Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველი ჯარისკაცები _ საზარბაზნე ხორცი დასავლეთისთვის

ქართველი ჯარისკაცები _ საზარბაზნე ხორცი დასავლეთისთვის

741

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ის შემდეგ ავღანეთში ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი საქართველოს ჰყავს. 

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართველი ჯარისკაცების ჩართვა ნებისმიერ მისიაში, მათ შორის, პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებშიც შეიძლება. ხომ არ არის ეს სიგნალი, რომ ქართველი ჯარისკაცები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ? მსგავსი შინაარსის საქებარი სტატიებისა და განცხადებების გარდა, რეალურად რას მიიღებს საქართველო, რომელსაც ნატოში მიღებაზე ჯიუტად და თანმიმდევრულად ეუბნებიან უარს? ვინ ვართ ჩვენ დასავლეთისთვისპარტნიორები თუ საზარბაზნე ხორცი? _ ამ საკითხებზე, “საქართველო და მსოფლიოსგენერალი ტრისტან წითელაშვილი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრებიან.

ტრისტან წითელაშვილი:

_ საქართველოს ნატოში არასოდეს მიიღებენ. და ყველაზე დიდი “ხეირი” _ ეს არის საომარ მოქმედებებში ჩვენი ჯარისკაცების ჩართვა საზარბაზნე ხორცად. დასავლელ პარტნიორებს ჩვენი ქვეყანა მხოლოდ სტრატეგიულ ტერიტორიად სჭირდებათ, რათა რუსეთზე ზეგავლენა მოახდინონ. ხან სააკაშვილის წაქეზებით, ხან ბათუმის პორტში ნატოს ხომალდების შემოსვლითა თუ თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტ მარგველაშვილის უცნაური განცხადებებით, ხან კიდევ ერთობლივი სწავლებით ცდილობენ, გაერკვნენ, როგორი რეაქცია ექნება ჩვენს მეზობლ ქვეყანას ამა თუ იმ სცენარის განვითარებისას. ერთი შეხედვით, ეს უმნიშვნელო რაღაცაა, მაგრამ ამით ამოწმებენ, რა რეაგირებას მოახდენს მეორე მხარე. ეს პირველად არ მომხდარა, ეს ჩვეული ტაქტიკაა. ასეთი რაღაცები საქართველოში 2008 წელს ხდებოდა, უკრაინაში _ 2012 წელს. ისინი ექსპერიმენტებს ატარებენ, ჩვენ კი ვზარალდებით. ჩვენ მართლა გვყავს მამაცი, კარგი ჯარისკაცები, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ყველაზე მცირე ანაზღაურებას ქართველ ჯარისკაცებს აძლევენ, არადა, მათ ყველაზე სარისკო საქმეებზე უშვებენ. სწორედ ეს არის ადამიანების საზარბაზნე ხორცად გამოყენება. დასავლეთს ხელს აძლევს დაძაბულობა საქართველოში, რადგან მათთვის მომგებიანი არ არის, საქართველომ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობა მოაგვაროს, დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს, რათა, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის დეოკუპაცია დაიწყოს და ჩვენი ტერიტორიები მშვიდობიანად, ნებაყოფლობით დავიბრუნოთ. სხვათა შორის, რუსეთის ხელისუფლებისგან უკვე არის მინიშნებები, რომ დიალოგისთვის მზად არიან.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/vaxtang-maisaia.jpg

ვახტანგ მაისაია:

_ საქართველო, აშშ-ის შემდეგ, ფაქტობრივად, მეორე ქვეყანაა, რომელსაც პროცენტულად ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში. როგორც ჩანს, ქართველი ჯარისკაცების სულისკვეთება და მომზადების დონე ისე მაღალია, რომ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობის აზრით, ისინი ნატოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ნებისმიერ წერტილში ბრძოლას შეძლებენ. სააკაშვილმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთში ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველოს გაეგზავნა ყველაზე მეტი ჯარისკაცი, რადგან ფიქრობდა, რომ ამით ბარაკ ობამას ადმინისიტრაციის გულს მოიგებდა.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

1 COMMENT

  1. რისთვის დაიხოცა ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცები? დემოკრატიისთვის? ობამასთვის?
    სააკაშვილის კეთილდღეობისთვის? საქართველოს რა? სიბინძურეში ჩაგვითრიეს.
    აი ეს არის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here