Home რუბრიკები პოლიტიკა უჰაერო ვანო, გულმავიწყი ზაალ-ზორო და ხევისბერი ნიკა

უჰაერო ვანო, გულმავიწყი ზაალ-ზორო და ხევისბერი ნიკა

5299
უჰაერო ვანო, გულმავიწყი ზაალ-ზორო და ხევისბერი ნიკა

ნებისმიერი ადამიანი შესაბრალებელია, როდესაც რაღაც უჭირს. ეს ელემენტარული ქრისტიანული მორალია. ცხოვრებისეული მორალი არის ის, რომ ადამიანები არ უნდა გაამწარო, არ უნდა გადაიყვანო ჭკუიდან და არ უნდა დაავიწყო სწორედ ის ქრისტიანული მორალი უჯიათი, უტვინო, არაამიანური და სადისტური საქციელით. არ უნდა მიიყვანო ადამიანები იმ დონემდე, რომ თქვან: ჯანდაბას, თუნდაც ჯოჯოხეთის საგზური გამომიწერეთ, ოღონდ კი ამ კაცმა ისეთივე სიმწარე ნახოს, როგორიც სხვებს ანახვაო. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებს თითქმის ყველაფრის პატიება შეუძლიათ, უკიდურესი არაადამიანობის გარდა. სწორედ ასეთ დღეში ჩაიგდო თავი საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც მოგვიანებით, უკვე ნაცების კატასტროფის პერიოდში, პრემიერმინისტრადაც მუშობდა, თუმცა მას მაინც ყველა ყოფილ შს მინისტრად მოიხსენიებს, რადგან, რაც ამ პოსტზეიღვაწა”, მის ფონზე მისიპრემიერობაცოტას თუ ახსოვს.

ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის პერიოდს უკავშირდება საქართველოში პოლიციის მიერ ადამიანების ხოცვა-ჟლეტის მანამდე არნახული ფაქტების სიმრავლე; პატიმრების წამება, დამცირება, შეურაცხყოფა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის უპრეცენდენტო შემთხვევები. თუმცა, როდესაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის დღევანდელ მდგომარეობას ვუცქერთ, ყველაზე მეტად მაინც ჯაბა ბოჯგუას ტრაგედია გვახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილსა და მის ბანდას უამრავი სასტიკი დანაშაული აქვთ ჩადენილი, როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილს ყველაზე ადრე სწორედ მომღერალ ჯაბა ბოჯგუას ცოდვამ უწია. შეგახსენებთ: მომღერალი ჯაბა ბოჯგუა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს და ბრალად წაუყენეს, რომ მან ერთ-ერთ პიროვნებას მისი ოჯახის პატიმარი წევრის ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ მოსთხოვა რამდენიმე ათასი ამერიკული დოლარის ეკვივალენტი თანხა. ბრალდების თანახმად, ჯაბა ბოჯგუა ამ კლიენტს არწმუნებდა, რომ იგი ძალიან ახლო ურთიერთობაშია ნაციონალების ლიდერებთან და შეძლებს, მათ ციხიდან გამოაშვებინოს ამ პიროვნების ოჯახის წევრი. ასეთი ბრალდებით მოხვდა მომღერალი ციხეში. ჩვენი მიზანი არ არის იმის გარკვევა, ბრალდება იყო თუ არა სამართლიანი. მთავარი არის ის, რომ ვანო მერაბიშვილს ზუსტად იგივე პრობლემა აქვს, რაც იმხანად ჯაბა ბოჯგუას ჰქონდა.

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეკრებილმა ექიმთა კონსილიუმმა დაასკვნა, რომ ბატონ მერაბიშვილს სჭირდება ღია სივრცეში _ ჰაერზე ყოფნა. ამჟამად მისი დაავადება არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ, თუ იგი დიდხანს დარჩება დახურულ, ჟანგბადშეზღუდულ სივრცეში, შესაძლოა, დაავადება პროგრესირდეს და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გახდეს”, _ ეს ინფორმაცია გაავრცელეს სააგენტოებმა რამდენიმე დღის წინათ.

სწორედ ამ მოტივით ითხოვდა მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა მისი შვილის საპატიმროდან გათავისუფლებას. ის თანახმა იყო გირაოზე, ნებისმიერ პირობით სასჯელზე; გარანტიას იძლეოდა, რომ შვილს შინიდანაც კი არ გაუშვებდა, ოღონდ საპატიმრო საკნიდან გამოეშვათ, რადგან ბოჯგუას მართლაც ჰქონდა ისეთი თანდაყოლილი დაავადება, რომელიც ჭარბი რაოდენობით ჟანგბადს მოითხოვდა და სივრცეში, რომელშიც ჟანგბადის შეზღუდული რაოდენობაა, ჯაბას სიკვდილი ელოდა. სამწუხაროდ, მომღერლის დედას ყური არ ათხოვეს არც ვანო მერაბიშვილმა და არც სხვა მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა. მეტიც, მახსოვს რამდენიმე ცინიკური განცხადებაც კი ჯაბას მიმართ. ჯაბა ცოცხალი გადარჩა, მაგრამ საპატიმროში მოხვედრიდან დაახლოებით ერთ წელიწადში კომაში ჩავარდა და ნაცების ხელისუფლებამ მხოლოდ ამის შემდეგ მისცა ოჯახს მისი საკნიდან სახლში გადაყვანის უფლება. როგორც ვიცით, მომღერალი დღესაც კომაშია და დედამისი, უკვე რამდენიმე წელიწადია, უვლის საშინაო პირობებში… ნამდვილად არ მინდა იმის თქმა, რომ ვანო მერაბიშვილსაც აუცილებლად ანალოგიური უნდა დაემართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაუშვან საპატიმროდან. მიუხედავად იმისა, რომ მისი დანაშაულები შეუდარებლად მძიმეა, ვიდრე ჯაბა ბოჯგუასი. ჩემი აზრით, თუ ადამიანის დაავადება მართლაც მძიმეა, მას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ დაავადება აღარ გართულდეს. თუ საჭიროა, ალბათ, ვანო მერაბიშვილი შესაბამისად უნდა მომარაგდეს ჟანგბადით ადგილზე ან მართლაც რაიმე სახის შინაპატიმრობით უნდა შეეცვალოს სასჯელი… ამაზე, იმედია, ხელისუფლება იფიქრებს და მიიღებს შესაბამის გონივრულ გადაწყვეტილებას. უბრალოდ, გვინდა, იმას გავუსვათ ხაზი, რომ არ არის გამორიცხული, მერაბიშვილი არც ამ ამბავმა შეცვალოს და ის იმ ვანოდ დარჩეს, როგორიც ნაცების ხელისუფლებაში ყოფნისას იყო.

აკი, ვანოს კოლეგებმა დღემდე ვერაფერი ისწავლეს და, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ ძალიან მოდურია ტრენდი _ ნაცებმა ჭკუა ისწავლეს, გამოცდილება მიიღეს და, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, იმავე შეცდომებს და სადისტობებს არ გაიმეორებენო, მათი ცალკეული წევრების გამოხდომები გარკვევით ვერ იძლევა ამის იმედს.

მაგალითისთვის _ გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი: მე რომ მცოდნოდა, ბედუკაძე ციხის კადრების გადაღებას და გარეთ გამოტანას აპირებდა, ჩემი ხელით დავხვრეტდი!”- კმაროდა, მისთვის ნიკა გვარამიას რომ არგადაეჯოკრა”. გასული კვირის კიდევ ერთი თემარუსთავი 2”-ის ოდიოზური და ყველაზე უთავმოყვარეო გენერალური დირექტორის, ყოფილი პროკურორის ის განცხადება იყო, რომელშიც ის სალომე ზურაბიშვილის მომხრეებს, ფაქტობრივად, პირადი ანგარიშსწორებით ემუქრება.

ყველას გიმახსოვრებთ და აუცილებლად უნდა ჩამოგაშოროთ საზოგადოებაში ყველანაირ საქმიანობას, ვინც კი ოდნავ მაინც რაიმეთი დაეხმარებით მოღალატე სალომე ზურაბიშვილს!” _ ასე მიმართა გვარამიამ სოციალური ქსელების მომხმარებელს და, ფაქტობრივად, როგორც ხევისბერმა გოჩამ _ გუგუა, ისე მოჰკვეთა “თემისგან” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბიშვილი. ამიერიდან ეკრძალება ყველას, მიაწოდოს მას წყალი, თუ მწყურვალი ნახა; მიაწოდოს მას პური, თუ უპუროდ ნახა; მიაწოდოს მას ცეცხლი, თუ უცეცხლოდ ნახა! დახშულ იყოს მისთვის ყველა სახლის კარი!” – ფაქტობრივად, იგივე შინაარსის იყო “ხევისბერი ნიკას” გამოხდომა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. შესდექ, ხევისბერო!” _ შესძახა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ნიკა გვარამიას ამ განცხადებას სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა. თუმცა, სამწუხაროდ, მას აზრადაც არ გაუვლია, ონისესავით საკუთარ თავზე აეღო დანაშაული დაოცნებაგაემტყუნებინაკოჰაბიტაციისგამო, რომელმაც ნიკა გვარამიასა და მისნაირ ტუტუცებს ასეთიგაჯეჯილებისსაშუალება მისცა.

კოჰაბიტაციის პირდაპირი პროდუქტია ზაალ უდუმაშვილი და მიშასდროინდელი სხვა ვითომ “ჟურნალისტებიც”, რომლებსაც უკვე კოლექტიური გულმავიწყობა დასჩემდათ. ზაალ უდუმაშვილმა ქვეყნის დასანახავად აიჩეჩა მხრები ინგა გრიგოლიას წინაშე და წარმოთქვა: “ნამდვილად არ მახსოვს, ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვინმესთვის ბიზნესის წილებში ჩაჯდომა მოეთხოვოთ!” ზაალ უდუმაშვილის ეს უტიფარი ფრაზა აუცილებლად შემორჩება, მეხსიერებას როგორც ქართული უნამუსო პოლიტიკისა და უსინდისო ჟურნალისტიკის ოქროს ნიმუში. თუმცა, აუცილებლად უნდა დავუფასოთ ოქროს ფონდში შესატანი ფრაზების ამბავში ღვაწლი ნოდარიკო მელაძესაც, რომელმაც, როდესაც სამშენებლო კომპანია “სვეტის” აწ უკვე დაპატიმრებული ერთ-ერთი დამფუძნებლის ინტერვიუს უყურა, ერთობ გაკვირვებული სახით წარმოთქვა: აქამდე ვერც ვიფიქრებდი, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა ასე თავხედურად შეიძლება დაუპიროს ბიზნესის წართმევა რომელიმე მეწარმეს”.

“გაპრავებებში” არანაკლებ ნიჭსა და უნარს ამჟღავნებს ინგა გრიგოლიაც, ოღონდ ის ასეთ გამაოგნებელ უტიფრობას ვერ კადრულობს, ნაცების ბიზნესმენებთან “ტკბილი” ურთიერთობების “გაპრავებები” რომ დაიწყოს და თვით ზაალ უდუმაშვილს “აპრავებს” _ ეს ინგამ მაშინ გააკეთა, როდესაც ეს ნაცების ზორო შეეცადა, მაყურებლისთვის თავი მოეწონებინა იმით, რომ თურმე ყოველთვის სწორი პოზიცია ეკავა და თურმე “იმედის” დარბევისას 2007 წლის 7 ნოემბერს “გმირობა” გამოუჩენია და “იმედის” დაცვა დაუწყია.

“კი, ზაალ, მე უნდა დაგემოწმო, მე მახსოვს შენი მაშინდელი პოზიცია და მახსოვს, როგორ იბრძოლე იმისათვის, რომ სიუჟეტი ტელეკომპანია “იმედის” დარბევის შესახებ გასულიყო “რუსთავი 2”-ზე”, _ ამ სიტყვებით მოწმინდა ნამუსი “ნაცების ზოროს” ინგა გრიგოლიამ, თანაც ისე, რომ წარბიც არ შეუხრია.

არადა, სინამდვილეში, “იმედის” დარბევის ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გადასცა “რუსთავი 2”-მა, როცა ეს ფაქტი უკვე გაშუქებული ჰქონდა ყველა დანარჩენ ქართულ ტელევიზიას და უკვე უცხოური ტელევიზიებიც გადმოსცემდნენ საქართველოში დამოუკიდებელი ტელეარხის ვანდალური დარბევის ფაქტს.

ამის შემდეგ, უბრალოდ, ძალიან სამარცხვინო იქნებოდა და შეუძლებელიც, რომ “რუსთავი 2”-ს ეს არ გადაეცა. ინტერნეტში ახლაც დევს ზაალ უდუმაშვილის ფრიად მოკრძალებული “თხოვნა” იმის შესახებ, რომ “იმედის” დარბევის ფაქტი აუცილებლად იქნას ობიექტურად გამოძიებული. ეს არის და ეს. აი, ამას უთვლის “გმირობად” ზაალ უდუმაშვილს ინგა გრიგოლია.

ისე კი, თუნდაც მათი ეს ბჟუტური და “ურთიერთგაპრავება” მართალიც იყოს, იმ დონის უტვინოა ორივე, რომ ვერც კი ხვდებიან, საკუთარი თავის საწინააღმდეგოს რომ ამბობენ. აკი, მათივე ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ თურმე “თავისუფალ ტელევიზია” “რუსთავი 2”-ში ტელეკომპანია “იმედის” ვანდალური დარბევის შესახებ სიუჟეტის გაშვებას “ბრძოლა” დასჭირვებია ზაალ უდუმაშვილის მხრიდან.

პატივცემულო ინგა, თვითონ თუ ხარ შემსწრე (როგორც თქვი), რა მედგრად იბრძოლა ზაალ უდუმაშვილმა ამისთვის, იქნებ ისიც გვითხრა _ ვის ებრძოლა კონკრეტულად? ვის არ სურდაიმედისდარბევის ინფორმაციის გადაცემა? ვის შეებანაცზორომაშინ ასე უშიშრად?

საინფორმაციო სამსახურის იმჟამინდელ უფროს ნინო შუბლაძეს? გენერალურ დირექტორ ირაკლი ჩიქოვანს? თუ ვის? აჰ, “ვიღაცას”, ვინც იმხანად მაგ ტელევიზიას “სულ ზევიდან” აკონტროლებდა? ორი გვამირომ სურდა, იმ კაცს ხომ არა?

ახლა მითხარი, პატივცემულოდიდო და თავისუფალო ჟურნალისტოზაალზორო უდუმაშვილო, რომელმა თავმოყვარეობამ გაგაჩერა ჟურნალისტად იმ ტელეკომპანიაში, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე უმთავრესი მოვლენის, დამოუკიდებლი ტელეკომპანიის ავტომატებით დარბევის, შესახებ ინფორმაციის გასვლასდიდი ომის ფასად აღწევდი”? რა ჰქვია ტელევიზიას, რომელშიც ასეთი ინფორმაციების გადაცემასდიდი ომისჭირდება?

რა მოხდა? უცებ ისევ ამნეზია ხომ არ დაგემართა და ისეთ ფაქტებსაც ვერ იხსენებ “ნაცების” ზეობის პერიოდში, ნაცი ბიძიები ტელევიზიებს საკუთარი კანტორებივით რომ ექცეოდნენ და ჟურნალისტებს კიდე ჩმორებივით დაგარბენინებდნენ თავიანთ დაკრულზე?

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here