Home რუბრიკები საზოგადოება ხალხო, თვალი გაახილეთ, გაუპატიურებენ!

ხალხო, თვალი გაახილეთ, გაუპატიურებენ!

744

კარგა ხანია, ევროკავშირისა და აშშ-ის სენატორების შეშფოთება არ მიკვირს. ისე ხშირად «შფოთავენ» ჩვენს შინაურ, საოჯახო საქმეებზე,  ერთი კვირა თუ გავიდა ისე, რომ მათი «შეშფოთება» ვერ დავინახე, ის მაშფოთებს სწორედ. 


ლობიოს კერძს ნიახურსა და შაშკვლავს რატომ აკლებთ, ჩაქაფულს წიწაკას ზედმეტს უშვებით, მწვადს წალამზე ნუ წვავთო და ვინ იცის, კიდევ რა არ აშფოთებთ ამ ჩემკეთილდღეობაზე  მზრუნველებს. მე, პირადად, სულ ფეხზე მკიდია, რაზე შფოთავენ მაკკეინი და მისი ამფსონები, მაგრამ ის კი მაწუხებს, რომ ჩემი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც ქვეყნისა და ხალხისთვის საარსებო საკითხების გადაწყვეტისთვის უნდა ირჯებოდნენ, მთელ დროს იმას ახმარენ, მორიდებით როგორ აუხსნან ოკეანის გაღმელ თუ გამოღმელ «შეშფოთებულებს» ის, რის შესახებაც კითხვას არც წარსულში და არც ახლა დასვამს ჭკუათმყოფელი, თავმოყვარე კაცი და მასზე პასუხის გასაცემად კი  არც არასოდეს შეიწუხებს თავს.

ეჰ, თავმოყვარეობა სად არის, ნეტავი! შორეულ თუ ახლო მეზობელს იმის უფლებას როგორ მივცემ, ჩემს სამზარეულოში ჩემი ცოლისა თუ დედის საქმიანობაში ჩაერიოს და პრეტენზიები წაუყენოს მათ. ასეთი ვინმე ჩემს სამეზობლოში, ცხადია, არ მოიძებნება; ეს ისე ვთქვი, მაგალითისთვის, რადგან ძალიან უპრიანად მომეჩვენა შეშფოთებულ ამერიკელ სენატორებთან დაკავშირებით.

გული მიგრძნობს, ვიღაც  «ქვეშეშფოთებული» მეტყვის: ნუთუ არ გაგიგონია ქართული ანდაზა: «ბატონს ეურჩებოდე, დღე გიმოკლდებოდესო». გამიგონია, როგორ არა, ჩემო თანამემამულევ, მაგრამ ეგ ანდაზა იმდროინდელია, როცა ბატონს «პირველი ღამის» უფლება ჰქონდა. ახლა თუ იმდროინდელ ანდაზებს მივყევით, კარგად გვქონია საქმე! არადა, შენნაირების სიმრავლის გამო, მართლაც მივყვებით! აბა, ასე თუ არ არის, როგორ დაუშვა ჩვენმა ხელისუფლებამ «კაზანტიპის» ფესტივალი ანაკლიაში?

ასეა და უარესადაც! მაშინდელი ბატონი  თავისი ერთი ყმის ახლადმოყვანილ ცოლს აუპატიურებდა, ახლანდელი ჩვენი დასავლელი პატრონები (თუ ბატონები!) მთელი ერის გაუპატიურებას ცდილობენ. ჩვენი ხელისუფლება კი, ოკეანისგაღმელი «დამრიგებლებისა» და მათი აქაური ხელის ბიჭების შიშით, ხალხის გაღვიძებას არ აპირებს, პირიქით _ წყალწყალა სუპში ბანგსაც ხშირად ურევს.

ერთმა ყოფილმა (თუ ახლანდელმა!) «ერის ბელადმა» მაღალჩინოსნების ფანტასტიკური ხელფასების აუცილებლობა ასე აგვიხსნა: მაღალ ხელფასებს იმიტომ ვნიშნავთ, რომ კორუფციაში არ ჩაეფლონ და ვინმეზე დამოკიდებულნი არ იყვნენო. მერე რა გამოვიდა აქედან? ჩვენი მთავრობა დამოუკიდებელი გახდა? დამოუკიდებელი კი არა, ევროვიღაცა ბაროზუმ თუ ფულემ ერთი რომ დააცემინონ, ამათ შიშით გულები ელევათ და ერთმანეთს ასწრებენ «ხეირისა» და «ჯანმრთელობის» დაძახებას. ვაი მაშინ, თუ შემოუბღვირეს. თავზე ნაცარს წაიყრიან და ტირილსლუკუნით შეჰღაღადებენ ევროპატრონებს: ნუ გაგვირისხდებით, თქვენი ჭირიმე, ჩვენც ევროპელები ვართ, ნამდვილი ევროპელები და ევროპელებზე უარესებიცო.

ახლა ვინმე «გულკეთილი» კაცი მეტყვის: ეგრე მკაცრიც ნუ იქნები, ხომ იცი, პატარა ერისა და ქვეყნის ხვედრი ეგეთია _ ძლიერს უნდა დაემორჩილოსო.

კი, ბატონო, ძლიერის სიძლიერე უნდა აღიარო და იქნებ მისი ვასალობაც იკისრო, მაგრამ ეს ღირსების დაკარგვას როდი ნიშნავს. უღირსი კაცი არც ვასალად უნდოდეს იქნებ სიუზერენს. უღირსის ხვედრი მონობაა, მონობაში ყოფნა კი ნაზრახი სიცოცხლეა მხოლოდ. სწორედ ამგვარ სიცოცხლეზე გვითხრა დიდმა რუსთაველმა: «სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი». აღარ გვინდა, ვიწამოთ რუსთაველის შეგონება და ხელი უნდა ავიღოთ ღირსეულ სიცოცხლეზე? ეს გვინდა განა?

მართლაც, ანაკლიაში თუ «კაზანტიპის» ფესტიავალი გაიმართა, მაშინ ჩვენი ქართველობა, დიდი ალბათობით, ეჭვქვეშ დადგება. არა მგონია, ჩვენს ხელისუფლებას ეს არ ესმოდეს, მაგრამ, «კაზანტიპზე» რომ უარი თქვან, დასავლელი ლიბერალები და აქაური ლიბერასტები შეშფოთდებიან, იმის ეშინიათ, _ ე, მანდ, დემოკრატიის ღალატი და რუსეთის მოკავშირეობა არ დაგვწამონო (რუსეთმა ხომ პედერასტების პროპაგანდა აკრძალა, რაც დიდ «ცოდვად» ჩაუთვალეს მას ჩვენმა ევროპელმა დამრიგებლებმა!).

ვინმე ღირსეული კაცის ღირსეულ საქციელს რომ წავაწყდები ხოლმე, თუნდაც უცხოტომელი იყოს, იმედი მეძლევა, იქნება ჩვენშიც გამოჩნდნენ-მეთქი ასეთი კაცები. აი, ამას წინათ სწორედ ასეთი კაცების კაცური ქცევის მოწმენი გავხდით (ჩვენც და ჩვენთან ერთად მთელი მსოფლიოც).

ისრაელსა და პალესტინას შორის გაღვივებულ კონფლიქტში ვინ მართალია და ვინ მტყუანი, არ ვიცი, ის კი ყველამ იცის, რომ ღაზის სექტორში უკვე  ბევრია დაღუპული. ისრაელს ამჯერად მნიშვნელოვანი უპირატესობა  აქვს სამხედრო თვალსაზრისით და ამიტომ არაბების დანაკარგები ბევრად მეტია. როგორც ჩანს, აშშ-სა და ევროკავშირს ამჯერად ხელს არ აძლევთ მთელ არაბულ სამყაროში ანტიამერიკული და ანტიევროპული უკმაყოფილების ზრდა და გადაუწყვეტიათ ისრაელის შეჩერება (ისრაელი არაბულ სამყაროში აშშ-ის სატელიტად ითვლება!). ჯერ იყო და ამის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ესაუბრა ნეთანიაჰუს. ამ უკანასკნელმა კი თავისი სტრატეგიული  პარტნიორის ინტერესებზე მაღლა თავისი ეროვნული ინტერესები დააყენა და, ხალხურ ენაზე თუ ვიტყვი, არ დაუჯერა «დიდ ბატონს». მერე კი დანიის, შვედეთის, ჰოლანდიის ელჩები და დიდი ბრიტანეთის, იტალიის, უნგრეთის, ავსტრიისა და გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლები ისრაელის პარლამენტის (ქნესეტის) დეპუტატებს შეხვდნენ, რა უთხრეს ევროპელმა ემისრებმა ისრაელელებს, ეს არ არის საინტერესო. საინტერესო ის არის, რა პასუხი გასცეს მათ ქნესეტში! ებრაელმა დეპუტატმა იოველ  ჰასონმა განუცხადა: «ნატომ კოსოვოში 5 ათასი მშვიდობიანი მოსახლე დაბომბა; ერაყში შეჭრისას ამერიკელთა ხელით 27 ათასი ერაყელი დაიღუპა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ვითომ საფრთხეს უქმნიდნენ აშშ-ს, ახლა კი თქვენ შეიჭერით უკრაინაში და იქ ფაშისტებს აქეზებთ, ომს აწარმოებთ სამხრეთ-აღმოსავლეთში. ვფიქრობთ, რომ ბრიყვები ხართ! ეს ზღაპრები დაბეჩავებულ ევროპას მოუყევით!» _ აი, თავმოყვარე და პატრიოტი კაცის პასუხი თავლაფდასხმულ და უღირსებო მრჩეველებს.

პარლამენტში ნაცდეპუტატები (ანუ ნაცბანდა!) კატეგორიულად მოითხოვენ, ჩვენც დავუწესოთ სანქციები რუსეთს, როგორც ეს ევროკავშირმა გააკეთაო.  ამის მომთხოვნები სურამის ერთ დაწესებულებაში უნდა გაეგზავნა (ძალით, ცხადია!), ჰუმანიზმზე თუ დებდა თავს ჩვენი ხელისუფლება. მაგრამ ამის ნაცვლად, სერიოზული ახსნა-განმარტებები დაიწყეს: იმიტომ ვერ ვუწესებთ  სანქციებს, რომ ევროკავშირის წევრები არ  ვართო. ევროკავშირის წევრები რომ ვიყოთ, მაშინ _ ჰოო…

ვის უნდა დაუწესოთ  სანქციები, თქვე რძენაწყენებო, ან როგორი სანქციები? ისეთი ხომ არა, სამტრედიის ყოფილმა პრეფექტმა და ახლა პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა რომ დაუწესა რუსეთს (სამტრედიაში გაჩერებული  რუსეთში მიმავალი სატვირთო ეშელონი რელსებზე მიადუღებინა და რუსეთის  ეკონომიკას ბლოკადა გამოუცხადა!)?

ვაი, თქვენს პატრონს!

ძიძიგურებისა და მისნაირი ეროვნული მებლოკადეების «მოღვაწეობის» შედეგად საქართველოს აღარც ეკონომიკა აქვს და, შესაბამისად, აღარც პოლიტიკა, სხვისი ხელის შემყურე და გამათხოვრებულია. აი, ბელარუსმა, რომელმაც  არც ბლოკადა გამოუცხადა ვინმეს, «დიქტატორი» ლუკაშენკოც ტაშისკვრით აირჩია და არც ის უმტკიცებია ვინმესთვის, ბელარუსი ვარ, მაშასადამე, უვროპა ვარო, ეკონომიკა სრულად შეინარჩუნა და განავითარა; არც საგარეო ვალი აქვს (ჩვენი ვალი 12 მილიარდ დოლარზე მეტია!), არც «ტანკში» უძვრება  ვინმეს და ვერც ფეხებს მოსჭამს ვინმე (მათ შორის ჩვენი «ჩე-გევარები» და ძია სემის «ტანკში» შემძვრალი  «რევოლუციონერები»!).

გაიღვიძეთ, თანამემამულენო! ჩვენი გაუპატიურება უკვე დაწყებულია. გონებრივი გაუპატიურება უკვე აშკარაა. იმ «საგანმანათლებლო» რეფორმამ ქნა ეს, რომელზეც, სამწუხაროდ, უშედეგოდ ვყვირით, ჩვენი სახალხო განათლება სახალხო დაბნელებას ისახავს მიზნადო. არ ისმინეს და, ა, ბატონო, შედეგი: ამას წინათ ერთმა ქართულმა ტელევიზიამ ასეთი გამოკითხვა ჩაატარა: თბილისში, ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე ახალგაზრდებს (20-30 წლის) ასეთი შეკითხვა დაუსვეს: მონღოლეთმა 200 მეტრით გადმოსწია საზღვარი და საქართველოს მიწა მიითვისა. როგორ ფიქრობთ, მონღოლეთი წამოვა მშვიდობიან მოლაპარაკებაზე თუ ომი გარდაუვალიაო?

როგორ ფიქრობთ, რა უპასუხა «ახალგაზრდა საქართველომ»? ასიოდე გამოკითხულიდან მხოლოდ ერთმა თქვა, _ საქართველოსა და მონღოლეთს საერთო საზღვარი არ აქვსო (ალბათ, გეოგრაფიის მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ჰქონდა!). დანარჩენებს მონღოლეთი და საქართველო  მოსაზღვრე ქვეყნები ჰგონიათ.

ამ მდგომარეობაში მყოფ ხალხს შეგიძლია ისე მოექცე, როგორც მძინარეს _ თუ გინდა, გააუპატიურებ კიდეც. ამას ცდილობენ სწორედ დასავლელი კაზანტიპელები.

რა გვეშველება, არ ვიცი. ხალხი ვერც პატრიარქის არაერთგზის  მოწოდებამ გამოაღვიძა, ვერც ფხიზელი ქართველების  შეგონებამ, რომელიც უკვე ორი ათეული წელი გრძელდება. აჰა, უკვე «კაზანტიპამდე» მივედით!

რა გვინდა, ხალხო? კავკასიაში გარყვნილ, თახსირ, უღირს ხალხად ვიქცეთ? ჩვენი შვილები და შვილიშვილები ისეთ «სიმპათიურ» ბაყაყებად აღიზარდონ, როგორადაც ამას წინათ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეობიდან გაპანღურებული ერთი ამერიკულად განათლებული ახალგაზრდა?

ჰოდა, თუ ეს არ გვინდა, თვალი გაახილეთ და დაინახავთ, რომ გვაუპატიურებენ სულიერად, გონებრივად და არც ფიზიკურად გაუპატიურებაა  შორს.

ზურაბ ცუცქირიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here