Home რუბრიკები პოლიტიკა რესპუბლიკელების ხელით ქართული ოცნების ახდენა მითია!

რესპუბლიკელების ხელით ქართული ოცნების ახდენა მითია!

618

ქალაქში ანეკდოტი დადის: რესპუბლიკელებმა ყველა ოცნება აისრულეს და ქართულ საზოგადოებას 3 თითის კომბინაცია უჩვენესო. რათაო? _ ეკითხება იმედგაცრუებული მეოცნებე, განა ჩვენ ქართულად არ ვოცნებობთო? _ სწორედ ამიტომო, _ უპასუხებს რესპი და, როგორც მდაბიოებს სჩვევიათ, მედიდურად, ზემოდან გადმოხედავს მეოცნებეს.

 

ბატონმა ბიძინამ ქართულ პოლიტიკაში ჩართვა სამშობლოს დაკარგვის საფრთხით ახსნა და გვერდით დაიყენა ძალა, რომელმაც, როგორც ცნობილია, 2004 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მზადყოფნა გამოთქვა, რაც დაბეჭდილია ქართულ-აფხაზური კონფერენციის მასალებში: «Асректы грузиноАбхазского конфликта » (том 9), Москва, 2004г. ასე რომ, სამშობლოს დაკარგვის საფრთხეს, «ნაცების» გარდა, რესპებიც ქმნიან. ისინი მზად არიან დედასამშობლოსგან აფხაზეთის მოწყვეტისთვის. აი, ამბობს ამჟამინდელი . . სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქართველების შესახებ: «Их спрашивают в первую очеред, поетаму их надо как-то нейтрализоватъ, ето было-бы одно из самых главных задач нашего проекта».

ძველი ხელისუფლების ნარჩენები და ახალი ხელისუფლების დასავლური ფრთა მზად არიან, ერთგულება დაუმტკიცონ არაქართულ ძალებს საქართველოს დანაწევრების ხარჯზე, რაშიც საკუთარ ინტერესებს ხედავენ. ნატო-ევროკავშირით დემაგოგიას თავი ვერ და არ დაანება ახალმა ხელისუფლებამ, რადგან არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება, ნება ქართველი კაცისა, რომ ჩვენს სამშობლოში ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს და არა  ევროპელების ან ამერიკელების. ქართულ საზოგადოებას არანაირი ვალდებულება არ აუღია ამერიკის ხელისუფლების წინაშე. არც ამერიკის და არც საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნის ეროვნული განვითარებისთვის. ისე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჰიტლერს 4000 აქტიური მხარდამჭერი ჰყავდა, რომელთა უმრავლესობა მეცნიერი და აკადემიკოსი იყო. მაგრამ სულიერებასა და ზნეობას მოკლებული განათლება ისევე ანგრევს ქვეყანას, როგორც გერმანიის შემთხვევაში მოხდა, ამიტომ მითი იმის შესახებ, რომ რესპუბლიკელები განათლებულები არიან და ქვეყანას სიკეთეს მოუტანენ, მხოლოდ ილუზიაა, რადგან სულიერებითა და ქართული ტრადიციებით გაჯერებული ცნობიერების მქონე რიგითი ქართველი ერთგულია იმ იდეისა, რომელმაც აქამდე მოიყვანა საქართველო. რესპების ხელით ქართული ოცნების განხორციელება კი ისეთივე მითია, როგორც დემოკრატია მსოფლიოში.

 ქართველი ხალხი ნუთუ ისეთი ბნელი და უვიცია, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ ჯერ კიდევ მინისტრის რანგში გაკეთებულ განცხადებას დაიჯერებს, თითქოს ქართველები ავღანეთში საქართველოსთვის იბრძვიან?!  «აისაფის» ფონდში 1,5 მილიონი ჩარიცხეს, არადა, გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვთა შიმშილით სიკვდილიანობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ! განა ქართველი საჯიშე ბიჭები უჯიშოთა სკამების გადასარჩენად უნდა იღუპებოდნენ? უცხოურ მისიაში მონაწილეობით ქართველებიც ხომ ოკუპანტებად აღიქმებიან?! მარგველაშვილისავე განცხადებით, უცხოელ პედაგოგთა გავლენით, ქართველებმა თურმე სუფთა ინგლისურით უნდა ისაუბრონ. ქართველი მხოლოდ სუფთა ქართულით უნდა საუბრობდეს და ამაზე ჯერ კიდევ განათლების მინისტრის რანგში უნდა ეზრუნა ამჟამინდელ პრეზიდენტს, რამეთუ დიდმა ქართველმა ბრძანა: რა ენა წახდეს, ერი დაეცესო! ენაწამხდარი ერი კი სამშობლოს ვერ შეინარჩუნებს. ბატონ ყოფილ მინისტრს იმთავითვე უნდა ეზრუნა სასწავლო პროგრამიდან  ქართული მენტალიტეტისთვის მიუღებული «უნარჩვევების» ამოღებაზე და ცხოველთა მწვრთნელებისთვის ან, უკეთეს შემთხვევაში, რომელიმე ქვეყნის უნარშეზღუდულთა საზოგადოებისთვის გადაცემაზე.

ლიბერალური მიდგომები ზნეობრივი აკრძალვების, მართლმადიდებლური და ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ არის მიმართული.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ის მრავალ შტატში (ოჰაიოს, მისისიპის, მონტანას, ლუიზიანის და სხვ.) მკაცრი სასჯელია დაწესებული  ჰომოსექსუალურ და სხვა არაბუნებრივ ურთიერთობებზე, აკრძალულია ჰომოსექსუალთა მიერ ბავშვის შვილად აყვანა, სკოლის სახელმძღვანელოებში მსგავსი საკითხების დეკლარირება და პროპაგანდა. ეს ყოველივე მიანიშნებს, რომ უცხოელი ემისრები ლგბტ საზოგადოების დაცვის მიზნითა და ქართველი მოსახლეობის გახრწნა-გადაგვარებისა და მართლმადიდებლური სარწმუნოების წაბილწვის მიზნით საქართველოს უქნევენ თითს. 2012 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ევროსაბჭოსგან მიიღო დოკუმენტი სახელმძღვანელოდ და დასანერგად. ევროპის საბჭოს რეკომენდაციებში საუბარია სექსორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზე და მითითებულია, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში დასაშვებია სექსის საკითხების ჩართვა, ხოლო ოჯახურ ღირებულებებსა და ზნეობაზე საუბარი იგნორირებულია.

ჩვენი ხელისუფლებისთვის ლგბტ-ს უკანალი ეროვნული განძია, განძს კი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება, ამიტომაც შემუშავდა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც შემოღებული იქნება «თანასწორობის დაცვის ინსპექტორის» თანამდებობა, რომელიც ლგბტ-თა უფლებებს დაიცავს.

ქართული ეროვნული და მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის უცხო კანონების მიღება ერს თვითგანადგურებისკენ უბიძგებს.

სწორედ ამის მაგალითია რუმინეთი და ბულგარეთი, რომელთა მოსახლეობა მთავრობამ, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, უკეთესი ცხოვრების იმედით გააბრიყვა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტით საგარეო ვალი გაუზარდა. ანალოგიური მდგომარეობაა საბერძნეთშიც, რომლის საგარეო ვალი, როგორც გაზეთი «ტოვიმა» აღნიშნავს, 2013 წლის ბოლოსთვის 321 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ილახება იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც სამშობლოს მიმართ სიყვარულს გამოხატავენ. კანონი ასეთ ადამიანებს დევნის, რადგან თურმე მსგავსი გამოვლინება მუსლიმთა უფლებებს ლახავს. საბერძნეთში მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული, მაგრამ ბერძნები იდენტობას კარგავენ, რადგან ხელისუფლება ხალხს უპასუხისმგებლოდ მოექცა ცრუ იდეალების რეკლამირებით. ამით მთავრობამ ძალაუფლება შეინარჩუნა, მაგრამ ხალხის სიძულვილი დაიმსახურა.

ევროკავშირში გაწევრიანებულ 27 ქვეყანას, რომლებიც ეროვნული თავისუფლებისა და ეკონომიკური მდგრადობისკენ ილტვოდნენ, უკვე კრედიტორები მართავენ, როგორც ვალებით დაკაბალებულ ქვეყნებს.

ევროკავშირის მისიის შეფასებით, 84 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და ეს კრიზისი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ცხოვრება მნიშვნელოვნად გაძვირდა ბალტიისპირეთშიც.

გარდა ეკონომიური სიდუხჭირისა, ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური პროსტიტუცია ყვავის, რითაც ბიუჯეტი ივსება და ქვეყნის ღირსება კნინდება. იმედი მაქვს, ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს ბორდელიზაციით არ აპირებს ქვეყნის ხაზინის შევსებას. ჩვენი ხელისუფლება ევროპულ «ფასეულობებზე» დემაგოგიური საუბრებით საქართველოს მოსახლეობას კვლავ სამშობლოს დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს ზემოაღნიშნული ქვეყნების მსგავსად, მით უფრო, რომ ევროკავშირს ძველი ევროპის ღირებულებებისა აღარაფერი შერჩა და ის დავალებები, რომლებიც ვილნიუსის ხელშეკრულების შედეგად მივიღეთ, ქართულ ეროვნულ ცნობიერებას უფრო დაგვაშორებს. ID ბარათებიც ევროსაბჭოს რეკომენდაციის შედეგია.

ხელისუფლებას ქართველ საზოგადოებაზე მეტად უცხოელი ემისრები ემშობლიურება და მათ მიერ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა ნორმად მიაჩნია. კანონის უზენაესობას რომ აღიარებდნენ ის ვაჟბატონები, საქართველოსა და უკრაინაში კრიმინალი ექსმაღალჩინოსნების განთავისუფლების მოთხოვნით არ გამოვიდოდნენ და მათ კანონზე მაღლა არ დააყენებდნენ.

დიდ პატივს მივაგებ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ პროფესიონალიზმის გარეშე, მხოლოდ სანდოობით კადრების შერჩევა ხელისუფლების ნების აღსრულებაზე მეტყველებს. ბევრ კითხვას აჩენს 2011-2013 წლებში, შსს-ს ინფორმაციით, 327 ადამიანის გაუჩინარებაც.

გენპროკურორის ყოფილი მოადგილის, ვენედი ბენიძის, ინფორმაციით, ამერიკის ყოფილი ელჩი რიჩარდ მაილსი მაგიდაზე მუშტებს აბრახუნებდა და იმუქრებოდა: იზოლაციაში მოგაქცევთ, დედას გიტირებთ, თუ ბასილ მკალავიშვილს არ დაიჭერთო.

ამჟამად რიჩარდ ნორლანდის ჩარევით, უცხოელებისთვის ქართული მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადეს. ქართული საზოგადოების პატივისცემას არ იმსახურებს ის ხელისუფლება, ქართველის სისხლით შენარჩუნებულ ქართულ მიწას უცხოელებზე რომ გაყიდის, ქვეყნის ხერხემალს _ გლეხს პრობლემებს შეუქმნის და პუტინის მსგავს სახელმწიფო მეთაურს მანატრებინებს, როგორც საკუთარი ქვეყნის ინტერესების დამცველს. მხოლოდ 2012 წელს 40 ათასი უცხოელი ჩამოსახლდა საქართველოში, რაც იდენტობის შენარჩუნების ხელშემშლელი ფაქტორია. სავიზო რეჟიმის გაუქმებამ გამოიწვია უცხო ჯიშის თავისუფლად შემოსვლა საქართველოში, რომელთა შორის, შსს-ს ინფორმაციით, მრავალ დანაშაულში, მათ შორის მკვლელობის მცდელობაში, ბრალდებულმა არაერთმა კრიმინალმა საქართველო თავშესაფრად გაიხადა. უნდა გაუქმდეს კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ და ყველა უცხოელი გავიდეს ქვეყნიდან. ფულზე გაყიდულმა ნაძირლებმა კი, გნებავთ, ჰომოფობი მიწოდონ და, გნებავთ, _ ქსენოფობი, არ მაღელვებს, რადგან, უპირველესად, ჩემი ერისა და ქვეყნის სატკივარი მტკივა.

სსრკ-ისგან თავისუფალ საქართველოში იგნორირებულია მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვა და მაღალჩინოსნები ძვირადღირებული მანქანების შეძენითა და საკუთარი თავისთვის პრემიების გამოწერით არიან დაკავებულნი. მეტიც, გაუნათლებელი ლიბერასტები ებრძვიან სტალინს, რომელიც მოქალაქეთა წერილებს კითხულობდა, ეხმარებოდა მათ და რომელსაც საკუთარ კეთილდღეობაზე არასოდეს უფიქრია.

სოსო ჯუღაშვილის გულისხმიერებაზე საკუთარი ოჯახის მაგალითითაც ვიმსჯელებ. მამიდაჩემი _ ლია თამაზაშვილი იგონებს: სტალინს ძალიან უყვარდა ხალხური სიმღერები, მათ შორის «შაშვი კაკაბი შეიბნენ». პაპაჩემმა _ გიორგი თამაზაშვილმა, საქართველოს I დეკადის ინიციატორმა და სულისჩამდგმელმა, ჯიღაურის გუნდი რუსეთში ჩაიყვანა. იგი გახლდათ პეტროგრადში იურიდიული განათლებამიღებული პიროვნება და გურჯაანის მოსამართლედ მუშაობდა. გიორგი თამაზაშვილი სოსო ჯუღაშვილის თანამებრძოლი იყო და გასაბჭოებამდე ჟანდარმებმა ამის გამო დააპატიმრეს. სოსო ჯუღაშვილის ადგილსამყოფელი რომ არ გათქვა, თავდაყირა დაკიდებულს, ქვემოდან ცეცხლი შეუნთეს. სახედამწვარი გიორგი სოსო ჯუღაშვილმა ხაშურში მალაქია თურმანიძესთან წაიყვანა და უმკურნალა.

მახსოვს, სტალინის გარდაცვალების დღეს ბებიაჩემი _ ეკატერინე თამაზაშვილი ისე გულამოსკვნით ქვითინებდა, რომ გულუბრყვილო შეკითხვით მივმართე _ მამა უფრო გიყვარს თუ სტალინი-მეთქი?

მივესალმები პუტინის განცხადებას, რომ რუსეთი კავკასიიდან წასვლას არ აპირებს. სწორედ მისმა ძალისხმევამ გადაარჩინა უკრაინა, მსოფლიოში ხორბლის მწარმოებელი მეორე ქვეყანა 50-მილიონიანი მოსახლეობით, რითაც ევროპას მსუყე ლუკმა დააკარგვინა. ევროკავშირი უკრაინაში დაუბეგრავი საქონლის შეტანას გეგმავდა, რაც ქვეყნის წარმოების სრულ კრახს გამოიწვევდა.

მტკიცედ მწამს, რომ ევრაზიული გაერთიანება ისევ გადაგვარჩენს დემოგრაფიულად, შეგვინარჩუნებს იდენტობას და ჩვენი თანამემამულეებიც დაბრუნდებიან საქართველოში.

საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებების, ბრიტანული გამოცემა «თაიმსისა» და «ფორბსის» ინფორმაციით, პუტინი მსოფლიოში ერთ-ერთ  გავლენიან პირად დასახელდა.

საზოგადოების მასობრივი გამოშტერების საშუალებამ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის ერთ-ერთ გადაცემაში «წითელი ზონა» საბჭოთა პერიოდი შეადარა ნებაყოფლობით მონობას, რომელსაც ხალხი შეეჩვია. ვისაც იმ პერიოდში უცხოვრია, მმართველობის სისტემის შეცდომებიც ახსოვს, მაგრამ შედარებასაც შეძლებს დღევანდელ ყოფასთან, როცა კეთილდღეობის სანაცვლოდ, ხელისუფლების ლანძღვის უფლება მოვიპოვეთ მხოლოდ, რომელსაც თავად მონური ფსიქოლოგიის მქონე ხელისუფლების მიერ მასობრივად გამოშტერებული ადამიანების იძულებით დამონებას დავარქმევდი: გაყალბებული არჩევნები; რეფერენდუმის გარეშე დასავლური ორიენტაციის დაკანონება; იძულებითი ჩიპიზაცია; არასამართლებრივი სახელმწიფო; კანონზე მაღლა დაყენებული კრიმინალი მაღალჩინოსნები; ქართული ენის დაკნინება; იძულებითი მიგრაცია აბორიგენი მოსახლეობისა და თურქი-მესხების ჩამოსახლება; ქართული მიწების გაყიდვა სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ; ხუდონჰესის მშენებლობა და ძირძველი მოსახლეობის სისხლ და ოფლჩაღვრილი ტერიტორიიდან აყრა და კიდევ ერთი უმშვენიერესი რეგიონის დაკარგვა სრულიად საქართველოსთვის. სვანეთი მხოლოდ სვანების კუთვნილება არ არის და თუნდაც ერთი ოჯახის ტკივილად არ ღირს პროექტი, რომელიც სამშობლოს დაგვაკარგვინებს და რამდენიმე ადამიანის გამდიდრებას მოემსახურება.

მახსოვს მოგონებები ბიძინა ივანიშვილზე: საზღვარგარეთ ყოფნისას წაქცეული ბავშვი წამოაყენა უცხოელმა და შეკითხვაზე _ სადაური ხარ? _ ჭორვილელიო, იყო პასუხი. ეს ტკივილიანი სიყვარულია მშობლიური მიწისა, რომელსაც ყველა ქართველი განიცდის.

საქართველო ჩვენი სამშობლოა და არა ხელისუფლების მიერ პრივატიზებული ტერიტორია, რომელსაც მათი ნებითვე ვკარგავთ. საუკუნეობით დაგროვილმა საფრთხემ და ტკივილმა სწორედ ამიტომ ამოხეთქა ლექსად ქართველი კაცის გულიდან:

«სამშობლოს

არვის წავართმევთ,

ჩვენც ნურვინ შეგვეცილება,

თორემ ისეთ დღეს დავაყრით,

მკვდარსაც კი გაეცინება».

იზა თამაზაშვილი,

ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here