Home რუბრიკები პოლიტიკა დავეწიოთ და გავუსწროთ მიშა სააკაშვილს

დავეწიოთ და გავუსწროთ მიშა სააკაშვილს

1042

იყო ასეთი მასხარა _ ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელმაც ბედის ირონიით გენიალური სტალინის ტახტი დაიკავა ბელადის სიკვდილის შემდეგ. სწორედ მას ეკუთვნის ლოზუნგი «დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას!», რომლის პერიფრაზიცაა წინამდებარე წერილის სათაურისიმართლე უნდა ითქვას, რომ მართალია, სიმინდის მოყვანაში, რომლის დიდი მოყვარულიც გახლდათ ამხანაგი ნიკიტა სერგეევიჩი, და ზოგადად ვერც ეკონომიკაში დაეწია და გაუსწრო  გასული საუკუნის 50-60-იანი წლების საბჭოეთმა აშშ, მაგრამ სტალინის მდიდარი მემკვიდრეობის ინერციით, მაშინდელმა სსრკმა კოსმონავტიკაში  შორს ჩამოიტოვა აშშ და საერთოდ სამხედრო მრეწველობაში ტოლს არ უდებდა და შიშის ზარს სცემდა ამერიკას. იქამდეც კი, რომ ნიკიტამ გაეროს ტრიბუნაზე სულ საკუთარი ფეხსაცმლის ქუსლი უბრახუნა პენტაგონს: «ია ვამ პოკაჟუ კუსკინუ მატ»-!..  თუ რაში დამჭირდა ეს ისტორიული ექსკურსი, ამაზე ქვემოთ, მანამდე კი


«ესაა, ბიჭო, კაი სროლა ვიციო? ეშჩო დვარიანინ

დაილოცოს ქართული კინემატოგრაფი! ნებისმიერი სიტუაციისთვის შესაფერ ეპიზოდს თუ რეპლიკას მოძებნი. აი, ახლაც, იმ ცირკის დასასრულს, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები ერქვა, «დაკარგული სამოთხედან» ის ეპიზოდი გამახსენდა, როცა პრისტავის ცემის შემდეგ გაქცეულ ლაზარიას გასტრაჟნიკებული ასლან კალმახიძე თოფს ესვრის, ააცილებს და ნაცემი პრისტავისგან ამ საყვედურს მიიღებს!

მართლაც, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, რიგითი «მეოცნებით» დამთავრებული, ლამის თავი წაგვჭამეს საზოგადოებას, რომ ვადაგასული პრეზიდენტისთვის მთავრობის დათხოვნის უფლების ჩამოსართმევად საჭირო რაოდენობის ხმები გარანტირებული ჰქონდათ, რომ, გინდაც ვერ გაეტანათ ეს ცვლილება, 19 აპრილს არაფერი მოხდებოდა, რადგან ხალხის რისხვის შიშით, სააკაშვილი ვერ გაბედავდა ფორმალურად არსებული უფლების  გამოყენებას და ა. შ.

აქედან გამომდინარე კი, იდეაშივე გამორიცხული იყო ე.წ. სარეიტინგო კენჭისყრა, რაც საბოლოოდ მაინც შედგა და რამაც, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობა გამოიწვია «მეოცნებეთა» თავგადაკლულ მომხრეთა შორისაც კი, ხოლო «ნაცების» შეთხელებულ ბანაკს არც თუ უსაფუძვლო იმედის სიომ გადაუქროლა!..

ამ ყველაფერმა «ოცნების» მომხრეებს შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია «ფეისბუქში», სადაც ოპერატიულად განთავსდა ამ ყველაფრის ახსნა-განმარტებითი, გამამართლებელი წერილიც, რომელსაც აქვე ვუპასუხებ. თუმცა არ ვიცი, ვინ არის ამ ოპუსის ავტორი, მაგრამ, როგორც თავად მოგვიწოდებს დასაწყისში, «შევხედოთ რეალობას». ჰოდა, შევხედე და, მოკლედ თუ ვიტყვით, ჩემი აზრით, ეს ოპუსი არის   “Попытка показать хорошую мину, при плохой игре” -ს უბადრუკი მცდელობა.

იმის მიუხედავად, გავიდოდა თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები, ვადაგასული პრეზიდენტი ვერც 19-ში და ვერც 39-ში ვერაფერს დაძაბავდა.

დიახაც, სწორედ იმან გაგვაღიზიანა, რომ, მიუხედავად მრავალკვირიანი ყინჩი რიტორიკისა, პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, «ნაცებმა» მაინც გაიტანეს თავისი, რითაც, პირველ რიგში, დასავლეთს დაანახეს საკუთარი ერთიანობა და წონა, რათა მომავალშიც გაითვალისწინონ «ნაცმოძრაობა», როგორც ერთადერთი ოპოზიცია საქართველოში.

სააკაშვილი აქამდეც ნამდვილად 0 იყო და ხვალაც 0 იქნება ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მაგრამ იმ საპარლამენტო კლოუნადის შემდეგ მისი აქტივები კიდევ უფრო გაიზარდა .. დასავლეთის და, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ამერიკის გარკვეულ წრეებში.

თუ «ნაცმოძრაობა» ბოროტებაა (როგორც ნათქვამია იმ წერილში), ბოროტებასთან ე. წ. კოაბიტაცია მართებულია? ბოროტებასთან (და ეს რბილად ნათქვამია) თანაცხოვრება იყო ქართველი ხალხის არჩევანი, დაკვეთა 1 ოქტომბერს თუ ამ ბოროტების მყისიერი ამოგდება-განადგურება?

 «ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს»…

ეს ფრთიანი გამონათქვამი კი დიდ კონსტანტინე გამსახურდიას ეკუთვნის, რომელიც მან, თუ კარგად მახსოვს, «დავით აღმაშენებელში» ათქმევინა  საჭურის მახარას ლიპარიტ ბაღვაშის მისამართით…

ჰოდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისთანავე, თანამედროვე ლიპარიტს, პრეზიდენტად წოდებულ სააკაშვილს და მის ნაცბანდასაც გამოუჩნდნენ დასავლეთიდან და, პირველ რიგში, ამერიკიდან ნაცგველებისთვის რძის უხვად მიმწოდებლები!

თუნდაც ჰილარი კლინტონის ვიზიტი გავიხსენოთ, როდესაც ეს ქალბატონი ერთი-ერთზე არ შეხვდა ბატონ ბიძინას და იმ ფონზე, როდესაც «ქართული ოცნების» აქციებზე ქვების სროლა, მათი მომხრეების დაჭერა ღიად მიმდინარეობდა, როდესაც დემოკრატიის ყველა ნორმა გაითელა ე.წ. სატელიტური ანტენების დაპატიმრებით, ახლა რომ ჩიორას ცხვირის გამო შფოთავენ, ევროპას ხმა არ ამოუღია და მადამ ჰილარი ბათუმში საუბრობდა სააკაშვილის აშენებულ დემოკრატიაზე!

ამას მოჰყვა 26 მაისის სისხლიანი დარბევის თანამონაწილე ამერიკის ელჩის _ ჯონ ბასის, შეცვლა რიჩარდ ნორლანდით, რომელიც, როგორც კოლონიზატორი კოლონიაში, ისე ჩამობრძანდა საქართველოში და მას შემდეგ აქ ამერიკულ «პალაჟენიეს» ამკვიდრებს ნიადაგ…

იუდეას პროკურატორი ბოლო მომენტამდე რძეს ასმევდა სააკაშვილს და რომ არა ციხის სკანდალური კადრები, დღესაც ნაცბანდა იქნებოდა საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო ოქტომბერში მიშა დაიკავებდა პრემიერის სავარძელს; უუფლებო, მაგრამ მაინც პრეზიდენტის პოსტს კი, სავარაუდოდ, _ «ოპოზიციური» ქდმ-ის ხვლიკი, გიორგი თარგამაძე!

 ამერიკაში დაწერილი სცენარის მიხედვით, 1 ოქტომბერს 60/40%-ზე ნაცების სასარგებლოდ უნდა დაფიქსირებულიყო და იმ «ოპოზიციურ» 40%-ში ქდმ, ახლები, ლეიბები, პადოშები, ედპ და ა. შ. ნაცების სატელიტებიც შევიდოდნენ და «ქართულ ოცნებას» 20-22 % თუ ერგებოდა მხოლოდ!

ამ კომბინაციით ამერიკელები 2-ს კი არა, რამდენიმე კურდღელს დაიჭერდნენ _  საქართველოში მარიონეტულ-მონურ, პროამერიკულ ხელისუფლებას შეინარჩუნებდნენ, საკუთარი ამომრჩევლების, გადასახადების გადამხდელთა თვალში გაამართლებდნენ ბუშის ადმინისტრაციიდან მოყოლებული, მრავალმლიარდიან პოლიტიკურ პროექტს _ ნახეთ, როგორი დემოკრატია დავამყარეთ საქართველოში, მრავალპარტიული პარლამენტი აირჩაო, ქართველი ხალხიც მეტ-ნაკლებად მიიღებდა ამ შედეგს, რადგანაც «ქართული ოცნების» დეპუტაციის თუნდაც 20% მეტ-ნაკლებად გააკონტროლებდა «ნაცების» უკონტროლო რეჟიმს. მითუმეტეს, რომ ამ გაყალბებულ შედეგებს, დიდი ალბათობით, ბატონი ბიძინაც აღიარებდა და ხალხს უკეთესი მომავლის იმედით სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.

რა თქმა უნდა, როდესაც ამერიკაში დაწერილ სცენარზეა საუბარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მადამ ჰილარის «იუბკის» ქვეშ ვიჯექი და ისე შევიპარე ოვალურ კაბინეტში. ჩემი მოსაზრებები სხვა, ჩემზე კომპეტენტურ ანალიტიკოს-კომენტატორთა ნააზრევს ეფუძნება. პლუს საკუთარი გამოცდილება (20 წელიწადია, ამერიკელთა ბოგინს ვუყურებ საქართველოში, მათი ქიციც მინახავს და ქიცმაცურიც) და საღი აზრიდან გამომდინარე ვარაუდები!..

ამ ყველაფრის მიღება განსაკუთრებით ციხის კადრების გადამწყვეტი როლის აღიარება ძალიან არ უნდათ ივანიშვილის კოალიციაში, მაგრამ ასეა ეს! როგორც დათა თუთაშხია იტყოდა, და იმედია, თუ ყველაფერში არა, ამაში მაინც უეჭველად დამეთანხმება მკითხველი!

ციხის კადრებმა გამოიწვია ზემოთ ნახსენები სცენარის სასწრაფოდ გადაკეთება, რადგანაც ჯერ 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე 100 ათასზე მეტი მართლმადიდებელი გამოვიდა ქუჩაში, რომელთაც ასობით მღვდელმსახური მიუძღოდა წინ. ამით ამერიკის ადმინისტრაციისთვის ცხადი გახდა, რომ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, აშშ-ის სპეცსამსახურების მუდმივი ქმედების მიუხედავად, საქართველოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია მაინც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც ღიად და ცალსახად უჭერდა მხარს ბიძინა ივანიშვილს და, შესაბამისად, «ნაცმოს» მანქურთების რეჟიმის უპირობო შეცვლას!

29-ში კი, ანუ არჩევნებამდე 2 დღით ადრე მთელი თბილისი, ქუთაისი, ბათუმი გამოვიდა ქუჩაში და მიხვდნენ, რომ არჩევნების გაყალბებას, რაც არაერთხელ მომხდარა ამერიკელების მდუმარე თანხმობით, ამჯერად აღარ დაუშვებდა ქართველი ხალხი და ბიძინას მოწოდების გარეშე დაამხობდა ნაცების ფაშისტურ რეჟიმს, რაც დიდი სისხლის გარეშე ვერ მოხდებოდა!

ასე რომ, გავაფარჩაკეთ კი არა, იმ დღეებში გველაძუა «ნაცები» ხერხემალში გადავამტვრიეთ იმ ცოცხის ტარით, რომლითაც საქართველო გააუპატიურეს… თავის გაჭეჭყაღა აკლდათ, მაგრამ არ დაგვანებეს, რადგან ოკეანის გაღმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და 60/40%-ზე გააყალბებინეს ცეესკოს არჩევნები, რასაც საბოლოოდ ბიძინაც დაეთანხმა! დიახ, საბოლოოდ, თორემ კარგად გვახსოვს ივანიშვილის განცხადებები, სანამ ცეესკოს ოფიციალური შედეგი დაიდებოდა _ 120 მანდატზე ნაკლებს არ დავთანხმდებითო. დაითანხმეს…

 დაითანხმეს და მისი უდიდებულესობა რიჩარდ ნორლანდი და სულგაყიდული ევროპარლამენტარები იმთავითვე შეუდგნენ გველებისთვის რძის მიწოდებას, ანუ ნაცების 40%-ის ჩაბეტონებას ქუთაისის პარლამენტში!..

ვინმეს გჯერათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს ამერიკის ელჩმა მთელი დღე შემთხვევით დაჰყო ქუთაისში და ის გაუგებარი (თუ გასაგები?), მოულოდნელი კვანძის გახსნა ამერიკის ელჩის უშუალო ჩარევის შედეგად არ მოხდა?

როგორც იმ საკომიტეტო მოსმენის ერთ-ერთი მონაწილისგან გახდა ცნობილი, ელჩის მიმართ კითხვების დასმისთვის სულ 30 წუთი ყოფილა გამოყოფილი, საიდანაც 27 წუთი ნორლანდის ხოტბა დიდებას მოანდომეს თურმე «მეოცნებე» დეპუტატებმა, «შენით გვიდგას სული, დიდი მადლობა, ჩვენო მხსნელო, მამავ და მარჩენალო» და ა.შ. პათოსით…

რესპუბლიკელები ვახსენე და, რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ამერიკელების დაკვეთა იყო რესპების, ამ ნულოვანი რეიტინგისა და ანტიეროვნული პარტიის, ხელისუფლებაში მოყვანა, რაც წარმატებით განხორციელდა 1 ოქტომბერს! რესპები რომ აკონტროლებენ და მართავენ პარლამენტს, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და ამბობენ, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც აფათურებენ ხელსო!

ამავე ოპერიდან არის «ნაცების» პარტიის ნებისმიერ ფასად დატოვება პოლიტიკაში.

როგორც ამერიკაში რესპუბლიკელები და დემოკრატები ენაცვლებიან ერთმანეთს, აქ «ნაციონალებმა» და რესპებმა 4-8 წელიწადში ერთხელ უნდა ჩაანაცვლონ ერთმანეთი!

მაშ, ბიძინა ივანიშვილი? _ იკითხავს მკითხველი. არ ვიცი, ეს კითხვა მეც მაწუხებს, უახლოესი მომავალი გაგვცემს პასუხს ამაზე. მანამდე კი…

რა მოხდა მერე!

ივანიშვილის კოალიცია ჯერჯერობით თითქოს მართლაც ცდილობს, დაეწიოს და გაუსწროს სააკაშვილს.

ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს?

რა მოხდა მერე!

ჯავახეთი სომხური ენისთვის რეგიონალურ სტატუსს ითხოვს? პაატა ზაქარეიშვილმა ბრძანა, თუ ევროინტეგრაცია გვინდა, ადრე თუ გვიან მოგვიწევს ამ ქარტიის რატიფიკაციაო.

რა მოხდა მერე!

ის ქარტია 300 ათასი თურქის (და არა თურქი-მესხის) ჩამოსახლებას, ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებასაც გულისხმობს საქართველოში?

რა მოხდა მერე!

ავღანეთიდან არ გამოვალთ, მაგრამ ჩვენი კონტიგენტის რაოდენობა გადაიხედებაო, _ ამბობდა ბიძინა წინასაარჩევნოდ. ეს არ მოხდა და უფრო მეტიც, ახლა აფრიკის მალიში უპირებენ ჩვენს შვილებს გაგზავნას?

რა მოხდა მერე!

მაშ, რა განსხვავებაა, ბატონო ბიძინა, თქვენსა და სააკაშვილს შორის, რაც ჩამოვთვალე, იმას ხომ იმბეცილი სააკოვი თქვენზე უკეთ გააკეთებდა?! მხოლოდ ის, რომ ცოცხებით აღარ გვაუპატიურებენ?

თუმცა ესეც საქმეა (ყოველგვარი ირონიის გარეშე) და ამისთვის დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა!

მთავარი ტესტი, ამ რა მოხდა მერე-სთან დაკავშირებით ე. წ. დამატებითი არჩევნები იქნება სამ მაჟორიტარულ ოლქში. ვნახოთ. აქაც მოინდომებს ივანიშვილი, რომ დაეწიოს და გაუსწროს მიშას, ანუ 3 კინკილა მანდატსაც არ დაუთმობს პარლამენტს გარეთ არსებულ რეალურ ოპოზიციას _ პროქართულ ძალას?

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. საერთოდ გაუგებარია როგორია "ქართული ოცნების"სახელმწიფოებრივი ხედვა.იმის მაგივრად,რომ ისარგებლოს "ნაციონალების"ნებისმიერი სისუსტით და თავში ჩასცხოს,"ნაცებს" სარეიტინგო გაჯიუტებას მომენტალურად უპრავებს.არ მინდა ივანიშვილის ადამიანურ თვისებებში ეჭვი შევიტანო,მაგრამ ვერ ამიხსნია მისი არათანმიმდევრულობა სხვადასხვა საკითხში "ნაციონალური მოძრაობის"ჭირვეულობებთან დაკავშირებით.მაეჭვებს რომ ამ ადამიანს რაღაცა ან ვიღაცა ბოჭავს თავისუფალ მოქმედებებში.და თუ ეს ასეა ძალიან სამწუხარო იქნება იმ საზეიმო ეიფორიის შემდეგ, რაც ქართველ ხალხს ჰქონდა 1-ლი ოქტომბრის შემდეგ.

  2. ერთი კარგი რამ მაინც გაკეთდა – ხალხმა თავისი ძალა ირწმუნა. მიღწეულს განმტკიცება ჭირდება, ამას მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანო თუ შეძლებს…

    საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა 1 ოქტომბრის შემდეგ დღევანდელი პარლამენტის შეიცვალა და ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მაგრამ ამის გაკეთებას არავინ დაანებებს ხელისუფლებას…

    არადა არც 2016 წელია შორს… სადაც 23 წელია ვიცდით 3 წელიწად ნახევარსაც დავიცდით და მერე ვნახოთ ვისი აჯობებს… მანამდე სამოქალაქო საზოგადოებაც მყარად დადგება ფეხზე.

  3. დარჩა ქვეყანაში ცხვიესახოცები(ყველა ნაცების პირის მოსაწმენდად გამოიყენეს)..?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here