Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას, ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი!

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას, ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი!

544

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. პრემიერმა განაცხადა, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რომელსაც, სამწუხაროდ, მოქალაქეებმა აგრესიულად უპასუხეს.

“მე მესმის მათი შეშფოთებისა და გაბრაზების მიზეზი _ ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ წინა ხელისუფლებას, დღესაც ბედავენ და იცავენ იმ მკვლელებსა და სადისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში აწიოკებდნენ  სამეგრელოს რეგიონს. მაგრამ მინდა, მოვუწოდო ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვინაიდან ამგვარი ქმედებებით მშვიდობიანი მოქალაქეები ხელს უწყობენ ისევ “ნაციონალური მოძრაობის” გააქტიურებას. ისინი ჩაგრულად მოაჩვენებენ თავს მსოფლიოს და ამით ქვეყანა ზარალდება… არ გვჭირდება ზედმეტი ემოციები, აგრესია, პროვოკაციები. ორივე მხარეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და მინდა, მივმართო მოსახლეობას _ სახელმწიფო დღეს დგას მოწოდების სიმაღლეზე, ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი. მესმის, რომ მოქალაქეებს სურთ, მათ მიუზღონ ჩადენილი დანაშაულების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამეგრელოში. შეგახსენებთ, ჩემი მინისტრობისას აღმოვაჩინეთ ენით აუწერელი სადისტური კადრები, ვნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ტანჯავდნენ მოქალაქეებს განსაკუთრებით _ სამეგრელოს რეგიონში. რა თქმა უნდა, მესმის მოსახლეობის, რომლებიც უყურებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამომწვევ მოქმედებებს”, _ განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ნებისმიერი პროვოკაცია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here