Home რუბრიკები ბლოგი “ლუდვერდალეულები” ანუ ფიურერის თაყვანისმცემელთა შთამომავლები

“ლუდვერდალეულები” ანუ ფიურერის თაყვანისმცემელთა შთამომავლები

1825

ნორმალური ადამიანი არც ვინმეს სიძულვილმა რომ არ უნდა დააბრმავოს და არც ვინმეს სიყვარულმა, ეს, მგონი, უდავოა. კარგი, ჯანდაბას! შეიძლება ვინმე გძულდეს ბრმად და აკვიატებულად, შესაძლოა, იყოს კიდეც ეს ვინმე საძულველი, მაგრამ მისმა სიძულვილმა სხვა, მასზე კიდევ უფრო უარესი და მიუღებელი პერსონის ბრმა სიყვარული ნამდვილად არ უნდა გამოიწვიოს. აკი, უძველესი ეგვიპტური სიბრძნეა: “თუ ნიანგი შენი მტრის შეჭმას ცდილობს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნიანგი შენი მეგობარია”. ეს ანდაზა ყველაზე მეტად იოსებ სტალინისა და ადოლფ ჰიტლერის პიროვნებების შეპირისპირებას უხდება. ადამიანებს, რომლებსაც სძულთ სტალინი, ეს სიძულვილი, ნებსით თუ უნებლიეთ, გადასდით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი დამნაშავისა და ავადმყოფური იდეებით შეპყრობილი ადოლფ ჰიტლერის ხოტბასა და სიყვარულში.

როგორი დიქტატორიც უნდა ყოფილიყო სტალინი, რაც უნდა მიგაჩნდეს, რომ ამ ქართველ კაცს არაფერი დადებითი სამშობლოსთვის არ გაუკეთებია, რაც უნდა უარყოფითად იყო მისი პიროვნების მიმართ განწყობილი, როგორ უნდა დაგბოღმოს ამ ყოველივემ ისე, რომ სტალინის საწინააღმდეგო გამოსვლები ჰიტლერის ქება-დიდებაში გადაგივიდეს?!

არადა, რამდნიმე წელიწადია, ყოველი 9 მაისის მოახლოება და დადგომა სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებლებში უკვე ტრადიციულ გერმანული ლუდის დალევავერდალევის თემაზე იდიოტურ კამათში გადაიზრდება ხოლმე(!).

სწორედ ასე შეიძლება დავარქვათ ამ საცხრამაისო შეხლა-შემოხლას, რომელიც სულ უფრო დაძაბულ და კიდევ უფრო ავადმყოფურ აზრებში გადადის.

2016 წლის 9 მაისსაც ამ მოლოდინით შევხვდი და არც შევმცდარვარ. სწორედ იმიტომ დავაყოვნე ამ მასალის მომზადება ერთი კვირით, რომ მენახა, წამეკითხა და გამეაზრებინა, რა “სიმაღლეებს” მიაღწია სტალინის სიძულვილით დაბრმავებული ქართველი ჰიტლერელების ავადმყოფურმა აზრებმა და ფანტაზიებმა. თამამად შეიძლება ითქვას, წლევანდელ 9 მაისს ფაშისტების თაყვანისმცემლებმა სულელური ზღაპრებისა და ავადმყოფური ფანტაზიის ყოველგვარი რეკორდი მოხსნეს.

ეს ალიაქოთი, “ტრადიციულად”, 8 მაისიდან დაიწყო, ანუ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ცნობილი სულელური ფრაზა: ეჰ! რა უხარია ზოგიერთს ეს ვითომ ფაშიზმზე გამარჯვება, ნეტავ, დაექციათ რუსეთი და დაეპყროთ კავკასია, ახლა უფასოდ დავლევდით კაი ბავარიულ ლუდს”. ეს ფრაზა 20-ოდე წლის წინათ ნორმალურმა ადამიანებმა ხუმრობად მივიღეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ეს “ხუმრობა” სინამდვილეში რეალური ფაშისტური პროპაგანდაა, რომელმაც შეუმჩნევლად მოიკიდა ფეხი და დღეს ზოგიერთი ფაშისტი პროპაგანდისტი და მათ პროპაგანდას აყოლილი არც ისე ცოტა სულელი სერიოზულადამყარებსამ მოსაზრებას შემდეგიარგუმენტით” _ ფაშისტების მხარეს მებრძოლ ქართველ მოღალატეთა ხელმძღვანელისთვის, შალვა მაღლაკელიძისთვის, ადოლფ ჰიტლერს თურმე პირადად უჩვენებია საგანგებო განკარგულება იმის შესახებ, რომ კავკასიის დაპყრობის შემდეგ ქართველებისთვის ბუზი არავის უნდა აეფრინა, საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა აღდგენილიყო და ამ ქვეყანას საკუთარი მთავრობა უნდა ჰყოლოდა.

ეს სისულელე ამ ვერსიის მომხრეებს წყალგაუვალი არგუმენტიჰგონიათ საიმისოდ, რომ ამტკიცონ, ჰიტლერის მხარეს მებრძოლი ქართველები პატრიოტები და ეროვნული გრძნობებით განსმჭვალულნი იყვნენ, ხოლო საბჭოთა კავშირის მხარეს მებრძოლი ქართველები _ გაბრიყვებულნი

ვერ გეტყვით, რატომ სჯერათ ან, საერთოდ, სჯერათ თუ არა ამ ადამიანებს, რომ ჰიტლერი კავკასიის დაპყრობის, სოხუმისა და თბილისის აღების შემდეგ შალვა მაღლაკელიძეს თავზე არ დაახევდა იმ თავის განკარგულებას. აკი, ცნობილია და არსებობს დოკუმენტები იმის შესახებ, რომ ფიურერს უკვე შერჩეულიც ჰყავდა კავკასიის რაიხსკომისარი, ანუ კავკასიის გერმანელი მმართველი და რომ საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის “დამოუკიდებლობაზე” საუბარიც კი არ ყოფილა რეალურად.

თუმცა წეღანაც გითხარით და კიდევ გავიმეორებ: რაც ამ საცხრამაისოდ აზრები და ფანტაზიები წავიკითხე, მათთან შედარებით, ზემოთ მოყვანილი მაგალითი მხოლოდ “ჟურნალია”.

ტენდენცია იმის მტკიცებისა, რომ მეორე მსოფლიო ომი არა საბჭოთა კავშირმა, არამედ აშშინგლისმა მოიგეს, დიდი ხანია, შეინიშნება. წელს ერთერთიფეისბუქმომხმარებელიიქამდეც კი მივიდა, რომ იმის მტკიცებაც დაიწყო, არათუ ევროპაში არ მოუგია ომი სსრკ, არამედ კონკრეტულიშიდა ბრძოლებიცკი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ამერიკელების მოგებულია და არა რუსებისო.

“რომ წაიღეს ტვინი ამ კურსკით, კურსკის რკალზე სატანკო ბრძოლა სტალინმა და საბჭოთა ხალხმა კი არა, ამერიკულმა ტანკმა “შერმანმა” მოიგო! ეს შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას”, _ წერს ერთ-ერთი მეზღაპრე ანტისტალინელი და არც კი ფიქრობს, რომ ამით შეურაცხყოფს არა მხოლოდ სტალინს, არამედ ყველა ცოცხალ თუ გარდაცვლილ ომის ვეტერანს. ამჯერად ასეთი ადამიანების ზნეობრივ კატეგორიებს თავი დავანებოთ და ფაქტებით ვილაპარაკოთ.

ფაქტი კი ისაა, რომ ამერიკულ ტანკშერმანსთვით ამერიკელები უწოდებდნენასანთის კოლოფს”, რომელიც არც შეტევაში ვარგოდა, არც თავდაცვაში და ერთი გერმანულიტიგრისგასანადგურებლად 5 ან მეტიშერმანიიყო საჭირო. სინამდვილეში კურსკის უდიდეს სატანკო ბრძოლაში გამარჯვება იმ პერიოდისთვის უახლესი საბჭოთა ტანკის _ “-34”-ის ტრიუმფი იყო და სწორედ იმხანად წარმოადგინა საბჭოთა სამხედრო ინდუსტრიამ ტანკის ჯავშნის ინოვაციური ტიპი, რომლის მიხედვითაც დღემდე იწყობა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ტანკები.

“ლენდ-ლიზის” ხელშეკრულებით საბჭოთა კავშირი ამერიკულ თვითმფრინავებს _ “ჰარიკეინებს” იღებდა და მოკავშრეებს არც არავინ უკარგავს ამ დახმარებას, მაგრამ “ლენდ-ლიზისთვის” ასეთი გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება უვიცობაა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/N-bakuri-9-maisi-2.jpg

არადა, ჯერ სად ვართ თურმე. “ჯერ კიდევ 1940 წელს ინგლისმა დაამარცხა ჰიტლერ-სტალინის ერთობლივი შეტევა”, _ გაცხარებით ამტკიცებს იგივე ინტერნეტმომხმარებელი. სამწუხაროდ, იგი არ აკონკრეტებს, რომელ შეტევაზე ლაპარაკობს, რა მიმართულებით წარმოებდა ეს შეტევა და რას ისახავდა მიზნად ჰიტლერსტალინის ესერთობლივი ოპერაცია”, რომელიც თურმე ინგლისს დაუმარცხებია. მაგრამ რა უნდა დააკონკრეტოს, როდესაც სინამდვილეში მსგავსი არაფერი ყოფილა?! ინგლისის პრემიერმინისტრად უინსტონ ჩერჩილის არჩევა, არსებული ინფორმაციით, სწორედ იმიტომ მოხდა, რომ 1939 წლიდან მოყოლებული ვერავინ ბედავდა, საკუთარ თავზე აეღო გერმანიის საშინელ სამხედრო მანქანასთან დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა და, როდესაც, ფრანგების მსგავსად, ქვეყნის აოხრებისგან გადარჩენის მიზნით კაპიტულაციაზე ფიქრობდნენ, უინსტონ ჩერჩილი ერთადერთი კაცი იყო, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა: “ჩვენ ვიომებთ და გავიმარჯვებთ”.

დიახ! მეორე მსოფლიო ომის ბედის გადაწყვეტაში უინსტონ ჩერჩილის გონებრივი გამჭრიახობის, სიმამაცისა და გაუტეხელი სულის დამსახურების დაუნახაობაც ზუსტად ისეთივე ღორობაა, როგორიც სტალინის უდიდესი მხედართმთავრული ნიჭისა და არაადამიანური ნებისყოფის დაუნახაობა და შეუფასებლობა.

ჰოდა, მოდი, ამ ორი გენიოსის საიდუმლო ურთიერთმიმოწერა ავიღოთ კიდეც ძირითად წყაროდ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებზე საუბარი გვსურს. კრემლის საიდუმლო არქივებიდან ამოღებული ამ დოკუმენტების გამოქვეყნების ნებართვა 1957 წელს გაიცა და იგი წარმოადგენს კიდეც ყველაზე პირუთვნელ წყაროს, რადგან მასზე არც ერთი მიკერძოებული კომენტატორის აზრი არ არის დართული. აქ მხოლოდ სტალინისა და ჩერჩილის მიერ ერთმანეთისთვის მიწერილი ბარათებია, რომლებიდანაც დაინტერსებულ მკითხველს ბევრი რამის გაგება შეუძლია.

მაგალითად, ამის:

გასულ წელს ჩვენ ვიწვნიეთ წარუმატებლობის სიმწარე ნამსუსში, წლეულს კი _ კრეტაზე. აღარ გვსურს, ეს განმეორდეს”, _ წერს უინსტონ ჩერჩილი იოსებ სტალინს. ნამსუსი ნორვეგიული საპორტო ქალაქია, რომელშიც ბრიტანელებმა 1940 წლის აპრილში გადასხეს ჯარები, რომლებმაც 3 მაისს, გერმანელთა პირველივე შეტევის შედეგად, უწესრიგოდ და დიდი მსხვერპლის ფასად დატოვეს იგი. კრეტა კი საბერძნეთის კუნძულია, რომელზეც ბრიტანეთმა 1940 წლის ნოემბერში იტალიელთა აგრესიისგან ბერძნების დასაცავად გადასხა ჯარი, მაგრამ 31 მაისს გერმანული შენაერთების შტურმის შედეგად კუნძულზე ერთი ბრიტანელიც აღარ დარჩა. აი, ასე “სახელოვნად ანადგურებდა” ჰიტლერს ბრიტანეთი, სანამ საქმეში საბჭოთა კავშირი ჩაერეოდა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/N-bakuri-9-maisi-3.jpg

ხოლო იმის შესახებ, რომ თურმე მას სტალინი და ჰიტლერი ერთობლივად უტევდნენ, უინსტონ ჩერჩილს ამ წერილებში რატომღაც ერთი სასაყვედურო ფრაზაც კი არ დასცდენია სტალინის მისამართით…

ახლა კი მოემზადეთ იდიოტიზმის აპოთეოზისთვის: “დროა, დავიწყოთ საუბარი ლენინგრადის ბლოკადაზე, როგორც სტალინის ხელოვნურ ხრიკზე. რეალურად არ იყო ბლოკადა, სტალინი ამგვარად გაუსწორდა პეტერბურგს, რადგან ის იმპერიის ყოფილი დედაქალაქი იყო”.

აი, ამ სიდებილის აღსაქმელად და გასააზრებლად ნამდვილად საგანგებო მომზადებაა საჭირო, ამიტომ მას, უბრალოდ, ამ ტვინდაავადებულ ადამიანებზე შთაბეჭდილების შესაქმნელად ვაქვეყნებ და კომენტარისგან თავს ვიკავებ.

საკითხი კი, 8 მაისს უნდა აღვნიშნოთ გამარჯვების დღე თუ 9 მაისს, სრულიად არასერიოზულად მიმაჩნია. არა მგონია, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. ხოლო მიზეზი, რატომ აღნიშნება გამარჯვება ბრიტანეთსა და ამერიკაში 8 მაისს, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში _ 9 მაისს, ერთგვარი გაუგებრობაა ამერიკის იმჟამინდელ პრეზიდენტს _ ჰარი ტრუმენსა და სტალინს შორის, რის გამოც ტრუმენმა გამარჯვების დღედ კაპიტულაციის მეორე დღე გამოაცხადა, სტალინმა კი _ კაპიტულაციის ოფიციალურად ძალაში შესვლის დღე. ეს არის და ეს და ამის შესაბამისი წერილების ნახვაც შესაძლებელია ჩემ მიერ ზემოთ ხსენებულ წყაროებში…

მაგრამ წიგნი და წყარო რაში აინტერესებთლუდვერდალეულებს”?! ისინი ხომ, თუკი ვინმე შესაბამის პროპაგანდას ჩაუტარებს, არც ჩვენი სახელოვანითერგდალეულებისრუსეთის მონებად დარუსეთუმეებადგამოცხადებას მოერიდებიან და უკვე ამის ტენდენციაც შეინიშნება

ჯერჯერობით კი აშკარად ჩანს დეზერტირი წინაპრებით სიამაყე. დიახ! მაგალითად, პოლიტიკოსი და ნაცისტი გივი თარგამაძე პირდაპირ აცხადებს: მე ვამაყობ ჩემი ბაბუით, რომელმაც უარი განაცხადა საბჭოთა კავშირის ქვეშევრდომობაზე, 1942 წელს კავკასიონზე ჰიტლერის გადმოსვლას მიესალმებოდა, რის გამოც კომუნისტებმა დაიჭირეს და დახვრიტესო…

იქნებ ცოტა ზედმეტიც მომდის, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანები, რომლებიც 9 მაისისგლოვის დღედგამოცხადებას (იხილეთ თანდართულისქრინები”) მოითხოვენ, სწორედ იმ ქვეშაფსიების შთამომავალნი არიან, რომლებმაც თავი აარიდეს ფაშიზმისგან მსოფლიოს დაცვის დიად საქმეს და შიშისგან ჩირგვებში დაიმალნენ. მერე თავიანთი სამარცხვინო საქციელისაქართველოს პატრიოტობითგაამართლეს და, რადგან სრულიად სამართლიანად დასაჯეს, ზოგ შემთხვევაში კი _ ლაჩრული საქციელის გამო სამხედრო ტრიბუნალით გაასამართლეს და დახვრიტეს კიდეც, ახლა ამ ლაჩართა შთამომავლები ბოღმას ანთხევენ ნამდვილ გმირებზე.

ჰოდა, სულით, გონებით, ბუნებით დაავადებული ასეთი ტუტუცების გასაგონად კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ ყველა გმირს, რომლებმაც ფაშიზმის დამარცხებაში წვლილი შეიტანეს. სულერთია, ვის საჯარისო შენაერთში იბრძოდნენ _ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის თუ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის!

ბაკურ სვანიძე

3 COMMENTS

  1. ყოჩაღ ბაკურ! მაგარი სტატიაა მართლა ლუდვერდალეულებისათვის თვალებზე ასაფარებლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here