Home რუბრიკები ბლოგი ევროპა გერმანული ფაშიზმის მეკავშირე

ევროპა გერმანული ფაშიზმის მეკავშირე

785

9 მაისს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების უკვე 71 – წლისთავი მოვდა  . რაც უფრო ღრმად შედის ისტორიაში  ეს დღე   მით უფრო პრობლემატური ხდება  შთამომავლობების დამოკიდებულება ამ დიადი დღისადმი. რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო ხმამაღლა ყაყანებენ  საბჭოთა ხალხების  უმნიშვნელო როლზე  ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში, ის პოლიტიკური პარტიები თუ  არასამთავრობო ორგანიზაციები , რომელთა დაფინსების წყაროები იმ ქვეყნებიდან მოდის რომლებსაც  ევროპაში ფაშისტების აღზაზავებაში   ძირითადი როლი მიუძღვის.

ქვეყნები , რომელთა ოკუპაცია მოახდინა ფაშისტურმა  გერმანიამ,  თავის თავს მამა აბრამის ბატკნებად გვაჩვენებდნენ. ვითომ მოვიდა ბოროტი დამპყრობლები და ჩვენ რა უნდა გვექნაო? წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყოო . მუშაობას გვაიძულებდნენ სიკვდილით დაშინებით, შიმშილით სულს გვხდიდენ და სხვა, და …….  მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვანაირად იყო . ეს მხოლოდ საბჭოთა ხალხი აფეთქებდნენ ქარხნებს , ხიდებს, გვირაბებს რომ მტერს არ დარჩენოდა და არ გამოეყენებინა  . პარტიზანები და  უბრალო მოსახლეობა კი ოკუპირებული ტერიტორიიდან  ეწეოდა საბოტაჟს და დივერსიებს. ხოლო უმეტესობა  მუშათა კლასისა  და გლეხობისა ევროპის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დიდი ენტუზიაზმით მუშაობდნენ  ქარხნებსა და ფაბრიკებში, ფერმებსა თუ ყანებში „დიდი რეიხის“ გამარჯვებისთვის.

1938 წელს გერმანიისა და ჩეხოსლოვაკიის არმიებს შორის ძალთა თანაფარდობა იყონ დაახლოებით თანაბარი.  ჩეხოხლოვაკები   ბრწყინვალედ იყვნენ აღჭურვილები ტექნიკურადაც: მათ ყავდათ მაშინდელ ევროპაში საუკეთესო ტანკები და ბრონიტექნიკა. ამისდა მიუხედავად ისინი ერთი გასროლის გარეშე  ჩაბარდნენ გიტლერს . გარდა შეიარაღების და ტექნიკის ნადავლისა, გერმანიამ მიიღო,  „შკოდა“   „პოლდი“, „ზბროევკა“  და სხვა მრავალი  სრულიად გამართული ქარხნები . ჩეხური წარმოების სასროლი იარაღები, ბრონეტექნიკა, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, თვითფრინავები მთელი  გერმანიის       შეიარაღების      როგორც მინიმუმ მეოთხედს შეადგენდა.   -ჩეხური  სამხედრო წარმოებისა და ტანკების გარეშე ჩვენ არ გვეყოლებოდა 6 სატანკო დივიზია, რაც შეუძლებელს გახდიდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმას ,- წერდა თავის მემუარებში გერმნიის სატანკო არმიის გენერალი ჰელმუდ რიტგენი.

ხოლო ცეცხლსსროლი ირღების სამქროები მხოლოდ 1945 წლის 5 მაისს გააჩერეს. მთელი ომის განმავლობაში ჩეხოსლოვკიის ქარხნებში  საბოტაჟის და დივესიის არც ერთი  ფაქტები არ ყოფილა!                                                  

-ჩეხებმა გადმოგვცეს სრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია თავიანთი ბრონესატანკო შეიარაღების შესახებ , -იხსენებდა გერმანელი ინჟინერი -პოლკოვნიკი ინკენი რომელიც მიავლინა ვერმახტმა ჩეხეხოსლოვაკიაში წარმოების კურირებისთვის .

ანალოგიური სიტუაცია იყო საფრანგეთშიც . მთელი ფრანგული სამხედრო წარმოება ოკუპაციის პირველი დღეებიდან გადაერთო გერმანიის სამხედრო მანქანის მომსახურეობაზე. ბრონიტექნიკა, ჰაუბიცები, ტანკსაწინააღმდეგო დანადგარები,ტყვიაწამალი რეგულარულად მიეწოდებოდა საფრანგეთის ქარხნებიდან . 10 000 ტანკი და თვითმავალი საარტილერო დანადგარი რომელიც გამოვიდა იმ პერიოდში საფრანგეთის სამხედრო ქარხნებიდან ორჯერ მეტია იმაზე რაც  მიაწოდა გერმანიას მისმა ორმა მოკავშირემ იტალიამ და უნგრეთმა.

ფრანგული ავიამოტორები იდგა „მესერშმიტებსა“ თუ  „ხენშელებზე“. „პეჟოსა“ და „სიტროენის“ ქარხნებიც ასევე გაუჩერებლად მუშაობდნენ და გიტლერის არმიის ავტოპარკის 20% უზრუნველყოფდნენ.მართალია ვიცით  საფრანგეთში არსებობდა წინააღმდეგობის მოძრაობდა, ასევე ვიცნობთ იმ 72 საბჭოთა კავშირის გმირ ფრანგ მრინავს, საბჭოთა მხარეს მებრძოლი „ნორმანდია ნემანის“ პოლკიდან მაგრამ  არავინ არ იცის იმ 250 000 მოხალისეზე რომლებიც გიტლერის  მხრეს, ჩვენს წინღმდეგ  ომობდნენ  და ისეთივე სისასტიკით გამოირჩეოდნენ.

გარდა ცოცხალი ძალისა რომლის რაოდენობაც 120 ათასს აჭარბებდა: 10000ერთეული ბრონეტექნიკა , 9000 თვითფრინავი, 170000 ავიამოტორი, 12000საარტილერიო დანადგარი, 35000 სატვირთო მანქანა მიიღო გიტლლერმა თავის პატარა სამშობლო ავსტრიიდან.

ეს მხოლოდ ძალიან ცოტა ჩამონათვალია  იმ რესურსისა რითითაც ევროპის ქვეყნები  ამარაგებდა ფაშისტურ გერმანიას.     ასევე იყო ევროპელ ხალხთა რაოდენობა,დაახლოებით 2 000 000 ადამიანი   რომლებიც გერმანულ ჯარებთან   მხარიმხარ იდგნენ, და ყველა იმ სისატიკეებში იღებდნენ მონაწილეობას რასაც ფაშისტები სჩადიოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე.    

ცნობილია, რომ ყველაზე დიდი სისასტიკით გამოირჩეოდნენ სს-ის ჯარები, რომლებიც პირადად რეიქსფიურერ გიმლერს ექვემდებარებოდა და ძირითადად პარტიზანების წინაღმდეგ მოქმედებდნენ ასევე  მშვიდობიანი მოსახლეობის  აწიოკებდნენ და საკონცენტრაციო ბანაკების მოვლა პატრობა ევალებოდათ  (  1943 წლმდე მინც). მაგრამ ბევრმა არ იცის რომ სს-ის ჯარების 35 % ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოხალისეებად წასულები  შადგენდნენ

როდესაც გერმანია შეიჭრა  სსრკ-ში ათეულ ათასობით ბელგიელი მივიდა გამწვევ ცენტრებში რათა მონაწილეობა მიეღოთ „ჯვაროსნულ ომში კომუნიზმის წინააღმდეგ“. თუ ფლომანდიელი მოხალისეები ძირითადად „ვაფენ-სს“ -ის ქვეგანაყოფებში მსახურობდნენ  და  განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ , ვალონიელ მოხალისეებს უფრო საჯარისო ფორმირებებში იღებდნენ. მიიღეს რა ოფიციალური დასახელება 373-ე ფეხოსანთა პოლკი , ლეგიონი „ვოლონია“ შეიყვანეს მე 100 ეგერთა დივიზიაში რომელიც სამხრეთის ფრონტზე ბრძოლობდა . 1942 წლისთვის დაკარგა რა პირადი შემადგენლობის მესამედი და 45 ოფიცრიდან თითქმის 39 , ლეგიონი გაიყვანეს ფრონტის ხაზიდან გერმანიაში რეორგანიზაციაზე, სადაც გადაკეთდა სს-ის  დივიზია  „ვოლონიად “.  რომელიც  შემდგომში  დააბრუნეს რა ბელორუსიაში  ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

სსრკ-ს წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ათი დღის შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხორვატიის ბელადმა ანტე პეველიჩმა მოუწოდა ხორვათ მოხალისეებს ჩაწერილიყვნენ ქვეგანაყოფებში რათა  მონაწილეობა  მიეღოთ ომში გერმანიის მხარეს . ლეგიონი რომელიც შეიქმნა შედგებოოდა ფეხოსანთა 6 ბატალიონისგან. ერთი ბატალიონის შემადგენლობა  მთლიანად  ბოსნია-გერცოგოვინის მუსულმანებისგან შედგებოდა. ლეგიონი შემდეგ გადაკეთდა „369-ე გაძლიერებული ფეხოსანთა  ხორვატულ პოლკად“ რომელსაც დაემატა ორი საარტილერიო დივიზიონი.  თავიდან ხორვატული პოლკს ძირითადად პარტიზანების წინააღმდეგ საბრძოლველად  იყენებდნენ.  მაგრამ 1942 წელს სტალინგრადის მიმართულებით გადაისროლეს, საიდანაც მხოლოდ ერთეულების ევაკუაცია თუ მოახდინეს დანარჩენი ან დაიღუპნენ ან ჩავარდნენ ტყვედ.

ალბანეთი: 21-ე  სს-ის სამთო  დივიზია  „სკანდერბეგი“

ბულგარეთი: სს-ის ჯარებში შემავალი  ბულგარული ტანკსაწინააღმდეგო  ბრიგადა .

უნგრეთი:სს-ის  ჯარების მე 17 კორპუსი,სს-ის  ჯარების  25 -ე დივიზია“ჰუნანდი“ ,სს-ის 26-ე დივიზია , 33-ე სს-ის კავალერიის დივიზია

დიდი ბრიტანეთი:არაბული ლეგიონი „თავისუფალი არაბეთი“ბრიტანეთის მოხალისეთა კორპუსი, სს-ის ჯარების ინდური  მოხალისეთა ლეგიონი.

დანია:მე 11-ე სატანკო-გრენადერთა დივიზია „ნორლანდი“ სს-ის ჯარებში, სს-ის თავისუფალი კორპუსი „დანმარკ“, სს-ის ჯარების მოხალისეთა კორპუსი“შალბურგი“

ნიდერლანდები:  34-ე მოხალისეთა გრენადერული დივიზია „ლენსტრომ ნედერლანდი“, 23 -ე მოხალისეთა მოტორიზირებული დივიზია „ნედერლანდ“ სს-ის ჯარების შემადგენლობაში, სს-ის ფლამანდიული ლეგიონი

იტალია: 29-ე გვარდიული დივიზია „იტალია“ სს-ის ჯარებში

ნორვეგია: სს-ის ნორვეგიული ლეგიონი , ნორვეგიული მოთხილამურე  ეგერების  ბატალიონი , მე 11 -ე ნორვეგიული სატანკო დივიზია

პოლონეთი : გურალის პოლონური ლეგიონი  სს-ის ჯარებში

რუმინეთი: 103 სატანკო გამანადგურებელი სს-ის პოლკი, ასევე სს-ის გრენადერთა პოლკი

სერბეთი: სერბული  მოხალისეთა პოლკი  სს-ის ჯარებში

ლატვია: ლიტვური ლეგიონი, ლიტვური მოხალისეთა ლეგიონი სს-ის ჯარებში, სს-ის მე 5 კორპუსი, მე 15 გრენადერთა დივიზია, მე 19 გრენადერთა დივიზია.

ესტონეთი მე20 გრენადერთა დივიზია სს-ის ჯარების შემადგენლობაში.

ფინეთი:ლეგიონი “ფინელი მოხალისეები“ სს-ის ჯარებში,  ფინურ მოხლისეთა ბატალიონი.

ყველა ეს ქვეგანაყოფი პირადად გიმლერს ექვემდებარებოდა და მოპნაწილეა ყველა სადამსჯელო ოპერაციაში რომელიც სს-ის ჯარებმა ჩაიდინეს : პოლონეთის უკრაინის რუსეთის ბელორუსიის ტერიტორიებზე.

ცალკე მინდა შევეხო უკრინას. 1941 წლის თებერვალ- მარტში ავსტრიასა და პოლონეთში  უკრაინულელი ნაციონალისტებისგან ფორმირებული იყო ორი ბატალიონი „ნახტიგაკლი“ და „როლანდი“ რომლებიც აბვერის მიერ სპეციალური პროგრამით იყვნენ მომზადებულები დივერსიული აქტებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ქვეგანაყოფი გარდა დივერსიული აქტებისა რომელლის დროსაც  ათასობით  მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით, მათ კისერზეა  ასეულ ათასობით (თუ მილიონი არა)ებრაელი და პოლონელი   სიცოცხლე უკრაინის, ბელორუსიის და პოლონეთის ტერიტორიაზე.

საინტერესოა ასევე არაბული ბატალიონების თემაც. მართალია  თავიდან არაბული ბატალიონები შეიქმნა რათა მონაწილეობა მიეღოთ  საბრძოლო მოქმედებებში აფრიკის მიმართულებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი  (ორი ბატალიონი) კავკასიის მიმართულებით გადმოისროლეს .  ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოს მისადგომებთან  ბრძოლებში დაკარგეს პირადი შემადგენლობის თითქმის 80 % . რომლის შემდეგ მათი კვალი იკარგება .

ნეიტრალიტეტ გამოცხადებული შვეიცარიის ბანკერბში ინახებოდა მთელი ფაშისტური მთავრობის ფინანსები, ასევე ოქროს ზოდები რომელიც დაპყრობილი ქვეყნებიდან წამოიღეს , ოქრო რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაყრილ ტყვეებს წაართვეს და გადაადნეს ( მათ შორის დაძრობილი კბილებიდან). მოგებას იღებდნენ ასევე შვეიცარული სადაზღვევო კომპანიები: 1944 წლამდე მათ გერმანიაში გამოწერეს 406 000 სადაზღვევო პოლისი . არც ბიზნესი დარჩა წაგებულში: ტელეფონები, რადიოსადგურები, საათებიდა სხვა  არ მოკლებია გერმანულ არმიას მთელი ომის განმავლობაში. ის კი არა საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე თუ გაზის კამერას გადაურჩებოდა რომლის გაზსაც ასევე შვეიცარული კომპანია «Ciba»  აწვდიდა,   შესაძლებელი იყო მოხვედრილიყო შვეიცარიის რომელიმე ქარხანაში . ერთ ერთი ასეთი ქარხანა რომელიც მთლიანად საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეთა შროას იყენებდა იყო, დღეისთვის ცნობილი საკინდიტრო გიგანტი «Нестле».

შვედეთი, რომელმაც ასევე გამოაცხადა ნეიტრალიტეტი მეორე მსოფლიო ომში , გერმანიას აწვდიდა რკინის მადანს და ფოლადს ( გერმანული ტყვიაწამლის და შეიარაღების 40%ზე მეტი შვეიცარული მასალისგან მზადდებოდა ) 1941-43 წლების განმავლობაში შვედეთის მეფის გუსტავ მე 5-ის ბრძანებით  გერმანიის ჯარებს უფლება მიეცათ გადაადგილებულიყვნენ და გადაეტანასთ თვირთები  შვედეთის მთელ ტერიტორიაზე.

ასე რომ მეორე მსოფლიო  ომის დროს ჩვენს წინაპრებს ომი უწევდათ არა მხოლოდ  გერმანულ ფაშიზმთან არამედ მთელ  300.000.000 იან    ევროპასთან თავიანთი ხალხის და საწარმოო რესურსით .

ვიქტორ ცაავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here