Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთის ლაშქრობა მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ გრძელდება

დასავლეთის ლაშქრობა მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ გრძელდება

566

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ დასავლეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამორჩილება სურს და არა მათთან მეგობრობა. დასავლელი პოლიტიკოსების აგდებული დამოკიდებულება უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, მიმართ, ჩანდა მათი ქცევიდან მაიდანზე. ევროპარლამენტარებისა და ამერიკული სათამაშოს _ ფორმალურად ქართველი სააკაშვილის შემდეგ, 2013 წლის დეკემბერში კიევში გადმოსხეს ქალების “დესანტი” ევროკომისარ ქეთრინ ეშტონისა და ამერიკელი დიპლომატის _ ვიქტორია ნულანდის სახით.


დასავლეთის ქალებმაუხეში ფორმით მოსთხოვეს იმჟამინდელ პრეზიდენტ იანუკოვიჩს, შეეწყვიტა ბარიკადების გაწმენდა _ იმ დროისთვის ხელისუფლებამ მოახერხა, მშვიდობიანად გაეთავისუფლებინამაიდნისდიდი ნაწილი ბარიკადების ნაგვისგან. ეს გაუგონარი მოთხოვნა იყო, მაგრამ 48-მილიონიანი უკრაინის სუვერენიტეტი არ აღმოჩნდა სათანადო დონეზე და ხელისუფლება დაჰყვა დიპლომატი ქალების ზემოქმედებას. საქართველოში ბევრმა იხილა ტელევიზიით, თუ როგორ ურიგებდა ქალბატონი ნულანდიმაიდანზენამცხვრებს მომიტინგეებს და წესრიგის დამცველებს. ეს კადრები ყველაფერზე მეტყველებს _ უკრაინამ, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, ამ კონკრეტული მომენტისთვის უკვე განიცადა კრახი.

მაგრამ საქმე მარტო გარეგნულ ეფექტებში როდია. ფაქტობრივად, უკრაინას ულტიმატუმი წაუყენეს: ან ხელს მოაწერთ ასოციაციის ხელშეკრულებას მასში კორექტივების შეტანის გარეშე, ან ხელისუფლება დაემხობა. მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ დასავლეთი ასეთი ტონით ესაუბრებოდა კორუფცირებულ იანუკოვიჩს, რადგან ის მაინც საყოველთაოდ არჩეული კანონიერი პრეზიდენტი იყო. თავისი ქცევით დასავლეთმა შეგნებულად გათელა უკრაინის სუვერენიტეტი, რადგან მისი ამოცანა იყო ის, რაზეც ვისაუბრეთ _ დამორჩილება, პარტნიორობის ნაცვლად.   

ვნახოთ, თუ როგორ ჩამოიქცა უკრაინის სუვერენიტეტი, პრაქტიკულად, მთლიანად, იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ: უკრაინის პრემიერმინისტრი გახდა არსენი იაცენიუკი, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი _ პარლამენტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტურჩინოვი. როგორც უკვე ვახსენეთ, ორივე სექტანტებს წარმოადგენენ და არსებითად აზროვნებენ ანტიმართლმადიდებლური კატეგორიებით. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის სავარძელში  კვლავ ჩაჯდა ვალენტინ ნალივაიჩენკო _ “მაიდნისმიმდინარეობისასმემარჯვენე სექტორისმფარველი და ცსს გაშიფრული აგენტი, რომელიც დიდად არც ფაჰრავს თავის კავშირებს ამერიკულ სპეცსამსახურებთან. მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2013 წელს საქმე იყო აღძრული სახელმწიფო საიდუმლოებების გამჟღავნების გამო 2008-2010 წლებში, როცა ის ასრულებდა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას.

უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე რენატ კუზმინი (2013 წ., სექტემბერი): “დეპუტატების განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულია სისხლის სამართლის წარმოება სახელმწიფო საიდუმლოების გაცემასთან დაკავშირებით, უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის _ ნალივაიჩენკოს მიერ. ამჟამად საუბარია საიდუმლო მასალების გამჟღავნებასა და კონფიდენციალური მონაცემების გადაცემაზე. კერძოდ, მოწმდება ინფორმაცია, სახალხო დეპუტატების მიერ მოწოდებული, რომ ბ-ნმა ნალივაიჩენკომ ცსს-ს თანამშრომლებს გამოუყო ცალკე კაბინეტი უშიშროების სამსახურის მთავარ შენობაში და მისცა მათ საშუალება, გაცნობოდნენ საიდუმლო დოკუმენტებს. ამასთან, არც ერთ უცხოელ სპეციალისტს ამგვარ სამუშაოსთან დაშვება ოფიციალურად არ მიუღია. ამჟამად მიმდინარეობს მონაცემების შეკრება, იკითხებიან უშიშროების სამსახურის სხვა თანამშრომლები, ტარდება ექსპერტიზები”.

აი, სწორედ ეს ნალივაიჩენკოიზრუნებსამიერიდან უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. ნათელია, რომ მთავარ იდეოლოგიურ მეტოქედ ის მიიჩნევს არა ამერიკულ სექტებს, არამედ მართლმადიდებლობას, მართლმადიდებელ ცივილიზაციას, მისი გაგებით, ფუნდამენტალიზმს.

აი, ციტატა ნალივაიჩენკოს ინტერვიუდან სავიკ შუსტერის გადაცემაში: “უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ლიდერები მოწამლულნი არიან ევროაზიატული ფუნდამენტალიზმის იდეოლოგიით. მათ გამოზარდეს რუსი სამხედროების მთელი თაობა, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნდა გაანადგურონ უკრაინელები _ ისინი, ვისაც განსხვავებული აზრი და ცხოვრების წესი აქვთ, ვიდრე მათ პროფაშისტურ და ევრაზიულ წარმოდგენებშია. საშიშროება ისაა, რომ ამის წარმოჩინება ხდება, როგორც მართლმადიდებლობის ახალი ტალღა _ მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი. ეს საშიში იდეოლოგიაა, რომელიც გამოიყენება ამ ჰიბრიდულ ომში”.

ამის შემდეგ როგორ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ დასავლეთის მიერ უკრაინის დამორჩილება სხვა, უფრო ფართო მიზნებს არ ემსახურება? თუკი მოვახდენთ ნალივაიჩენკოს აზრის პროეცირებას მართლმადიდებელი ფუნდამენტალიზმის მიმართ დასავლეთის პოლიტიკაზე, მივიღებთ შემდეგ ფორმულას: აშშის სპეცსამსახურებმა გამოზარდეს პოლიტიკოსების მთელი თაობა, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ უნდა განადგურდეს ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი და ცხოვრების წესი აქვთ, ვიდრე დასავლურ (ლიბერალურ) წარმოდგენებშია; ამ გზაზე მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს მართლმადიდებლური აზროვნება პოლიტიკაში; იდეოლოგია, დაფუძნებული მართლმადიდებლურ ფასეულობებზე, რომელიც აერთიანებს ხალხს დასავლური ნეოლიბერალური ფსევდოფასეულობების წინააღმდეგ.    

მაგრამ განვაგრძოთ პრეზიდენტ იანუკოვიჩის დამხობის შედეგების განხილვა უკრაინის სახელმწიფოსთვის. ნალივაიჩენკოს გარდა, “მაიდანმასახელმწიფოს სათავეში მიიღო ისინი, ვის წინააღმდეგაც იბრძოდნენ კორუფციაში ჩაფლული ოლიგარქები. პეტრე პოროშენკო (ნამდვილი გვარია ვალცმანი, ხოლო პოროშენკო არის დედის გვარი) პრეზიდენტად აირჩია არეულობისგან დაღლილმა ქვეყანამ. იგი ცნობილია, როგორც ოდიოზურიმე-5 არხისმფლობელი, რომელიც იყომაიდნისმედიური რუპორი, ასევე, მის საკუთრებაშია კიევის ვერფილენინსკაია კუზნია”, კორპორაციაბოგდანი”, ლუცკის საავტომობილო ქარხანა და საკონდიტრო კორპორაციაროშენი”. ამ უკანასკნელის დასახელება, როგორც ამბობენ ინფორმირებული ადამიანები, მოიგონა მისმა ცოლმა, პოროშენკოს გვარიდან პირველი და ბოლო მარცვლის გამოკლებით. პოროშენკოს ქონება შეფასებულია 2-დან 3 მილიარდ დოლარამდემამამისი, ალექსეი ვალცმანი, ქორწინების შემდეგ პოროშენკოდ ქცეული, საბჭოთა კავშირის პერიოდში ნასამართლევი იყო ქონების დატაცების გამო. თვითონ პეტრე ალექსეევიჩი 1990-იან წლებში გამდიდრდა. მას არ უყვარს თავისი ებრაული ფესვების გახსენება და გაღიზიანებულიც იყო, როცა ჟურნალმაფორბსმაშეიყვანამსოფლიოს 165 ყველაზე მდიდარი ებრაელისსიაში. ფიცხი, შურისმაძიებელი, ზედმეტად ამბიციური პოროშენკო მართლმადიდებელია, მაგრამ თავისი თვისებების, დიდ პოლიტიკაში გამოუცდელობისა და მისი საფინანსო აქტივების დასავლეთის ბანკებზე დამოკიდებულების გამო მისაღებია დასავლელი პოლიტიკოსებისთვის, როგორც მართულიპარტნიორი”. 

ებრაულ წარმომავლობას არ მალავს და, უფრო მეტიც, წარმატებით იყენებს საკუთარი ბიზნესის გასაძლიერებლად ამჟამად უკრაინის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი. ანგარიშიანი და დაუნდობელი კოლომოისკი, რომელმაც უზარმაზარი ქონება 1990-იან წლებში, განგსტერულიგარჩევებისშედეგად დააგროვა (კოლომოისკი სიმდიდრით მესამეა უკრაინაში, საქართველოშიც აქვს მას ბიზნესინტერესებიპრივატბანკისსახით), “მაიდანსაფინანსებდა, ხოლო გადატრიალების შემდეგ დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის სავარძელი მიიღო და თავისი ფინანსური და პოლიტიკური გავლენის გაძლიერებით არის დაკავებული. კოლომოისკიმ დააფინანსა და შეაიარაღა აჯანყებულებთან ბრძოლაში განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ბატალიონები: “დნეპრი”, “აზოვი”, “აიდარი”, “დონბასი”. ამასთანავე, ჩადებული ფული  “ბენიამ” სარგებლით ამოიღო არმიაში საწვავ-საპოხი მასალების მიწოდებაზე მონოპოლიით. ეყრდნობა რა თავის კერძო არმიაში თავმოყრილ “ბოევიკებს”, კოლომოისკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ახალ ხელისუფლებას უკარნახებს, საით უნდა აიღონ კურსი. კოლომოისკის ლობი აშშ-ში უკვე მოქმედებს. მაგალითად, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპული, რუსული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი ედვარდ გალაჰერი პოროშენკოს კოლომოისკით შეცვლის აგიტაციას ეწევა და ამ უკანასკნელის დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ მის კონტროლს დაქვემდებარებულმა დეპუტატებმა რადაში გაიტანეს გაზის ტრანსპორტირების ეროვნული სისტემის გადაცემის გადაწყვეტილება ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისადმი.  გალაჰერი ამტკიცებს, რომ ლოგიკური იქნებოდა, “ადამიანმა, რომელსაც ასეთი ფინანსური და პოლიტიკური რესურსები და  კავშირები აქვს აშშ-ში, ევროპასა და ისრაელში, უფრო მეტი უფლებამოსილებები მიიღოს, ვიდრე მხოლოდ ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორობაა”. პოროშენკო ცდილობს, ღიად არ დაუპირისპირდეს კოლომოისკის და იმალება მისი მოწინააღმდეგე სხვა ოლიგარქების ზურგს უკან (ახმეტოვი, ფირტაში და ა. შ.).    

აი, ასეთი უსინდისო ოლიგარქების სათარეშო ადგილად გადააქციეს სუვერენული” უკრაინა, რომელმაც გაზაფხულზე მაინც მოაწერა ხელი ევროასოციაციას. როგორც ნახსენები იყო, კოლომოისკის მცდელობით, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა, რომელიც მანამდე ეროვნულ საკუთრებად ითვლებოდა, უცხოელებს გადაეცა. აშშ-ის ადმინისტრაცია ტყუილად როდი ცდილობდა “ევრომაიდანის” მოწყობას: გარდა გეოპოლიტიკური ამოცანებისა, ის თავის ფინანსურ ინტერესებსაც იკმაყოფილებდა. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, შვილი ჰანტერი გადატრიალების შემდეგ უკრაინაში ენერგეტიკული ბიზნესის პირდაპირი მონაწილე გახდა და მიიღო ადგილი უკრაინული გაზის მწარმოებელ ყველაზე დიდი კომპანია Burisma Holdings-ის დირექტორთა საბჭოში. როგორც ჩანს, ახლა, უმაღლესი რადის მიერ შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ, დასავლური ემისრები გახდებიან სახელწიფო კომპანიების _ “ნეფტოგაზისა” და “უკრტრანსგაზის” ან იმ ახალი კომპანიების მენეჯერები, რომელთა შექმნას კიევი აპირებს მათ საფუძველზე. საინტერესოა, რომ კანონი დასავლელი ლობისტების ზეწოლით იქნა მიღებული _ 3 ივლისს კანონპროექტი ვერ გავიდა დეპუტატთა ნაწილის წინააღმდეგობების გამო (224 ხმის ნაცვლად, მხოლოდ 170 მიიღო), მაგრამ მეორე დღეს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ყველაფერი მოგვარდა _ წინააღმდეგი არავინ წასულა.

ცხადია, რომ ამერიკელებს არ დააკმაყოფილებს მხოლოდ მილსადენის ბიზნესი ან გაზის საცავები. ისინი ქვეყნის აღმოსავლეთის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, სადაც მდებარეობს ფიქლური გაზის საბადოები. სწორედ სლავიანსკისა და კრამატორსკის რაიონში, სადაც ივლისის დასაწყისამდე გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა, აღმოჩენილია ფიქლური გაზის რეზერვები უკრაინაში, რომელიც აინტერესებს ამერიკელებს. ამ გაზის მოპოვება მიზანშეწონილია ნაკლებად დასახლებულ ადგილებში (სერიოზული ეკოლოგიური რისკების გათვალისწინებით), მაგრამ არც კიევსა და არც დასავლეთს არ აინტერესებთ რეგიონის ეკოლოგია და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობა.

  2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უკრაინამ სწრაფად შეიძინა ქვეყანაკოლონიის ნიშნები. ვალის გადაუხდელობის გამო რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა და კიევის სახლების უმეტესობაში უკვე ზაფხულში არ იყო ცხელი წყალი. “მხიარულიზამთარია მოსალოდნელი…  ფასები კომუნალურ მომსახურებაზე ორჯერ გაიზარდა, გაძვირდა საკვები პროდუქტები, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი საშიშად დეფიციტური გახდა. ახალი ამბებიდან (უკრაინული წყაროები):

“უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2014 წლის იანვარ-ივნისში შეადგენდა 22 მილიარდ 686.3 მილიონ გრივნას, რაც შეესაბამება წლიური მაჩვენებლის 68 მილიარდ 564.3 მილიონის 33.1%-ს, რომელიც დამტკიცებული იყო უმაღლესი რადის მიერ 2014 წლის 27 მარტს. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური. ამასთანავე, 2014 წლის 5 თვის მონაცემებით, დეფიციტი შეადგენდა მხოლოდ 12 მილიარდ 224 მლნ გრივნას. ამგვარად, ივნისის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ერთბაშად 1.85-ჯერ გაიზარდა”.   

“ინფლაციამ უკრაინაში 2014 წლის პირველ ნახევარში შეადგინა 11.6%, მშპ 3%-ით დაეცა, ხოლო გრივნის კურსი დევალვირებულია 47%-ით._ აცნობა სააგენტო “უნიანს” ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ანატოლი მაქსიუტამ. “წლის პირველ ნახევარში, ჩვენი გათვლებით, მშპ-ს დაცემა შეადგენს 3%-ს. ჩვენი პროგნოზი წლის ბოლომდე _ მშპ-ს შემცირება 6%-ით, ინფლაცია _ 19%-ით”, _ პროგნოზირებს მაქსიუტა. მან აღნიშნა, რომ მისი სამინისტრო არ მოელის გრივნის კურსის მკვეთრ დაცემას და იმედოვნებს, რომ სავალუტო ფონდის მორიგი ტრანში სიტუაციის სტაბილიზაციას მოახდენს სავალუტო ბაზარზე. მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინული საქონლის ექსპორტი რუსეთში ხუთი თვის განმავლობაში 24%-ით დაეცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მთლიანობაში უკრაინული საქონლის და მომსახურების ექსპორტი 5 თვის განმავლობაში 8.4%-ით შემცირდა. ამასთანავე, იმპორტის შემცირებამ 16.2% შეადგინა.  

ცხადად ჩანს ეკონომიკის ნგრევა და უკრაინის სრული დამოკიდებულება საერთაშორისო სავალუტო ფონდზე და სხვა საფინანსო ინსტიტუტებზე, რომლებშიც დომინირებენ დასავლეთის ქვეყნები. უკრაინა ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამორჩილებული გახდა. დასავლეთის ლაშქრობა მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ გრძელდება, მაგრამ პრობლემებს ქმნის დონბასის ურჩობა. ხოლო შემდეგი გაჩერება, უკრაინელი ნაციონალისტების პატრონების გათვლით, რუსეთია. ტყუილად როდი ჩაფრინდა კიევში გადატრიალების შემდეგ პრეზიდენტ პუტინის მიერ შეწყალებული ეკონომიკური დამნაშავე მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელმაც სტუდენტებს მიმართა მეფის რუსეთთან მებრძოლი პოლონელი ნაციონალისტების ცნობილი ლოზუნგით: “ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის!”, ხოლო გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსში” დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ ხელოვნურად შექმნილმა “ოპოზიციონერმა” ალექსეი ნავალნიმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ხაზი გაუსვა უკრაინის ფაქტორის მნიშვნელობას რუსეთში პროდასავლური ძალების გამარჯვებისთვის. 

რატომ არ მოისურვა ყირიმისა და დონბასის მოსახლეობამ უკრაინის შემადგენლობაში ცხოვრება

2010 წელს არჩეულმა იანუკოვიჩმა სწრაფად მიიღო ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებული ძალზე სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება:  გამოაცხადა უკრაინის არასაბლოკო სტატუსი და პრაქტიკულად გამორიცხა ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა. ეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე გამყარდა (უკრაინელთა 60%, გამოკითხვების თანახმად, ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო). გარდა ამისა, იანუკოვიჩმა გაახანგრძლივა რუსეთის სამხედრო ბაზის სევასტოპოლში ყოფნის ვადა გრძელვადიანი იჯარის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილებები ხელს აძლევდა უკრაინის მოსახლეობას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ რეგიონებსა და ყირიმში. ყველაფერი მშვიდად იყო და არავინ ფიქრობდა უკრაინის შემადგენლობიდან გამოსვლაზე. მართლმადიდებელი ცივილიზაციისადმი კუთვნილება ნიშნავს იმას, რომ უკრაინელთა უმრავლესობას არ სურდა დასავლური სამხედრო ალიანსის შემადგენლობაში ყოფნა, რომელიც მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო იანუკოვიჩის დამამხობელი ძალები პროპაგანდას უწევდნენ დასავლეთთან რადიკალურ დაახლოებას, ნატოს შემადგენლობაში შესვლის ჩათვლით. ეს კი მიუღებელი იყო ყირიმისა და აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.  

მეორე ადგილზეა ენობრივი ფაქტორი. გადატრიალების შემდეგ, მეორე დღესვე გაუქმდა რუსული ენის რეგიონული სტატუსი. ნაციონალისტები პარლამენტში ფეხზე ამდგარნი უკრავდნენ ტაშს, მაგრამ უკრაინის მოსახლეობა ამით არ აღფრთოვანებულა.

“მაიდნის” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეჭრილიყო საეკლესიო-რელიგიურ სფეროშიც. გადატრიალების შემდეგ “მაიდნის” შეიარაღებულმა აქტივისტებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს კიევ-პეჩორის ლავრას და მონასტერს სუმში. ისინი მოითხოვდნენ ამ მართლმადიდებელი წმინდა ადგილების დაქვემდებარებას არაკანონიკური ნაციონალისტი “პატრიარქი” ფილარეტისთვის. რა თქმა უნდა, ამგვარმა ქმედებამ სულაც არ გაზარდა “მაიდნელების” მიმართ ნდობა მორწმუნეთა რიგებში.

მთლიანობაში, ბევრი უკრაინელი, როგორც აღმოსავლეთში, ასევე ცენტრში, ნეგატიურად აღიქვამს უკრაინელი ნაციონალისტების “გმირს” _ სტეპან ბანდერას. ნაციონალისტების ერთგულება “ბანდეროვშჩინის” მიმართ აღმოსავლეთ უკრაინელების გაღიზიანებას იწვევს. ბანდერა ფაშისტად ითვლება (ომის და დაკითხვების მეთოდები ბანდერასა და შუხევიჩის რაზმებს კიდევ უფრო სასტიკი ჰქონდათ, ვიდრე გერმანელ “ესესელებს”. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი უკრაინელი “პატრიოტები” გერმანელებს ტოლს არ უდებდნენ ანტისემიტიზმში _ სხვათა შორის, ცალკე კვლევის თემაა, თუ როგორ მოახერხეს კოლომოისკისნაირმა ებრაული წარმოშობის ოლიგარქებმა, რომელიც მფარველობს დნეპროპეტროვსკის სინაგოგას, საერთო ენის გამონახვა თანამედროვე ბანდერელებთან და რაში მდგომარეობს მათი თანამშრომლობის აზრი), ხოლო ფაშიზმის ნებისმიერი გამოვლინება მიუღებელია მართლმადიდებლური ცნობიერების მქონე ადამიანისთვის.  

ფაშიზმი არ რჩება მხოლოდ თეორიისა და სიმბოლური თაყვანისცემის დონეზე, ის აუცილებლად გამომჟღავნდება პრაქტიკაში. ზუსტად ასე მოხდა თანამედროვე უკრაინაში. ბანდერას ფანებმა, რომლებიც ჩირაღდნებით მსვლელობებს აწყობდნენ ქალაქების ქუჩებში, უპრეცედენტო ვერაგობა და სისასტიკე გამოავლინეს, როდესაც  ოდესელი მომიტინგეები  _ “ანტიმაიდნელები” _ პროფკავშირების სახლში შერეკეს, შენობას ცეცხლი წაუკიდეს და ცოცხლად დაწვეს. ამ ნაცისტური “შაბაშის” შედეგად 2 მაისს ოდესაში 50 ადამიანი დაიღუპა. გამოძიება ობუექტურად არ ჩატარებულა და რეალური დამნაშავეები დაუსჯელნი რჩებიან.  

ამ დროისთვის ყირიმმა უკვე მოასწრო თავის გადარჩენა “მაიდნელების” სადამსჯელო ლაშქრობებისგან საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებით და რუსეთის შემადგენლობაში შესვლით. ძნელი მისახვედრი არ არის, რა ელოდათ ყირიმელებს (ძირითადად, ეთნიკურ რუსებს) მაშინ, როცა არ დაინდეს ოდესელები (ძირითადად, ეთნიკური უკრაინელები). “მაიდნური” ხელისუფლების ფაშისტური რეფლექსების შემხედვარე, აჯანყდა აღმოსავლეთიც _ ძირითადად, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები (კიევმა მოღალატე-გუბერნატორ კერნესის საშუალებით მოახერხა ხარკოვში წინააღმდეგობის მოძრაობის ჩახშობა ადრეულ ეტაპზე). თუმცა, კიევმა უკვე ვეღარ შეძლო ისევე ადვილად გამკლავებოდა აღმოსავლეთს, როგორც გაუსწორდნენ ოდესის უიარაღო მცხოვრებლებს. დონბასმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია, რაც დღემდე გრძელდება.   

ის, რომ უკრაინის ახალი პატრონები არ სწყალობენ მართლმადიდებლებს, დონბასში ბრძოლების დროსაც დადასტურდა. 2014 წლის 1 აგვისტოს საინფორმაციო ნაკადიდან:

“მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურმა გაავრცელა მიმართვის ტექსტი, რომელიც კიევის მიტროპოლიტის კათედრის მოსაყდრემ, ჩერნოვცისა და ბუკოვინის მიტროპოლიტმა ონუფრიმ (ამჟამად უკვე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაური. _ ავტ.) გაუგზავნა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს. მასში მიტროპოლიტი ბრალს დებს უკრაინის სამხედროებს დონბასის მართლმადიდებლებზე ზეწოლაში. 

“იძულებული ვარ, განვაცხადო მორწმუნეთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისა და დონეცკის ეპარქიის მრევლის საქმიანობაში სამხედრო კონტინგენტის ჩარევის შესახებ”, _ მოჰყავს მიტროპოლიტის სიტყვები პორტალ “ინტერფაქს-რელიგიას”. მიტროპოლიტმა სთხოვა სახელმწიფოს მეთაურს, “პირადად ჩაერიოს სიტუაციაში და გააკეთოს ყველაფერი, რომ ამგვარი ქმედებები ძალოვანების მხრიდან აღარ განმეორდეს”. 

როგორც მიტროპოლიტმა ონუფრიმ განაცხადა, მას დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა ილარიონმა აცნობა მორწმუნეთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისა და დონეცკის ეპარქიის მრევლის საქმიანობაში ჩარევის შესახებ. კერძოდ, 30 ივლისს დონეცკის ოლქის სოფელ კრასნოარმეისკოეში ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვრის იგორ სერგიენკოს სახლთან მივიდა ავტომობილი წარწერით “დნეპრი”, საიდანაც გადმოვიდა შეიარაღებულ პირთა ჯგუფი. ისინი შეურაცხყოფდნენ მღვდელს, ეკითხებოდნენ, რა რაოდენობის თანხა გაგზავნა მოსკოვში და ბრალს სდებდნენ ბანდიტებისადმი ხელშეწყობაში. ამ პირებმა ასევე ჩაატარეს ჩხრეკა მის სახლში და მოითხოვეს, რომ ორი დღის ვადაში დაეტოვებინა უკრაინის ტერიტორია და გადაეცა მათთვის ტაძრის სადამფუძნებლო დოკუმენტები, მთელი საეკლესიო ქონების ჩუქების ხელშეკრულებასთან ერთად, _ ნათქვამია მიმართვაში.

მიტროპოლიტმა ონუფრიმ განაცხადა, რომ მსგავსი რამ მოხდა 30 ივლისს ამბროსიევკის ოლქის დეკანოზ ევგენი პოდგორნის მიმართაც. ბლოკპოსტზე მისი ავტომობილის შემოწმების შემდეგ მღვდელი შეურაცხყვეს და უსაფუძვლოდ ბრალს სდებდნენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დაფინანსებაში. 

აი, კიდევ ერთი ინფორმაცია 15 აგვისტოსი:    

“ნაციონალისტური პარტია “სვობოდასა” და უკრაინის რადიკალური პარტიის აქტივისტებმა, რომლის ლიდერია დეპუტატი ოლეგ ლიაშკო, ჩაშალეს მსახურება და შეურაცხყვეს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარი კიევის ოლქში. ინციდენტის ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომია Youtube-ზე. როგორც რუსული სახალხო კრების ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა რომან სილანტიევმა განაცხადა, სოფელ ჩერვონა მოტოვილოვკაში მდებარე ეკლესიის წინამძღვარს, მამა ვლადიმირს, რადიკალებმა შეასხეს ტომატის წვენი და ყველანაირად ამცირებდნენ. ანგარიშსწორების მუქარით, მღვდლისგან ითხოვდნენ ერთი კვირის ვადაში უკრაინის დატოვებას და რუსეთში წასვლას. თავდამსხმელები მას აბრალებდნენ პრორუსული პოზიციის ქონას და “ტერორისტების მხარდაჭერას”. ვიდეოროლიკი ინციდენტის ჩანაწერით შემდეგ ინტერნეტში ატვირთეს”.    

ნათელია, რომ საღ აზრზე მყოფი არც ერთი უკრაინელი არ იქნება ამგვარი ხელისუფლების მოხარული. ყირიმმა (16 მარტს) და დონბასმა (11 მაისს) თავიანთი არჩევანი გააკეთეს _ ჩაატარეს საყოველთაო რეფერენდუმები, დონეცკის, ლუგანსკის, სლავიანსკის, კრამატორსკის, მარიუპოლის, გორლოვკისა და სხვა ქალაქების საარჩევნო უბნებზე რიგები იდგა. დიდი და პატარა, თითქმის ყველა, აპოლიტიკური ადამიანებიც კი, წავიდნენ ხმის მისაცემად მათი რეგიონის უკრაინისგან გამოსაყოფად ამა თუ იმ ფორმით. ყირიმმა ხმა მისცა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო დონეცკმა და ლუგანსკმა _ დამოუკიდებელი რესპუბლიკების შექმნას.

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

(დასასრული შემდეგ ნომერში)

 

1 COMMENT

  1. რას ნიშნავს მართმადიდებლური ცივილიზაცია ან ქართველობა რეალობაში – ლექსებისა და დიფირამბების გარეშე?

    ახლანდელი რეალობა იწყება 92 წლიდან.. 1985- დან 1991 წლამდე იყო ზუსტად ლექსების ეპოქა – არიქა მიტინგები და დიმპიტაურა სადღეგრძელოები..

    მაგრამ გაიხსენეთ- რით დამთავრდა ე.წ. ეროვნული მოძრაობა ?

    მთელი ქვეყანა მაიმუნების ჯოგის დონეზე დავიდა.. და დღესაც ჯოგის დონეზე ვიქნებოდით მსოფლიო ბანკს რომ მკაცრად არ მოეთხოვა ანტიკორუფციული სისტემა..

    მსოფლიო ბანკის გრანტები მხოლოდ დომინანტი გიროლების ჯიბეებში ნაწილდებოდა.. დენი მხოლოდ მთავარი გორილების ქუჩაზე იყო, ასფალტიც მხოლოდ მათი პადდელნიკი შიმპანზეების ქუჩებზე იგებოდა.

    დანარჩენი მოსახლეობა კი მხოლოდ იმისათვის არსებობდა , რომ მთავარ გორიელბს მათთვის ზევიდან ეყურათ და შეეხარბებინათ: – “ სიქი სიქი, ჩვენ ხომ გვაქვს დენი, წყალი და ასფალტი თქვენ კი არაო”.

    მაგრამ მსოფლიო ბანკმა მკაცრი წერილი გამოუგზავნა შევარდნაძეს – “თქვენი კორუფციული სისტემა საშუალებას არ გვაძლევს რომ პროექტები განვახორციელოთ და იქნებ მაგ საქმეს მოუაროთ რამეო.

    ამ მიზნით შეირჩა მიშა, რომელმაც შექმნა ცივილიზაციის ილუზია, მსოფლიო ბანკის კრედიტები მიზნობრივად დახარჯა – ააშენა გზები ხიდები , მაგრამ თავის მაიმუნობა მაინც ვერ დამალა და ბოლო დროს საერთოდ სულ მოლაპარაკე გორილას დაემსგავსა.
    .მისმა შესტიორკა შიმპანზეებმაც ბევრჯერ დაამტკცეს თავის მაიმუნობა- მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო მასონური მთავრობა მათ მკაცრად აფრთხილებდა – ნუ მაიმუნობთო..

    ახლანდელი მთავრობა ჯერ კიდევ მალავს თავის მაიმუნობას, და ალბათ ბოლომდე დამალავს – დაინახეს რა რომ გაგორილებულ მიშას მასონებმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here