Home რუბრიკები საზოგადოება ჯაბა ჯიშკარიანი: დავით კიკალიშვილი, ლაშა ხარაზიშვილი და ნოდარ მელაძე ისეთივე ზონდერები არიან,...

ჯაბა ჯიშკარიანი: დავით კიკალიშვილი, ლაშა ხარაზიშვილი და ნოდარ მელაძე ისეთივე ზონდერები არიან, როგორიც გია უდესიანი

1156

არჩევნებიდან ერთი თვის თავზე საზოგადოება ისევ ფართომასშტაბიანი საგამოძიებო პროცესის დაწყებასა და სააკაშვილის რეჟიმის ძირფესვიანად გასამართლებას ელოდება. ბაჩო ახალაიას «სასწაულებრივი» დაბრუნების შემდეგ ხალხი «ნაცმოძრაობის» სხვა მესვეურთა რიგის დადგომაზე საუბრობსრამდენად ადეკვატურად მოქმედებს დღეს საქართველოს პროკურატურა და რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ რეჟიმის მსახურებს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება სამოქალაქო ფრონტის ლიდერი და ერთერთი დამფუძნებელი ჯაბა ჯიშკარიანი.

_ ჯაბა, 7 ნოემბრის ავბედითი მოვლენების 5 წლის თავზე ტელეკომპანია «იმედის» ღია ეთერში განაცხადეთ, რომ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის სამსახურში მყოფი ჟურნალისტები: ლაშა ხარაზიშვილი, დავით კიკალიშვილი, ნოდარ მელაძე და სხვები ისეთივე «ზონდერები» არიან, როგორიც გია უდესიანი. როგორ ფიქრობთ, რა ფორმით შეიძლება მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება?

_ დავიწყოთ იმით, რომ 7 ნოემბერი არ იყო მხოლოდ თარიღი და მხოლოდ დარბევა, ეს იყო ერთხმად დემონსტრირება სააკაშვილის ძალადობრივი სისტემისა საკუთარ ხალხზე და მაშინდელმა ხელისუფლებამ კარგად დაანახა საზოგადოებას, რომ ის არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ აპირებდა. გადაცემაზე, რომელიც ამ ავბედითი თარიღის ხუთი წლის თავს მიეძღვნა, დაისვა კითხვა: რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 7 ნოემბერი არასდროს განმეორდეს? მე ვთქვი, უპირველესად, ყველამ უნდა ილაპარაკოს სიმართლე ყველგან და ყოველთვის, მიუხედავად თანამდებობისა, სტატუსისა თუ რანგისა. აღარ უნდა იყვნენ საქართველოში კიკალიშვილები, ხარაზიშვილები და მელაძეები, ეთერშიც ვახსენე და ახლაც გავიმეორებ, რომ გასაგებია, გია უდესიანი იყო ზონდერი, რომლის დაჯგუფებაც ადამიანებს მოსაკლავად დასდევდა, მაგრამ არანაკლებ დიდი წვლილი შეჰქონდათ რეჟიმის არსებობაში ტელეზონდერებს და მათ ხელმძღვანელებს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, დავით კიკალიშვილი როგორ აცხადებდა ოპოზიციის ლიდერებს რუსეთის აგენტებად და ეს იყო სრულიად დაუსაბუთებელი, ამაზრზენი რიტორიკა მისი მხრიდან. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის არ არის ჟურნალისტი, ის არის ტელეზონდერი, რომელიც კითხულობდა მერაბიშვილის, ადეიშვილის ტექსტებს და ამ ტექსტების საშუალებით აბრმავებდა მოსახლეობას. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, თქვენც და საზოგადოებასაც, რა თქმა უნდა, გახსოვთ, რა შედეგი მოჰყვა სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიის, _ «იმედის» მიერ დადგმულ ე. წ. იმიტირებულ ქრონიკას _ უამრავი ადამიანი ცუდად გახდა, უამრავს სასწრაფო დახმარება დასჭირდა და, ჩემი დაზუსტებული ინფორმაციით, ერთი მოქალაქე მოკვდა. ახლა ამას რატომ ვიხსენებ: ყველას, ვისაც კი «ნაციონალური მოძრაობის» პროპაგანდის საშუალებებმა (პირველმა არხმა, «იმედმა» და «რუსთავი 2»-მა), მათმა ჟურნალისტებმა რაიმე სახის ზიანი მიაყენეს, შეუძლიათ მიმართონ პროკურატურას და შეიტანონ სარჩელი. მაგალითად, გოგა ხაინდრავას შეუძლია იჩივლოს იმ მოტივით, რომ მას ეძახდნენ რუსეთის აგენტს, ვინაიდან ეს არ იყო მხოლოდ ინფორმაცია, ჟურნალისტი დარწმუნებით ამტკიცებდა ამას. ასევე შეუძლია იჩივლოს იმ ასობით და ათასობით პიროვნებას, რომელთა მისამართითაც მუდმივად გაისმოდა ლანძღვა და ცილისწამება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა. მე მოვუწოდებ მათ, ჩაერთონ ამ პროცესში და ამხილონ რეჟიმის ყურმოჭრილი მონები, რათა დაუსჯელი არ დარჩეს არც ერთი; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხალხი შეიძლება შემოგვიტრიალდეს და  რაღაც გარკვეული ფორმით ისევ შემოძვრეს ხელისუფლებაში.

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ მინიშნებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ის ადამიანი, რომლებიც შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს მუშაობდნენ პოლიციაში და მთელი ამ წლების მანძილზე მოსახლეობის დატერორებით, ხშირად სიცოცხლის ხელყოფითაც იყვნენ დაკავებულნი, დღეს დაწინაურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად წერილს გავუგზავნით შესაბამის უწყებას და მივმართავთ თხოვნით, რომ გაითვალისწინონ ხალხის ნება, ხალხის ინტერესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არ გაითვალისწინებენ, რა შეგვიძლია და რას გავაკეთებთ, საზოგადოება ამას ისედაც მიხვდება…

_ როგორ ფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ იციან, რომ ამ ადამიანებს წინა ხელისუფლების დროს უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი?

_ მე ერთი რამ ვიცი: წლების განმავლობაში ჩემს მეგობრებთან ერთად იმისთვის არ ვიბრძოდი, რომ ვიღაც «ზონდერი» დანიშნულიყო პოლიციის უფროსად ან შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელად. კონკრეტულ პიროვნებებს ახლა შეგნებულად არ ვასახელებ, მაგრამ ვიმეორებ, დაახლოებით ერთ კვირაში ამ ადამიანების სახელებისა და გვარების მთელ ნუსხას შევიტანთ ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო შემდეგ პროკურატურაში. იქ დაწვრილებით იქნება მოცემული მათ მიერ ჩადენილი თითოეული დანაშაული. ასევე მივაწვდით ინფორმაციას უდესიანზე და იმ ე.წ. ზონდერჟურნალისტებზე, რომლებიც რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ქართველი ხალხის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულნი.

_ მიუხედავად ყველაფრისა, მათი დიდი ნაწილი დღემდე აგრძელებს იმ რიტორიკას, რაც ჰქონდათ მანამდე. ალბათ, დამეთანხმები, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და განსაკუთრებით «რუსთავი 2»- დიდად არ შეუცვლიათ ტონი «ნაცმოძრაობის» ოპონენტთა მიმართ.

_ სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს ადამიანები საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გაიყვანოს ასპარეზიდან. ამაზრზენია დღეს მათი ყურება! არაადეკვატური იყო 7 ნოემბრის ხუთი წლის თავზე იმავე კიკალიშვილის მიწვევა ღია ეთერში, მაშინ, როცა ტელევიზიის შენობაში არ უშვებდნენ ბატონ დათო საზანიშვილს; ეს არის ადამიანი, რომელმაც მკერდით შეუშვირა წყლის ჭავლს და ამ კადრებმა შეძრა მთელი მსოფლიო.

კიკალიშვილს მორალური უფლება არ აქვს, ქართველ ხალხს ელაპარაკოს; ცოცხებით გაუპატიურების პოლიტიკის მქადაგებელ ნაგავ მაღალჩინოსნებს ემსახურებოდა ცხრა წელი, ახლა სადმე სოროში უნდა იყოს შემძვრალი, სინდისის ნატამალი რომ ჰქონდეს. საერთოდ, მინდა «ქართულ ოცნებას» მოვუწოდო, რომ ყველას ნუ ალაპარაკებენ, გოკა გაბაშვილსა და მსგავს ნაგავ ადამიანებს ვგულისხმობ. ეს არის დაცემისა და სულში ჩაფრთხების ტოლფასი საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ამით ისინი ცდილობენ გათეთრებას საკუთარი პოლიტიკური წარსულის, მომავლის და . .

_ მოლოდინს, რომ შეიცვლებოდა თუ არა ხელისუფლება, «ნაცმოძრაობა» პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრებოდა, ჯერჯერობით გამართლების პირი არ უჩანს. არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ კოალიცია, ცოტა არ იყოს, შებოჭილია და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას დიდ დროს ანდომებს?

_ ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ სიმართლეც უნდა ითქვას: არის ძალიან ბევრი ბარიერი, არის, ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობა. ჯერ მთელი რიგი უწყებების გადმობარება უნდა მოხდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ მერიის თვითმმართველობის ორგანოები ისევ წინა ხელისუფლების ხელშია, პრეზიდენტიც ისევ თავის პოსტზეა და ა. შ. ჩვენია მხოლოდ პრემიერი, რომლის უფლებამოსილებაც, კონსტიტუციით, ძალაში შედის ხუთი იანვრიდან, ანუ მომავალი წლიდან. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს, ცხადია, სჭირდება გარკვეული დრო. მოკლედ, ახალმა გუნდმა უნდა შეძლოს ასი პროცენტით ძალაუფლების ხელში აღება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ მოვთხოვოთ მას საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამების განხორციელება. დღეს, ჩემი აზრით, ამაზე ლაპარაკი არის არაადეკვატური და საბოტაჟის ტოლფასი…

_ და როგორ უნდა აიღოს კოალიციამ ასი პროცენტით ხელისუფლება, როცა პარლამენტში «ნაციონალურ მოძრაობას» 65 დეპუტატი ჰყავს?

_ მთავარია ის, რომ პარლამენტში უმრავლესობა არის «ქართული ოცნების» და მერწმუნეთ, ძალიან ბევრი დეპუტატი, რომლებიც დღეს «ნაციონალურ მოძრაობაშია», გადმოვა კოალიციაში. თუნდაც ბოლო ფაქტი ავიღოთ ბაჩანა ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით, რამდენი დეპუტატი დაუდგა მას თავდებში? 65 კაციდან ერთმა მესამედმა თავი შეიკავა.

_ ეს რას ნიშნავს?

_ ნიშნავს იმას, რომ ეს გუნდი არ არის შეკრული და, ფაქტობრივად, მორყეულია. გემი იძირება და ვირთხები გარბიან, ეს ყოველთვის ასე ხდება; ოღონდ ამ შემთხვევაში საქმე ისაა, რომ გემზე ყველა ვირთხაა.

_ გამოდის, რომ დროთა განმავლობაში ყველა გაიქცევა და კოალიცია მარტო დარჩება პარლამენტში?

_ მე მკითხაობას ვერ დავიწყებ, ვინ სად გაიქცევა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, გაქცევით ვერავინ თავს ვერ უშველის. აქვე, კიდევ ერთხელ ყველა ადამიანს, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ვისაც წინა ხელისუფლების მიერ ძალადობის, უსამართლობის ხელი აქვს გამოცდილი საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახსა და გარემოცვაზე, მოვუწოდებ, შეიტანოს სარჩელი გენერალურ პროკურატურაში და იურიდიულად, კანონიერად ეცადოს იმ პირსისხლიანი მაღალჩინოსნების დასჯას, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ რეჟიმს. ახალ პროკურატურას აქვს ძალიან ბევრი საქმე, სჭირდება კონკრეტული ფაქტები და, თუ ჩვენ უმოქმედოდ ვიჯდებით, ბუნებრივია, ის მარტო ვერაფერს გახდება.

_ სარჩელის შეტანა რადგან ახსენეთ, რამდენიმე წლის წინ ერთერთ გადაცემაში ეკა ტყეშელაშვილს პირზე დაადექით და პირადად თქვენ მიმართ უკანონო განაჩენის გამოტანაში დაადანაშაულეთ. აპირებთ მის წინააღმდეგ ჩივილს?

_ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ახლა დამუშავების პროცესშია. ტყეშელაშვილის წინააღმდეგაც შევიტან სარჩელს და მისი ყოფილი მოადგილის _ ლაშა კალანდაძისაც. საერთოდ, ყველა იმ მოსამართლის წინააღმდეგ ვაპირებ ბრძოლას, რომელთაც ოდესმე უსამართლო განაჩენი გამოუტანია. დაახლოებით 500-600 ასეთი საქმეა და არც ერთი არ დარჩება უყურადღებოდ, ამის გარანტიას გაძლევთ. ასე რომ, ვიღაც-ვიღაცებს, ახლა რომ სირაქლემას პოზაში არიან და ხმას არ იღებენ, ნუ ჰგონიათ, დანაშაული შერჩათ…

ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. დავით კიკალიშვილი ისეთივე მარიონეტია, როგორც "რუსთავი-2"-ზე მოღვაწე ვაიჟურნალისტები, რომელთაც პოლიტიკური ტოკშოუ, თუ საინფორმაციო გადაცემები მიყავთ. მათი მარიონეტობა, არც მეტი და არც ნაკლები ფულზეა დაფუძნებული, რომლითაც არხის ხელმძღვანელობა უხვად ამარაგებს მათ. პათეტიკური ხმით რომ გვიყვება კიკალიშვილი ზღაპრებს და თვალში ნაცარს გვაყრის, ეს განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ნაცისტების მიერ (ეს სახელი ნამდვილად უფრო უხდება, ვიდრე ნაცები) გამწარებულ ხალხზე. ბატონ გვარამიას შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს. ასეთს თავში თუ არ ჩაარტყი, ისე ვერაფერს ვერ გაიგებს. ესენი თუ სამართლიანად არ დაისაჯნენ, ლინჩის წესით გასამართლება არ აცდებათ პირდაპირ ქუჩაში გამწარებული ხალხის მიერ, რაც გამოიწვევს ამ გამწარებულ ადამიანების გასამართლებას და დასჯას. ეს კი აისახება მომავალ არჩევნებზე და არსებულ ხელისუფლებას მოსახლეობა ხმას არ მიცემს, ვინაიდან მათ მიმართ უკვე გაჩენილია უნდობლობის გრძნობა და იმედი აღარ აქვთ (მათ შორის მეც), რომ როდესმე საქართველოში სამართლიანობა იზეიმებს.

  2. რაც ფასიანი ქაღალდი დაბეჭდილა დედამიწის ზურგზე იმის სანაცვლოდაც კი ვერ დავთმობ ღირსებას!!!!!!!!!!!!კაპიკებზე როგორ იყიდებით??????5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here