Home რუბრიკები პოლიტიკა ტრადიციული ღირებულებების დამცველებო, მართლმადიდებელ რუსეთში შეერთდით!

ტრადიციული ღირებულებების დამცველებო, მართლმადიდებელ რუსეთში შეერთდით!

266

გასულმა კვირამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რა სისწრაფით იცვლება და ვითარდება პროცესები გეოპოლიტიკაში და ამ მხრივ პროგნოზების კეთება, როგორც წინა პუბლიკაციაში თქვენმა მონა-მორჩილმა აღვნიშნე, უმადური საქმეა.

ვერაფრით ჩავიგდე ისეთი მომენტი ხელში, წერილის მთავარი თემა მხოლოდ უბედური საქართველოს მოსახლეობის გაჭირვებული ყოფა რომ ყოფილიყო, რომლის უნამუსო ხელისუფლებას სააკაშვილთან ბრძოლაში საახალწლოდ შემწვარი გოჭებისა და საცივის სეზონის დადგომის იმედი აქვს. სეზონის, რომელიც, ძველით ახალი წლის ჩათვლით, ერთ თვეს გაგრძელდება და ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილის თემა ნაკლებად აქტუალური იქნება _ ზუსტად ასე განაცხადა შალვა რამიშვილმა, რომელიც ნაცების დაუძინებელი მტერი და ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული ტელეპროპაგანდისტია. რაც ნაცების მიმართ ცოდვად არ მიმაჩნია; მეტიც, ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ გავიმეორებ: ვერავინ და ვერაფერი მათქმევინებს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ჯობია დღევანდელს.

უბრალოდ, შალვა რამიშვილსა და მის თანამოაზრეებს შევახსენებ, რომ ე.წ. გოჭ-საცივის პერიოდის ხანგრძლოვობა ცოტა ხნის წინათ (თუნდაც “საზიზღარი კომუნისტების” ხანაში) ყველასთვის (ჩინიანთა და უჩინოთათვის) ერთნაირი იყო და არა ისე, როგორც დღეს არის _ მოსახლეობის უმცირესობა არმად ნაშოვნი ფულით ნაყიდი გოზინაყით იტკბარუნებს პირს, ხოლო უმრავლესობისთვის არ არსებობს არანაირი “საცივის სეზონი”, რადგან ღარიბ-ღატაკთა ყოველდღიური ყოფა ფიზიკური არსებობისთვის ბრძოლა და ნაგვის ბუნკერებში ქექვაა… მაგრამ პატარა საქართველოს დიდი პრობლემები გასულ კვირაში მომხდარმა გეოპოლიტიკურმა ტექტონიკურმა ძვრებმა გადაფარა.

თუ გახსოვთ, წინა წერილში ე.წ. კარიბის კრიზისი გავიხსენე იმის აღსანიშნავად, რომ 1962 წელს კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და თითქმის იგივე ვითარებაა დღესაც. თუმცა “თითქმის” დღევანდელ ვითარებაში რბილად ნათქვამი სიტყვაა, ეს გასულ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აშშ-ნატოს, საერთოდ, კოლქტიური დასავლეთის მიმართ გაკეთებულმა განცხადებამ დაადასტურა _ დღეს მსოფლიო გაცილებით რეალურად დგას ბირთვული ომის საფრთხის წინაშე, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რადგან პირველად ისტორიაში რუსეთმა აშშ-ნატოსგან კი არ ითხოვა, არამედ მოითხოვა თავისი უსაფრთხოების გარანტიები… მოდი, მოვლენებს აუჩქარებლად და თანმიმდევრულად მივყვეთ.

გასულ კვირაში ბრიუსელში გაიმართა ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეექვსე სამიტი, რომელშიც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მრავალრიცხოვანი დელეგაციაც მონაწილეობდა. სამიტი რიგით მეექვსე კი იყო, მაგრამ შინაარსობრივად წინა სამიტებისგან არაფრით განსხვავდებოდა. საქართველოსთვის “მნიშვნელოვანი” ის იყო, რომ ცოტაცა, ცოტაცა და აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. არადა, ცოტა ადრე, უკრაინის კლოუნი პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევის ნატოში ინტეგრაციაზე საუბარი 2030 წლამდე არ დაიწყება და, აქედან გამომდინარე, თვითონ იანგარიშეთ ზემოხსენებული “ცოტაცა, ცოტაცა” საქართვლოსთვის რომელ წელს ნიშნავს. მიუხედავად ამისა, ვერც იქ, ბრიუსელში და ვერც აქ, თბილისში გამართულ ბრიფინგებზე ირაკლი ღარიბაშვილი ვერ დაიღალა იმის აღნიშვნით, რომ სამიტი უპრეცედენტოდ წარმატებული და ისტორიული იყო საქართველოსთვის, რაშიც მართლაც ძნელია, პრემიერს შეედავო…

რას ამბობთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ხომ თვით ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ჩამოართვა ხელი!

რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, მან პრემიერის დონემდე ვერ “გაქაჩა” _ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან (ეს ის ბორელია, რომელიც პუტინმა ერთი-ერთზე შეხვედრისას ისე “გააფარჩაკა”, რომ ევროპაში კინაღამ იმპიჩმენტი მოუწყვეს) მისალმება აკმარეს, სამაგიეროდ, დიპლომატიის სახელმძღვანელოებში შევა და მომავალ თაობებს გადაეცემა მისი ბრძნული ნათქვამი: “რუსეთს მანამდე არ დაველაპარაკებით, სანამ სოხუმ-ცხინვალს არ დაგვიბრუნებს”-ო, ანუ როდის _ როდინობის კვირის შვიდშაბათს? ერთი ჭკვიანი და პატიოსანი ლიბერასტულ ბანაკშიც ჰყოლიათ _ “რადიო თავისუფლების” პრაღის ბიუროს ჟურნალისტმა, რიკარდ ჟოზვიაკმა სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ ის (სამიტი) ვერც ისტორიული და, საერთოდ, არაფრის მომტანი იქნება საქართველოსთვისო. ამ სიმართლის თქმისთვის, რომ იტყვიან, ლამის შეჭამეს ქართველმა კოლეგებმა და, დიდი ალბათობით, “რადიო თავისუფლების” მესვეურებმა შეიძლება სამსახურიც დაატოვებინონ პუტინის “მოსყიდულ” ჟურნალისტს.

რა გაეწყობა, რიკარდ, ასეთია კოლექტიური დასავლეთის “დემოკრატია”! ახლა კი მსოფლიო დონის მოვლენის შესახებ, რომელმაც შოკში ჩააგდო სამყარო…

10 დეკემბერს რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ს მიმართა საჯარო მოთხოვნით, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოება იმით, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება; რომ მოახდინონ ბუქარესტის სამიტის რეზოლუციის დეზავიურება და შედეგად მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ვერასოდეს იქნებიან ნატოს წევრები; რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკვე ნატოს წევრი ქვეყნებიდან გაიტანონ შეტევითი შეიარაღება… რომ, რომ და მრავალი რომ, ანუ რუსეთმა გაავლო წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის უფლებას აღარავის მისცემს.

ამ, ფაქტობრივად, ულტიმატუმზე პასუხისთვის რუსებმა ამერიკელებს 1-თვიანი ვადა მისცეს, რომელიც 14 იანვარს იწურება. საჭადრაკო ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, აშშ ცუგცვანგშია, ანუ არ არსებობს აშშ-ისთვის მომგებიანი სვლა.

აშშ-ის პრეზიდენტს ეს დოკუმენტი მაგიდაზე უდევს და პუტინთან კიდევ ერთ რანდევუზე თანხმობა განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა გააფრთხილა ამერიკელები, რომ მათი განცხადება მენიუს პრინციპს გამორიცხავს, ანუ დოკუმენტი მიიღება მთლიანად და არა ცალკეული საკითხები.

რა თქმა უნდა, ულტიმატუმის ვადის ამოწურვა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მეორე დღესვე დაიწყებს სამხედრო პასუხის გაცემას, მაგრამ იციან რა, რომ პუტინს არ სჩვევია სიტყვების უსაფუძვლო რახარუხი, ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ პუტინს ასეთი შემთხვევისთვის ადეკვატური გეგმა “ბეც” ექნება. ზემოთ აღვნიშნე, რომ მსოფლიო შოკშია, მაგრამ თურმე ჯერ სად ხარ? რუსეთის ულტიმატუმის მეორე დღესვე მოხდა ის, რისიც იანკებს ყველაზე მეტად ეშინოდათ _ შედგა პუტინის ორსაათიანი სატელეფონო რანდევუ ჩინეთის პირველ პირთან; მხარეები ურთიერთდახმარებაზე შეთანხმდნენ ბევრ საკითხში, მათ შორის სამხედრო სფეროში და ლიბერასტულ ღირებულებებთან ერთობლივ ბრძოლაზე.

ჩინეთისა და რუსეთის ტანდემი შეიძლება ანტილიბერასტი ხალხისთვის (მათ შორის კოლექტიური დასავლეთისთვისაც, სადაც ნორმალურ ხალხს ლგბტ ტრანსგენდერული მარწუხებით აწამებენ) დროთა განმავლობაში ერთგვარ მიზიდულობის ცენტრად იქცეს. ამის გამო აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა იხუმრა: ადრე საბჭოეთს ჰქონდა ლოზუნგი: “კომუნისტებო (უნდა ეთქვა, პროლეტარებო), ყველა ქვეყნისა შეერთდით!” და ვლადიმერ პუტინსა და თავმჯდომარე სი ძინპინს ახალი სასაცილო ლოზუნგი შესთავაზა: “ანტილიბერალებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!”..

მე კი ნორმალუერ ადამიანებს ასეთ ლოზუნგს შევთავაზებდი: ტრადიციული ღირებულებების დამცველებო, მართლმადიდებელ რუსეთში შეერთდით!

ისე, ვის ექნება სატირლად საქმე და ვის _ სასაცილოდ, ამას ახლო მომავალში ვნახავთ…

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here