Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილი: გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს

ბიძინა ივანიშვილი: გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს

622

ყოფილი პრემიერმინისტრის _ ბიძინა ივანიშვილის აზრით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს”. ამის შესახებ ივანიშვილმა “კვირის 20/30”-ში განაცხადა.

“იმით, რომ პრაქტიკულად არაფერზე აგებს პასუხს [პრეზიდენტი], ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია ეძლევა იმ მიმართულებით, რომ კაცს ვერაფერს მოსთხოვ, შესაბამისად, ყველა კითხვისგან და პასუხისმგებლობისგან თავისუფალია და შეუძლია, გამაერთიანებლის როლიც ითამაშოს, არბიტრის როლიც. მის სიტყვას უნდა ჰქონდეს მთავარი ძალა და დატვირთვა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი პრეზიდენტი და საპრეზიდენტო ინსტიტუტი ვერ დაიკვეხნის. მე რამდენიმეჯერ მქონდა გამოსვლა და მივანიშნე მის პოლიტიკურ არაკორექტულობაზე, როდესაც არჩევნებიდან მეორე დღესვე დაუპირისპირდა საკუთარ გუნდს, რომელმაც მოიყვანა პრეზიდენტად. მსგავსი რამ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში შეიძლება ვერ გაიხსენოთ. დღესაც შემიძლია საზოგადოებას შევახსენო _ პრეზიდენტის სასახლეში შესვლა, მისი ვეტოზე მომარჯვებული მოდა, ნიუ იორკში წასვლაზე ჭირვეულობა და აშკარა გაუგებრობაში შესვლა. ნიუ იორკში წასვლას მას რატომღაც დღესაც “ნაციონალური მოძრაობის” “ელჩი” იაკობაშვილი ულაგებდა. ასოცირების ხელმოწერაზე, გავიხსენოთ, როგორ გადასცა დემონსტრაციულად პრემიერს ის, რაც თვითონ არ ეკუთვნოდა, პროკურატურას გრიფს არ უხსნიდა პრეზიდენტის საქმეზე, სამჯერ შეხვდნენ პროკურორები და სამივეჯერ უარი უთხრა, სანამ ამბავი მედიით არ გასაჯაროვდა. მოკლედ, ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს, თუმცა მთელ მის ქმედებებში ეს მჟღავნდება და ყველაზე კარგად გამომჟღავნდა, როცა “თავისუფალი დემოკრატები” უმრავლესობას გამოეყვნენ. მანამდე მათთან კომუნიკაციას ვერ ახერხებდა, ხელის ჩამორთმევაც ვერ მოახერხა პეტრიაშვილთან. როგორც კი ოპოზიციაში გადავიდნენ, სასწრაფოდ მოახერხა მათთან დამეგობრება და რიგგარეშე სხდომაც დაუნიშნა”, _ განაცხადა ივანიშვილმა.

 

1 COMMENT

  1. კი მაგრამ ვისი მოყვანუილია ეგ პრეზიდენტი?? ვინ ა ი ძ უ ლ ა!!! კარტველი ხალხი რომ იგი მუკტახორასავიტ( როგორც ტკვენ ამბობტ არაპერზე პასუხისმგებელი პრეზიდენტიაო!) დაგესვატ გაჭირვებული, გაღატაკებული ჯკარტველი კაცის ზურგზე?? ხომ არაპერი მეშლება ბატონო ბიძინა???

  2. ბატ.ბიძინა! ძნელია შეცდომებზე საუბარი, როცა კაცობის არმქონე "რბილი კაცი" უმართავ და მოხეირე პიროვნებათ გადაიქცევა. "ძნელია დაეყდნო მას, რაც წინაღმდეგობას არ გიწევს" ეს სთქვა "ნაპოლეონმა" მაგრამ ეს დიდი გამოცდილება ბევრმა არ იცის, არ იცოდით თქვენც. ვერ დაეყრდნობი მას ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნია და მუდმივ ლავირების პროცესშია. ამ კაცს გაუჩნდა გამარჯვების განცდა თქვენზედ, რომ მან მოგატყუათ და გაჯობათ. სამწუხაროა რომ ეს პროცესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ნეგატიურად აისახება. შეცდომის გამოსწორების შანსი კი- არ მოგეცემათ! ერთი უსაქმური არარაობა შეემატა ქვეყანას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here