
განათლების სამინისტრო 2016-2017 სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი საგნის _”მე და საზოგადოების” სწავლებას აპირებს. ამ ფაქტს საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა: ზოგი თვლის, რომ ეს არის ევროკავშირის დაკვეთა და მიზანმიმართული პოლიტიკა ჩვენი ბავშვების ბილწი და მამათმავლური ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად… ამ საკითხზე გვესაუბრება “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ს დირექტორი ზვიად ტომარაძე.
_ სამინისტროს წარმომადგენელთა განმარტებით, “მე და საზოგადოება” არის საგანი, რომლის მიზანიც საჯარო სკოლებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ისეთი შინაარსის ტექსტი, როგორიცაა “ოჯახი, რომელიც ერთნაირი სქესის მშობლებისგან შედგება”, ჩავთვალოთ მხოლოდ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ საშუალებად? თუ მას სხვა მიზანი აქვს?
_ ასეთი საგნის სწავლება სკოლებში, ბუნებრივია, გამოიწვევს მოზარდი თაობის ფსიქიკის შეუქცევად დეგრადაციას. საგნის თავდაპირველი ვარიანტი ცუდად იყო ნათარგმნი და აბდაუბდა ტექსტისგან შედგებოდა. მაგალითად, მოსწავლეს ევალებოდა, კლასში ესაუბრა ოჯახში არსებულ კონფლიქტზე…
_ ახალი საგნის _”მე და საზოგადოების” თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც დაწერილია უცხოელი ავტორების მიერ ევროკავშირისა და USAID-ის პატრონაჟით, მორგებული თუ არის ჩვენს ეროვნულ ღირებულებებზე?
_ განათლების სამინისტრო შარშან ზაფხულში გვიმტკიცებდა, რომ ამ საგნის სწავლების დანერგვის იდეა სამინისტროს წიაღში იშვა. ტექსტი დამახინჯებული ქართულით იყო დაწერილი და ადვილი შესამჩნევი იყო “კალკირება”. საგანი “მე და საზოგადოება”, სავარაუდოდ, უნდა იყოს იუნესკოს საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი, რომლის დანერგვაც ახლა აქტიურ ფაზაშია.
“გლობალური სამოქალაქო განათლება (GCED)” იუნესკოს საგანმანათლებლო პროგრამის (2014-2017) ერთ–ერთი სტრატეგიული მიმართულება და გაეროს აღმასრულებელი მდივნის გლობალური განათლების შესახებ პირველი ინიციატივის (GEFI) სამიდან ერთ–ერთი პრიორიტეტია, რომელიც 5-წლიანი პროგრამაა. ეს პროგრამა, რომელიც ამუშავდა 2012 წლის სექტემბერში, არათუ მორგებული იყო ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, პირიქით _ ეწინააღმდეგობოდა მას.
_ ხომ არ არის ეს სახელმძღვანელო გაჟღენთილი ჰომოსექსუალური მისწრაფებებით, რომლის მიზანიც მასირებული შეტევაა ჩვენი შვილების ცნობიერებაზე?
_ სახელმძღვანელოები _ “კომპასი” და “კომპასიტო”, რომლებიც 2015 წლის შემოდგომაზე განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული სიპის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს, სწორედ ჰომოსექსუალიზმისა და უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურებოდა, თუმცა განათლების სამინისტრო დღემდე უარყოფს ამ სახელმძღვანელოების პირდაპირ კავშირს საგანთან “მე და საზოგადოება”.
_ თუ ამგვარი სახელმძღვანელოებით გაიმართება სწავლება, ემუქრება თუ არა ჩვენს ბავშვებს ცნობიერების გადაგვარება თუ პირიქით _ შეძლებენ მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე ადამიანებად ჩამოყალიბებას?
_ ნებისმიერი ქვეყანა უნდა ცდილობდეს, მომავალი თაობა პატრიოტული სულისკვეთებით აღზარდოს, აგრეთვე, ასწავლოს მას ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები: მეგობრობა, სიკეთის კეთება, უფროსის პატივისცემა, თანადგომა… ამის ნაცვლად, საგნის თავდაპირველი ფორმით დანერგვის შედეგად მივიღებდით უსქესო, უეროვნებო, უოჯახო, უპრინციპო ახალ თაობას, რომლის მთავარი ორიენტირი არა ოჯახის ინსტიტუტი, ზნეობრივი და ეროვნული ღირებულებები, არამედ ზღვარგადასული პირადი თავისუფლება იქნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების პროტესტის შედეგად სასწავლო გეგმები მეტ–ნაკლებად დაიხვეწა, სტანდარტი გაკეთილშობილდა და გათვალისწინებულ იქნა ჩვენი და საპატრიარქოს შენიშვნები, მაინც ვერ ვხედავ ახალი საგნის სწავლების დანერგვის აუცილებლობას, რადგან ამ საგნის შეტანა სკოლებში არსებულ საგნობრივ ბადეს დაარღევს და ეს ისეთი საგნების საათების შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს, როგორიცაა ქართული, მათემატიკა, ისტორია…
ესაუბრა ნატა ხორავა







თახსირ ადამიანებს რა გამოლევს! ფულის გულისათვის კამოს ჩაეზიარებიან, ერთი რამის
ჭამაში. ისე ვისაც მაგისდანერგვა გინდათ, ღმერთმა არ გამოგილიოთ გვარში, და აი, მერე
როგორ გამრავლდებით, მაგასაც ვნახავთ.