Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: კვირიკაშვილის მოულოდნელი გამოძახება ვაშინგტონში შტატების მიერ საქართველოს მეშვეობით რუსეთის პროვოცირების...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: კვირიკაშვილის მოულოდნელი გამოძახება ვაშინგტონში შტატების მიერ საქართველოს მეშვეობით რუსეთის პროვოცირების მორიგი რაუნდის დაწყებას მოასწავებს

1170
ჰამლეტ ჭიპაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრათეთრ სახლშიპრეზიდენტის კაბინეტში გაიმართა. როგორც მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი, აგრეთვე, იყო სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ქართველოს პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან მხარდაჭერის თაობაზე მკაფიო გზავნილები მიიღეს: “ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსთან. გარკვეულწილად შევაჯამეთ გასული 25 წლის ურთიერთობა. მოგეხსენებათ, ვზეიმობთ ურთიერთობის 25 წლის იუბილეს და ვისაუბრეთ მომავალ 25 წელზე. ჩვენ მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშსთან ყველა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ვისაუბრეთ ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში მხარდაჭერა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა პრეზიდენტთან შეხვედრით. პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერაზე და ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის. და აშშ, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში”, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კონკრეტულად რა მხარდაჭერას სთავაზობს ვაშინგტონი საქართველოს, როგორ გაგრძელდება ორი ქვეყნის ურთიერთობა მომავალში და რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი? კომენტარისთვის პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს დავუკავშირდით.

_ ამერიკასთან თამაშმა რაც მოუტანა საქართველოს, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გამოასწორებს, თუ არ მოხდა პოლიტიკური მიმართულების ძირეული შეცვლა. ამ ცვლილებას კი “ოცნების” გუნდი ვერ განახორციელებს, იმიტომ, რომ ისინი იგივე ნაციონალები არიან.

რაც შეეხება კონკრეტულად პრემიერმინისტრის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამ შეხვედრაზე ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის მიერ გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოს მიერ ირანის მიმართ გადადგმული გარკვეული ნაბიჯების გამო. მოგეხსენებათ, ამერიკელებს მაინცდამაინც არ სიამოვნებდათ ის ამბავი, რომ საქართველომ თავის დროზე ირანთან უვიზო მიმოსვლა შემოიღო, თუნდაც იმიტომ, რომ ირანი ვაშინგტონმა გამოაცხადა პირველ საფრთხედ და ტერორისტული დაჯგუფებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დასაყრდენად. ეს ერთი.

მეორე _ სერიოზულად ემზადებიან იმისთვის, როდის და რა ვითარებაში შეიძლება მოხდეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. როგორც ამბობენ, ეს შეხვედრა, უნდათ თუ არა, მაინც გაიმართება რამდენიმე თვეში, როცა შედგება დიდი ოცეულის შეხვედრა. როგორც ვატყობ, ამერიკელებს სურთ, ამ შეხვედრისთვის რუსეთზე მეტი უპირატესობა ჰქონდეთ და ამისთვის იყენებენ საქართველოს. ანუ, საქართველო არის ქვეყანა, რომლიდანაც რუსეთს შეიძლება გარკვეული პოლიტიკური წინააღმდეგობა შეექმნას ამერიკის პოზიციების გაფართოების თვალსაზრისით. არაფერს ვამბობ უკრაინაზე, რადგან იქ ისედაც კარგი პოციზიები აქვს ამერიკას. ეს ყველაფერი კი, ჯამში, რა თქმა უნდა, გამოიწვევს გარკვეულ დაძაბულობას რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებაში და ამას შემდეგ შესაბამისი ქმედებებიც მოჰყვება…

_ როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე?

_ კვირიკაშვილის მოულოდნელი გამოძახება და დაბარება ვაშინგტონში შტატების მიერ საქართველოს მეშვეობით რუსეთის პროვოცირების მორიგი რაუნდის დაწყებას მოასწავებს. სხვაგვარად შტატებს აბსოლუტურად არაფერი ესაქმება საქართველოსთან. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ამერიკის გლობალურ პოლიტიკაში შეიძლება რამე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავოს. ჩვენ ვართ ძალიან პატარა, არშემდგარი სახელმწიფო, რომელსაც არანაირი სერიოზული გავლენა არ აქვს და ვერც ექნება მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესებზე. საქართველომ 2008 წელს ერთხელ უკვე მიიღო ძალიან მძიმე საზღაური იმ პროვოკაციული პოლიტიკისთვის, რომელსაც “თეთრი სახლის” დაკვეთით ასრულებდა და რომელიც არ შედიოდა მის სახელმწიფოებრივ ინტერესებში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ჭკუის სასწავლებლად. როგორც ვხედავთ, პოლიტიკური ნება წინდახედულება დღევანდელ ხელისუფლებასაც აკლია. რა უბრძანა პატრონმა და არის თუ არა სახელმწიფოებრივი სუიციდის მორიგ მცდელობაზე წამსვლელი ყმა ხელისუფლება _ აი, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობა. ასე რომ, ღმერთმა ნუ ქნას, ომი განმეორდეს!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ომი არა, მაგრამ დათვისათვის ერთ ადგილში ჩხირის როლს რომ შეგვასრულებინებენ ეს აშკარაა.

    დემოკრატები არ ცხრებიან, ვერ ელევიან გავლენების დაკარგვას, ყოველგვარი საშუალებით იბრძვიან პრეზიდენტ ტრამპის ყოველი ნაბიჯის დასაბრკოლებლად, ქართველი ნაცმიდრეკილების მსგავსად აქტიურად იყენებენ რუსულ გავლენას საპრეზიდენტო არჩევნებში…

    ახალი ადმინისტრაცია თავის მართლების რეჟიმშია ჩაყენებული და ძალიან ჭირდება რუსეთისაგან დისტანცირება ამომრჩეველთა თვალში…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here