Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიები საფრთხეს უქმნის მსოფლიოს

აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიები საფრთხეს უქმნის მსოფლიოს

1922

ამა წლის 16 ივნისს ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, აშშ) აშშ-ის ბიოტერორიზმის თავიდან აცილების სახელმწიფო ლაბორატორიის 80-ზე მეტ მეცნიერსა და მოსამსახურე პერსონალს უცნაურ და ჯერ კიდევ გაურკვეველ ვითარებაში უკონტროლო კონტაქტი ჰქონდათ ციმბირის წყლულის ბაქტერიებთან და არ არის გამორიცხული, ისინი სიცოცხლისთვის ამ ძალიან სახიფათო დაავადებით დასნეულდნენ.


ციმბირის წყლულის ბაცილა (BACILLUS ANTHRACIS) ცხოველებისა და ადამიანის სიცოცხლისთვის ძალიან საშიში ინფექციური დაავადების გამომწვევია. ის ხასიათდება გარემო პირობებისადმი მაღალი მედეგობით, მისი სპორები წლობით ინახება, უძლებს მაღალ ტემპერატურას და სადეზინფექციო საშუალებებსაც კი.

ციმბირის წყლულის ბაქტერიები უკვე გამოიყენეს ტერორისტული მიზნებისთვის, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი: 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ტერორისტებმა ციმბირის წყლულის ბაქტერიებიანი წერილები რამდენიმე მედიასაშუალების ოფისში გაგზავნეს, აგრეთვე, გაუგზავნეს აშშ-ის 2 სენატორს. შედეგად დაავადდა 17 ადამიანი, მათგან დაიღუპა 5. გამოძიებამ დაადგინა, რომ კვალი მიდიოდა ვირუსოლოგთან, რომელიც ცოტა ხნით მუშაობდა ფორტ-დეტრიკში (მერილენდის შტატი) მდებარე ინფექციური დაავადებების სამხედრო სამედიცინო ინსტიტუტში.

სააგენტო «როიტერის» მიერ გავრცელებული  ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 ივნისს ბაქტერიების სახიფათო გაჟონვა მოხდა ატლანტის ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორიაში, სადაც დაცვის განსაკუთრებით მკაცრ ზომებს მიმართავენ, რადგან მისი თანამშრომლები ციმბირის წყლულის ცოცხალ ბაქტერიებზე მუშაობენ!

აღსანიშნავია, რომ მრავალრიცხოვანი ამერიკული «სამედიცინო დაწესებულები», რომლებიც პენტაგონის დაკვეთებს ასრულებენ და რომლებსაც ეს უწყება აფინანსებს, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში სენის გავრცელების საფრთხეს ქმნის. ეს ცენტრები, რომლებიც ბიოტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად არიან მოწოდებულნი, თვითონ წარმოადგენენ საფრთხის ახალ წყაროებს და არა მხოლოდ აშშ-ის მასშტაბით. სუსტი კონტროლის გამო, ასეთი ლაბორატორიებიდან ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულმა ადამიანებმა რამდენიმეჯერ მოიპარეს საშიში მიკრობები და ბიოტექნოლოგიები.

ოფიციალური მონაცემებით, 2006 წლისთვის მხოლოდ აშშ-ში აღრიცხული იყო 400-ზე მეტი ასეთი დაწესებულება, რომლებიც პენტაგონისა და ამერიკული სპეცსამსახურების საიდუმლო პროგრამებზე მუშაობენ. გერმანიაში კი ე.წ. ბიოლაბორატორიების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯროებენ.

«ტერორიზმთან ბრძოლის» ლოზუნგს ამოფარებულმა ვაშინგტონმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების დამუშავებასთან ერთად აქტიურად დაიწყო თავდაცვის ბიოლოგიური სისტემის შექმნაც _ როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ამ პროგრამის განხორციელებაში აშშის პარტნიორები არიან: უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უბზეკეთი, ყირგიზეთი და სომხეთი, თუმცა თეთრი სახლი რეგულარულად აფართოებს თავდაცვის ბიოლოგიური სისტემის ზონას. სისტემაში აქტიურად არიან ჩართული ავღანეთი, პაკისტანი, ბურუნდი, კენია, უგანდა, ინდოეთი, ერაყი, ტანზანია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და სხვ. ამ მიზნებისთვის პენტაგონმა მხოლოდ 2012 წელს 60 მლნ დოლარი დახარჯა. ზემოაღნიშნული ქვეყნების მოსახლეობა ინფორმირებული არ არის, რა საიდუმლო პროექტებს ახორციელებს მათ ტერიტორიაზე პენტაგონი. თბილისის აეროპორტთან ახლოს მდებარე ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიას ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ანა ჟვანია, მას კი კურატორობს ატომური, ქიმიური და თავდაცვითი პროგრამების საკითხებში აშშის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდრიუ ვებერი. ცნობილია ისიც, რომ ამ ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედროები მუშაობენ, ცდები კი მკაცრად არის გასაიდუმლოებული. უცხოურ პრესაში ხშირად იწერება ასეთი ლაბორატორიების შექმნის თაობაზე უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. უკრაინაში პენტაგონმა რამდენიმე ბიოლოგიური ლაბორატორია შექმნა, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ ორგანიზმებს იკვლევენ. ამერიკელებმა ეს ლაბორატორიები განალაგეს უკრაინის დიდ ქალაქებში: ლვოვში, ოდესაში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ვინიცაში, ხერსონში, ლუგანსკში და, რა თქმა უნდა, ეს «ცენტრები» მომაკვდინებელ საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 16 ივნისს ინციდენტი მოხდა ამ ლაბორატორიაში, სადაც კონტროლი გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე, ვთქვათ, უკრაინაში. იმ ფონზე, რაც ახლა უკრაინაში ხდება, საფრთხე გაცილებით იმატებს, რადგან უკრაინელი ნაციონალისტებით დაკომპლექტებულ რადიკალურად განწყობილ «მემარჯვენე სექტორის» წარმომადგენლებს ხელს ვერავინ შეუშლის, თუკი ისინი მსგავსი «ცენტრების» პროდუქციის გასაღებით დაინტერესდებიან. ისიც აღსანიშნავია, რომ ლუგანსკი, სადაც ამერიკელებმა ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორია შექმნეს, არაერთხელ დაბომბეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა.

აშშ, რომელსაც მსოფლიოზე ბატონობა სურს, არად დაგიდევთ 1972 წლის კონვენციის მოთხოვნებს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ და მსოფლიოში მიკრობიოლოგიურ კვლევებზე ტოტალური კონტროლის დაწესებას ცდილობს.

შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალი ერთია _ უნდა გასაჯაროვდეს ინფორმაცია აშშ-ის მიერ უცხო ქვეყნებში შექმნილი ყველა «ცენტრისა» და «ლაბორატორიის» მოღვაწეობის შესახებ, აგრეთვე, ამ «ცენტრების» ფუნქციონირებისთვის პენტაგონისა და ქვეყნების მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები. ამ ლაბორატორიების მუშაობაზე მსოფლიოს საზოგადოებრიობამ კონტროლი უნდა დააწესოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ბიოლოგიური იარაღის მძევალი გახდება.

«ნოვოე ვოსტოჩნოე ობოზრენიე»

ru.journal-neo.org

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here