Home რუბრიკები საზოგადოება მცოცავი დემოგრაფიული ექსპანსია გრძელდება

მცოცავი დემოგრაფიული ექსპანსია გრძელდება

1106

მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა თითქმის მთელი საქართველო თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოაცხადა და მსოფლიოს 118 სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლა შემოიღო, თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ რაიონულ ცენტრებში უცხოელების შემოდინება გეომეტრიული პროგრესიით მიმდინარეობს. შედეგად მილიონნახევრიან დედაქალაქში უკვე ყოველი მესამემეოთხე მოქალაქე ირანელი, თურქი ან არაბია, რაც ჯამში იმას ნიშნავს, რომ დღესდღეობით აქ 100 ათასამდე . . მიგრანტია შემოსული. «ნაცმოძრაობის» პროპაგანდისტული მანქანა თავის დროზე ამ მცოცავ დემოგრაფიულ ექსპანსიას დადებით მოვლენად გვიხატავდა და აცხადებდა, რომ, რაც უფრო მეტი ინვესტორი შემოვიდოდა, მით უფრო მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდებოდა. მიუხედავად ამისა, უმუშევრობა დღემდე უმთავრეს პრობლემად რჩება, «ინვესტორები» კი ლამის ეთნიკურ უმრავლესობაში აღმოჩნდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ 2005-დან 2012 წლამდე შემოსული უცხოელების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, ისევ სააკაშვილის ძალისხმევით, ქართული პასპორტები მიიღეს. შესაბამისად, მათ შეძლეს აქ უძრავი ქონების დაკანონება და სამუდამოდ საკუთრებაში მიღება. ძირითადად, ლაპარაკია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტისა და შენობა-ნაგებობის შესყიდვაზე. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქის ცენტრი, უკვე დიდი ხანია, ოცდამეერთე საუკუნის თურქ ხონთქართა, არაბ შეიხთა და ბედუინთა სამფლობელოდ იქცა. სხვათა შორის, 2009 წელს, როცა სააკაშვილმა და უგულავამ «ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის» პროგრამის ფარგლებში აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახსნეს, «ნაცმოძრაობის» ბელადმა ამაყად განაცხადა: «ეს არის თბილისის ის უბანი, რომელიც ჰგავს ყველაზე მეტად პარიზს და მას დავამსგავსებთ პარიზსო». დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მან ეს დაპირება პირნათლად შეასრულა და თითქმის მთელი «პლეხანოვი» არაბებზე გაასხვისა. დღესდღეობით ამ უბანში, ისევე, როგორც პარიზის რიგ რაიონებში, მართლაც არაბები სჭარბობენ, ყველგან არაბული ჰანგები ისმის და ფასადებზე, აბრებზე მათ ენაზეა წარწერები დატანილი. მოკლედ, მიშამ საქართველო ამ მხრივ ზუსტად დაამსგავსა საფრანგეთს, მაგრამ საბოლოოდ ესეც არ გვაკმარა და საკუთარი საკონსტიტუციო ვადის ბოლო დღეებში დამატებით კიდევ 25 ათასამდე უცხოელს მიანიჭა მოქალაქეობა. სად, როდის ამოქმედდება ეს ნაღმები და რა ზიანს მოუტანს სახელმწიფოს, კაცმა რა იცის; ახალი ხელისუფლება კი, იმის ნაცვლად, რომ ამ ნაღმების გაუვნებელყოფას ცდილობდეს, დანაშაულებრივ რეჟიმთან კოაბიტაციით ტკბება…

 «საქართველო და მსოფლიო» სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილს შეხვდა და უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღებამინიჭების საკითხზე დეტალურად ესაუბრა.

_ ბატონო ლევან, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი უცხოელი შემოვიდა საქართველოში აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. მათი უმეტესობა მოქალაქეობის მიღებას ცდილობს. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი ამისთვის და საერთოდ, რამდენად კანონიერად მიმდინარეობს ეს პროცესი?

_ ზოგადად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ორი გზა არსებობს, ეს არის მინიჭება და მიღება. მათ შორის დიდი განსხვავებაა, ვინაიდან მიღება გულისხმობს იმას, რომ პირი ტოვებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას და იღებს მხოლოდ ქართულ პასპორტს, რაც არის განსხვავებული პროცედურა, ანუ ნატურალიზაციის პროცესი. რაც შეეხება მინიჭებას, ამ დროს პირი ინარჩუნებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობასაც და ხდება ორმაგი მოქალაქე.

_ ეს უფრო მარტივი პროცესია?

_ საერთოდ, მოქალაქეობის მინიჭებას ორგვარი პროცედურა აქვს. ერთი და სტანდარტული პროცედურა გულისხმობს იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მოგვმართავს ჩვენ _ სერვისების განვითარების სააგენტოს, წარადგენს მოქმედ პასპორტს, საფასურის გადახდის ქვითარს და ავსებს სპეციალურ ანკეტას. ამის მერე ვიბარებთ მას გასაუბრებაზე, მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საჭიროების შემთხვევაში, _ სხვა უწყებებსაც, რომ მიიღოს ინფორმაცია პირის შესახებ და შემდეგ სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ვამზადებთ საბოლოო დასკვნას, რომელიც იგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. იქ უკვე გამოიცემა ბრძანებულება მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მეორე პროცედურას, იგი გულისხმობს მინიჭების გამარტივებული წესის უფლებას, რომელიც გააჩნია ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს. ამ შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მიმართოს პირველ პირს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან სხვა უწყებებში ინფორმაციის გადამოწმება არ ხდება.

_ ესე იგი პრეზიდენტი სრულიად დამოუკიდებლად იღებს ამ გადაწყვეტილებას?

_ უბრალოდ, ყველა სხვა სახელმწიფო სტრუქტურის გვერდის ავლით მას აქვს უფლება, მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს მოქალაქეობა უცხოელს.

_ გამოდის, რომ პირი შეიძლება შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდეს და პრეზიდენტმა მაინც მიანიჭოს მოქალაქეობა?

_ თავისთავად მოქალაქეობის მინიჭება, აპრიორი, ნიშნავს, რომ მან შეიძლება არ იცოდეს ქართული ენა, საქართველოს ისტორია, მაგრამ ეს არ არის რეალურად ხელისშემშლელი ფაქტორი.

_ იმ შემთხვევაში, თუ კი უცხო ქვეყნის მოქალაქე ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებს, დაახლოებით რა ვადაში შეიძლება მიიღოს ქართული პასპორტი?

_ ზოგადად, მიღებაზე ძალიან ცოტაა განაცხადი, სულ რამდენიმე შემთხვევაა წელიწადში, იმიტომ, რომ უმეტესობას არ სურს, დატოვოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა. შესაბამისად, მინიჭებაზე გაცილებით მეტია, ვადას რაც შეეხება, აქ არის სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს ვადას 30-დან 90 დღემდე.

_ ავიღოთ ასეთი შემთხვევა: მოქალაქეობის მოთხოვნით მოდის ორი პირი _ ერთი _ ეთნიკურად ქართველი, მეორე _ არაქართველი, აქვს თუ არა რაიმე უპირატესობა ქართველს?

_ თუ სტატუსით მოქალაქეობის არმქონე ხარ, აქ მთავარია სამართლებრივი მდგომარეობა და ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე სხვა კრიტერიუმებით შევაფასოთ.

_ მოკლედ, კანონი ქართველს არ ანიჭებს უპირატესობას?

_ არა.

_ ისე, ბევრია ყოველწლიურად საქართველოს მოქალაქეობის მსურველი?

_ ჩვენ წელიწადში დაახლოებით 5000-დან 6000-მდე დადებით დასკვნას ვაკეთებთ.

_ როგორც ვიცი, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ქართველს, არაქართველისგან განსხვავებით, ბინადრობის უფლების მისაღებად ორი მოწმის ხელმოწერა სჭირდება. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?

_ დიახ, ეს ასეა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს დროებით ბინადრობაზე არ სჭირდება მოწმის ხელმოწერა, ვინაიდან ეს არის დროებითი საცხოვრებელი ადგილის დადასტურება, ანუ, მარტივად თუ ვიტყვით, ამით ხდება მათთვის  პროცედურის გამარტივება, რომ ხელი შევუწყოთ შემოსვლაში და შესაბამისი დოკუმენტების აღებაში.

 ლევან სამადაშვილთან საუბრის შემდეგ, რომლის სამსახურიც იქვე, იუსტიციის სახლის მესამე სართულზეა, დაბლა ჩავედი და სტრუქტურის სამუშაო პროცესს დავაკვირდი. დაახლოებით ერთი საათი ვიდექი მეექვსე სივრცეში და ვცდილობდი, გამეგო, ვინ რა მიზნით, რის გასარკვევად ან რა პროცედურისთვის მიდიოდა ოპერატორთან. ცნობისთვის: იუსტიციის სახლში მეექვსე სივრცე ის ადგილია, სადაც ხალხი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ანუ პასპორტის ასაღებად მიდის. იმ ერთი საათის განმავლობაში  დაახლოებით ოცამდე უცხოელი მივიდა საბუთებით ხელში მაგიდასთან; მათგან სამს, პირადად დავინახე, როგორ გადასცეს შინდისფერი «ბროშურა» საქართველოს გერბით

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. სირცხვილია და მეტი არაფერი გული მერევა უკვე უცხოელებზე
    მიწები სულ გაიყიდა მარტო მე ერტი 50 ფაქტი ვიცი სულ რამდენი იქნება რო წარმოვიდგენ მზარავ უნდა სჰეწყდეს მოქალაქეობის გაცემა ასე ადვილად მიტუმეტეს ზანგებზე ჩინელებზე და ინდოელებზე. 🙁

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here