Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპელი ლიდერები მიხვდნენ, რომ იდიოტები ყოფილან

ევროპელი ლიდერები მიხვდნენ, რომ იდიოტები ყოფილან

705

როგორც წინა ნომერში ვწერდით, ცივილიზებული ევროპარუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად ევროპიდან ფეხით წამოვიდა და დიღმულას ხიდზე აპირებდა შეკრებას, საიდანაც სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელევიზიის შენობასთან მისვლას გეგმავდა, თან ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერით: “რუსთავი 2” ჩემია!”.

თუმცა, ცივილიზებულმა მაღალჩინოსნებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ იდიოტები ყოფილან და რიკოთის უღელტეხილიდან უკან გაბრუნდნენ.

ინფორმაციას ჩვენი ჩასაფრებული წყარო გვაწვდის და, როგორც ცნობილია, ამის მიზეზი უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებული სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას სკანდალური სატელეფონო ჩანაწერია, რომლის ერთ-ერთ ეპიზოდში ექსპრეზიდენტი უცხოელებს იდიოტებს უწოდებს.

აღნიშნული ჩანაწერი ანგელა მერკელს, რიკოთზე გადმოსვლისას სოციალურ ქსელში უნახავს, მეტად განერვიულებულა, ტრადიციული ფაღარათი დამართვია და იქვე, მოფარებულში გაქცეულა.

_ იდიოტი, იდიოტი, ესე იგი, ჩვენ ვართ იდიოტები… იდიოტები ვართ, აბა, რა, ყველაფერზე ასე “უპრაგონოდ” რომ ვშფოთავთ, ყველაფრის ღირსები ვართ, ყველაფრის! _ გმინავდა ანგელა და სიმწრისგან ჩანთის სახელურს კბენდა.

_ რა მოხდა, ანგელა, იქნებ გვითხრა? _ იკითხა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა.

_ იდიოტები ვყოფილვართ, გესმის, იდიოტები! მე კი, ეს ავადმყოფი ქალი ფეხით წამოვედი, ვიფიქრე, კეთილ საქმეს ვაკეთებდი და თურმე ამას რა გეგმები ჰქონია. იდიოტებიო, გესმით, ხალხო, იდიოტებიო, _ ვერ ისვენებდა ანგელა.

ვეღარ მოუთმენია გერმანიის კანცლერს, ამოუღია ტელეფონი და პირდაპირ სააკაშვილისთვის დაურეკავს, _ შენ, ბიჭო, შ..გ ხო არ გაქვსო და გაწყვეტილა კავშირი, მთა ეფარებოდა თურმე.

_ მთავარი სათქმელი ვთქვი და დანარჩენს რაღა მნიშვნელობა აქვს? _ ჩაიბუტბუტა ანგელამ და გვერდით მყოფ მსოფლიო ლიდერებს უკან დახევისკენ მოუწოდა.

_ იდიოტი ვარ… ვოვა ყოველთვის მეუბნებოდა, არ ენდო მაგას, გამოგიყენებს და მერე გიხმარს ან პირიქითო! არ დავუჯერე, ჩემი მტერი ხარ-მეთქი და ისე აგიხდა ყველაფერი, როგორც ვოვას სიტყვები. წავედით, ჩვენ აქ არაფერი დაგვრჩენია, რა უხერხულად ვარ ირაკლისთან, ბიძინასთან, კახასთან, რომ მეუბნებოდნენ, არ ენდო მაგ კაცსო, ვეუბნებოდი, რას ამბობთ, დემოკრატიის შუქურაა, ნახეთ, როგორ უნათებს თვალები-მეთქი. აი, თურმე რა მიზნები ჰქონია ამ ეშმაკზე ადრე ჩასახულს. არა უშავს, გავა დრო და მიხვდება, ვინ არის ყველაზე დიდი იდიოტი, _ თქვა ანგელამ და “ფეისბუქ” სტატუსზე ბარაკ ობამა მოთაგა.

ელიკო სილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here