Home რუბრიკები ისტორია საბჭოთა კავშირის უკანასკნელი თავდაცვის მინისტრის, მარშალ დიმიტრი იაზოვის მიხედვით…

საბჭოთა კავშირის უკანასკნელი თავდაცვის მინისტრის, მარშალ დიმიტრი იაზოვის მიხედვით…

6772

საბჭოთა კავშირის უკანასკნელი თავდაცვის მინისტრი, მარშალი დიმიტრი იაზოვი სტალინზე ჯოჯოხეთური სიცრუისა და სიმართლის შესახებ მოგვითხრობს. მარშალს ესაუბრება კორესპონდენტი გალინა კუსკოვა.

_ კინორეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა ახლახან განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ გორბაჩოვისა და ელცინის მოღვაწეობა დანაშაულებრივ ქმედებად შეფასდება. საბაბიც საფუძვლიანია: 60 წელი შესრულდა, რაც ნიკიტა ხრუშჩოვმა ცეკას დახურულ პლენუმს წარუდგინა მოხსენებასტალინის პიროვნების კულტის შესახებ”… მოხსენება, რომელსაც ამერიკელმა ისტორიკოსმა გროვერ ფერმაანტისტალინური უნამუსობაუწოდა.

_ ჩხირკედელა ამერიკელი, ხრუშჩოვის მოხსენების ანალიზი რომ დაიწყო, უცებ წააწყდა შეუთავსებლობათა მთელ წყებას და იმთავითვე ეჭვი გამოთქვა, რომ საქმე ჰქონდა “დანაშაულებრივ თაღლითობასთან”. ეს ეჭვი სამუშაოს დამთავრების შემდეგ მტკიცე დასკვნად ჩამოუყალიბდა და “დახურული მოხსენება” ასე შეაფასა: “სტალინისა და ბერიას “მამხილებელ” მტკიცებულებათა შორის არც ერთი აღმოჩნდა მართალი”.

_ “იუბილარი მოხსენებისახლახან მოწყობილ სატელევიზიო განხილვაზე ანტისტალინელებს ღირსეული პასუხი გასცეს ნიკოლაი სტარიკოვმა, ვიტალი ტრეტიაკოვმა, კარენ შახნაზაროვმა, სერგეი შარგუნოვმა.

1956 წელს, როცა ხრუშჩოვმა თავისი მოხსენება წაიკითხა, თქვენ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის დამამთავრებელ კურსზე სწავლობდით

_ ჩვენთვის, ფრონტელი ახალგაზრდებისთვის, სტალინის სახელი, შეიძლება ითქვას, წმინდა იყო. იმ დღეებში მარშალმა როკოსოვსკიმ პირდაპირ განაცხადა: ამხანაგი სტალინი ჩემთვის წმინდანია. უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო ავტორიტეტი უდავო იყო.

ასეთია პატიოსანი სამხედროს პოზიცია, მაგრამ რას ფიქრობს სტალინზე ადამიანი, რომელიც 30-იან წლებში რეპრესირებული იყო და ყველა უბედურება პირადად განიცადა, სამი გადასახლება მოიხადა, მათგან ერთ-ერთი _ ტურუხანსკის მხარეში, სადაც სტალინი იყო გადასახლებული. ვლაპარაკობ ვალენტინ ვოინო-იასენეცკიზე, სიმფეროპოლისა და ყირიმის არქიეპისკოპოსზე, ცნობილ ქირურგზე, ომის დროს ღვთისმსახურებას საევაკუაციო ჰოსპიტალში მუშაობას რომ უთავსებდა. მის სამეცნიერო კვლევებს, მათ შორის, ჩირქოვან ქირურგიაზე, რომლისთვისაც დასტაქარს სტალინური პრემია მიენიჭა, დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.

სტალინმა შეგვინარჩუნა რუსეთი, დაგვანახვა, რას ნიშნავს იგი მსოფლიოსთვის, ამიტომ მე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი და რუსი პატრიოტი, ქედს ვიხრი სტალინის წინაშე. სტალინი ღვთითბოძებული ბელადია”, _ ასე შეაფასა სტალინი წმინდანთა სწორად შერაცხილმა ადამიანმა.

აი, სხვა რელიგიური მოღვაწის მოსაზრებაც:

სანკტპეტერბურგის მიტროპოლიტი იოანე წერს: “სტალინი ჩვენთვის ღვთის მიერაა მოვლენილი. მან შექმნა ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ანგრევენ და მაინც ვერ დაანგრიესასე რომ, ღვთის თვალით თუ შევაფასებთ სტალინს, იგი მართლაც განსაკუთრებული ადამიანია, ღვთით ბოძებული, მაცხოვრის მადლცხებული”.

_ ათეისტი ხრუშჩოვი ეგებ ამის გამო აუმხედრდა ბელადს და ეკლესიას სრულად? ამბობენ, რომ მისი მითითებით იმაზე მეტი ტაძარი იავარქმნეს, ვიდრე რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე უფრო გამძაფრებულ წლებში.

_ ამის შემოწმება ძალიან ადვილია. ხრუშჩოვისჯვაროსნული ლაშქრობაეკლესიის წინააღმდეგ იმ ადამიანების თვალწინ ხდებოდა, რომლებიც დღეს ცოცხლები არიან

_ მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა ჩვენს ლიბერალებს, ეს ცოდვა იოსებ ბესარიონის ძისთვის აეკიდებინათ.

_ ეს ან უვიცობაა, ან ბოროტი ჩანაფიქრი. ცნობილია სტალინის წერილი მენჟინსკისადმი, რომელიც 1933 წლით არის დათარიღებული. სტალინი ადრესატს აცნობებს, რომ ყოვლად დაუშვებელია ახალმშენებლობათა დაპროექტება ტაძრებისა და ეკლესიების ნაფუძარზე, რომლებიც უნდა მივიჩნიოთ ძველი რუსული ხუროთმოძღვრების ძეგლებად. სხვათა შორის, იმავე პერიოდში მოსკოვის ერთ-ერთი თეატრის რეპერტუარიდან ამოიღეს (სტალინის ჩარევის შემდეგ) კომიკური ოპერა “დევგმირები”. აკრძალვა შემდეგნაირად იყო დასაბუთებული: ოპერა “ანტიისტორიულად და დამცინავად წარმოგვიდგენს რუსეთის მონათვლას, რომელიც სინამდვილეში იყო დადებითი ეტაპი რუსი ხალხის ისტორიაში”.

კიდევ ერთი ფაქტი.

სტალინმა ხელი მოაწერა საკ.კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს დადგენილებას, რომელიც 1939 წელს გაიმართა და რომლითაც მიზანშეუწონლად იყო ჩათვლილი სსრკ შინსახკომის ორგანოების პრაქტიკა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მსახურთა დაპატიმრებისა და მორწმუნეთა დევნის მხრივ.

ომის დროს საბჭოთა კავშირში გაიხსნა 22 ათასი ეკლესია. სტალინის მიერ ეკლესიებისთვის დახმარების გაწევის უამრავი, დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია ცნობილი.

_ 1936 წლის სტალინური კონსტიტუციით, ეკლესიის მსახურთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაუბრუნდა, მორწმუნეებს _ უფლება ჯვრისწერის, ბავშვების მონათვლის, საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნის

აქ კორესპონდენტი უბრუნდება სამხედრო თემას და იხსენებს ერთ ფაქტს, რომელიც ავიაციის მარშალ ალექსანდრე გოლოვანოვს აქვს აღწერილი. საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავისა და ლენინის ორდენის მისაღებად მოსკოვში ჩამოსულ მფრინავს შემოაკვდება რომელიღაც სახალხო კომისარიატის პასუხისმგებელი მუშაკი, რომელიც შეურაცხყოფდა ქუჩაში თავის საქმეზე მიმავალ ახალგაზრდა ქალს. ამის შესახებ მოახსენებენ სტალინს. ბელადი იკითხავს, რისი გაკეთება არის შესაძლებელი კანონის თანახმად? უპასუხებენ, რომ სასამართლომდე შეიძლება მფრინავის თავდებით გამოშვება. სტალინმა დაწერა განცხადება სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში, რომლითაც თავდებად უდგებოდა სამხედრო მფრინავს. თხოვნა დააკმაყოფილეს. მფრინავი დაბრუნდა ფრონტზე, გმირულად იბრძოლა და ერთ-ერთ საჰაერო ბრძოლაში დაიღუპა.

“ამ ამბავს რომ მოყვა, _ განაგრძობს კორესპონდენტი, _ გოლოვანოვმა, რომელიც ახლოს იცნობდა სტალინს (იხ. მისი წიგნი “შორეული ბომბდამშენი”, რომლის ქართული თარგმანი 1970-იანი წლების დასაწყისში გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტში” იბეჭდებოდა), აღნიშნა: მისთვის (სტალინისთვის) განუყოფელი იყო მკაცრი მოთხოვნა სამუშაოს შესრულების პროცესში და ადამიანზე მზრუნველობა. ეს ორი მხარე ისე ბუნებრივად იყო ერთმანეთთან შერწყმული, როგორც ერთი მთელის ორი შემადგენელი, და ძალიან იყო დაფასებული ყველას მიერ, ვისაც კი მასთან ახლო შეხება ჰქონია. სტალინთან საუბრის შემდეგ გავიწყდებოდა ყველა სიძნელე და გაჭირვება. იგრძნობდი, რომ გელაპარაკებოდა არა მხოლოდ ბედთა ყოვლისშემძლე გამრიგე, არამედ უბრალო ადამიანი”.

ინტერვიუში განიხილავენ საბჭოთა მხედართმთავრების მიერ გერმანელი გენერლების ძლევის თემას.

იაზოვი ამბობს:

_ საბჭოთა მხედართმთავრებს აღზრდიდა. პროფესიულ სიმაღლეებზე ისინი აჰყავდა იმ ატმოსფეროს, რომელიც არმიაში სტალინის დროს სუფევდა. არტილერიის მთავარი მარშალი ნიკოლაი იაკოვლევი აღნიშნავდა: “სტალინი შესაშური სიმშვიდით გამოირჩეოდა, ეთანხმებოდა გონიერ მოსაზრებებს, მაგრამ, როცა განხილულ საკითხზე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, იგი საბოლოო იყო… მთავარბანაკში მუშაობა გამოირჩეოდა უბრალოებითა და დიდი ინტელიგენტურობით. არავითარი მოჩვენებითი და ზეაწეული სიტყვები, ამაღლებული ტონი, საუბარი _ ნახევარ ხმაში…

მას არ უყვარდა, მის წინაშე გაჭიმულები რომ მდგარიყვნენ, მხედრული ნაბიჯებით რომ მიახლოვებულიყვნენ და დაცილებოდნენ.

მისი ურყევი სიმკაცრის პარალელურად იგი უმნიშვნელო ადამიანური გადაცდომებისადმი მოწყალე დამოკიდებულების გაკვეთილებს გვიტარებდა. ერთი ასეთი შემთხვევა განსაკუთრებით დამამახსოვრდა.

ერთხელ უმაღლესი მთავარსარდლის სამუშაო ოთახში რამდენიმე სამხედრო დავყოვნდით. ვსხედვართ, ჩვენს საკითხებს ვწყვეტთ. ამ დროს შემოდის პოსკრებიშევი და სტალინს მოახსენებს, რომ რომელიღაც გენერალია მოსული.

_ შემოვიდეს, _ უპასუხა სტალინმა.

ვერ წარმოიდგენთ ჩვენს გაოცებას, როცა ოთახში ნაბიჯარეული გენერალი შემოვიდა! ფერწასული, ორივე ხელით მაგიდის კიდეს ჩააფრინდა და წაილუღლუღა, რომ გამოცხადდა ბრძანების თანახმად. სუნთქვა შეგვეკრა _ რა ელოდა ამ უბედურს! უმაღლესი მთავარსარდალი წამოდგა, მივიდა გენერალთან და მშვიდად ჰკითხა:

_ ავად ხომ არ ხართ?

_ დიახ, _ ძლივს გამოსცრა გენერალმა.

_ მაშინ ერთმანეთს ხვალ შევხვდეთ, _ უთხრა სტალინმა და გენერალს წასვლის ნება დართო.

როცა სტუმარმა კარი გაიხურა, სტალინმა ისე, რომ კონკრეტულად არავისთვის მიუმართავს, თქვა:

_ ამხანაგმა დღეს მიიღო ორდენი ოპერაციის წარმატებულად ჩატარებისთვის. შტაბ-ბინაში რომ გამოიძახებდნენ, ბუნებრივია, არ იცოდა. აიღო და თავისებურად იზეიმა ეს ჯილდო. განსაკუთრებულ დანაშაულს ვერ ვხედავ, ასეთ დღეში რომ გამოგვეცხადა.

იაკოვლევი ასკვნის, რომ სწორედ სტალინის წყალობით ქვეყნის ხელმძღვანელობაში მთელი ომის განმავლობაში მტკიცე ერთსულოვნება იყო დამკვიდრებული. უმაღლესი მთავარსარდლის სიტყვა კანონი იყო.

_ დიმიტრი ტიმოფეევიჩ, უთუოდ შენიშნავდით, რომ ჩვენმა ლიბერალებმა თავიდან წამოიწყეს მობეზრებული სიმღერა: ომი მოვიგეთ სტალინის საწინააღმდეგოდ. ჟირინოვსკი ისტერიკაში ვარდება, როცა დაუმტკიცებლის დამტკიცებას ცდილობს.

_ ადვილად ასახსნელია. ახლოვდება არჩევნები. სახელმწიფო სათათბიროში შესვლა სურთ. ხალხს ახალს ვერაფერს სთავაზობენ. ჰოდა, გამოაცოცხლეს დიდი ხნის წინათ უარყოფილი ზღაპრები.

ახლახან წავიკითხე ფელიქს ჩუევის წიგნი გამოჩენილი ავიაკონსტრუქტორის _ სერგეი ილუშინის შესახებ. ილუშინს ეკუთვნის ეს სიტყვები: “სტალინს ჰქონდა კარგი თვისება _ არ უყვარდა არამზადები და ძალიან უყვარდა რუსეთი. იგი პატიოსნებისთვის იყო გაჩენილი და აღზრდიდა სანდო ადამიანებს, ამიტომაც ვიმარჯვებდით”.

_ რუსი გენიოსის სიტყვა, “იურისტის შვილისსიტყვასთან შედარებით, კარგად ისმისერთი ინგლისელი გენერლის წიგნში ამოვიკითხე: “რუსეთმა გამოფატრა გერმანული არმია. “ილ-2” იყო მისი ერთერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ქირურგიული იარაღი”.

_ ამ სახელგანთქმული თვითმფრინავის ბედი თავის დროზე სტალინმა გადაწყვიტა… ამ თვითმფრინავის წინააღმდეგ აღდგა ყველა, ვისზეც მისი სერიული გამოშვება იყო დამოკიდებული. განსაკუთრებით კატეგორიულები სამხედროები იყვნენ. ილუშინი არ ნებდებოდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ორცხობილა გაიმზადა და გადასახლებისთვის მოემზადა…

ერთ მშვენიერ დღეს სტალინმა ილუშინი პოლიტბიუროს სხდომაზე დაიბარა. სტალინისა და მისი თანამებრძოლების გარდა, იქ იყვნენ ავიამშენებლობის სპეციალისტები. დამსწრეთა მოსაზრებები რომ მოისმინა, სტალინმა თქვა: “ახლა კი მოისმინეთ, რას ვფიქრობთ ამ საკითხზე მე და ამხანაგი ილუშინი…”

შედეგად ილუშინის საკონსტრუქტორო ბიურო მოსკოვში დარჩა და მან და მისმა თანამშრომლებმა მშვიდად განაგრძეს მუშაობა.

თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ ისტორია, რომელიც ამ თვითმფრინავს უკავშირდებოდა, განვითარდა, სტალინს არ დავიწყებია. ამიტომ იყო, რომ მან გარკვეული დროის შემდეგ, როცა დღის წესრიგში დადგა “ილ-2”-ისა თუ სხვა თვითმფრინავების დამზადების საკითხი, უპირატესობა ილუშინის პირმშოს მიანიჭა. და არც შემცდარა. თვითმფრინავი მართლაც შესანიშნავი იყო. იგი რუსულ სასწაულად მონათლეს. “თვითმფრინავი “ილ-2”, _ წერდნენ გერმანელები, _ განსაკუთრებული პროგრესის მაჩვენებელია. იგი გერმანიის არმიის მთავარი, ძირითადი მოწინააღმდეგეა”.

სტალინისთვის ყოველთვის პირველი იყო საქმე და, რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელზეც დამოკიდებული იყო ეს საქმე. ცნობილია, მაგალითად, ასეთი შემთხვევა: უმაღლესი მთავარსარდალი უკმაყოფილო იყო სამხედროსაზღვაო ფლოტის მთავარი შტაბის უფროსის მუშაობით. დღის წესრიგში დადგა მისი შეცვლის საკითხი. რეკომენდაცია გაუწიეს ადმირალ ისაკოვს, მაგრამ ეეჭვებოდათ მისი დამტკიცება, რადგან ადმირალს ერთი ფეხი ამპუტირებული ჰქონდა. ეჭვები სტალინმა გაფანტა. “ცალფეხა კაცთან მუშაობა უთავო კაცთან მუშაობაზე უკეთესია”, _ თქვა მან.

14 COMMENTS

  1. ახდა დიდი სტალინის წინასწარმეტყველება რომ ისტორიულ ნაგავს მის საწინააღმდეგოდ მტრებისგან მოყრილს მომავალში დიდი დრო არ ეწერა და ქარი ახვეტავდა! მალე ბევრი სიმართლე დღის ნათელზე გამოვა და გაფანტავს იმ ცრუბრალდებებს რაც ხრუშოვმა და მისმა მიმდევრებმა სტალინზე შეთხზეს!

  2. ხრუშჩოვის მიმდევრები ახლაც ურეცხავენ ტვინს ახალგაზრდებს

  3. ვერ ამიხსნია რატომ არაფერი იწერებოდა აქამდე ფართო საზოგადოების გასაგონად სტალინის მოღვაწეობის შესახებ, ნუთუ შიშის გამო?

  4. ძველი თაობა გულნატკენია, ნატვრად აქვს თან არ გაიყოლოს ის უსამართლობის განცდა რაც სტალინთან მიმართებით განვითარდა. დაე, მომავალმა თაობებმა სტალინის ფენომენი დაინახონ მთელი მისი სიდიადით!

  5. ძალიან კარგი იქნება რომ ფარდა აეხადოს სიცრუეს და სიმართლის წიგნი დაიბეჭდოს სტალინზე,რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ სიცრუეში არ იცხოვრონ! ისტორია ხომ სიმართლე უნდა იყოს? ჩემმა თაობამ რა ისტორია შეისწავლა და ვისი შეთითხნილი არც კი ვიცი

  6. სტალინი რომ გარდაიცვალა ყველა ვტიროდითო. . დედა ამბობდა ყველას ტირილი შეკვეთით არ იქნებოდა სტალინის სიკვდილი საიდუმლოებითა მოცული ვიღაცას არ აწყობდა სტალინი ხალხს რომ უყვარდა ბელადად რომ მოიხსენიებდნენ ომის დროს ჯარისკაცები სამშობლოსათვის სტალინისათვისგაყვიროდნენ და გმირულ საქმეებს ჩადიოდნენ რეპრესიებმა დიდი დაღი დაასვა სტალინის სახელს ინტელიგეციის დიდი ნაწილი ემსხვერპლა ამ კანონს დაუჯერებელია სტალინსსძულდა განათლებული ადამიანები თუ რა ხდებოდა სინამდვილეში ომის პერიოდში ქართველების დიდი რაოდენობა გაწყდა ამასაც სტალინის მიაწერენ და ა.შ.ხალხის სიყვარული სტალინისადმი ვიღაცამ ისე მონდომებით გააცამტვერა რომ დღემდე მოაღწია მისდამი სიძულვილმა ამ ვიღაცას კი ავადმყოფურად სძულდა სტალინი და საქართველო. ..ხომ უნდა გაირკვეს ყველაფერი

  7. დროა ახალგაზრდა თაობას სიმართლე ვუთხრათ. იმედი მაქვს თვითონ ახალგაზრდები მოძებნიან სწორ პასუხებს.
    იმ დროში და იმ ეპოქაში სრულიად შესაბამისად მოქმედებდა სტალინი. მმართველობის მაშინდელი მეთოდები დღევანდელ ეპოქაში რა თქმა უნდა მიუღებელია.

  8. ერთსვიტყვიი სტალინიი დიდაად ბრწყინვალეე მეთაურიი იყოო.დიდებაა სტალინსს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here