Home რუბრიკები პოლიტიკა სიმონ კოპაძე: ისლამური ექსტრემიზმის ნებისმიერი გააქტიურება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ...

სიმონ კოპაძე: ისლამური ექსტრემიზმის ნებისმიერი გააქტიურება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად დასავლური, ანუ ქრისტიანული ცივილიზაციისთვის

1151

მსოფლიოს ყველაზე დიდი, მდიდარი და აგრესიული ტერორისტული ორგანიზაცია კავკასიაშიც ფართოვდება. “ისლამური სახელმწიფოს” 5-წლიანი სამოქმედო გეგმა რაცშეიძლება მეტი ტერიტორიის დაპყრობას ითვალისწინებს, მათ შორის აღმოსავლეთის ყველა მუსლიმური სახელმწიფოს, ევროპისა და აფრიკის კონტინენტის. სუნიტი ისლამისტების რადიკალური ტერორი კონფესიური ომის ხასიათს ატარებს. რა საფრთხეებს შეიცავს ეს საქართველოსთვის და რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ამ საფრთხეების პრევენციისთვის? _ ამ საკითხზე გვესაუბრება საქართველოკავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრორექტორი სიმონ კოპაძე.

_ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახვა, რომ ისლამური კულტურა არ დაექვემდებარა სხვა კულტურასთან ასიმილაციის პროცესს, ევროპული მულტიკულტურიზმის იდეამ კი კრახი განიცადა. რა არის ამის მიზეზი?

_ ევროპული მულტიკულტურიზმის იდეის მიზანი არ ყოფილა ისლამური კულტურის დაქვემდებარება და ასიმილირება, პირიქით _ ამ იდეის უპირველესი დანიშნულება იყო, უზრუნველეყო სხვადასხვა კულტურისა და მრწამსის ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება. პრობლემები ამ მიმართულებით შექმნა არა ევროპულმა იდეამ, არამედ ისლამური რელიგიის სხვადასხვა მიმდინარეობამ. ამის საფუძველი კი მათ მრწამსში უნდა ვეძებოთ, რომელიც სრულიად განსხვავდება ქრისტიანული სწავლებებისგან. ამ საკითხის სრული ანალიზისთვის აუცილებელია რელიგიურ დოგმათა შესწავლა და მათი გათვალისწინება შემდგომ ურთიერთობებში.

_ მოგეხსენებათ, . არაბულმა გაზაფხულმა გამოიწვია პოლიტიკური ისლამის გააქტიურება. ყურადსაღებია ყოველივე ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით _ საქართველოსთვის, სადაც ისლამური თემი მრავალრიცხოვანია?

_ რელიგიური შემადგენელი ყოველთვის თან სდევდა პოლიტიკას, განსკუთრებით _ ისლამური სახელმწიფოების პოლიტიკას, “არაბული გაზაფხული” კი სხვა ფაქტორებმა გამოიწვია რიგ ქვეყნებში და მათი წარმოშობის მიზეზი სხვა გეოპოლიტიკურ ასპექტებში უნდა ვეძებოთ. შესაბამისად, ისლამური ექსტრემიზმის ნებისმიერი გააქტიურება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად დასავლური, ანუ ქრისტიანული ცივილიზაციისთვის.

 _ გასაკვირი არ არის, რომისლამური სახელმწიფოშეეცდება, შეაღწიოს იმ რეგიონებში, რომლებშიც მეტნაკლებად მოახერხებს თავისი ქსელის ჩამოყალიბებას. ეს არის, პირველ რიგში, ახლო სამეზობლო, კერძოდ, ჩრდილოეთი კავკასია, შემდეგ კი თავისთავად შეაღწევს სამხრეთ კავკასიაშიც. ისლამური ექსტრემიზმი შეუქმნის თუ არა საფრთხეს საქართველოს?

_ თუ ვსაუბრობთ იმ ისლამური ექსტრემიზმის საფრთხეზე, რომლის წინაშეც დგას ცივილიზებული სამყარო, შესაბამისად, ამ საფრთხის წინაშე დგას საქართველოც. მოდი გავაანალიზოთ, რა მეთოდებით იკიდებს ფეხს იგი ჩვენში და მთლიანად ევროპაში. უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ მუსლიმანისთვის ეროვნებასა და სამშობლოს ისეთი დატვირთვა არ აქვს, როგორიც ჩვენთვის; მათთვის ყველგან სამშობლოა, სადაც ფრიალებს ალაჰის მწვანე დროშა; მათი ენაა ის, რა ენაზეც მეტყველებდა და წერდა მუჰამედი და .. შესაბამისად, მუსლიმთათთვის მიგრაცია სრულიად მისაღები პროცესია, ისინი სახლდებიან სხვადასხვა ქვეყანაში, იღებენ ყველა იმ სიკეთეს, რომლებსაც მათ სთავაზობს ევროპული ცივილიზაცია, ანუ ქრისტიანული ტოლერანტობა; ისინი ძლიერდებიან, მრავლდებიან, აშენებენ მეჩეთებს და შემდეგ ქმნიან ანკლავებს, სადაც აწესებენ შარიათის კანონებს. სწორედ ასეთი არაოფიციალური ანკლავები ყალიბდება ექსტრემისტების ფორპოსტებად და სწორედ ისინი უქმნიან შემდგომში პრობლემებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

_ “ისლამური სახელწიფოსრუკაზე .. ხალიფატის საზღვრებში მოქცეულია საქართველოც. ვის შეუძლია დაგვიცვას ამ საფრთხისგან?

_ “ისლამური სახელწიფოსმიზანია, მის საზღვრებში მოექცეს მთელი მსოფლიო, მათ შორის, საქართველო, სათავეში კი იქნება ხალიფა, წინასწარმეტყველ მუჰამედის პირდაპირი შთამომავალი, როგორც საერო და სულიერი ლიდერი. მათი ამ მიზნისკენ სვლას მნიშვნელოვნად აფერხებს ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობად დაყოფა, კერძოდ: შიიტიზმი, სუნიტიზმი, ვაჰაბიზმი, გარკვეული სექტები: ისმაილიტები, ალავიტები, სუფისტები და სხვ. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ისლამური ექსტერმიზმი ისეთი გლობალური საფრთხეა, რომ მასთან დაპირისპირება ერთიანი კოორდინაციის გარეშე პრობლემურია ყველა დიდი თუ პატარა სახელმწიფოსთვის.

_ ისლამი საქართველოში სიდიდით და მნიშვნელობით მეორე რელიგიაა. ჩვენთან ისლამის მიმდევრად დაახლოებით 430-460 ათასი მოქალაქე მიიჩნევს თავს. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ახლო აღმოსავლეთში .. პოლიტიკური ისლამის გააქტიურებამ სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის იდეოლოგიურპოლიტიკურ შეხედულებაზე, კერძოდ, საქართველოს მუსლიმებზე?

_ როგორც უკვე აღვნიშნე, ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციები დამოუკიდებლად, მით უფრო, სპონტანურად, არ მოქმედებენ; ტერორისტული აქტის დამკვეთი ერთია, დამგეგმავი _ მეორე, მომმზადებელი _ მესამე, განმხორციელებელი _ მეოთხე, რაც თავის თავზე შეიძლება მეხუთემ დაიკისროს; სწორედ ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ხაზგასმით, რომ საჭიროა ჩვენი სპეცსამსახურების აქტიური და შეთანხმებული მუშაობა პარტნიორი ქვეყნების ანალოგიურ უწყებებთან.

აუცილებელია საზოგადოების, მედიისა და ეკლესიის მუშაობის გააქტიურება, რათა თავიდან იქნას აცილებული რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებული ნებისმიერი სახის დაპირისპირება.

_ შეცდა თუ არა დასავლეთი ისლამის შეფასებისას, როცა გადაწყვიტა, ისლამური ცივილიზაცია და კულტურა დაექვემდებარებინა დასავლური ფასეულობებისთვის?

_ დასავლეთს არც უცდია ისლამის დაქვემდებარება დასავლურ ფასეულობებთან, პირიქით, მან დანაშაულებრივად ფართოდ გაუღო კარი ისლამურ ცივილიზაციას ევროპაში. ამის შედეგია ამხელა მუსლიმანური თემებისა და ანკლავების არსებობა, რომლებიც ნოყიერი ნიადაგია ექსტრემიზმის აღმოსაცენებლად.

_ საქართველოშიისლამური სახელწიფოსქსელების ჩამოყალიბების ხელისშემწყობ ფაქტორებად რა შეიძლება მივიჩნიოთ?

_ ამგვარ ფაქტორებად, უპირველეს ყოვლისა, უნდა მივიჩნიოთ ქვეყნის ხელისუფლების (არ აქვს მნიშვნელობა, ძველის თუ ახლის) უნიათობა, რომელიც დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება.

თუ არ არსებობს ეროვნული იდეა, ვერ იქნება მოქმედების პროგრამა; თუ არ იქნა ეროვნული სტრატეგია, შესაბამისად, სათანადოდ ვერ იმუშავებს ვერც ერთი სახელმწიფო უწყება _ სწორედ ეს და ამგვარი მიდგომა ქმნის ხელშემწყობ პირობებს სხვადასხვა ქსელისა და მეხუთე კოლონის შესაქმნელად.

_ ისლამიზაციის პროცესში ის ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ურთიერთდახმარების სამხედრო შეთანხმება გავლენიან სახელმწიფოებთან, შესაძლოა, გახდნენ გარე ჩარევის მსხვერპლნი. არსებობს თუ არა ანარქიისა და სამოქალაქო დესტაბილიზაციის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში?

_ “ისლამური სახელწიფოსთვის” ეს მრავალწახნაგოვანი პროცესია. იგი ეძებს საშუალებებს, დაუპირისპიროს ეს ინტერესები ერთმანეთს. სწორედ ამისთვის იყენებს მუსლიმურ ანკლავებში შექმნილ ექსტრემისტების ფართო ქსელს.

როგორც უკვე აღვნიშნე, თუ სათანადო ზომები არ გატარდა, არ გადაიხედა და არ გადახალისდა ქვეყნის მართვის პრინციპები, სისტემა და ინსტიტუტები, საქართველოში ყველანაირი საფრთხე არსებობს.

ესაუბრა ნატა ხორავა

1 COMMENT

  1. ისლამიზმის საფრთხე მის ფუნდამენტურ საწყისშია- იგი ყველა რელიგიას არასწორად
    თვლის, და მარტო მუჰამედს თვლის მართალ მოციქულად, ხოლო მუსულმანებს-მართლ-
    მორწმუნეებად. ალლაჰი იგივე იელოჰიმია ანუ მამა ღმერთია. აქედან გამომდინარე, ყველა
    უნდა მოექცეს მათ სარწმუნოებაზე, არა გონებითდა გულით, ანუ ქრისტიანულად, კერძოდ,
    მართლმადიდებლურად(იგი არ გაძალებს), არამედ ძალით ანუ ცეცხლითა და მახვილით.
    ამიტომ არის ის საშიში, ის ომის რელიგიაა,სხვა რჯულისთვის და შიგა სექტებისთვის და
    მშვიდობიანია(სალამა) შიგა მოხმარებისთვის, მაგრამ მოღალატეებს სასტიკად სჯის
    შარიათი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here