Home რუბრიკები პოლიტიკა Gay Batumi ხმას აძლევს მიშას…

Gay Batumi ხმას აძლევს მიშას…

959

ქართული პოლიტიკური სივრცე წინასაარჩევნოდ ბრძოლის უამრავ მეთოდს იცნობს _ როგორც ბრუტალურსა და პრიმიტიულს, ასევე დახვეწილს, მაგრამ წლეულს პირველად მოხდა, რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეორის წინააღმდეგ მამათმავლები გამოიყენა. აჭარელი მამათმავლების საიტის მთავარ გვერდზე რამდენიმე დღის წინ დაიდო პოლიტიკური ხასიათის მოწოდება, რომელიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული…

ახლა მავანი მეტყვის: შესაძლოა, პედერასტებს თავად არ მოსწონთ ივანიშვილი და რა შუაშია აქ პოლიტიკური ოპონენტებიო, მაგრამ მოწოდება, რომელიც ბათუმელი მამათმავლების საიტზე დევს, ერთიერთში იმეორებს სამთავრობო ორგანიზაციის «საქართველო არ იყიდება» ფორმულირებებს, ანუ კარდუიზმებს. აქვე განვმარტავ, რომ მათ ასეთებად, ანუ კარდუიზმებად  ავტორის, გიგა ნასარიძის, «ფორუმული» სახელის, «კარდუს», გამო მოიხსენიებენ.

აი, რა განცხადებას, უფრო სწორად კი კარდუიზმს, ავრცელებენ geybatumi.comზე: ეს კაცი (ბიძინა ივანიშვილი) არის ჰომოფობი! მასთან ერთად დაუბრუნდები წარსულს, სადაც შენი უფლებები ილახება! ხარ კრიმინალი მხოლოდ იმიტომ, რომ გეი ხარ! გარიყული საზოგადოებისგან! თავისუფლებას მოკლებული!

ჯერ ჩემი სიყრმის ნათელი დღეების «ბათუმს ქათქათას» და ჩემს საყვარელ ბათუმელებს მინდა «მივულოცო» საკუთარი გეი-საიტი (აბა, დემოკრატია, პედერასტების გარეშე ვის უნახავს და გაუგონია?) და შემდეგ განვიხილოთ ეს გეი-ოპუსი, რომ იტყვიან, კვალდაკვალ…

ბიძინა ივანიშვილს საკუთარი «ცოდვები» არ ეყოფა (კრემლის აგენტობა), ბათუმელმა გეებმა რომ არ დაუმატონ?

ეგეც არ იყოს, პირველივე პრესკონფერენციაზე არ დაუსვეს სექსუალური უმცირესობების შესახებ «ჩამჭრელი კითხვა» და აგერ სულ ახლახან შალვა რამიშვილმაც იგივე არ გაუმეორა? ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე პასუხი გასცა _ რომ სექსუალური, ისევე, როგორც სხვა, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან!

მაშ, რომელ წარსულში დაბრუნებაზე, ჰომოფობიაზე, კრიმინალზე, მოთქვამენ?

ვინ და როდის შელახა საქართველოში პედერასტების «წმინდათაწმინდა», ფუი ეშმაკს, ფუნდამენტური უფლება, ვისაც უნდათ და როცა უნდათ (…), ანუ, როდის შეუვარდნენ «სპალნაში» იმის გასარკვევად, თუ ვინ «ზევით» არის და ვინ «პარტერში», ანუ ვინ დედალი ქათამია და ვინ მამალი პეჩნიკი?

უკაცრავად და ბოდიში, ამ შიშველი ნატურალიზმის გამო, მაგრამ რა ვქნა? ამოვიდა ყელში უკვე ამათი პიდორ-თავხედობა…

ან ვინღა იჭერს მაგათ, როგორც კრიმინალებს, სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლი, რომელიც მამათმავლობის გამო პატიმრობას ითვალისწინებდა, ხომ დიდი ხანია, გაუქმდა და ისეთი ტემპი აქვს ლგბტ მოძრაობას აკრეფილი, რომ ადვილი შესაძლებელია, მათი ლობირებით მალე პედოფილიაც არადასჯადი გახდეს…

რაც შეეხება «საზოგადოებიდან გარიყულობას», ამაში მეტ-ნაკლებად მართლები არიან, რადგანაც, როგორც ზემოთ ხაზგასმით ვაღიარეთ პედერასტების ფუნდამენტური უფლებები, ასევე საზოგადოების, მისი თითოეული წევრის პირადი უფლებაა მავანის მიმართ სიყვარული და პირიქით, პატივისცემა თუ პირიქით და ა. შ.

მე და ჩემნაირები იქ არ მივალთ, სადაც პედერასტები «ტუსოვკობენ», და ეგენი იქ ვერ მოვლენ, სადაც მამაკაცები ქართულად ვქეიფობთ. ამ ყველაფრის მიმართ ჩემი და ჩემნაირების დამოკიდებულებას ვერანაირი გაეროს «ისტორიული რეზოლუცია» ვერ შეგვაცვლევინებს, რომელიც ა.წ. 17 ივნისს მიუღიათ და რომელიც ბათუმელ პედერასტებს ერთგვარი ნიშნის მოგებით მოჰყავთ იქვე.

რეზოლუცია, რომლის დედა აზრი იმაში მდგომარეობს, რომ გაერო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დააწესებს მონიტორინგს ამა თუ იმ ქვეყანაში ლგბტ (პედერასტების. _ დ. მ.) უფლებების გარანტიების შემცველი კანონების არსებობა-არარსებობის მიმართ და ა. შ.

საგანგებოდ არის ხაზგასმული სიძულვილის ენით საუბრის დაუშვებლობის თაობაზე, ანუ შორს არ არის ის დღე, როდესაც პედერასტების მიმართ არა თუ სიძულვილის გამო, არამედ მათ მიმართ აღფრთოვანების გამოუხატველობისთვის პირდაპირ გუანტანამოს ციხეში გვიკრავენ თავს.

იქვე ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომლებმაც ხმა მისცეს ამ «ისტორიულ რეზოლოუციას» _ რა თქმა უნდა, მთელი ევროკავშირი, ბრაზილია და ამერიკა. აშშ, რომელიც იმდენად წინ გაიჭრა პედერასტობის პროპაგანდაში, რომ, 66 ათასი მამათმავალი ხომ ჰყავთ საკუთარ არმიაში, ახლახან პირველი «ლეზბიანკა» დედაკაციც აკურთხეს გენერლად!

 წინააღმდეგნი, ძირითადად, მუსლიმანური და მართლმადიდებლური (!!!) ქვეყნები წასულან მხოლოდ…

თუმცა, როგორც იტყვიან, «თავშიც ქვა უხლიათ» და ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ. ყოველივე ზემოთქმულიდან ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჰომოფობია არაფერ შუაშია და ბათუმელ პედერასტებს, «ძირს _ ბიძინა, მაღლა _ მიშა» ჰქონდათ უზურში _ ბათუმელი პედერასტები ოქტომბერში მიშას მისცემენ ხმას ისევე, როგორც ამერიკელი გომიკები ობამას «შემოხაზავენ» ნოემბერში…

აქედან გამომდინარე, ორივე არჩევნები მართლაც საბედისწეროდ მოჩანს _ ამერიკული გლობალური მასშტაბით განსაზღვრავს, თუ რა ტემპებით წავა მსოფლიოს სოდომ-გომორიზაცია, ხოლო ჩვენი, _ თუ როგორ პარტნიორობას გაუწევს ამ საქმეში სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ მოკავშირეს პატარა საქართველო.

მეთანს (ბუნებრივ გაზს) ერთი სახიფათო თვისება აქვს _ ჟანგბადთან მიმართებაში მეთანმა თუ გარკვეულ კონცენტრაციას მიაღწია დახურულ სივრცეში, ყოველგვარი ნაპერწკლის გარეშე ფეთქდება!

ასე იყო კაცობრიობის ორივე წარღვნის დროს _ პირველად, როდესაც პედერასტების თუ სხვა ჯურის ცოდვილების რაოდენობამ გაუსაძლის ზღვარს მიაღწიაწარღვნა მოევლინა დედამიწას!

მეორედ იმით განრისხდა უფალი, რომ სოდომ-გომორში 10 მართალი ვერ იპოვა და ცეცხლის წარღვნით აღგავა პირისაგან მიწისა ეს ორი ქალაქი.

იგივე გველის დღესაც, რადგან, მსოფლიო მასშტაბით, ერთსქესიანი ქორწინებები ისეთი ტემპით იზრდება, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინება მალე ეგზოტიკის მოყვარულთა საქმე გახდება, ხოლო ერთსქესიანი წყვილების ჯვრისწერები ეკლესიებისთვის ჩვეულებრივი რამ (ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ასეც არის), მაშინ ადამიანი, როგორც სახეობა, რომელიც დაკარგავს საკუთარი პოპულაციის გენერაციის უნარს, ყოველგვარი წარღვნისა და კუპრის წვიმის გარეშე გადაშენდება…

ამაშია პედერასტობის გლობალური საფრთხე, თორემ ასემც უქნიათ, ერთმანეთში აგლესილან, მე და ჩემნაირებმა ეგ არ ვიდარდოთ…

რაც შეეხება უკან დაბრუნებას, «თხა თხაზე ნაკლები და გაეროს დედაც ვატირეო»,  ერეკლე მეორეს «რეზოლუციას» მოვიხმობ,. ანუ, პატარა კახის ნებართვით, კათალიკოს ანტონ პირველის მიერ 1767 წელს გამოცემული ეპისტოლედან ამონარიდს, უფრო სწორად ამ ეპისტოლეში პირადად მეფე ერეკლეს მიერ დართულ სიტყვებს:

«ჩვენ ირაკლი მეფემან, მპყრობელმან ქართლისა და კახეთისამან, ნებაყოფლობითა სრულ ერთიანად ჩვენის ქვეყნების თავადთა, აზნაურთა, დიდვაჭართა და გლეხთა: ღვთის მოწყალებით ამას ზედა დიაღ გულდაჯერებულ ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა და არც არის ამისთანა ავნი და ღვთის განმარისხებელნი საქმენი, მაგრამ ჩვენს ხალხს ვაბრთხილებთ: თუ ვინმე ამისთანა საქმის მქმნელი გამოჩნდეს, ღვთის დიდად განმარისხებლისა და მიუტევებელისა ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობის მქმნელნი, მამალნი ანუ დედალნი, ესენი უნდა ძალიანი და საანდაზო (სამაგალითო. _ . .) ჯაჯაებით (ჯაჯა _ ტანჯვაწამება. _ . .) დაიხოცნენ!

ეს განჩინება ყოველმა ეპისკოპოსმა თავის სამწყსოს საყდრებში თავის ხალხს წაუკითხონ და გააფრთხილონ»…

ეს ისე, ცნობისათვის და, ალბათ, კიდევ: მეფე ერეკლე მეორეს ძეგლი არა მხოლოდ იმიტომ უნდა დავანგრიოთ (რაზეც აშკარად ექავებათ ხელები) თელავში, რომ გიორგიევსკის ტრაქტატი დადო  რუსეთთან, არამედ იმიტომაც უნდა ამოვთხაროთ  საფლავიდან, რადგან პატარა კახი, როგორც ჩანს, არ ეთანხმება გაეროს «ისტორიულ რეზოლოუციას» და ჰომობიაშია შემჩნეული…

დავით მხეიძე

P.S. რაც შეეხება ჰომოფობიას და იმას, რომ ჩვენ ყველაფერში ევროპას უნდა მივბაძოთ, ამასწინათ საფრანგეთის პარლამენტმა (ნაციონალური კრება) ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შესახებ BBC იტყობინება ფრანგულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით. ერთსქესიან ქორწინებას 222-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, როცა მოწინააღმდეგეთა რაოდენობამ 293 შეადგინა. ამასთან, სოციალისტი დეპუტატების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვას მიუბრუნდებიან

როგორც ხედავთ, ერთმნიშვნელოვანი ტაშისკვრით სოდომიზაციას არც ლიბერალიზმით ნაქებ ევროპაში ხვდებიან

 

1 COMMENT

  1. ივანიშვილის განავალს უფრო მეტი ფასი აქვს ვიდრე ქართველ გეებს და მათ მხარდამჭერებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here