Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი: აშშ საქართველოში შავი ჭირის საიდუმლო შტამს ინახავს

ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი: აშშ საქართველოში შავი ჭირის საიდუმლო შტამს ინახავს

950

«საქართველო და მსოფლიოს» მიმდინარე წლის 28 მაისი-3 ივნისის ნომერში (#19) გამოქვეყნდა მასალა სათაურით «რამ გამოიწვია ვირუსების უეცარი გავრცელება საქართველოში და უქმნის თუ არა საფრთხეს ქვეყანას ლუგარის ლაბორატორია», რომელშიც აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე და პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აძლევდნენ თბილისის აეროპორტთან ახლოს ლუგარის ლაბორატორიის ამოქმედებას და იმ საფრთხეებზე საუბრობდნენ, რომლებიც ამ დაწესებულებამ შეიძლება საქართველოს შეუქმნას.


ამ წერილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, რომელმაც ქართველი ექსპერტების შეფასებებში ეჭვი შეიტანა, _ ჯაველიძე და ჭიპაშვილი აკადემიკოსები არ არიან ვირუსოლოგიაშიო. ამიტომ დღეს ამ საკითხზე გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის, ამერიკელი ჟურნალისტისა და მკვლევარის _ ჯეფრი სილვერმანის თვალსაზრისს.

_ უკვე დიდი ხანია, იკვლევთ ბიოლაბორატორიების საკითხებს, პირველად როგორ და როდის შეიტყვეთ მათ შესახებ?

_ 2004 წელს კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოს ვასრულებდი საფრანგეთის საელჩოსა და საერთაშორისო საკრიზისო ჯგუფისთვის. მე შემიკვეთეს იმ პერსონების სიის შედგენა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ტექნოლოგიების მართვის კომპანია TMC-ში, რომელიც მდებარეობდა თბილისში, თავისუფლების მოედანზე. ეს იყო წამყვანი კომპანია, რომელსაც თბილისის აეროპორტთან ლუგარის ლაბორატორია უნდა აეშენებინა. დამავალეს, შემეჯამებინა ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო პროექტსა და შეერთებული შტატების შეიარაღების პროგრამებთან, აგრეთვე, იმ ამერიკულ და ბრიტანულ უნივერსიტეტებთან, რომლებიც ასოცირდებოდნენ ამ პროგრამებთან. ასევე, უნდა გამერკვია კავშირები თურქ კონტრაქტორ Bechtel National-სა და საიდუმლო შეიარაღების პროგრამებთან.

მე, აგრეთვე, ვიძიებდი იმას, თუ როგორ დამახინჯდა ამერიკის ბიოლოგიური შეიარაღების კანონმდებლობა შეერთებული შტატების პატრიოტის აქტის 817 მუხლით და როგორ გამოიყენა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ციმბირული წყლულის ინციდენტი 2001 წელს სამხედრო ექსპანსიის დასაწყებად. ამჟამად დროდადრო ვიღებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, როგორ ცდიან ბიოლოგიურ იარაღს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაზე, მათ შორის არის საქართველოს და შუა აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის მოსახლეობაც.

საქართველოში წლების განმავლობაში არ არსებობდა ცხოველთა აცრის პროგრამა, მთავრობა დაავადებებისგან პირუტყვის დაცვის საშუალებების არარსებობას უსახსრობას აბრალებდა, მაგრამ ბევრი თვლის, რომ საქმე სხვა რაღაცაში იყო. ამერიკის მთავრობამ, კერძოდ, თავდაცვის დეპარტამენტმა, გადაწყვიტა, შეესწავლა ბაქტერიების ახალი შტამები, მაგალითად, ციმბირის წყლულის და ამა თუ იმ შტამის ზემოქმედების შედეგები პირუტყვზე საქართველოს ბუნების პირობებში.

_ რა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა ამ ლაბორატორიებში?

_ ეს არის დაავადებები: კურდღლის ცხელება, შავი ჭირი, მაგრამ მუშაობენ არა ლაბორატორიებში, არამედ საველე პირობებში ცხოველთა პოპულაციაში. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში შავი ჭირის საიდუმლო შტამს ინახავს მისი შემდგომი შესწავლის მიზნით. ლაბორატორიამ გახსნა ბიოაგენტების შენახვის საიტი, მაგრამ მისი აქტიურობა გაფართოვდა ლაბორატორიების ქსელების მეშვეობით და რიგი ვაქცინების დამკვიდრებით საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო აპლიკანტების მიერ.

თავდაპირველად ამ ლაბორატორიების დანიშნულება შეერთებული შტატების ბიოლოგიური იარაღის შენახვა იყო, ამის უზრუნველყოფას აკეთებდნენ დაქირავებული «დემოკრატიისთვის მებრძოლები».

დაავადებათა კონტროლის ცენტრში მითხრეს, რომ ლუგარის ლაბორატორიას ისევ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი მართავს. გარდა ამისა, ქობულეთის მახლობლად არსებობს ლაბორატორია, რომელიც სამხედრო დანიშნულებით მუშაობს და მას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი მართავს.

_ ვინ დგას ამის უკან?

_ ამერიკის მთავრობა, თავდაცვის დეპარტამენტი, რომელიც USAMRID-ის (შეერთებული შტატების ინფექციურ დაავადებათა სამხედრო სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი) სახელით მერილენდის შტატში ფორტ დეტრიკსში მოღვაწეობს. ეს ის ბაზაა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბიოიარაღზე კვლევების ჩატარებაზე და რომელიც დაიხურა საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით. ამის გამო კვლევები გაგრძელდა ქვეყნის გარეთ, ე. წ. ნაცრისფერ ზონაში. არსებობს მჭიდრო კავშირი ქართველ ბიზნესმენებსა და ლიბანისა და საუდის არაბეთის მკვიდრთა შორის. ისინი ერთად მუშაობენ და ახლო კავშირში არიან ამერიკულ სადაზვერვო სამსახურებთან.

რამდენიმე წლის განმავლობაში ვიკვლევდი ამ კავშირებს და ამ ქსელის თაობაზე ამერიკის მთავრობისთვისაც არის ცნობილი. აღნიშნულ ქსელში ჩართულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი თაღლითი პირი.

_ როგორ დაიზღვიოს თავი მოსახლეობამ?

_ იმ შემთხვევაში, თუ დაავადება გავრცელდა, სასურველია, გაემგზავროთ ქალაქგარეთ, თბილისიდან მოშორებით და მოარიდოთ თავი კონტაქტებს. მოიმარაგეთ საკვები და წყალი. ვაქცინაცია და პროფილაქტიკური მკურნალობა უფრო სასარგებლო იქნება ინფექციის გავრცელების მეორე სტადიაზე და არა პირველად გამოცხადების შემთხვევაში. წინასწარი ვაქცინაცია დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თვითონ ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომია (მაგალითად, შავი ჭირის ან ციმბირული წყლულის შემთხვევებში).

დღეს კი ხელისუფლებას უნდა დაუსვათ შემდეგი კითხვები: მაგალითად, რატომ მოხდა ისე, რომ ლაბორატორია, რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 40 მილიონს, საბოლოოდ 300 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა? რატომ ჩართეს პროექტში საზღვაო ჯარები? რატომ დაინიშნა ლაბორატორიათა ქსელზე პასუხისმგებელ პირად გენერალი, რომელსაც მეცნიერებასთან შეხება არ აქვს?

მოითხოვეთ არამხოლოდ ლაბორატორიის, არამედ ლაბორატორიათა ქსელის გამჭვირვალე დოკუმენტაცია. მედიის მიერ გაშუქებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში არსებობს ბიოიარაღის ლაბორატორია, კერძოდ, რიჩარდ ლუგარის სახელობის თბილისის საჯარო ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, მოჰყვა ის, რომ 2013 წლის მაისში ამ დაწესებულებას ეწვია საქართველოს პრემიერმინისტრი ჯანდაცვის მინისტრისა და ამერიკის ელჩის თანხლებით. რამდენიმე საათის შემდეგ კი, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, მთავრობამ ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა. სამთავრობო მოლაპარაკების თანახმად, 2013 წლის 7 მაისს ცენტრის ქონება გადასცეს დაავადებათა კონტროლის საქართველოს ეროვნულ ცენტრს. გასათვალისწინებელია, რომ ამ ლაბორატორიებს არც სამოქალაქო ჯანდაცვის ფასეულობა აქვთ და არც კომერციული. ისინი საფრთხეს კი არ ებრძვიან, თვითონ ქმნიან.

საკითხავია, რატომ აფუძნებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამ ლაბორატორიებს, რატომ ახორციელებს საშიშ პროგრამებს და აწარმოებს ტოქსინებს?

ესაუბრა

მაია ჩუბინიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here