Home რუბრიკები პოლიტიკა საუკუნეებია, არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გეოგრაფიას პოლიტიკად აქცევდა

საუკუნეებია, არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გეოგრაფიას პოლიტიკად აქცევდა

486

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტია «თეთრები» მისი დაარსების დღიდან და პირადად მე მთელი ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში მხარს ვუჭერთ და საქართველოს მომავლისთვის გაცილებით უკეთესად მიგვაჩნია ევროკავშირთან ურთიერთობის შვეიცარიული მოდელი, მაინც პოზიტიურად ვთვლით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება მართლაც კარგი მოვლენაა, მისი შეუფასებლობაც და გადაჭარბებული შეფასებაც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ორი მეტად დამაფიქრებელი მომენტის გამო.


პირველი _ დაწყებული შევარდნაძის ხელისუფლებიდან, ეს თემა და ნატოსთან თანამშრომლობა ზედმეტად პოლიტიზებულია – ემსახურება ხელისუფლებისთვის ბრძოლას და ხელისუფლების შენარჩუნებას. ამ თემების პოლიტიზებამ გრანდიოზული მასშტაბები მიიღო «ნაცების» ეპოქაში და გრძელდება «ოცნების» პერიოდშიც; დაგვავიწყდა საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და გაცილებით მეტს ვფიქრობთ ევროპელ ლიდერთა კეთილგანწყობის მოპოვებაზე. მეტიც, ხელისუფლებებმა მოსახლეობას შეუქმნეს გრანდიოზული მოლოდინი და ხელისმოწერის პერიოდში ქვეყანაში ამერიკისა და ევროკავშირის მიმართ გულწრფელად, ხაზს ვუსვამ, გულწრფელად იმედის მქონეთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. ჩვენდა საუბედუროდ, ევროკავშირთან ურთიერთობა ევროპაში სარჩოს საშოვნელად წასვლასთან გაიგივდა. ეს სამომავლოდ იმედების მეტად გაცრუების გზაა. დრო ამას დაადასტურებს.

მეორე _ თვით ევროკავშირი კრიზისშია. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერებიც ხმამაღლა საუბრობენ. ფაქტია ისიც, რომ ევროპაში, მთავრობებს გარდა, პრაქტიკულად ცოტა დარჩა ევროკავშირის მომხრე. მასიურად მიდის საუბარი ევროკავშირზე, როგორც ახალ საბჭოთა კავშირზე… ბებერი ევროპის წარმომადგენლები შეწუხებულნი არიან იმით, რომ ევროკავშირში მიღება დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სულიერ ღირებულებებს კი არ ეყრდნობა, არამედ პოლიტიკური ნიშნით ხდება. მთავარი პოლიტიკური საზომი რუსეთი გახდა. თუ ხარ დაპირისპირებული ან შესაძლოა, პოტენციურად  გახდე ასეთი, ფართოდ გიღებენ კარს. ამის შედეგია, რომ დაშლილი იუგოსლავიის ყველა ქვეყანა, ყოფილი სოციალისტური ბლოკის თითქმის ყველა ქვეყანა, დემოკრატიისგან შორს მდგომი და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ალბანეთიც კი, მისი წევრი გახდა. ალბანეთი ნატოშიც მიიღეს. ბებერი ევროპა შეწუხებულია იმითაც, რომ შიგა კონფლიქტების ყველა ყოფილ საბჭოთა ქვეყანასაც ევროკავშირისკენ ექაჩებიან, ვერაფერი მოუხერხეს მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებმაც არ მიიღეს ევროკავშირის თხოვნა და უარი თქვეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

დამაფიქრებელია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერას «ხბოს აღტაცებით» ვხვდებით, მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი გამოსვლაზე ფიქრობს, ასეთივე განწყობა ძლიერდება საბერძნეთშიც, იტალიაშიც, უნგრეთშიც და ბევრ სხვა, უკვე წევრ ქვეყანაში. მაშინ, როცა ესტონეთის პრეზიდენტიც კი საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირში შესვლის შემდგომ ქვეყანა დეპრესიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დაიცალა მოსახლეობისგან, განსაკუთრებით _ ახალგაზრდებისგან. ესტონეთის პრეზიდენტიც კი იმაზე საუბრობს, რომ ესტონელები მხოლოდ მსახურებად მიდიან ევროპაში.

ხელისუფლება ზეიმობს, ჩვენ  კი ნაკლები გვაქვს საზეიმო, დაფიქრება კი ბევრ რამეზე გვჭირდება.

უკანასკნელი, მინიმუმ, 200 წლის მანძილზე ხან რუსეთთან და ხან ევროპასთან ხელშეკრულებით  ვცდილობთ ქვეყნის გადარჩენას, შედეგი კი საწინააღმდეგოა: აღარც დამოუკიდებლობა, აღარც ქართული ცნობიერებაბადალი არ გვყავს წარსულის უარყოფაში.

ვინც წარსულს უარყოფს, წარსულით და წარსულში ცხოვრობს; ვინც წარსულს აანალიზებს _ მომავალში და მომავლით.

ეს არ არის ჩემი გამოგონილი, ეს  ისტორიული გამოცდილებაა და ამის მაგალითად დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა გამოდგება.

ადვილია ერთის უარყოფით და მეორესთან  მიკედლებით ქვეყნის მართვა. გავიარეთ ეპოქა: ამერიკა მტერიარუსეთიმეგობარი, ვცხოვრობთ ეპოქაში: რუსეთი მტერია, ამერიკა და ევროპა _ მეგობარი.

მიგვაჩნია, რომ არც ერთია ქართული გზა და არც _ მეორე

სამწუხაროა, რომ საუკუნეებია, საქართველოში ვერ მოდის ხელისუფლება, რომელიც მის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას (ღმერთისგან ბოძებულს), პოლიტიკად აქცევს. ამას დიდი პოლიტიკური ნების, დიდი პოლიტიკური გამჭრიახობისა და დიდი ეროვნული ხელისუფლება სჭირდება.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეყოლება ასეთი ხელისუფლება _ ქართველი ხალხი გონებით და არა კუჭით გადაწყვეტს მის მომავალს და აირჩევს ეროვნულ ხელისუფლებასაც.

ჩვენ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ერი და ქვეყანა ვართ და არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ისაუბროს ევროპულ ცივილიზაციასთან საქართველოს მიერთებაზე, რადგან ჩვენ ოდითგან მისი ნაწილი ვიყავით, ვართ და ვიქნებით ყოველგვარი ხელმოწერის გარეშეც. მით უფრო, როცა  დადასტურებულია, რომ მეფეთმეფე დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომით გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია.

გვინდა, ვიფიქროთ, რომ დღეს ემოციით, კუჭით მცხოვრებ საქართველოში, როცა მხსნელს ფულით ბელადში ვეძებთკოლონიზატორს მეგობარს ვეძახით და ქვეყნის გადარჩენის გზას ქვეყნის გარეთ ვეძებთპოლიტიკაში გონება დაბრუნდება.

საქართველოს გაბრწყინება არც ფულთან, არც ბელადთან, არც მხსნელთან, მხოლოდ გონებასთან არის დაკავშირებული.

საკუთარი გონებითა და ღირსებით ცხოვრებაეს დავით აღმაშენებლის გზააასე ფიქრობს  დღეს ხალხი დემოკრატიულ ევროპასა და დასავლეთში. მეამაყება (უამრავ ქართველთან და საქართველოს მოქალაქესთან ერთად), რომ იმ მეფის მოდგმა და შთამომავალი ვარ, რომელმაც ათი საუკუნის წინათ თქვა ის, რითაც დღეს მთელი ევროპა და დემოკრატიული დასავლეთი ცხოვრობს: მხარდაჭერა _ ძლიერს, დაცვა _ სუსტს. კონვერგენციის თეორიის სახელით ცნობილი ეს ფორმულა დაადასტურა სამი წლის წინათ შვეიცარიის დავოსში მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა: მსოფლიოს მომავალი არც კაპიტალიზმშია და არც სოციალიზმში. მსოფლიოს მომავალი კაპიტალისტური სამყაროს მთავარი პრინციპის _ კონკურენციისა და ევროპული სოციალიზმის მთავარი დოგმის _ დაცული ადამიანი _ შეერთებაშია. ეს კი სახელმწიფო მოწყობის დავით აღმაშენებლის მოდელია.

ვინც ფიქრობს, რომ დავით აღმაშენებელი წარსულია, თვითონ არის წარსულში ჩარჩენილი.

ვიფიქროთ ქართველებმა და, როგორც დიდი პოეტი ამბობს, თურაშაულის პატრონი ტყეში ნუ ვეძებთ პანტას.

პარტია «თეთრების» სახელით

თეიმურაზ შაშიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here