Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს!

ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს!

568

ბატონო პრემიერმინისტრო!

ქ. ზუგდიდში 18 მაისის შეხვედრაზე თქვენ განაცხადეთ: «ანაკლიაში პორტი გაშენდება, ყველა პროექტს პირადად განვიხილავ». ჩვენ, უხუცესებს, თქვენი გვჯერა, მაგრამ მოსახლეობა უნდობლად უყურებს ამას!


გთხოვთ, გამონახოთ დრო და პირადად შეხვდეთ ზემოხსენებულ უკრაინელ ინვესტორს, რათა მიიღოთ ობიექტური გადაწყვეტილება. ადვილი შესაძლებელია, უკრაინელი ინვესტორი დათანხმდეს ნიაღვარსაწრეტი არხის მშენებლობას ენგურჰესის თაღოვან კაშხლამდე.

«ენგურჰესის თაღოვანი კაშხლიდან ზღვამდე ნიაღვრის საწრეტი არხისა და ანაკლიაგანმუხურის ღრმაწყლიანი ნავსადგურის აშენების შესახებ სამეგრელოზემო სვანეთის მოსახლეობის დავალებითა და სახელით მოგმართავთ, რომ რეგიონში შექმნილია რთული ეკონომიური მდგომარეობა: განადგურებულია ჩაის კულტურა და ჩაის გადასამუშავებელი მრეწველობა; ხელისუფლების განკარგულებით, სამეგრელოსა და აფხაზეთში, სრულიად უმიზეზოდ, «მხედრიონელი» ბანდიტების თავდასხმებმა მორალურად, ზნეობრივად და ეკონომიურად გაანადგურა მოსახლეობა, რასაც შედეგად მოჰყვა სამეგრელოაფხაზეთის აოხრება; აფხაზეთისკენ გზის ჩაკეტვამ გაანადგურა სამეგრელოზემო სვანეთის ეკონომიკა; მოსახლეობის დიდი ნაწილი დასნეულებულია მძიმე დაავადებებით (ავთვისებიანი სიმსივნე, ტუბერკულოზი, «» ჰეპატიტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვ.); იზრდება უმუშევართა რაოდენობა; მოსახლეობის ნაწილი გადახვეწილია საზღვარგარეთ ლუკმაპურის საშოვნელად; რეგიონის ტერიტორიაზე, საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე, ერთი მნიშვნელოვანი საწარმოც კი არ შექმნილა; მოსახლეობის ნაწილს ჩამოერთვა პირადი და საზოგადოებრივი ქონება.

სამი წელია, სამეგრელოს რეგიონის საზოგადოებრივი უხუცესთა კავშირ «სხუნუ»-ს გამგეობის წევრები  ვსწავლობთ შესაბამის მასალებს (მთავრობის დადგენილებებს; პრეზიდენტისა თუ სხვადასხვა მინისტრის გადაწყვეტილებებს, მათ ზერელე პასუხებს).  ირკვევა, რომ ენის, მამულისა და სარწმუნოების დასაცავად, ქვეყნის ერთიანობის აღსადგენად, 15 ათასი მუშამოსამსახურის დასასაქმებლად აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, ორი საკითხის მოგვარება:

I. ავარიულ შემთხვევაში «ენგურჰესის» თაღოვანი კაშხლიდან მოვარდნილი ნიაღვრის საწრეტი არხის მშენებლობა, რათა დასავლეთ საქართველო გადაურჩეს წარღვნას;

II. ანაკლიაგანმუხურის ღრმაწყლიანი სახმელეთო ნავსადგურის მშენებლობა და უძველესი «აბრეშუმის გზის» აღდგენა.

ზემოაღნიშნულის სისწორის დასადასტურებლად გთავაზობთ ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური მასალებიდან და გაზეთებიდან მოკლე ამონარიდებს, აგრეთვე, ზოგიერთ საკითხზე უხუცესთა აზრს და კომენტარებს:

1. 2013 წლის 6 აგვისტოს ჩვენი #1/17 მიმართვით შექმნილ ვითარებაზე მოვახსენეთ საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებსა და პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. იგივე «ღია წერილი» გამოქვეყნდა 2013 წლის 11-17 სექტემბრის გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» 33-ე ნომერში.

«ენგურჰესის» მშენებლობა დღემდე დაუმთავრებელია. მას არ აქვს პროექტით გათვალისწინებული სპეციალური არხი, რომელიც უბედურების შემთხვევაში (მიწისძვრა, ბუნებრივი კატაკლიზმები, დივერსიული აქტი) უზრუნველყოფს მოვარდნილი ღვარცოფის შავ ზღვაში უსაფრთხოდ ჩადინებას. იგნორირებულია საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 3 თებერვლის #75 და 1986 წლის 21 ნოემბრის #714 დადგენილებები, რომლებითაც სავალდებულო იყო არხის მშენებლობა, რაც დღემდე არ შესრულებულა და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა იმყოფება სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის ქვეშ. თანაც, «ნაცმოძრაობამ» 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, 20 აგვისტოს «ენგურჰესი» საკუთრებაში გადასცა რუსეთს ისე, რომ ავარიული საწრეტი არხის მშენებლობაზე საუბარი არც ყოფილა!

დავუშვათ, დასავლეთ საქართველოში დააყენეს უცხო ქვეყნის ჯარები ან წყალქვეშა ნავები _ ანაკლია-განმუხურის კანიონში _ ამას რუსეთი აღიქვამს მომეტებულ საფრთხედ და მოსალოდნელი იქნება «ხელოვნური მიწისძვრა» ან დივერსია კაშხლის თაღის დასანგრევად, რაც გამოიწვევს დასავლეთ საქართველოს წალეკვას.

როგორც ვიცით, ამჟამინდელი ხელისუფლება აპირებს «ენგურჰესის» კაშხლის ზევით «ხუდონჰესის» მშენებლობას, რომელიც დასავლეთ საქართველოს შეუქმნის ორმაგ საფრთხეს _ დაიტბორება სვანეთის რამდენიმე სოფელი, განადგურდება ისტორიული ძეგლები, წაიბილწება წინაპართა საფლავები, სვანებს იმიგრაცია ელით, რაც «მთის დაშლას» ნიშნავს.

2. 2013 წლის 20 აგვისტოს (მიმართვა #1/18)  მივწერეთ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ბატონ კახა კალაძეს წყალსაწრეტი არხის მშენებლობის საკითხზე. სამინისტროდან განგვიმარტეს, რომ ენგურჰესი მათ არ ექვემდებარება და მიმართვა «ქვემდებარეობისამებრ შესასრულებლად» გაუგზავნეს ზუგდიდში არსებულ ენგურჰესის დირექციას(?!). იქ განგვიმარტეს:  «არხის მშენებლობის საკითხი არც დგას და არც თანხა გაგვაჩნიაკაშხალი არ დაინგრევა და, თუ დაინგრა, ისეთი ზუსტი ხელსაწყოებია დაყენებული, რომლებიც დააფიქსირებენ» («დაფიქსირება» აგვაცილებს წარღვნას?!).

დიდი ხანია, დადის ხმები, თითქოს კაშხალს აქვს «ხვრელი» და გარკვეული ოდენობის წყალი გადის მიწიდან. თუ ეს ასეა, წყალს შეუძლია დროთა განმავლობაში ფენების გამორეცხვა და კაშხალის თაღის დაშლა. ინფორმაცია სარწმუნოა თუ არა, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ შემოწმება საჭიროა!

3. 2013 წლის 12 სექტემბერს (მიმართვა #1/32) კვლავ მივწერეთ და გაზეთში გამოქვეყნებული ღია წერილით აღნიშნულ პრობლემებზე უფრო დეტალურად მოვახსენეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და საქართველოს პრემიერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რიგ საკითხებთან ერთად წერილში აღვნიშნეთ: «…კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, 100X3,5 მეტრის დამცავი არხის მშენებლობა უზრუნველყოფს წყლის ნიაღვრის ჩადინებას მდინარე ჭურიის ზღვასთან შესართავში. ამასთანავე, გათვალისწინებული იყო ინერტული მასალის 4 კარიერი (ენგური-1, ენგური-2, სოფ. კოკი და სოფ. ლია), თითოეული მოცულობით 3,2 მილიონი კუბ. მ ყოველწლიურად. მისი დიდი ნაწილის საზღვარგარეთ რეალიზაციით (ჩვენი მონაცემებით _ თურქეთსა და რუსეთს აქვთ ინერტული მასალების დეფიციტი შავი ზღვის რაიონებში!) საქართველოს ბიუჯეტში შევა დიდძალი თანხა, ხოლო მასალის ნაწილის გამოყენება შეიძლება ქვეყნის შიგნით, რითაც აღიკვეთება მდინარეებიდან და ზღვის სანაპიროებიდან ინერტული მასალების აღება, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს საქართველოს ეკოლოგიურ გარემოს».

მიგვაჩნია, რომ არხის მშენებლობა სასწრაფო და სავალდებულოა. მისი არაშენება საშვილიშვილო დანაშაულია!

გასათვალისწინებელია ახლახან დარიალის ხეობაში მომხდარი მოულოდნელი, სამწუხარო უბედურება! მით უმეტეს, სპეციალისტთა აზრით, ლარსის (დარიალის) _ ჰესის მშენებლობისას არ ჩატარებულა ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევები…

4. ინფორმაცია ანაკლიაგანმუხურის ღრმაწყლიანი სახმელეთო ნავსადგურის მშენებლობაზე:

ერთიანი საქართველოს გაძლიერების, «აბრეშუმის გზის» აღდგენისა და აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაბრუნების ერთ-ერთი ძირითადი გზა ანაკლია-განმუხურის ღრმაწყლიანი სახმელეთო ნავსადგურის მშენებლობაა. ამ საკითხზე მუშაობდნენ: აკადემიკოსი, აწ განსვენებული ბატონი არჩილ კიკნაძე და საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, ბატონი ჯუანშერ (ჯუნა) მხეიძე, რომლებმაც შესწავლილი მასალების საფუძველზე ოფიციალურად წამოაყენეს ინჟინრული წინადადება და გაატარეს რიგი ღონისძიებები:

) ბატონმა . მხეიძემ 2000-იანი წლების დასაწყისში ისრაელიდან ჩამოიყვანა ბიზნესმენი, ბატონი ილია მოსიაშვილი, რომელმაც საწყისი თანხა _ 300 ათასი დოლარი ჩადო ანაკლიაგანმუხურის ნავსადგურის მშენებლობაში, რის შემდეგაც ბატონი . შევარდნაძის ეკონომიკის მინისტრმა და ოჯახთან დაახლოებულმა პირებმა, ინვესტორს მოსთხოვეს, ღირებულების 50% ჩაერიცხა საზოგადოებრივ ორგანიზაციაში. შემდგომ ბიზნესმენი აიძულეს, მიეტოვებინა ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა და მას სამუშაოები მისცეს ბაზალეთის ტბასთან;

ბ) აწგანსვენებული პრემიერმინისტრი ზ. ჟვანია აცხადებდა, რომ აშენდებოდა ანაკლია-განმუხურის ნავსადგური და სამეგრელო გახდებოდა თავისუფალი ეკონომიკური ზონა, საქართველო გამთლიანდებოდა და გაძლიერდებოდა, გაიზრდებოდა მოსახლეობის ეკონომიკური დონე. იმ პერიოდში მას აფინანსებდა ფინელი ინვესტორი კიმ ნოსტრომი, რომელმაც თბილისში ჩამოიყვანა თავისი წარმომადგენლები და ხელმოწერით დააფიქსირეს შეთანხმება, რომლის საფუძველზეც I ეტაპზე ჩაირიცხებოდა 10 მილიარდი ევრო (სულ 20 მილიარდი ევრო), საიდანაც 1,5 მილიარდი გათვალისწინებული იყო ანაკლია-განმუხურის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობაზე, დანარჩენი კი მოხმარდებოდა მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას და სხვ. სამწუხაროდ, ზ. ჟვანიას არ დასცალდა ამის აღსრულება… მ. სააკაშვილმა საქმის გაგრძელება დაავალა ახალ პრემიერმინისტრ ზ. ნოღაიდელს და ეკონომიკის მინისტრ კ. ბენდუქიძეს… თუ რატომ ჩაიშალა შეთანხმება და ფული რატომ არ გადმორიცხა ფინელმა კიმ ნოსტრომმა, მგონი, ყველასთვის გასაგებია;

) პრეზიდენტობის კანდიდატებისა და პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელზე გაგზავნილი ჩვენი 2013 წლის 6 აგვისტოს მიმართვასა და გაზეთში გამოქვეყნებულ «ღია წერილში» აღვნიშნეთ, რომ «…აუცილებლად მიგვაჩნია, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებით კოდორის ხეობაში გაკეთდეს ნავთობისა და გაზის ტერმინალები, რომლებიც ნავთობსა და გაზს მიიღებენ ჩრდილოეთ კავკასიიდან. მილსადენები გაივლის გალის რაიონის ტერიტორიას…»;

ნავსადგურის მშენებლობაზე იმუშავებენ ქართველები, აფხაზები, ოსები, აზერბაიჯანელები და სხვა ერის წარმომადგენლები, რომლებსაც დააახლოებს და დაამეგობრებს ნავსადგურის მშენებლობა (ნავსადგური ადრე, რომ აშენებულიყო, შესაძლოა აფხაზეთი არ დაგვეკარგა ან დღევანდელი არეულობა არ ყოფილიყო);

დ) 2013 წელს ჰონკონგიდან ჩამოსულმა ბიზნესმენებმა სურვილი გამოთქვეს, აეშენებინათ: ანაკლია-განმუხურის ღრმაწყლიანი ნავსადგური და აეროპორტი; მეცხოველეობის 4 კომპლექსი (თითოეულში 1000 სული ძროხით). ისინი დაამუშავებდნენ სახელმწიფო და კერძო მიწებს სიმინდის მარცვლის მოსაყვანად, უზრუნველყოფდნენ მათ ტრაქტორებით, საწვავით, თესლით, შესაბამისი მინერალური სასუქებით; გააშენებდნენ რძის გადამამუშავებელ კომბინატს, ტორფისა და წვენების ქარხნებს და სხვ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ შეთანხმება შეგნებულად ჩაშალა;

ე) ხალხმა, შუამავლების გარეშე, მოიძია ჩვენი მეგობარი უკრაინელ ინვესტორთა ჯგუფი «ოლტა-ჯი», ისინი მზად არიან, თქვენი ნებართვისთანავე დაიწყონ ანაკლია-განმუხურის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობა; პარალელურად გაამაგრონ ზღვის სანაპირო და გააკეთონ კაშხლის არხის 4 კილომეტრი; ჩადონ ინვესტიციები მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგებში; ააშენონ წყლის ჩამოსასხმელი ქარხნები (ლებარდეში, მუხურში, სქურში, სვანეთში) და გააკეთონ მათი პროდუქციის რეალიზაცია; შექმნან ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა მოსახლეობიდან მიღებული ხილისა და ციტრუსების მიღება-შენახვა-რეალიზაციის მიზნით; საქართველოში ააშენონ საერთო საცხოვრებლები და სასტუმროები; ევროპული სტილის სტადიონი ზუგდიდში; დააზღვიონ მომუშავე პერსონალი ჯანმრთელობის კუთხით!

ორ თვეზე მეტია, «ოლტა-ჯის» წარმომადგენელი უკრაინელი ინვესტორი  თბილისში იმყოფება და  პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს;

5. 2014 წლის 14-20 მაისის გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» #17-ში დაბეჭდილია ვრცელი წერილი: «ანაკლიაში პორტის აშენება აუცილებელია», რომელშიც ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორების, პროფესორების _ გიორგი ლომინაძის, ირაკლი პაპაშვილის, ნოდარ ძიძიკაშვილისა და მათი მასწავლებლის, აწგანსვენებული აკადემიკოსის _ არჩილ კიკნაძის მიერ შვიდწლიანი გამოკვლევების შედეგად დადგენილი დასკვნა: _ მდინარე ენგურის ზღვასთან შესართავში, განმუხურის ტერიტორიაზე, ნაპირიდან 120 მეტრში არსებული, საქართველოს გადასარჩენად უფლისგან ბოძებული კანიონის გამოყენებით ღრმაწყლიანი სახმელეთო ნავსადგურის მშენებლობის აუცილებლობა, რაც ჯერ კიდევ 1976 წელს დაასაბუთა ოკეანოლოგიის საერთაშორისო კომისიის წევრმა, დოქტორმა, პროფესორმა ვსევოლოდ ზენკოვიჩმა სტატიაში «ზღვის სანაპიროს მოსალოდნელი ცვლილებები კოლხეთის ჩრდილოეთში», რომელშიც აღნიშნულია: «ანაკლიის კანიონში ნავსადგურის აშენება იხსნის სანაპირო ზოლს, თუ არადა, ზღვა შევა ხმელეთზე 40 კილომეტრით».

დღეისათვის ზღვას წაღებული აქვს 1000 ჰექტარამდე სანაპირო ზოლის მიწის ფართობი!

ჩვენთვის ცნობილია, რომ ანაკლიის ზღვის სანაპირო ზოლს იკვლევენ იაპონელი სპეციალისტები. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, მათ «ამისთვის სჭირდებათ თვენახევარი». როგორც ვიცით, მათ წინაშე არ დასმულა კითხვა: ხუდონჰესის გაშენების შემდეგ რა ზეგავლენას მოახდენს ზღვაზე  «ენგურჰესის» თაღოვანი კაშხალიდან წამოსული ნიაღვარი და რა მდგომარეობაში იქნება მდინარე ჭურია და თიქორი?

მოსახლეობა ელოდება იაპონელი და ქართველი სპეციალისტების ერთობლივ დასკვნას და მის გასაჯაროებას!

ბატონო პრემიერმინისტრო!

. ზუგდიდში 18 მაისის შეხვედრაზე თქვენ განაცხადეთ: «ანაკლიაში პორტი გაშენდება, ყველა პროექტს პირადად განვიხილავ». ჩვენ, უხუცესებს, თქვენი გვჯერა, მაგრამ მოსახლეობა უნდობლად უყურებს ამას!

გთხოვთ, გამონახოთ დრო და პირადად შეხვდეთ ზემოხსენებულ უკრაინელ ინვესტორს, რათა მიიღოთ ობიექტური გადაწყვეტილება. ადვილი შესაძლებელია, უკრაინელი ინვესტორი დათანხმდეს ნიაღვარსაწრეტი არხის მშენებლობას ენგურჰესის თაღოვან კაშხლამდე.

ცნობისთვის:

სამომავლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა, დასავლეთ საქართველოს ქალაქებისა და რაიონების წარმომადგენელთა მოწვევით, აპირებს სახალხო კრების ჩატარებას ზემოაღნიშნულ საკითხებზე.

პატივისცემით,

სამეგრელოს რეგიონული საზოგადოებრივი

უხუცესთა კავშირ «სხუნუ»- გამგეობის თავმჯდომარე

ანზორ ლომაია,

წევრები:

ჯონი ზარანდია,

 მიხეილ ხუბუტია,

ალიკო თოდუა,

ვახტანგ ბულია,

გივი ქირია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here