყვანა სულაც არ არის შეუძლებელი, კარგად იცის ეს ქართველმა ხალხმა, რამეთუ ძნელბედობის ჟამს ქვეყნის მხსნელი ღვთისნიერი ადამიანის პოვნას თავის რიგებში ის ყოველთვის ახერხებდა…
    …აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი აღმაშენებლისა…
    ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას უფალი არ გაწირავს!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here