Home სხვადასხვა დაიჯესტი “ფერარი 290 MM” აუქციონზე 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

“ფერარი 290 MM” აუქციონზე 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

844
ფერარი 290 MM

ფერარისკიდევ ერთი ლეგენდარული სარბოლო ავტომობილი, 1956 წელს გამოშვებულიფერარი 290 MM”, რომელსაც თავის დროზე, “ფორმულა 1”-ის ლეგენდარული პილოტები _ არგენტინელი ხუან მანუელ ფანხიო და ბრიტანელი სერ სტირლინგ მოსი მართავდნენ, შეერთებულ შტატებში, “სოთბისისაუქციონზე, 22.005 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ამ ავტომობილის ძარა ატელიე “სკალიეტიმ” დაამზადა. 290MM მხოლოდ ოთხი ეგზემპლარი დამზადდა და აუქციონზე გამოტანილი მოდელი მათგან ბოლო _ მეოთხეა. “860 მონცა” სპეციფიკაციით ის 1956 წლის რბოლაში გამოვიდა. ავტომობილი ოთხცილინდრიანი 3.5-ლიტრიანი ძრავით არის აღჭურვილი.

ცნობისთვის: მსგავსი “ფერარი 290 MM”, რომელსაც ოდესღაც ასევე მართავდა ხუან მანუელ ფანხიო, 2015 წელს აუქციონზე 28 მილიონ დოლარად გაიყიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here