Home რუბრიკები საზოგადოება პატიმრების მწამებლები ღირსების ორდენოსნები აღმოჩნდნენ!

პატიმრების მწამებლები ღირსების ორდენოსნები აღმოჩნდნენ!

878

ქართულ ციხეებში პატიმრების მწამებლები „ღირსების“ ორდენოსნები აღმჩნდნენ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამჟამად პატიმარი გაგა მკურნალიძე და მისი ხელმძღვანელი დავით ჭაკუა გასულ წელს „სასჯელაღსრულების სისტემაში ეფექტური შრომისთვის“ სააკაშვილს ღირსების ორდენებით დაუჯილდოებია.

ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა წარმოდგენა აქვს მიხეილ სააკაშვილს ადამიანის ღირსებაზე. რაც უფრო მეტად შეურაცხყოფ ადამიანის ღირსებას, მით უფრო იმსახურებ ღირსების ორდენს. ცემე მომიტინგეები, თავები დაუხეთქე საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს, გააუპატიურე პატიმრები და შენს ღირსებას თავად პრეზიდენტი აღიარებს. უღირსი ადამიანების დაჯილდოებით სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი უღირსობა. არავინ დაიჯერებს იმას, რომ რაც არჩევნების წინ მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით ნახა წამების ამსახველ კადრებში, სააკაშვილისთვის უცნობი იყო. უფრო პირიქით: ჯალათებმა ორდენები სწორედ იმით დაიმსახურეს, რომ ზედმიწევნით ასრულებდნენ დავალებას!

 

1 COMMENT

  1. მიმიფურთხებია მაგ ღირსების ორდენისთვის და ყველა იმ ადამიანებისთვის,რომლებიც ამ ორდენის მფლობელები არიან და ამ ამბის შემდეგ დაიტოვებენ ამ უღირს ორდენს,თუმცა ეს ორდენი უფრო ადრე გახდა უღირსი და ეს მოხდა მაშინ როდესაც ფლეიბოის სახეს ვინმე წკრიალაშვილს გადასცეს ერთი ჩემოდანის გაწევისთვის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here