Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 7 ცნობილი არქიტექტორი, რომელთა სახელებიც უნდა იცოდეთ

7 ცნობილი არქიტექტორი, რომელთა სახელებიც უნდა იცოდეთ

11252
ანტონიო გაუდი

არქიტექტურულ ნაგებობებს, მნიშვნელობა არ აქვს, პატარა აგარაკია ეს, გრანდიოზული ხიდი თუ ფანტასტიკური აეროპორტი, უზარმაზარი გავლენა აქვს საზოგადოების განვითარებაზე, ბიზნესის აყვავებაზე და, რა თქმა უნდა, ადამიანების ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტაზე ათიათასობით არქიტექტორია, მხოლოდ რამდენიმემ შეძლო, შეექმნა უნიკალური შედევრები, რომლებიც დამთვალიერებლებს აიძულებს, აღფრთოვანდეს, გაოცდეს და დაფიქრდეს.

გაუდის ბალიოს სახლი
გაუდის ბალიოს სახლი

ანტონიო გაუდი (1852-1926)

დედამიწაზე, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ცივილიზებული ადამიანი, რომელსაც არაფერი სმენია ამ კატალონიელი ხუროთმოძღვრის შესახებ, რომლის შექმნილი არქიტექტურული ძეგლები მნახველს აღარფოვანებს. ანტონიო გაუდის მიერ შექმნილმა ნაგებობებმა შეცვალა ბარსელონა. აღსანიშნავია, რომ გაუდის მიერ შექმნილი 17 ცნობილი და გრანდიოზული პროექტიდან წარმატებით განხორციელდა 7 და ეს არქიტექტურული ძეგლები იუნესკომ მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. სპეციალისტები დღესაც კამათობენ, რომელი სტილის მიხედვით ქმნიდა დიდი ხუროთმოძღვარი, თუმცა მისი შედევრების კლასიფიკაცია შეუძლებელია. თეორიულად ეს არის მოდერნი, რომელშიც ოსტატურადაა შერწყმული სხვადასხვა მიმდინარეობის ელემენტები, თანაც ისეა გადამუშავებული და შეცვლილი, რომ მსგავს ნაგებობებს ამჟამად “გაუდის სტილში” შესრულებულს უწოდებენ. მრუდე ზედაპირები, ფანტასტიკური ფორმები საოცრადაა გადმოცემული მის გენიალურ ქმნილებებში _ გუელის მარნებში, ბალიოს სახლში, მილას სახლში და, რა თქმა უნდა, წმინდა ოჯახის ტაძარში.

ფრენკ გერი
ფრენკ გერი

ფრენკ გერი (1929)

ფრენკ გერის გაბედულ, “თავხედ” და შოკისმომგვრელ არქიტექტორს უწოდებენ. მისი პროექტები ხასიათდება ზოგჯერ უხეში და მოულოდნელი ტეხილი ზედაპირებით. მისი ყველა ქმნილება განსხვავებულია და არქიტექტურის არც ერთი სტილის ნამუშევრებს არ ჰგავს. სწორედ სტილმა მოუტანა გერის საერთაშორისო აღიარება. ის 1989 წელს დააჯილდოვეს პრიტცკერის პრემიით (ყოველწლიური ჯილდო არქიტექტურის სფეროში). ფრენკ გერის (ნამდვილი სახელი _ ეფრაიმ ოუენ გოლდბერგი) ყველაზე ცნობილი პროექტები, რომლებიც ტურისტებს იზიდავს: გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში; უოლტ დისნეის სახელობის საკონცერტო დარბაზი ლოს-ანჯელესში, მუსიკის მუზეუმი სიეტლში და სხვ.

ფრენკ გერის ქმნილებები
ფრენკ გერის ქმნილებები
ეერო საარინენი
ეერო საარინენი

ეერო საარინენი (1910-1961 წწ.)

ეერო საარინენი XX საუკუნის სახელგანთქმული ავეჯის დიზაინერი და არქიტექტორია. საარინენის ქმნილებები ადამიანებს აცვიფრებს და აღაფრთოვანებს, რადგან მისი ინტერესები ისეთი მრავალფეროვანი იყო, რომ გაკვირვებას ვერ დამალავთ, როგორ შეძლო ეს ერთმა ადამიანმა. საარინენმა კაცობრიობას დაუტოვა არა მხოლოდ შესანიშნავი ფორმების სავარძლები და სკამები, არამედ მემორიალური კომპლექსი თაღი სენტ-ლუისში, ცათამბჯენი რადიომაუწყებელი კომპანია CBS-ისთვის, იელის უნივერსიტეტის ჰოკეის მოედანი, ტერმინალ Trans World Airlines-ი ნიუ-იორკში და სხვ.

ეერო საარინერის ნამუშევრები
ეერო საარინერის ნამუშევრები
ფრენკ ლოიდ რაიტი
ფრენკ ლოიდ რაიტი

ფრენკ ლოიდ რაიტი (1867-1959)

ფრენკ ლოიდ რაიტის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა მსოფლიოს არქიტექტურის ისტორიაში. რაიტმა თავისი შემოქმედებით დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. მისი ქმნილებები ჰარმონიულად ერწყმის გარემომცველ ბუნებას. რაიტის პროექტებიდან აღსანიშნავია სახლი ჩანჩქერის თავზე, Roby Hosy, კომპლექსი “ტალიესინი”, იამამურას სახლი, კომპანია Jonson Wax-ის ოფისი, სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმი მანჰეტენზე და სხვ.

ფრენკ ლოიდ რაიტის ნამუშევრები
ფრენკ ლოიდ რაიტის ნამუშევრები
რენცო პიანო
რენცო პიანო

რენცო პიანო (1937 .)

პოპულალური იტალიელი არქიტექტორი, რომელიც არქიტექტურაში high-tech-ის სტილის დამფუძნებლად ითვლება. რენცო არა მხოლოდ აპროექტებს და ქმნის, არამედ მონაწილეობს ისტორიული ღირსშესანიშნაობების რესტავრაციაში. არქიტექტურის, ხელოვნებისა და ფილოსოფიის სფეროებში უამრავი ჯილდოს, პრემიისა და ორდენის მფლობელისთვის ყველაზე პრესტიჟულია სამეფო ოქროს მედალი, დიდი ჯვარი ორდენისა იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, არის საიმპერატორო და პრიტცკერის პრემიების, აგრეთვე, ერაზმის პრემიის ლაურეატი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: კალიფორნიის აკადემიის შენობა; ნუმეაში ჟან-მარი ტჟიბაუს კულტურის ცენტრი, პაულ კლეის ცენტრი ბერნში; ნიუ-იორკ თაიმს ბილდინგი: ნემოს მუზეუმი ნიდერლანდებში და სხვ.

რენცო პიანოს ნამუშევრები
რენცო პიანოს ნამუშევრები
რიჩარდ როჯერსი
რიჩარდ როჯერსი

რიჩარდ როჯერსი (1953)

ეს სახელგანთქმული ბრიტანელი არქიტექტორი თანამედროვე სტილის _ high-tech-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის მთავარი მხარდამჭერია არქიტექტურული მოძრაობისა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით “მოწინავე ტექნოლოგიები და სტრუქტურული ექსპრესიონიზმი”. როჯერს 2000 წელს მიანიჭეს საიმპერატორო პრემია, ხოლო 2007 წელს _ პრესტიჟული პრიტცკერის პრემია. რიჩარდ როჯერსის ცნობილი ქმნილებებია: მადრიდის აეროპორტ ბარახასის მე-4 ტერმინალი, სადაზღვევო კომპანია ლოიდის შტაბ-ბინა ლონდონში, მილენიუმის სახლი გრინვიჩში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აღდგენის პროექტი ნიუ-იორკში და სხვ.

რიჩარდ როჯერსის ნამუშევრები
რიჩარდ როჯერსის ნამუშევრები
ზაჰა ჰადიდი
ზაჰა ჰადიდი

ზაჰა ჰადიდი (1950-2016 წ.წ.)

არაბული წარმოშობის ერაყელ-ბრიტანელი ზაჰა ჰადიდი იყო შესანიშნავი ქალი-არქიტექტორი, რომელსაც “ფორმების დედოფალს” უწოდებდნენ. ჰაზა ჰადიდი თავის ქმნილებებს ჰარმონიულ ფორმას აძლევდა. ჰადიდის ფუტურისტული სტრუქტურები ცვლის ფუნდამენტურ წარმოდგენას დიზაინსა და გეომეტრიაზე. ის პირველი ქალია, რომელიც დააჯილდოვეს პრიტცკერის პრემიით, აგრეთვე, არის საიმპერატორო და ჯეინ დრიუს პრემიების ლაურეატიც. მისი ყველაზე ცნობილი ქმნილებებია: ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი ბაქოში, სპორტის საწყლოსნო სახეობების ცენტრი ლონდონში, ტრანსპორტის მუზეუმი გლაზგოში, XXI საუკუნის ეროვნული მუზეუმი რომში, საოპერო თეატრი გუნჯოუში და სხვ.

ზაჰა ჰადიდის ნამუშევრები
ზაჰა ჰადიდის ნამუშევრები

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here