Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინა თამაშგარე მდგომარეობაში

უკრაინა თამაშგარე მდგომარეობაში

54

აშშმა გერმანიასთან ერთად დაიწყო უკრაინის პრობლემების მოგვარება უკრაინის გარეშე, კერძოდ, ბუნებრივი აირის მილსადენჩრდილოეთის ნაკადი-2”-ზე გერმანიას ისე შეუთანხმდა, უკრაინისთვის არაფერი უკითხავს

აშშ-მა და გერმანიამ განაცხადეს, რომ დაინტერესებულნი არიან, “ბუნებრივი აირის ტრანზიტი უკრაინის გავლით გაგრძელდეს 2024 წლის შემდეგ”. გერმანია ვალდებულია, “დაიცვას “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის ენერგეტიკული პაკეტის ყველა პუნქტი, რათა უზრუნველყოს მესამე მხარის ხელმისაწვდომობაც”. აქ იგულისხმება, რომ მილსადენში შეიძლება გაიაროს არა მხოლოდ რუსულმა ბუნებრივმა აირმა.

უკრაინამ “უნდა გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი ბერკეტი უკრაინასა და რუსეთს შორის ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულების 10 წლით გასაგრძელებლად. მათ შორის, დანიშნოს წარმომადგენელი ამ მოლაპარაკებების მხარდასაჭერად, რომელიც უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 1 სექტემბრისა”.

ამერიკულ-გერმანულ დოკუმენტში კონკრეტიკა არ არის. სიტყვაც არ არის ნათქვამი, როგორ უნდა აიძულონ დასავლელმა მოკავშირეებმა “გაზპრომი”, 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს კიევთან. ამ გარემოების შესამსუბუქებლად გამოცხადდა უკრაინისთვის “მწვანე” ენერგეტიკის მხარდაჭერის შესახებ. გერმანია შექმნის 1 მლრდ დოლარის “მწვანე” ფონდს, მაგრამ თვითონ ამ ფონდში ჩადებს ძალიან მცირე თანხას _ 175 მლნ დოლარს, ხოლო, კიდევ ვის მოუნდება კიევის დახმარება ფულით, გაურკვეველია.

ბუნებრივი აირის მილსადენზე ამერიკულ-გერმანული გარიგების გამოცხადების წინ აშშ-ის ადმინისტრაციამ რეკომენდაციის სახით მიუთითა კიევს, ხმაური არ აეტეხა “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის გარშემო, ბაიდენმა კი განაცხადა, რომ პროექტი 99%-ით არის შესრულებული და მისი შეჩერება შეუძლებელია.

რჩება შთაბეჭდილება, რომ კიევის რეჟიმს მსოფლიოში ანგარიშს არავინ უწევს. ეს აღიარა თვით უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პავლე კლიმკინმა, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანა “თამაშგარე მდგომარეობაშია” და “არ არის არათუ შედეგის, არამედ პროცესის ნაწილი”, ეს კლიმკინმა მხოლოდ ახლა შეამჩნია.

ოპოზიციურმა პლატფორმამ “სიცოცხლისთვის”, თავის მხრივ, განაცხადა: ზელენსკი და მისი უნიჭო მთავრობა უნდა გადადგეს უკრაინის მთავარი ენერგეტიკული აქტივის დაკარგვის გამო, აგრეთვე, მრავალი წლის განმავლობაში უზარმაზარი ეკონომიკური დანაკარგებისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განადგურების გამო”. ყველაფრის მიუხედავად, უკრაინაში პოლიტიკური ძალების განლაგების გათვალისწინებით, კიევის რეჟიმის ალტერნატივა ჯერჯერობით არც ისე ადვილი მოსაძებნია.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმებას “ჩარჩო” ხელშეკრულება უწოდა. თითქოს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, კონკრეტულად “როგორი ნაბიჯებით შეივსება გამოცხადებული პუნქტები”, მაგრამ უკრაინას არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ჯო ბაიდენმა თავისი შეხვედრების კალენდარში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა ბოლო ადგილზე გადასწია _ ვაშინგტონი დიდხანს აჭიანურებდა თეთრი სახლის მეთაურისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრას, ყოყმანობდა _ ივნისში დაენიშნა თუ აგვისტოს დასაწყისში, საბოლოოდ კი შეხვედრა 30 აგვისტოს დაინიშნა.

ამ თარიღისთვის ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდება, ხოლო კონგრესი 20 სექტემბრამდე არდადეგებზე იქნება, შედეგად ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი სარგებელს ვერ მოიტანს. როგორც უკრაინელი პოლიტოლოგი ვიტალი ბალა ამბობს,ზელენსკის ვიზიტები ჰგავს პოლიტიკურ ტერორიზმს. ბევრი სხვადასხვა დაპირებაა, საბოლოოდ კი არაფერი ხდება”.

საზღვარგარეთელ პოლიტიკოსებს მობეზრდათ კიევის ტყუილები, უკრაინის ფინანსთა მინისტრ სერგეი მარჩენკოს განცხადებამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობსო, თვითონ სავალუტო ფონდში გამოიწვია გაოცება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ჯერი რაისმა, რომელიც შეცბუნებას ძლივს მალავდა, კიევს პირდაპირ განუცხადა, რომ “პროგრამის პირველი გადახედვის დასასრულებლად ზოგიერთ სხვა სფეროში დიდი პროგრესია აუცილებელი”.

უკმაყოფილება ვერ დამალეს ვაშინგტონშიც ბაიდენსა და ზელენსკის შორის უკრაინისთვის ნატოში შესვლის სამომავლო გეგმის მიცემის შესაძლებლობაზე სატელეფონო საუბრის თავისუფალი ინტერპრეტაციის გამო. ვაშინგტონის კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვია სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებებისას უკრაინის დელეგაციის სპიკერ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებამ, რომ აშშის პრეზიდენტის გუნდში უკრაინის საკითხზე განხეთქილებაა და, თუ დასავლეთი არ გაითვალისწინებს უკრაინის ინტერესებს, ქვეყანა წავა აღმოსავლეთისაკენ _ ჩინეთის, თურქეთის, ვიეტნამის, გაერთიანებული არაბული საამიროებისა და სხვა ქვეყნების მხარეს.

ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, დასავლეთში ზელენსკის გუნდი შეიძლება “არასერიოზულ ადამიანებად” ჩათვალონ, თუმცა რატომ შეიძლება? უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვას, დიდი ხანია, ასეთად მიიჩნევენ, ხოლო შიში იმის გამო, რომ “უკრაინა შეიძლება, თამაშში არ ჩაერთოს”, დაგვიანებულია. უკრაინა, კარგა ხანია, თამაშგარე მდგომარეობაშია.

rusdozor.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here