Home რუბრიკები პოლიტიკა შეიძლება, ევროკავშირი ხუხულასავით დაიშალოს

შეიძლება, ევროკავშირი ხუხულასავით დაიშალოს

494

დიდი ხანია, საბერძეთში ვერ გარკვეულან, _ რა სჯობს მათთვის: იყვნენ ევროკავშირში თუ გავიდნენ ამ გაერთიანებიდან.

იტალიაში “ჩრდილოეთის ლიგა” ავტონომიას მოითხოვს, საფრანგეთში “ნაციონალური ფრონტი” ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლის მოთხოვნით გამოდის, ბელგიაში დამოუკიდებლობა სურს ფლანდრიას, ესპანეთში _ კატალონიას.

პროექტი “ევროკავშირი” იმედისმომცემი და პერსპექტიული იყო, როცა ევროპულ ოჯახს პატარა ქვეყნებიც შეუერთდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ევროკავშირის ლიდერები მათ განვითარებას უზრუნველყოფდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა და ახლა, ამის გათვითცნობიერების შემდეგ, ევროკავშირმა რღვევა დაიწყო.

ბრიუსელის ცალმხრივმა პოლიტიკამ ევროპაში უკვე ბევრისთვის ნათელი გახადა, რომ ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ გარკვეული პიროვნებებისა და ქვეყნების სასიკეთოდ. ამას კი, შეუძლებელია, მძაფრი ნეგატიური რეაქცია არ გამოეწვია.

ევროპის ქვეყნებში დამოუკიდებლობას მოითხოვნით გააქტიურდა ნაციონალისტური მოძრაობები. საბერძნეთის, იტალიის, საფრანგეთის, ბელგიისა და ესპანეთის მოქალაქეებს დამოუკიდებლობა სწყურიათ.

 დიდი ხანია, საბერძეთში ვერ გარკვეულან, _ რა სჯობს მათთვის: იყვნენ ევროკავშირში თუ გავიდნენ ამ გაერთიანებიდან.

იტალიაში “ჩრდილოეთის ლიგა” ავტონომიას მოითხოვს, საფრანგეთში “ნაციონალური ფრონტი” ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლის მოთხოვნით გამოდის, ბელგიაში დამოუკიდებლობა სურს ფლანდრიას, ესპანეთში _ კატალონიას.

ევროკავშირის ლიდერებს კი ხელს არ აძლევთ გაერთიანებიდან რამდენიმე რეგიონის გასვლა, რადგან ამან, შესაძლოა, ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და ამბოხებულმა რეგიონებმა ერთიმეორის მიყოლებით დატოვონ ევროკავშირი. თუ პროცესები ასეთი სცენარით წარიმართება, ევროკავშირის აღსასრული დადგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here