Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთში 2 მლნ-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთში 2 მლნ-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

1256

მონაცემები ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მიერ გაჩაღებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ, რომლებიც ახლახან გამოაქვეყნა საერთაშორისო ორგანიზაციამ “ექიმები ატომური ომის თავიდან ასაცილებლად”, 10-ჯერ აღემატება ამერიკის ხელისუფლების ოფიციალურ სტატისტიკას.

“ბოლო 12 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საომარი მოქმედებების შედეგად 1,3 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ეს არის მსხვერპლთა რიცხვი მხოლოდ სამ ქვეყანაში _ ერაყში, ავღანეთსა და პაკისტანში”, _ ნათქვამია მოხსენებაში საერთაშორისო ორგანიზაციისა “ექიმები ატომური ომის თავიდან ასაცილებლად” (Physicians For Social Responsibility). ეს ორგანიზაცია 1985 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.

ერაყში აშშის სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაიღუპა მილიონი ადამიანი (250 ათასი ქალი და ბავშვი _ . .), რაც მოსახლეობის 5%- შეადგენს, ავღანეთში _ 220 ათასი, პაკისტანში _ 80 ათასი.

საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ მონაცემებში არ შედის აშშისა და მისი მოკავშირეების მიერ იემენსა და სირიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების შედეგად გამოწვეული მსხვერპლი, მათი გათვალისწინებით კი დაღუპულთა რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს.

გარდა ამისა, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პენტაგონის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად ერაყის, ავღანეთისა და პაკისტანის 3 მლნ მოქალაქე იძულებული შეიქნა, მშობლიური კერა მიეტოვებინა და ქვეყნიდან გაქცეულიყო.

მოპოვებული მონაცემები დაახლოებით 10-ჯერ აღემატება ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებითაც ოპერირებენ ძირითადი მედიასაშუალებები და ექსპერტებიაშშ სკრუპულოზურად ანგარიშობს ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა მსხვერპლს თავის სამხედრო მოსამსახურეებს შორის, მაგრამ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რამდენია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. და ეს წინასწარგანზრახვით კეთდება”, _ ნათქვამია მოხსენებაში. ანგარიში ორგანიზაციისაექიმები ატომური ომის თავიდან ასაცილებლადეფუძნება კვლევების შედეგებს, გაეროს მონაცემებს, სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს.

საერთოდ კი, აშშ-ს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი კაცობრიობის წინაშე: დაწყებული მილიონობით ამერიკელი ინდიელის განადგურებით (1622-1990) დამთავრებული სახელმწიფო გადატრიალებით უკრაინაში, რომლის შემდეგაც ამ ქვეყანაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო დაიღუპა, ასიათასობით ლტოლვილად იქცა, ხოლო თვითონ სახელმწიფომ ტერიტორიები დაკარგა.

აშშის მიერ ჩადენილი დანაშაულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

* 1622-1990 წწ. _ ამერიკელი ინდიელების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა;

* 1812-1914 წწ. _ ომი ინგლისთან, კანადაში შეჭრა;

* 1812 წ. _ ესპანეთის კუთვნილ ფლორიდაში შეჭრა;

* 1824 წ. _ დესანტის გადასხმა კუბაში, რომელიც იმხანად ესპანეთს ეკუთვნოდა;

* 1833 წ. _ შეჭრა არგენტინაში;

* 1835 წ. _ მექსიკისთვის ტეხასის წართმევა;

* 1843 წ. _ სამხედრო ინტერვენცია ჩინეთში;

* 1846 წ. _ მექსიკასთან 2-წლიანი ომის შემდეგ კალიფორნიის მიერთება. მექსიკა აიძულეს, 15 მლნ დოლარად გაეყიდა 500 ათასი კვ. მილის ტერიტორია;

* 1854 წ. _ ამერიკელებმა მიწასთან გაასწორეს ნიკარაგუის ქალაქი სან ხუან დელ ნორტე;

* 1856 წ. _ პანამაში შეჭრა და ე.წ. პანამის ყელზე კონტროლის დამყარება;

* 1859 წ. _ ინტერვენცია კუნძულ ფიჯიზე;

* 1941-45 წლები _ ვიდრე საბჭოთა ჯარი ფაშისტებს ებრძოდა, ამერიკელები ბრიტანელებთან ერთად იმ გერმანულ ქალაქებს ბომბავდნენ, რომლებსაც ომთან და სამხედრო წარმოებასთან არაფერი აკავშირებდა. მაგალითად, დრეზდენში მხოლოდ ერთ ღამეში, ამერიკელთა დაბომბვების შედეგად, 200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა;

* 1945 წ. _ იაპონიაში (ჰიროსიმასა და ნაგასაკიში) _ ჩამოგდებულმა ორმა ატომურმა ბომბმა წამებში გაანადგურა 200 ათასი ადამიანი;

* 1948 წ. _ სახელმწიფო გადატრიალება პერუში აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით;

* 1950-53 წლები _ მილიონი ამერიკელი ჯარისკაცი კორეაში შეიჭრა. ბრძოლებში დაიღუპა ასი ათასობით კორეელი;

* 1953 წ. _ სახელმწიფო გადატრიალება ირანში ამ ქვეყნის ნავთობსაბადოების გასაკონტროლებლად;

* 1954 წელი _ სახელმწიფო გადატრიალება გვატემალაში ამერიკელი კომპანიებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და პროდუქციის შესანარჩუნებლად;

* 1954 წ. _ ინტერვენცია ლაოსში;

* 1862 წ. _ ებრაელთა გაძევება ტენესის შტატიდან;

* 1865 წ. _ როტშილდების ოჯახის დაფინანსებით, პარაგვაის მოსახლეობის გენოციდი. იმხანად მდიდარი ქვეყანა დღეს მსოფლიოში აუტსაიდერია ცხოვრების დონის მიხედვით;

* 1868 წ. _ რამდენიმე შეჭრა იაპონიაში, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა;

* 1868 წ. _ ინტერვენცია ურუგვაისა და კოლუმბიაში;

* 1878 წ. _ თავდასხმა კუნძულ სამოაზე;

* 1898 წ. _ აშშ-ესპანეთის ომი. აშშ-მა ესპანეთს ფილიპინები წაართვა. ამ ომში 600 ათასი ფილიპინელი დაიღუპა;

* 1903 წ. _ სამხედრო ქვედანაყოფების შეყვანა ჰონდურასში;

* 1904 წ. _ სამხედრო ქვედანაყოფების შეყვანა კორეაში, მაროკოსა და დომინიკის რესპუბლიკაში;

* 1912-1933 წწ _ ნიკარაგუის ოკუპაცია;

* 1914-1918 წლებში _ მექსიკაზე თავდასხმების სერია;

* 1918-1922 წლები _ ინტერვენცია რუსეთში. ამ სამხედრო აქციაში 14 სახელმწიფო მონაწილეობდა. ამერიკელებმა რუსეთის ოქროს მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი მიითვისეს;

* 1960-1965 წლები _ სამხედრო გადატრიალება კონგოში (ზაირი) პატრის ლუმუმბას მკვლელობა და ხელისუფლების სათავეში პროამერიკელი მობუტუს მოყვანა;

* 1961 წელი _ დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის რაფაელ ტრუხილიოს მკვლელობა. ტრუხილიო, რომელიც თვითონ ამერიკელებმა დასვეს ხელისუფლების სათავეში, მოკლეს იმიტომ, რომ მისი პოლიტიკის შედეგად ამერიკული კამპანიები დაზარალდნენ;

* 1964-1974 წლები _ სახელმწიფო გადატრიალება საბერძნეთში და ხელისუფლების სათავეში პროამერიკული “შავი პოლკოვნიკების” ხუნტის მოყვანა;

* 1965-1973 წწ. _ სამხედრო აგრესია ვიეტნამის წინააღმდეგ. დაიღუპა 4 მლნ ვიეტნამელი და 1 მილიონი ამერიკელი ჯარისკაცი;

* 1971-1973 წლები _ ლაოსის დაბომბვა. ამ ქვეყანაში ამერიკელებმა იმაზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში იყო ჩამოგდებული;

* 1973 წელი _ სახელმწიფო გადატრიალება ჩილეში და პროკომუნისტური პრეზიდენტის _ ალიენდეს _ მკვლელობა;

* 1979-1989 წლები _ ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ ავღანელებისთვის იარაღის მიწოდება და “ალ ქაიდას” შექმნა;

* 1981 წ. _ ამერიკელებმა ჩამოაგდეს ლიბიის ორი თვითმფრინავი. მიზანი: მუამარ კადაფის ანტიამერიკული ხელისუფლების დესტაბილიზაცია;

* 1982-1983 წლები _ 800 ამერიკელი საზღვაო ქვეითის ტერორისტულ აქტს ლიბანში აურაცხელი მსხვერპლი მოჰყვა;

* 1983 წ. _ ამერიკელთა ინტერვენციას გრენადაში ათასობით სიცოცხლე შეეწირა;

* 1986 წ. _ თავდასხმა ლიბიაზე. ტრიპოლისა და ბენგაზის დაბომბვა. მრავალრიცხოვანი მსხვერპლი;

* 1988 წ. _ აშშ-ის სამხედრო ხომალდმა “ვინსენსმა”, რომელიც სპარსეთის ყურეში ცურავდა, ჩამოაგდო ირანის თვითმფრინავი, ბორტზე 290 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, 57 ბავშვი;

* 1989 წ. _ ინტერვენცია პანამაში და პრეზიდენტ ნორიეგას დაპატიმრება (ახლაც ამერიკულ ციხეშია);

* 1989 წ. _ ჩამოაგდეს ლიბიის ორი თვითმფრინავი;

* 1990 წ. _ სამხედრო გადატრიალების მხარდაჭერა ჰაიტიზე. დაამხეს პოპულარული და კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ჟან-ბერტრან არისტიდი, მაგრამ ხალხი აქტიურად მოითხოვდა მის დაბრუნებას. ამერიკელების მიერ ხელისუფლების სათავეში დასმული გენერალი პროსპერ ენვილი იძულებული შეიქნა, გაქცეულიყო (1990), ფლორიდაში, სადაც ამჟამადაც ცხოვრობს ფუფუნებაში ხალხისთვის მოპარული ფულით.

* 1991 წ. _ ფართომასშტაბიანი ომი ერაყში, სადაც 450 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი შეიყვანეს. დაიღუპა 150 ათასი მშვიდობიანი მოსახლე;

* 1992-94 წლები _ სომალის ოკუპაცია. დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოსახლე;

* 1999 წ. _ საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფითა და გაეროს გვერდის ავლით, აშშ-სა და ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა, რომელიც 78 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამერიკელებმა გამოიყენეს აკრძალული იარაღი ფოსფორიანი და კასეტური ბომბები. დაიღუპა 2000 სამოქალაქო პირი 6 ათასი დაიჭრა და დასახიჩრდა. მილიონზე მეტი უსახლკარო დარჩა.

* 2000 წ. _ ამერიკელებმა დაამხეს მილოშევიჩის რეჟიმი სერბეთში;

* 2001 წ. _ ინტერვენცია ავღანეთში. მოსახლეობის განადგურება, წამება აკრძალული იარაღის გამოყენება. მიზეზი: ამერიკელების მიერ გამოგონილი _ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი თითქოს ბინ ლადენმა მოაწყო;

* 2001-2004 წლები _ ვენესუელაში ამერიკელების დახმარებთი დაამხეს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი უგო ჩავესი, მაგრამ მეორე დღესვე დაიწყო სახალხო აჯანყება. ჩავესი საპყრობილიდან გაათავისუფლეს და პოსტზე დააბრუნეს. ჩავესი 2013 წელს გარდაიცვალა. არის ეჭვი, რომ ამერიკელი სპეცსამსახურების ხელშეწყობით. ამჟამად ვენესუელაში პროამერიკული ძალები ქაოსის შექმნას ცდილობენ;

* 2003-2011 წლები _ ომი ერაყში;

* 2003 წ. _ სამხედრო კონფლიქტი სირიაში;

* 2003 წ. _ “ვარდების რევოლუცია” საქართველოში. ამერიკელთა მიერ ხელდასმულმა “ნაცმოძრაობამ,” აგრეთვე, სოროსის მიერ დაფინანსებულმა ე.წ. “თავისუფლების ინსტიტუტმა” და “კმარამ” ქართველ ხალხს უამრავი უბედურება დაატეხა თავს;

* 2010 წ. _ ე.წ. არაბული გაზაფხული, რომელმაც ტუნისში, ეგვიპტესა და იემენში მასობრივი გამოსვლებისა და პუტჩების ტალღა გამოიწვია;

* 2011 წ. _ ლიბიის დაბომბვა, სამოქალაქო ომი და მუამარ კადაფის მკვლელობა;

* 2013 წ. _ პროამერიკული გადატრიალება უკრაინაში. კიევში საპროტესტო გამოსვლები (ე.წ. ევრომაიდანი), რომელიც აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობდა, კანონიერად არჩეული პრეზიდენტის _ ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობით დასრულდა. შემდეგ დაიწყო ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც ახლა მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს. ყირიმის მოსახლეობის ნებით, ეს ნახევარკუნძული რუსეთს შეუერთდა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

4 COMMENTS

  1. ეს იდიოტები ვინ არიან,გვამებთან რომ პოზიორობენ?აი,ეს არის ამერიკული ,,დემოკრატია,, ყველაზე საშინელი ციხეები ამერიკასა და თურქეთშია.სადისტების აღზევება ხდება,მანიაკების და კაცისმკვლელების ბუდე!

  2. პროპაგანდის კლასიკური ნიმუში,
    ბატონო გიორგი თუ შეიძლება მოგვაწოდეთ კონკრეტული წყარო ზემოთ მოტანილი ინფორმაციისა.ძალიან დაბალი დონის ნამუშევარია, ჩემი ვარაუდით ეტყობა შეესაბამება თქვენს პროფესიულ დონეს.

  3. რაა პროპაგანდა, მე რაც მახსოსვ ამერიკა დემოკრატიის ნიშნით ხან ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში შეიჭრა და დაანგრია, სირია, რუსეთმა დაუდგა გვერდში და გადარჩა……

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here