Home რუბრიკები პოლიტიკა “რუსთავი 2”-ის კომპლექსი ქართულ ტელემედიაში

“რუსთავი 2”-ის კომპლექსი ქართულ ტელემედიაში

852

გასულ კვირას საქართველოში შეიძლებარუსთავი 2”-ის კვირა ეწოდოს. ამ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა და თანამშრომლებმა ისეთი მოთქმაგოდება ატეხეს პირდაპირ ეთერში, რომ ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენა გადაფარა _ დაწყებული სირიიდან და დამთავრებული პარლამენტის შესასვლელში დეპუტატების ყოვლად ამაზრზენი შეურაცხყოფითა და გალახვით.

ნებისმიერ დემოკრატიულ და ნორმალურ ქვეყანაში რომ პარლამენტარების ცემა გაცილებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტია, ვიდრე რომელიმე ტელევიზიის მეწილეების ფინანსური დავა _ ეს უდავო ჭეშმარიტებაა, მაგრამ ქართულ ტელემედიაში 2000-იანი წლების დასაწყისიდანამინდიისეა დაყენებული, რომქვეყნის მთავარი მოვლენაარის ის, რასაცრუსთავი 2” დაარქმევსმთავარ მოვლენას”. მეტიც, ამ “მთავარ მოვლენაზე” საკუთარ “თავისუფალ აზრებს” გამოხატავენ სწორედ და მხოლოდ ის “ექსპერტები”, რომლებსაც “რუსთავი 2” არქმევს “ექსპერტებს”, და შეფასებებს აკეთებენ მხოლოდ ის “არასამთავრობოები”, რომლებსაც “რუსთავი 2” მიიჩნევს კომპეტენტურად.

გაუთვითცნობიერებელ მაყურებელს შეიძლება ეგონოს, რომ ამ ქვეყანაში სწორედ ეს ადამიანები არიან “ყველაზე ჭკვიანები” და, უბრალოდ, “რუსთავი 2” თავისი “პროფესიონალიზმის” წყალობით პირველი პოულობს ხოლმე მათ და მხოლოდ შემდეგ _ სხვა ტელევიზიები. არადა, საქმე გაცილებით მარტივადაა. აქ არაფერ შუაშია ამ “ყველაზე ჭკვიანთა” ექსკლუზიურად “პოვნა” და ჟურნალისტური პროფესიონალიზმი. უბრალოდ, სხვა ტელევიზიების წარმომადგენლები ბაძავენ “რუსთავი 2”-ს და ამ ტელეკომპანიის ეთერში 2-3-ჯერ გამოჩენილ სახეებს თავადაც მიიჩნევენ “ექსპერტებად”.

რა არის ამის მიზეზი? ძალიან უბრალო რამ _ ქართულ ტელემედიაში სისხლით ხორცამდე გამჯდარი .. “რუსთავი 2”-ის კომპლექსი!

უფრო გასაგებად ვიტყვი: დანარჩენ სატელევიზიო მედიასაშუალებებში (და არა მხოლოდ სატელევიზიოში) მუშაობს ჟურნალისტთა იმ თაობის ის ნაწილი, რომელსაც სტუდენტობის ასაკიდან წლების განმავლობაში უტენიდნენ თავში, რომრუსთავი 2” არისუმაღლესი მედიასტანდარტისეტალონი და ყველა ჟურნალისტმა უნდა მიბაძოს ამ ტელევიზიას, ყველა ჟურნალისტი უნდა ოცნებობდეს იქ მუშობაზე და, რასაც ეს ტელევიზია აკეთებს, აი, ეს არის ჟურნალისტიკისუმაღლესი პილოტაჟი”!

მახსოვს, როდესაც გადავედი სამუშაოდ “რუსუთავი 2”-ში ჩემი “ფარული კამერის” პროექტით, როგორი სიამაყით განმიცხადა მაშინ იქაურმა “შეფობამ”, რომ მე მოვხვდი “მედიის ყველაზე მაღალ წერტილზე” და რომ ყველაფერი უნდა მეღონა, დაბლა აღარ დავშვებულიყავი, რადგან ამაზე მაღლა ვეღარასოდეს ავიდოდი, რამეთუ “რუსთავი 2”-ზე მაღლა უკვე აღარაფერი არსებობს.

ამაზე ჩემი პასუხი იყო, რომ მე ამ ტელევიზიაში ჩემი საქმიანი პარტნიორის, პროექტის მეორე ავტორის ხათრით მოვედი, რადგან მას გარკვეული მიზეზებით ხელს აძლევდა ამ ტელევიზიასთან თანამშრომლობა. ისე კი, სულაც არ მსიამოვნებდა ამ ანტიტელევიზიაში ყოფნა. რაც შეეხება აქ ჟურნალისტიკის კუთხით მუშაობას, ასეთი შემოთავაზება მანამდე 6 წლით ადრეც მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი და არასოდეს ცხოვრებაში არ ვიმუშავებ ჟურნალისტის რანგში ამ პოლიტიკური დაკვეთების პირდაპირ შემსრულებელ ვითომ ტელევიზიაში!

მახსოვს ასეთ პასუხზე მაშინდელი გაბრაზებული სახეები ამ ტელეკომპანიის “შეფებისა” და გაოცებული სახე ჩემი პარტნიორისა, რომლისთვისაც ეს ტელევიზია მართლაც იყო ცხოვრების უმაღლესი მიღწევა.

ასევე, მახსოვს მათი გაოცებული სახეებიც, როდესაც კომპანიის მხრიდან ანაზღაურების კიდევ უფრო გაზრდის დაპირების მიუხედავად, საბოლოოდ დავტოვე ეს ნაგვის ბუნკერი 2008 წლის დასაწყისში

მომიტევეთ, ასეთ პირად თემებს რომ ვაშუქებ, მაგრამ უამისოდ, სამწუხაროდ, სრულად ვერ დავხატავ იმ სურათს, რა დღეშიც არის დღეს ქართული ტელემედია, რომელიც თხემით ტერფამდეა გაჟღენთილი “რუსთავი 2”-ის კომპლექსით.

რაღა თქმა უნდა, მე მარტო არ ვარ და არაერთ შესანიშნავ ჟურნალისტს ვიცნობ, რომელმაც კატეგორიული უარი თქვა შემოთავაზებაზე, ემუშავარუსთავი 2”-ში. არგუმენტი იგივე იყო _ იმხანად პრესაში მომუშავე პრაქტიკოსმა ჟურნალისტებმარუსთავი 2”-ის დაარსების დღიდანვე ვიცოდით, ვის და რას ემსახურებოდა ეს ვითომდამოუკიდებელიმედიასაშუალება და ამ ბინძურ ძალებთან თანამშრომლობა არ გვსურდა!

აღარ განვაგრძობ, რატომ და რა მიზეზებით ვიმუშავე ამ ნაგვის ბუნკერში 3 წლის განმავლობაში არა როგორც ჟურნალისტმა, არამედ როგორც იუმორისტული პროექტის ავტორმა და პროდიუსერმა. ეს არაერთხელ მაქვს დაწერილი და მოყოლილი. ისევ მთავარ თემას მივუბრუნდები, ანუ დღევანდელი ქართული სატელევიზიო მედიის მძიმე კომპლექსს, სახელად “რუსთავი 2”.

ეს ყოველივე სასამართლოს მიერ ამ ტელევიზიის ქონების დაყადაღების თემაზეც ნათლად გამოჩნდა:

რუსთავი 2” აცხადებს: “ახლა ამ თემაზე კომენტარებს გააკეთებენ მედიაექსპერტებიდა ეკრანზე ზედიზედ ჩანს 10-15 ვიღაც ვიგინდარა გოგოშკა და ტუტუცი დედაკაცი, რომლებიცბრძნულისახეებით მიედმოედებიან სისულელეებს იმის შესახებ, რომ თურმე მეწილეებს შორის სასამართლო დავათავისუფალი სიტყვის უხეში დევნაა”. კაციშვილმა არ იცის, რატომ, რა კრიტერიუმით, რა დამსახურებისთვის სარგებლობენ ეს ყოვლად უწიგნური გოგოშკადედაკაცებიმედიაექსპერტისსტატუსით.

მიხედავად ამისა, გადის სულ რაღაც 1 საათი და იგივე “მედიაექსპერტები” რიგრიგობით ჩანან ჯერ “მაესტროს”, შემდეგ “იმედის”, შემდეგ “პირველი არხის” ეთერებში.

ნუთუ ჩვენს ქვეყანაში მათზე ჭკვიანი და კომპეტენტური არავინ მოიძებნება რეალურად? სინამდვილეში საქმე ის არის, რომ რუსთავი 2”-ის კომპლექსით მძიმედ შეპყრობილმა სხვა ტელევიზიების ჟურნალისტებმა და პროდიუსერებმა ავტომატურად ჩათვალეს: ის, ვინც ჩანსრუსთავი 2”-ის ეთერში, არის სწორედ ყველაზე საინტერესო, ყველაზე ჭკვიანი დაყველაზე ექსპერტი”!

ამიტომაც “რუსთავი 2”-ის ეთერში მათი სახეების ხილვის შემდეგ თვითონაც ზუსტად იმავე რესპონდენტებს “დაეძგერნენ”. საქმე ასეა _ “რუსთავი 2”-ზე 2-3-ჯერ გამოჩენა უკვე პირდაპირ განაპირობებს “ექსპერტის” სტატუსს ნებისმიერ სფეროში. მთავარია, ამ ტელევიზიის ეთერში გამოჩნდე და უკვე ხარ ყველაზე კომპეტენტური იურისტი, პოლიტოლოგი, ბიზნესმენი, მსახიობი, პოეტი, ასტრონავტი, ბიოლოგი, ბოტანიკოსი, გეოდეზისტი, ექიმი და კიდევ _ რაც გსურს!

როდის და როგორ მოეღება ბოლო ამ საშინელ კომპლექსს?

ჩემი აზრით, მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა ტელევიზიებში ან შეიცვლებაჯიპა”-ფირმის” “რუსთავი 2” ჩვენი ღმერთიაფორმულით აღზრდილი ჟურნალისტების თაობა, ან, უბრალოდ, მათ ვინმე უფროსი თაობის მართლა კარგი და გამოცდლი ჟურნალისტი ჩაუტარებს ტრენინგგამოლოცვებს თემაზერუსთავი 2” ჟურნალისტიკის კი არა, ანტიჟურნალისტიკის ეტალონია”.

თუ არადა, სანამ სხვა ტელევიზიები გამოტენილია ისეთი მოჟურნალისტო ელემენტებით, რომლებიც დღემდე ზომბებივით ოცნებობენ, იმუშაონრუსთავი 2”-ში, მანამდე ქართულ სატელევიზიო მედიაში გამეფებულ ამ დამღუპველ სინდრომს არაფერი ეშველება!

ასევე, არაფერი გვეშველება, ვიდრე ბატონი მილიარდერი არ მიხვდება, რომ “ლიბერასტთა” ერთ ფრთას, “ლიბერასტთა” მეორე ფრთით კი არა, ნორმალურად მოაზროვნე და რეალურად პროფესიონალი ჟურნალისტებითა და ექსპერტებით უნდა დაუპირისპირდეს.

რატომ გავუსვი ხაზი “ჯიპას”? გეტყვით: სწორედ ასეთი ტექსტი იყო გამოკრული 2004 წელს “რუსთავი 2”-ის ფოიეში: გაითვალისწინეთ, რომ ჟურნალისტებთან გასაუბრებაზე, რომელიც საინფორმაციო პროგრამაკურიერშისტაჟირებას გულისხმობს, უპირატესობა მიენიჭებათჯიპასკურსდამთავრებულებს”.

მგონი, ხვდებით, რასაც ემსახურებოდა ეს ამბავი და, მგონი, იმასაც ხვდებით, როგორ ურეცხავდნენ ტვინს “ჯიპაში” მისულ მომავალ ჟურნალისტებს “რუსთავი 2”-ის ქება-დიდებით.

აღარ განვაგრძობ, ვინ, როგორ და რატომ კურატორობდა ჟურნალისტიკის ასეთ მოსპობას, ანგაჟირებასა და გათახსირებას საქართველოში… მათგან არაერთი ადამიანი ახლა იქ არის, სად მყოფებზეც ან კარგს ამბობენ, ან არაფერს… და ღმერთმა შეგვინდოს _ ეს მათივე ნამოქმედარის ერთგვარი ლოგიკური შედეგიცაა…

დასასრულ, მხოლოდ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, რაც ყველაზე ნათლად მიუთითებსრუსთავი 2”-ისმაღალ ჟურნალისტურ სტანდარტებზედა კოლეგებისადმიღრმა პატივისცემაზე”…

*2003 წელი. ტელეკომპანიაიბერიას ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმი დაესხა თავს, რის შედეგადაც ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვეტა! არავითარი პროტესტი _ “თავისუფალი სიტყვის” დასაცავად! “რუსთავი 2” “გამარჯვებულ” ხალხს აუწყებს, რომ საქართველო ნატოსა და ევროპის გზას დაბეჯითებით დაადგა და, თუკი ვინმეს ძალისმიერი მეთოდებით უსწორდებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კრემლის აგენტები და სამშობლოს გამყიდველები არიან!

ტელეკომპანიაზე შტურმის მიმტანების ტაშისმკვრელთა ავანგარდში კი იდგა ჯერ კიდევ ახალბედანაცინიკა გვარამია

*2007 წელი. ტელეკომპანიაიმედსამჯერად უკვე ლამის ტანკებითა და ზარბაზნებით მიადგნენ! “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია” მხოლოდ 3-წამიან განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ “მთავრობამ ხალხს დამაჯერებლად უნდა აუხსნას მომხდარი”. თითქოსდა, თეორიულად მაინც არსებობდეს ბუნებაში ტელევიზიაში შეიარაღებული ხალხის შეჭრის “დამაჯერებელი” მიზეზები…

“იმედის” ღობესთან მიდის რამდენიმე “რუსთავიორელი” ცნობილი სახე, ფორმალურად აცხადებენ “სოლიდარობას”, მაგრამ, როგორც კი სპეცრაზმი მოუწოდებს, დატოვონ ტერიტორია, ნაქები “რუსთავიორული შეუპოვრობა” სადღაც ქრება და ისინი მინიმალური წინააღმდეგობის გარეშე, სპეცრაზმისთვის ბოდიშის მოხდითა და კუდისქიცინით, “ახლავე ბატონოს” ძახილით ტოვებენ იატაკზე არაადამიანურად დაყრილ და თავებზე ავტომატმიბჯენილ კოლეგებს…

ტელეკომპანიაზე არადაამიანური თავდასხმის ერთერთი ორგანიზატორი და ლამის უშუალო შემსრულებელია ამ დროისთვის უკვე დაწინაურებულინაცივაზელინპროკურორი ნიკა გვარამია

* 2015 წელი. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს არც ავტომატით ესხმის თავს ვინმე, არც, მით უმეტეს, ტანკით ან სხვა მძიმე ტექნიკით. მხოლოდ ერთ ყოფილ მეწილეს შეაქვს ცივილიზებულად სარჩელი სასამართლოში სხვა მეწილეების წინააღმდეგ. სასამართლოც, როგორც კანონი, დავის დასრულებამდე, ტელეკომპანიის უძრავ-მოძრავ ქონებას ადებს ყადაღას. ამის საპასუხოდ, “რუსთავი 2”-ის “პროფესიონალთა” გუნდი მოსამართლეს, ლამისაა, ხელიდან სტაცებს მოსამართლის ჩაქუჩს და ცდილობს, გამეტებით ჩასცხოს თემიდის სასწორს და დაამსხვრიოს.

ტელეკომპანია იწყებს საწყალობელმოთქმაგოდებასდა მოსახლეობას ემათხოვრება _ “დაეხმარეთ თავისუფალ სიტყვას, გადმოგვირიცხეთ თუნდაც თითო ლარი!”…

ტელეკომპანიის სახელით მთავარი მათხოვრის როლს ასრულებს უკვე “ნაცების” კაშკაშა სახე და “დამოუკიდებელი ტელეკომპანიის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია…

და თუ ვინმე ამ უტიფრობას “მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტებად” აღიქვამს ამ ქვეყანაში, მაშინ, კი ბატონო, წარმატებას გისურვებთ, ძვირფასო “კოლეგებო”, სადისტობაშიც, მანიაკობაშიც, უტიფრობაშიც და მათხოვრობაშიც!

სრულიად უპატივცემულოდ, თქვენი არაკოლეგა და არამეგობარი

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here