Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 ბიბლიოთეკა, რომლებიც უნიკალურ გამოცემებთან ერთად არქიტექტურითაც გამოირჩევა

10 ბიბლიოთეკა, რომლებიც უნიკალურ გამოცემებთან ერთად არქიტექტურითაც გამოირჩევა

7258
ადმონტის სააბატოს ბიბლიოთეკა (ავსტრია)

მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებმა თანამედროვე ცხოვრების თითქმის ყველა სფერო მოიცვა, ქაღალდზე დაბეჭდილი წიგნებისა და ჟურნალების კითხვა აქტუალობას არ კარგავს. ბიბლიოთეკების წყალობით, რომლებსაც დაეკისრა ცოდნისა და განათლების გამაერთიანებელი ცენტრების როლი, ადამიანებს შეუძლიათ, თავით გადაეშვან ნებისმიერი ქვეყნის კულტურასა და ისტორიაში და იმოგზაურონ სხვადასხვა ეპოქაში. დღეს ჩვენ მოგითხრობთ ყველაზე უჩვეულო არქიტექტურულ შედევრებზე, რომლებშიც განთავსებულია ბიბლიოთეკები.

ადმონტის სააბატოს ბიბლიოთეკა (ავსტრია)

ეს ბიბლიოთეკა 1776 წელს მონასტრის ტერიტორიაზე ააგო არქიტექტორმა იოსებ ჰიუიერმა. ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ მისი უზარმაზარი ზომები, არამედ არქიტექტურული გადაწყვეტაც.

ინტერიერს ამშვენებს ბართოლომეო ალტომონტეს ფრესკები და იოსებ სტამელის სკულპტურები. ბიბლიოთეკის საცავებში ინახება წიგნების 70 ათასი უიშვიათესი ეგზემპლარი და 1400 ხელნაწერი.

წმინდა ფლორიანის სახელობის მონასტრის ბიბლიოთეკა (ავსტრია)
წმინდა ფლორიანის სახელობის მონასტრის ბიბლიოთეკა (ავსტრია)

წმინდა ფლორიანის სახელობის მონასტრის ბიბლიოთეკა (ავსტრია)

როგორც მონასტერი, ისე მის ტერიტორიაზე 1744 წელს აგებული ბიბლიოთეკა ბაროკოს სტილისაა და დამშვენებულია დიდი დეკორატიული ელემენტებით. ამ არქიტექტურული პროექტის ავტორები არიან კარლ კარლონე და იაკობ პანდტაუერი. ამ უნიკალურ ბიბლიოთეკაში დაცულია 130 ათასი უიშვიათესი წიგნი და ხელნაწერი.

კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკა (ოტავა)
კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკა (ოტავა)

კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკა (ოტავა)

ეს ბიბლიოთეკა ნაწილია კანადის პარლამენტის კომპლექსისა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებისთვის აგებულ ერთ-ერთ ლამაზ არქიტექტურულ ქმნილებად ითვლება. არქიტექტორები არიან ტომას ფულერი და ჰილეონ ჯონსი. აქ ინახება წიგნების 650 ათასი ეგზემპლარი.

ლუი ნიუსერის ბიბლიოთეკა (საფრანგეთი)
ლუი ნიუსერის ბიბლიოთეკა (საფრანგეთი)

ლუი ნიუსერის ბიბლიოთეკა (საფრანგეთი)

ეს უჩვეულო სტატუა-ბიბლიოთეკა 2002 წელს ააგეს ქალაქ ნიცაში არქიტექტორებმა ივ ბაიარმა და ფრენსის შაპიუმ. ამჟამად ის საფრანგეთის ცნობილი საკურორტო ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. უზარმაზარი ბიბლიოთეკის ძირითადი ფონდები გვერდით შენობაშია, ამ “გონებრივ ცენტრში” კი განთავსებულია საგამოფენო დარბაზები და ლუი ნიუსერის ადმინისტრაცია.

პრაღის ნაციონალური ბიბლიოთეკა (ჩეხეთის რესპუბლიკა)
პრაღის ნაციონალური ბიბლიოთეკა (ჩეხეთის რესპუბლიკა)

პრაღის ნაციონალური ბიბლიოთეკა (ჩეხეთის რესპუბლიკა)

ჩეხეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა არის კლემენტინუმი (Clementinum) _ იეზუიტური კოლეგიუმი (დახურული სასწავლო დაწესებულება), რომელიც 1552 წელს ააშენეს. ეს არის ბაროკოს სტილის შენობა, რომელიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში იყო კულტურისა და მეცნიერების ტაძარი. 1622 წლიდან ამ შენობაში განთავსდა კარლოვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია დაახლოებით 7 მილიონი წიგნი, მათ შორის 1501 წელს გამოცემული.

სამეფო სამკითხველო დარბაზი რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია)
სამეფო სამკითხველო დარბაზი რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია)

სამეფო სამკითხველო დარბაზი რიოდეჟანეიროში (ბრაზილია)

ბიბლიოთეკის ეს დიდებული შენობა 1837 წელს აიგო პორტუგალიელი იმიგრანტების თაოსნობით, რომლებიც ასე შეეცადნენ თავიანთი კულტურის განვითარებას. არქიტექტორია რაფაელ და სილვა. შენობის დიზაინში გადაჯაჭვულია გოთიკისა და რენესანსის ელემენტები. ამ ძველ ბიბლიოთეკაში წიგნებსა (350 ათასამდე ეგზემპლარი) და ხელნაწერებთან ერთად ნახატების კოლექციებიც ინახება.

ბიბლიოთეკა ალექსანდრინა (ალექსანდრია, ეგვიპტე)
ბიბლიოთეკა ალექსანდრინა (ალექსანდრია, ეგვიპტე)

ბიბლიოთეკა ალექსანდრინა (ალექსანდრია, ეგვიპტე)

ალექსანდრიის ახალი ბიბლიოთეკა, რომელიც მსოფლიოში უძველესი ბიბლიოთეკის ადგილზე ააგეს, ავსტრიელმა არქიტექტორმა კრისტოფერ კაპელემ დააპროექტა. გაიხსნა 2002 წელს. ბიბლიოთეკას აქვს ცილინდრის ფორმის ალუმინისა და მინის კონსტრუქცია. 70 ათასი კვ მ ფართობის სამკითხველო დარბაზი 11 კასკადური დონისგან შედგება. ბიბლიოთეკის საცავებში სხვადასხვა გამოცემის 7,5 მლნ ეგზემპლარი ინახება.

 

რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა (მოსკოვი)
რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა (მოსკოვი)

რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა (მოსკოვი)

ეს ბიბლიოთეკა დაარსდა 1862 წელს. წიგნთსაცავის ფონდი 47,2 მლნ ეგზემპლარს შეადგენს.

ბრიტანეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა (ლონდონი)
ბრიტანეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა (ლონდონი)

ბრიტანეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა (ლონდონი)

ეს ბიბლიოთეკა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 1973 წელს შეიქმნა. იქ 150 მლნ წიგნი ინახება.

კონგრესის ბიბლიოთეკა (ვაშინგტონი, აშშ)
კონგრესის ბიბლიოთეკა (ვაშინგტონი, აშშ)

კონგრესის ბიბლიოთეკა (ვაშინგტონი, აშშ)

კონგრესის ბიბლიოთეკა _ აშშ-ის ნაციონალური ბიბლიოთეკა მსოფლიოში უდიდესია. დაფუძნებულია 1800 წელს. ამ ბიბლიოთეკის ფონდში წიგნების 168,3 მლნ ეგზემპლარია დაცული.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here