Home რუბრიკები საზოგადოება “სამშობლოს ემსახურეთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და არა უკანასკნელ ამერიკულ დოლარამდე”

“სამშობლოს ემსახურეთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და არა უკანასკნელ ამერიკულ დოლარამდე”

1649
ნანა მურადაშვილი

საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია 20 წელზე მეტი ხნის წინათ დაარსდა. ეს ორგანიზაციები თავდაპირველად დიდი პოპულარობით სარგებლოდნენ და ხელისუფალნიც თავს იწონებდნენ .. ენჯეოების წარმატებებით

2005 წლის აპრილში საგამოფენო ცენტრექსპოჯორჯიაშიჩატარდა საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორდღიანი გამოფენაფორუმი. ფორუმი სამოქალაქო საზოგადოების ხელშემწყობად და დიდ მეგობრად დაასახელეს საქართველოს გარდაცვლილი პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია და მას სპეციალური ჯილდოც მიანიჭეს, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამოქალაქო საზოგადოების მეგობრებად გამოცხადდნენ იურისტი, პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პოლიტოლოგი გია ნოდია. მას შედეგ 12 წელი გავიდა და დღეს ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოელების დაკვეთას ასრულებენ და ბევრი მათ მეხუთე კოლონად მოიხსენიებს. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ჩვენს ქვეყანაში გვესაუბრება სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა მურადაშვილი.

_ საქართველოში სამოქალაქო სექტორი მონოპოლიზებულია და ჩვენი უცხოელი “მეგობრების” ხელით იმართება. სწორედ იმ “მეგობრების”, რომლებიც ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დოლარის გრანტს გზავნიან საქართველოში “საზოგადოების განვითარებისთვის, სახელმწიფოს მშენებლობაში საზოგადოების ჩართულობის ხელშესაწყობად და სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად” _ ეს არის ოფიციალური და დეკლარირებული ვერსია. სინამდვილეში, ამ ყველაფერს როგორი სახე აქვს ქართულ რეალობაში?

10 წელზე მეტი ვიმუშავე საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე. ვიყავი ორი ფრაქციის აპარატის უფროსი, ვმუშაობდი ანტიკრიზისულ საბჭოში. ადამიანები ხშირად წერილობით მიმართავენ ხოლმე დეპუტატებს დახმარებისთვის და, როგორც ფრაქციის აპარატის უფროსს, უამრავი ადამიანის გაჭირვება და უბედურება წამიკითხავს და მომისმენია.

2007-2008 წლებიდან გამოიკვეთა ტენდენცია _ შემოსული წერილების ნახევარი ეხებოდა უკანონო დაკავებას, როდესაც ხდებოდა წამლის ჩადება და შემდეგ საპროცესო გარიგება. ეს რატომღაც დაკავშირებული იყო ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებთან. წერილების მეორე ნახევარი იპოთეკური სესხის გამო გამოსახლების პროცესებსა და ამით გამოწვეულ პრობლემებს ეხებოდა. ჩემთვის ნათელი შეიქნა, რომ ხელისუფლებაში მყოფი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უძრავ ქონებას ართმევდა და ქუჩაში ყრიდა იმ ოჯახებს, რომლებიც მათ “მატარებელში” არ ისხდნენ. პროცესი მარტივი იყო _ ნაცების კოორდინატორებსა და კორპუსის წარმომადგენლებს ყველა ოჯახი ჰყავდათ აღრიცხული… აუქციონის ჩატარების, ქონების იძულებით გასხვისებისა და აღსრულებაგამოსახლების პროცესი განსაკუთრებულად გამარტივდა და დაჩქარდა სწორედ ამ პერიოდში და ეს თავიდან ბოლომდე ნიკა მელიას დამსახურებაა. ეს ის ნიკა მელიაა, რომელმაც შემდეგ თბილისის მერობა მოინდომა, იმ თბილისელების, განსხვავებული აზრის გამო უსახლკაროდ რომ დატოვა. ამ პროცესებს, რა თქმა უნდა, ბანკებიც უწყობდნენ ხელს. ეკონომიკური განვითარების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაში ბანკები იპოთეკურ სესხებზე არიან ორიენტირებული, რასაც უძრავი ქონების ამოღება მოჰყვება ხოლმე შედეგად. ვიცოდი, მალე უმძიმესი სოციალური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდით… 2011 წელს დავარეგისტრირე არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი”. სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში ითხოვდა უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების აღრიცხვას, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” ეს ხელს არ აძლევდა და ყურს არავინ იბერტყავდა. გადავწყვიტეთ, ამ პრობლემის მოგვარება ჩვენს ორგანიზაციას დაეკისრებინა და საკუთარი ფინანსებით, ჩემი ხელფასიდან გაწეული ხარჯებით დავიწყეთ იმ ადამიანების აღრიცხვა, რომლებიც ამბობდნენ, რომ საცხოვრისის გარეშე დარჩნენ. ძალიან მალე მოგვაკითხა ნაციონელების წარმომადგენელმა წინადადებით, აგვერჩია რომელიმე სხვა თემა, თუნდაც მაწანწალა ბავშვების, და გრანტები გარანტირებული გვექნებოდა. მაგრამ გადავწყვიტეთ, მათი შემოთავაზება არ გაგვეთვალისწინებინა _ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ორგანიზაციამ არ უღალატა პრინციპებს. განვაგრძეთ საქმიანობა _ ადამიანებს ვუწევდით უფასო იურიდიულ დახმარებას, ჩართულები ვიყავით გამოსახლების პროცესში და ვცდილობდით, ოჯახები დაგვეცვა იმ ძალადობისგან, რომელსაც სისტემა იჩენდა გამოსახლების პროცესში. რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები, როცა კანონის უხეში დარღვევით დაიდო იპოთეკური ხელშეკრულებები. საქართველოში ცხოვრობს ათამდე ოჯახი, რომლებსაც ბრძოლით შეუნარჩუნდა ქონება. ეს ყველაფერი ხდებოდა 2012 წლამდე… ნაცების ბობოქრობის პერიოდში ვიცოდით, რომ უნდა გვებრძოლა გადარჩენისთვის და ვიბრძოდით.

გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ხელისუფლების სათავეში მოვიდა… იმ პერიოდისთვის ჩვენმა ორგანიზაციამ 10 000-მდე ოჯახი აღრიცხა, რომლებმაც მოგვაკითხეს და განაცხადეს, რომ იყვნენ საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი. “მე-9 არხის” დაფინანსებით რეჟისორმა ნინო ნავროზაშვილმა გადაიღო ფილმი “სახლი, რომელშიც აღარ ვცხოვრობ”. ფილმის გადაღების შემდეგ დაპირება ბევრი იყო…

არჩევნებიდან 2-3 თვეში კი ყველაფერი აპრობირებული მეთოდით გაგრძელდა.

ახალმა ხელისუფლებამ სახლებიდან გამოასახლა ის ადამიანები, რომლებიც ნაცების პერიოდში ბოლომდე იდგნენ ოპოზიციურ აქციებზე, იცავდნენ თავს და ქვეყანას, ამის გამო “ნაციონალური მოძრაობა” იჭერდა მათ, უდებდა წამალს, უფორმებდა საპროცესო გარიგებას და თანხის გადასახდელად მათ საკუთარი ქონების ოპოთეკით დატვირთვა უწევდათ.

ასე გვსჯიდნენ “დემოკრატიის მამები” სიტყვის თავისუფლებისთვის და ქონებას გვართმევდნენ.

ოცნებამეს ოჯახები გამოასახლა სწორედ ისეთივე ძალადობრივი მეთოდებით, როგორითაც ასახლებდანაცმოძრაობა” _ უბრალოდ, გაყარა ქუჩაში, ყოველგვარი სოციალური დაცვის გარეშე.

10 000 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

2013 წელს ვცადეთ, გამოგვეცხადებინა მორატორიუმი გამოსახლებაზე და დაგვეწყო ამ პრობლემის მოგვარების პროცესი, გვქონდა კონკრეტული შეთავაზებებიც, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.

2013-2014 წლებში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, იპოთეკით დატვირთული იყო 132 835 უძრავი ქონება. გაამრავლეთ ახლა ეს რიცხვი 3-ზე და მიიღებთ პოტენციური უსახლკაროების რაოდენობას. მეკითხებით, რა საჭიროა არასამთავრობოების მუშაობა, გიპასუხებთ, რომ სწორედ ასეთი მონაცემებისა და ფაქტების გამოსამზეურებლად.

გადავწყვიტეთ, დაგვეწყო გრანტის მოძიების პროცესი. ავიყვანეთ დაფინანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ჩვენი წარმომადგენელი იქნებოდა უცხოელ დონორებთან და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მივმართეთ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Usaid). წარვუდგინეთ უკვე გაწეული საქმიანობის შესახებ მასალა, დაწერილი პროექტი; შემოგვითვალეს, _ ჩვენ გვყავს სანდო პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ. როდესაც შემოდის ახალი პროექტი, ჩვენი შინაგანაწესის მიხედვით, ეს პროექტი უნდა გავაცნოთ ჩვენს სანდო პარტნიორებს, ხომ არ მუშაობს რომელიმე ამ პრობლემატიკაზე და, თუ ასეთი აღმოჩნდება, ვალდებული ვართ, ის დავაფინანსოთო. ქართულ რეალობაში ეს ნიშნავს იმას, რომ, თუ იდეა და პროექტი მოეწონათ, პროექტი თავის დაფინანსებიანად გადაეცემა რომელიმე მათ სანდო პარტნიორ ორგანიზაციას. ჩვენ შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა _ 2014 წელს Usaid Georgia-მ  დააფინანსა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (eprc) კვლევა: საქართველოში არსებული პრობლემური სესხების მართვა _ ანალიზი და რეკომენდაციები. კვლევა თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ჩვენი ორგანიზაციის მასალებს, ინტერვიუებს, ციფრებსა და მოხსენიებულიც ვართ. მათ, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ამის უფლება, საჯარო ინტერვიუებსა და განცხადებებს ეყრდნობოდნენ, რადგან არც ერთი მათი სანდო პარტნიორი არ მუშაობდა ამ თემაზე და ამიტომ ჩვენს კვლევებზე ააგეს თავიანთი .. კვლევა?

_ რა ხდება დღეს არასამთავრობო სექტორში? ვინ არიან ის ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ დაფინანსებით, ვის ინტერესებს ატარებენ? რა ღირებულებებს ნერგავენ საზოგადოებაში და ვის ემსახურებიან?

_ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ნაცმოძრაობისყოფილი მაღალჩინოსნების მიერ გახსნილი ენჯეოები გარანტირებული არიან დაფინანსებით ამერიკის დონორი ორგანიზაციებიდან. შეიძლება თქვან, რომ დონორი თავის ფინანსებს, ვისაც უნდა, იმას მისცემსო, მაგრამ ეს გრანტები ხომ საქართველოს განვითარებისთვისაა გამოყოფილი?

_ დღეს საქართველოში მოქმედი, ესე იგი, დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელი პარტნიორები თვითონ არიან ჩართული სხვადასხვა საფინანსო სექტორში, ხშირად გვევლინებიან ბანკების მენეჯმენტში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დამფუძნებლებად. ანუ, უფრო გახსნილად რომ ვთქვათ, შემოსული გრანტები ძირითადად მხოლოდ ბუღალტერიით შემოიფარგლება. არ არსებობს რომელიმე მასშტაბური და სასარგებლო პროექტი, რომელიც მათ განახორციელეს ბოლო 15-17 წლის განმავლობაში. გრანტებით მიღებული დივიდენდები თავისუფალი ფულის სახით მიემართება სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციაში, მაღალ იპოთეკურ სესხებად გადაეცემა ჩვენს უმუშევარ საზოგადოებას და, რა თქმა უნდა, საცხოვრებლის გარანტიით. ძალიან მარტივია ამის კვლევა, ეს ყველაფერი საჯაროა.

მივმართავ ყველას: სამშობლოს ემსახურეთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და არა უკანასკნელ ამერიკულ დოლარამდე.

საქართველოში 10 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. მათი უმეტესობა, სწორედ იმ უკანონო საქმიანობით არის დაკავებული, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც მართლა სურთ ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ადამიანების სოციალური პრობლემების მოგვარება, თუმცა მათი უმეტესობა დღეს გაჩერებულია, რადგან ვერ მოიპოვეს დაფინანსება, ვერ “ჩაჯდნენ” ვერავის ინტერესში.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩნდება შეკითხვა: ვინ აფინანსებს ქართველი საზოგადოების ინტერესებს?

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here