Home რუბრიკები პოლიტიკა ყველა 5 ნომრის წინააღმდეგ!

ყველა 5 ნომრის წინააღმდეგ!

669

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში გატაცებული და ქვევრში ნაპოვნი 9 თვის ბავშვი კოალიცია „ქართული ოცნების“ კოორდინატორის დის შვილია. მმართველი რეჟიმის დამცველებს ენა მოუბრუნდათ ეთქვათ, რომ ეს საზარელი დანაშაული ივანიშვილმა დაგეგმა, რათა შემდეგ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაებრალებინათ. ის ფაქტი, რომ პატარა ბარბარეს დეიდას არაერთხელ დაემუქრნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მისი შვილების გატაცებით, მათ „გონივრულ ეჭვს“ არ უჩენს.

ცინიზმი და დაუნდობლობა ყოველგვარ ზღვარს გასცდა. პატიმრების წამება თამაზაშვილის დაგეგმილად გამოაცხადეს, ახლა 9 თვის ბავშვის გატაცებას და მოკვლას კვლავ ოპოზიციას აბრალებენ. რეჟიმი, რომელმაც არაერთი ახალგაზრდა ქუჩაში ჩაცხრილა და შემდეგ დამნაშავეებად გამოაცხადა, თავს არის გასული და იმავე დანაშაულებრივი სქემით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას. მათ ეს გამოუვიდათ 2004, 2005 და ყველა მომდევნო წელს, მაგრამ დღეს უკვე საზოგადოების მოთმინების ფიალა აივსო.

ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ „არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს“, „მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე“, „არ დავუშვათ დესტაბილიზაცია“ და ა.შ. კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ სიმშვიდე დაგვერღვეს, თავი არ წავუხაროთ, პროტესტი ბოლომდე მივიყვანოთ? თუმცა ძალადობისკენ ვერავის მოვუწოდებთ – მაშ რით განვსხვავდებით ერთმანეთისგან? მაგრამ ერთი უდავოა: პატიმრების წამების შემზარავი კადრების გავრცელების შემდეგ ორი–სამი დღით სოროებში შემალული „ნაციონალები“ გონს მალევე მოეგნენ და ქუჩებში მანქანების კოლონებით მოძრაობა დაიწყეს. სააკაშვილის განცხადებით, მათ „დაკარგული ამომრჩეველი დაიბრუნეს“. მათ ხვალვე უნდა დაინახონ, რომ აღარავინ უჭერს მხარს. ის მცირე ჯგუფი, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში უდავო პატიმრობა ელის, ვერ შეძლებს ხალხის ნების შეცვლას. ჩვენი ხმა ჩვენ გვეკუთვნის! საქართველო უნდა გათავისუფლდეს დამნაშავე პარტიისგან! „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აიკრძალოს!

პატარა ბარბარეს სულის საოხად ერთადერთი გზა მისი მკვლელების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა! ნუ დატოვებთ მკვლელებს და ჯალათებს ხელისუფლებაში! ყველანი არჩევნებზე! ყველა 5 ნომრის წინააღმდეგ!

პოლიტიკური გაერთიანება „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here