Home რუბრიკები პოლიტიკა ნუკრი ქანთარია: თუ რესპუბლიკელები კოალიციიდან გავლენ, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ

ნუკრი ქანთარია: თუ რესპუბლიკელები კოალიციიდან გავლენ, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ

664

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ვარაუდობს, რომ კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სახით წარდგება, თუმცა პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული, მათ შორის, არც ის, რომ კოალიცია დაიშალოს და “ქართული ოცნება” სრულიად დამოუკიდებლად გავიდეს არჩევნებში. 

 “ვინ დარჩება, ვინ არ დარჩება – ეს თემა, დიდი ხანია, განხილვის საგანია. კოალიციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, არანაირი სიმპტომები კოალიციის დაშლის არ არის, თუმცა ვადასტურებთ, რომ პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული და შესაძლებელია პროცესები სულ სხვა სცენარით წარიმართოს. ისიც შეიძლება, რომ “ქართული ოცნება” სრულიად დამოუკიდებლად გავიდეს არჩევნებზე, მით უფრო, რომ კოალიციის ზოგიერთი წევრი ითხოვს გარკვეულ ფასს და წილს. თუ ადრე მიზანი “ნაციონალური მოძრაობის” ჩამოშორება იყო, ახლა სხვა მიზნები და საკუთარ თავზე სხვა შეფასებები აქვთ. კოალიციის საბჭო განიხილავს ამ ყველაფერს და ამის მიხედვით გამოიტანს გადაწყვეტილებას. დაემატება თუ არა სხვა სუბიექტები და რამდენად მოუტანენ სარგებელს, ესეც ასაწონ-დასაწონია. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, არანაირი სიმპტომი არ არის, რომ აღნიშნული პარტია კოალიციას დატოვებს. ერთადერთი, რაც მათ ოფიციალურად გამოაცხადეს, არის, რომ უმჯობესია, წინასწარ იცოდნენ, რა ექნებათ მომავალ პარლამენტში და რა წილი ექნებათ კოალიციაში. მათ ასევე კარგად იციან, რომ, თუ კოალიციიდან გავლენ, სერიოზული პრობლემები ექნებათ”, _ განაცხადა ქანთარიამ. 

1 COMMENT

  1. kargi iqneba tu gavlen da tu ar gavlen tqventvis iqneba \\\”ocnebistvis\\\” cudi, imitom rom magat gamo sheidzleba tqven xma xalxma ar mogcet da amas garda eg shignidan chamas dagiwyeben iseve virtxebivit rogorc aketebdnen.. da saertod 1% partias ra unda mtavrobashi? tu mtavrobashi yofnis ambicia aqvt, gavidnen da damoukideblad iyaron kenchi. erti chveulebrivi suniani partiaa!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here